მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 62195 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 


რა არის საშვილოსნოსგარე ორსულობა

 

რა არის საშვილოსნოსგარე ორსულობასაშვილოსნოსგარე ორსულობა სამართლიანად მიიჩნევა ექიმების მიერ ყველაზე ვერაგ და არაპროგნოზირებად გინეკოლოგიურ დაავადებად, რომელიც მოითხოვს ოპერატიულ სამედიცინო ჩარევას.

სამწუხაროდ, საშვილოსნოსგარე ორსულობა არც თუ ისე იშვიათია. სტატისტიკით იგი შეადგენს საერთო ორსულობის 1-4%-ს, თუმცა ყოველწლიურად მატულობს და სულ უფრო მეტი ქალი დგება ამ პათოლოგიის საფრთხის წინაშე.

საშვილოსნოსგარე ორსულობა რა თქმა უნდა არ ნიშნავს უშვილობას, თუმცა გადატანილი დაავადების შემდგომ, განსაკუთრებით კვერცხსავალ მილში ორსულობის შემდეგ, ქალებში იზრდება უშვილოდ დარჩენის რისკი.

განვიხილოთ საშვილოსნოსგარე ორსულობის მიზეზები, სიმპტომები, შესაძლო გართულებები და არსებული მკურნალობის მეთოდები.

საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა) - ეს არის პათოლოგია, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ემბრიონის ლოკალიზება და ზრდა ხდება არა უშუალოდ საშვილოსნოს ღრუში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი აგრძელებს განვითარებას, მაგრამ ვერ ახერხებს დროულად მიაღწიოს საშვილოსნოს ღრუმდე და ემაგრება: საშვილოსნოს მილში, მუცლის ღრუში, საშვილოსნოს რქაში, საშვილოსნოს ყელზე და ა.შ.

იმის მიხედვით, თუ სად მოხდა იმპლანტირებული კვერცხუჯრედის „დისლოკაცია“, გამოყოფენ კვერცხსავალ მილში, საკვერცხეში, მუცლის ღრუში და საშვილოსნოს რუდიმენტურ რქაში ორსულობას.

98% შემთხვევებში საშვილოსნოსგარე ორსულობა - საშვილოსნოს კვერცხსავალ მილში (ფალოპის მილი) ორსულობაა (ეგრეთ წოდებული მილის ორსულობა). ამის მიზეზია ის, რომ კვერცხუჯრედი ყველაზე ხშირად ემაგრება სწორედ საშვილოსნოს მილის კედელს.

რაც შეეხება საკვერცხეში ორსულობას, იგი თავის მხრივ იყოფა ორ ტიპად:

პირველი - როცა ორსულობა პროგრესირებს საკვერცხის კაფსულაზე (ანუ გარედან);

მეორე - როცა ორსულობა ხდება უშუალოდ ფოლიკულის შინით (ინტრაფოლიკულური).

მუცლის ღრუს ორსულობა შეიძლება იყოს:

პირველადი - როცა ჩასახვა და კვერცხუჯრედის იმპლანტაცია (მიმაგრება) მუცლის ღრუს შიდა ორგანოებში მოხდა თავიდანვე;

მეორადი - როცა სანაყოფე კვერცხი „გამოვარდება“ საშვილოსნოს მილიდან და მიემაგრება მუცლის ღრუს (ბადექონის მიდამო, საშვილოსნო, ღვიძლი, ელენთის ზედაპირი, დუგლასის სივრცე და ა.შ).

მაგალითი პრაქტიკიდან

კლინიკაში მიიყვანეს ახალგაზრდა ქალი. სახეზე იყო მუცლის ღრუში სისხლდენის ყველა სიმპტომი.

მუცლის ღრუში, საშვილოსნოს დუგლასის სივრცის გავლით (მუცლის ღრუს ყველაზე მეტად ღრმა ადგილი ქალებში, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯში სწორ ნაწლავს, საშვილოსნოსა და საშოს შორის) ჩატარდა პუნქცია და შპრიცით ამოღებული იქნა მუქი ფერის სისხლი.

ოპერაციამდელი დიაგნოზი იყო: საკვერცხის აპოპლექსია (სისხლჩაქცევა საკვერცხეში, რასაც მოჰყვა მისი გასკდომა და სისხლდენა მუცლის ღრუში), ამასთან, ადგილი არ ჰქონდა ციკლის გადაცილებას და ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი.

ოპერაციის მიმდინარეობის დროს მოხდა გამსკდარი კვერცხუჯრედის და მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლის ვიზუალიზაცია.

საკვერცხის აპოპლექსია დარჩა როგორც კლინიკური სურათი, სანამ არ გახდა ცნობილი ჰისტოლოგიის შედეგები. აღმოჩნდა, რომ პაციენტს ჰქონდა საკვერცხის ორსულობა.

 

საშვილოსნოსგარე ორსულობის განსაზღვრის ვადები და ადრეული სიმპტომები

 

საშვილოსნოსგარე ორსულობის განსაზღვრის ვადები და ადრეული სიმპტომებიდაავადების განსაზღვრა ყველაზე მარტივია მას შემდეგ, რაც ორსულობა შეწყდა (როგორც ვარიანტი - კვერცხსავალი მილის გასკდომა ან მილის აბორტი).

ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ვადებზე, მაგრამ, როგორც წესი - მე-4-6 კვირაში.

მშობიარობის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში, ეჭვი მის საშვილოსნოს გარე ლოკალიზაციაზე მოსალოდნელია ვადაზე - 21-28 დღე, ორგანიზმში ქორიონული გონადოტროპინის (HCG) არსებობის და საშვილოსნოს ღრუში მიმდინარე ჩვეულებრივი ორსულობის ულტრაბგერითი ნიშნების არ არსებობის შემთხვევაში.

ორსულობა, რომელიც მიმდინარეობს საშვილოსნოს ჩანასახოვან რქაში, შესაძლოა შეწყდეს მე-10-16 კვირაზე გვიან.

თუ ქალს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი აქვს, საშვილოსნოსგარე ორსულობის პათოლოგიის პირველადი ეჭვი შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის შეკავებამ.

თუმცა, განვითარებული და მიმდინარე გარე ორსულობა, პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ადრეულ ვადებზე საშვილოსნოს ღრუში მიმდინარე ნორმალური ორსულობისგან.

პაციენტს, ჩვეულებრივ აღენიშნება გარე ორსულობის შემდეგი სახის პირველადი სიმპტომები:

უჩვეულო რიგითი მენსტრუაცია - მისი შეკავება ან მწირი გამონადენი;

გაჭიანურებული სახის სუსტი ან ზომიერი ტკივილები - რისი მიზეზეზიც არის სანაყოფე კვერცხის ზრდით გამოწვეული ფალოპის მილის დაჭიმულობა.

ზოგადად კი მოსალოდნელია შემდეგი სახის სიმპტომები:

მენსტრუაციის შეკავება - ქალების 75-92%;

მუცლის ქვემოთ სუსტი ან ინტენსიური ტკივილები (იშვიათად მუცლის ქვედა ნაწილში, ცალ მხარეს, შეიგრძნობა სუსტი მქაჩავი ტკივილი) - ქალების 72-85%;

სისხლოვანი გამონადენი - ქალების 60-70%;

ნაადრევი ტოქსიკოზის სიმპტომები (ღებინება) - ქალების 46-54%;

გადიდებული, გამკვრივებული და მტკივნეული სარძევე ჯირკვლები - ქალების 41%;

 ტკივილის ირადიაცია (ტკივილის შეგრძნების გავრცელება) სწორ ნაწლავზე და წელის არეში - ქალების 35%;

დადებითი (არა ყველასთვის) ტესტი ორსულობაზე;

საშვილოსნოსგარე ორსულობამცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ არ არსებობს მენსტრუაციის გადაცდენა, საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზი შეიძლება გამოირიცხოს.

ძალიან ხშირად, გარე ორსულობის დროს, საშოდან საცხის ტიპის გამონადენს, ზოგიერთი ქალი აღიქვამს როგორც ნორმალურ მენსტრუაციას.

სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ გარე ორსულობის გამოვლენა 20% შემთხვევებში შესაძლებელია მენსტრუაციის შეკავებამდე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი ანამნეზის არსებობა და სრულფასოვანი კვლევების ჩატარება ამ დიაგნოზის დროულად გამოვლენისთვის.

ბევრი რამ არის დამოკიდებული გინეკოლოგის პროფესიონალიზმზე. დათვალიერების დროს, იგი ადგენს საშვილოსნოს ყელის სილურჯესა და სირბილეს, გადიდებულ, რბილ საშვილოსნოს (ორსულობის პირველი ნიშნები).

საშვილოსნოს დანამატების არეში პალპაცია (ხელით გასინჯვა), საშუალებას იძლევა აღმოჩენილი იქნას გადიდებული და მტკივნეული მილი და/ან საკვერცხე (სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი საშვილოსნოს დანამატების არეში - 58% შემთხვევებში, ტკივილები საშვილოსნოს გადახრის მცდელობის დროს  - 30% შემთხვევებში).

საშვილოსნოს დანამატებში სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნის პალპაციის დროს, ექიმი შეადარებს და შეაჯერებს საშვილოსნოს ზომებსა და მენსტრუაციის შეკავების ვადას, ხოლო აშკარა შეუსაბამობის შემთხვევაში დანიშნავს დამატებით გამოკვლევებს:

»» სასქესო სფეროს შინაგანი ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა;

»» ანალიზი ქორიონული გონადოტროპინის (HCG) და პროგესტერონის არსებობაზე (პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვლებში, საკვერცხეებში, პლაცენტაში, არეგულირებს მენსტრუაციულ ციკლს და ამზადებს ქალის ორგანიზმს ჩასახვისა და ორსულობისთვის);

»» პროგესტერონის შემცველობა საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს უფრო დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი ორსულობის დროს. ასევე არ ხდება HCG - ეს ზრდა 48 საათის შემდეგ (თუ გარე ორსულობაა);

 

მილის აბორტი

 

მილის აბორტიმილის აბორტის დროს, კვერცხუჯრედის განდევნა ხდება მუცლის ღრუში. ამ მიზეზით შეწყვეტილი გარე ორსულობის დროს, დამახასიათებელია სიმტომების ტიპიური ტრიადა:

ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;

სასქესო არხებიდან სისხლდენა;

მენსტრუაციის შეკავება;

გარდა ამ სიმპტომებისა, მილის აბორტისთვის დამახასიათებელია დაბალი არტერიული წნევა, გულისრევის შეგრძნება.

ტკივილი მუცლის ქვედა არეში აიხსნება ფალოპის მილიდან სანაყოფე კვერცხის გამოდევნით ან გამოდევნის მცდელობით. 

მილის შიგნით სისხლდენას იწვევს მის დაჭიმულობასა და ანტიპერისტალტიკას (იგივე - უკუპერისტალტიკა - მილის კედლების შეკუმშვა ჩვეულებრივის საწინააღმდეგო მიმართულებით). ამასთან სისხლი, რომელიც ხვდება მუცლის ღრუში, მოქმედებს როგორც გამაღიზიანებელი და აღრმავებს ტკივილის სინდრომს.

მილის აბორტის განსაზღვრაში ეხმარება უეცარი, მწვავე ტკივილი თეძოს ძვლების ქვემოთ მიდამოში სრული ჯანმრთელობის ფონზე.

ტკივილს, როგორც წესი ადგილი აქვს მენსტრუაციის შეკავებიდან 4 კვირის შემდეგ და ახასიათებს გადაცემითი ტკივილები უკანა ტანზე, ნეკნებს ქვემოთ, ლავიწის ძვალზე და ფეხებზე. ასეთი შეტევები შეიძლება შეიძლება განმეორდეს არაერთგზის, ხოლო ხანგრძლივობა იყოს რამდენიმე წუთიდან - რამდენიმე საათამდე.

თუ შიდა სისხლდენა უმნიშვნელო ან ზომიერია, მილის აბორტით გამოწვეული საშვილოსნოსგარე მშობიარობა შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოიცნო ისე, რომ არ გააჩნდეს რამე განსაკუთრებული ნიშნები.

მილის აბორტს შეიძლება მოჰყვეს არანაკლებ სერიოზული შედეგები, ვიდრე მილის გასკდომას. მაგალითად, მაღალია პერიტონიტის - მუცლის ღრუს ჩირქოვანი ანთების რისკი.

საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია საშოდან სისხლოვანი გამონადენის ხასიათითაც. მაგალითად, მილის ორსულობის დროს იგი არ არის ალისფერი, არამედ შენარევებით, რომელიც წააგავს ყავის ნალექს.

ზოგიერთი ქალი, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა აღნიშნავს ტკივილის შეგრძნებას დეფეკაციის პროცესის დროს. ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს სისუსტე, თავბრუსხვევა და გულის რევის შეგრძნება. აგრეთვე უმნიშვნელო ტემპერატურა, რომელიც აიხსნება მუცელში ზედმეტი სისხლის არსებობით.

თუ მუცლის ღრუში სისხლდენა გრძელდება, ქალის მდგომარეობა უარესდება და ტკივილები ძლიერდება. სასქესო გზებიდან სისხლოვანი გამონადენი, სხვა არაფერია, თუ არა ლორწოვანი გარსის მოწყვეტა საშვილოსნოში, რომელიც გარდაქმნილია დეციდუალური შრედ - კვერცუჯრედის შემდგომი იმპლანტაციისთვის.

იგი თავს იჩენს შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ და გამოწვეულია პროგესტერონის დონის მკვეთრი ვარდნით.

ასეთი გამონადენისთვის დამახასიათებელი განმასხვავებელი თავისებურება არის სისტემატური განმეორება, რომელსაც არ შველის არც ჰემოსტატიკური (სისხლდენის შემაჩერებელი) პრეპარატები და არც საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა.

 

საშვილოსნოს მილის გასკდომა - სიმპტომები

 

საშვილოსნოს მილის გასკდომა - სიმპტომებისაშვილოსნოს მილის დაზიანების ვადები პირდაპირდაკავშირებულია იმ ფაქტთან, თუ მილის რომელ მონაკვეთზეა მიმაგრებული ემბრიონი.

თუ იგი მიმაგრებულია მილის ისთმურ ნაწილში - ნაყოფის სათავსის გასკდომა ხდება მე-4-6 კვირაზე.

თუ ემბრიონს „ოკუპირებული“ აქვს მილის ინტერსტიციალური (ინტრამურალური) ნაწილი, ვადები გრძელდება - მე-10-12 კვირამდე.

ხოლო თუ ებრიონმა შემდგომი განვითარებისთვის მილის ამპულარული ნაწილი აირჩია, რომელიც საკვერცხის გვერდით მდებარეობს, მილის გასკდომა ხდება 4-8 კვირის შემდეგ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მილის ორსულობა ყველაზე ხშირი მოვლენაა, რადგან კვერცხუჯრედი ყველაზე ხშირად ემაგრება სწორედ საშვილოსნოს მილის კედელს.

მილის კედელი კი თხელია და ნაზი, ნაკლებად ელასტიური საშვილოსნოსთან შედარებით, მისი სისქე სხვადახვა ადგილზე მერყეობს ნახევარი მილიმეტრიდან 1,5 სმ-მდე.

ამიტომ, ნაყოფის ზრდა და ქორიონის ბუსუსების ჩაზრდა საშვილოსნოს მილში, იწვევს მის გასკდომას, რასაც მოსდევს ძლიერი სისხლდენა მუცლის ღრუში. პროცესს თან ახლავს ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა და ხშირად გრძნობის დაკარგვა.

ამ დროს საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, რათა თავიდან იქნას აცილებული სისხლის დიდი დანაკარგი და ლეტალური შედეგიც კი.

ერთი სიტყვით, გარეორსულობის შეწყვეტა საშვილოსნოს მილის გასკდომის გზით საკმაოდ საშიში მოვლენაა. იგი ხდება უეცრად და თან ახლავს შემდეგი სახის სიმპტომები:

ძლიერი ტკივილები;

არტერიული წნევის დაცემა;

პულსის აჩქარება;

მდგომარეობის საერთო გაუარესება;

სისხლდენა;

ცივი ოფლი და გრძნობის დაკარგვა;

ტკივილის ირადიაცია უკანა ტანში, წელის მიდამოში და ფეხებზე.

საშვილოსნოსგარე მშობიარობის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმტომი განპირობებულია როგორც გამოხატული ტკივილის შეტევებით, ასევე მასიური სისხლდენით მუცლის ღრუში.

ობიექტური გამოკვლევების დროს, განისაზღვრება ფერმკრთალი და ცივი კიდურები, გახშირებული პულსი და შესუსტებული სუნთქვა. მუცელი რბილია, უმტკივნეულო, ოდნავ შებერილი.

მასიური სისხლჩაქცევა ხელს უწყობს მუცლის ღრუს გაღიზიანების ნიშნების წარმოშობას, აგრეთვე პერკუტორული ტონის დახშობას (სისხლი მუცელში).

გინეკოლოგიური დათვალიერებებისას  გამოვლინდება: საშვილოსნოს ყელის ციანოზი (კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობა), რბილი და ორსულობის სავარაუდო ვადაზე ნაკლები ზომის საშვილოსნო, პასტოზურობა (მკვეთრად გამოხატული, ცომისებური შეშუპება) ან წარმონაქმნი, რომელიც წააგავს სიმსივნეს საზრდულის არეში მარჯვნივ ან მარცხნივ.

სისხლის მნიშვნელოვანი დაგროვება მუცელში და მცირე მენჯში იწვევს იმას, რომ საშვილოსნოს უკანა თაღი გასწორებული ან გამოშვერილია, ხოლო მისი პალპაცია მტკივნეულია. საშვილოსნოდან სისხლოვანი გამონადენი არ შეინიშნება (ეს ხდება უკვე ოპერაციის შემდეგ).

საშვილოსნოსგარე ორსულობის განსაზღვრის დროს, რაიმე ეჭვის შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს მცირე ოპერაცია -  მუცლის ღრუს პუნქცია, რომელიც ხორციელდება საშვილოსნოს უკანა თაღიდან, საშუალებას იძლევა აღებული იქნას მუქი, შეუდედებელი სისხლი.

ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა და იშვიათად გამოიყენება მილის გასკდომის დროს. (გამოხატული კლინიკური სურათია - მძაფრი, ხანჯლის ჩაცემის მაგვარი ტკივილები და ტკივილისგან გამოწვეული ან ჰემორაგიული შოკი).

მაგალითი პრაქტიკიდან

ქალთა კონსულტაციიდან გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადააგზავნეს ახალგაზრდა ქალი ორსულობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ მისვლისთანავე ორსულობა დაირღვა საშვილოსნოს მილის გასკდომის მიზეზით.

პალპაციის დროს, საეჭვო წარმონაქმნი აღმოჩენილი არ ყოფილა, დიაგნოზი კი იუწყებოდა, რომ ადგილი ჰქონდა 5-6 კვირის ორსულობას, შეწყვეტის საშიშროებით.

გინეკოლოგიური გამოკვლევა არ ხერხდებოდა - წნევა 60/40, პულსი 120, გამოხატული სიფერმკრთალე, მნიშვნელოვანი ხანჯლის ჩაცემის მაგვარი ტკივილი და როგორც შედეგი გრძნობის დაკარგვა.

პაციენტი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საოპერაციში და ჩატარდა ოპერაცია. მუცელში აღმოჩნდა 1,5 ლიტრი სისხლი, ხოლო გამსკდარ საშვილოსნოს მილში დაახლოებით 8 კვირის ორსულობა.

 

საშვილოსნოსგარე ორსულობა და ქორიონული გონადოტროპინი (HCG)

საშვილოსნოსგარე ორსულობა და ქორიონული გონადოტროპინი (HCG)საშვილოსნოსგარე ორსულობის ლაბორატორიული შემოწმება დაფუძნებულია სისხლში ქორიონული გონადოტროპინის HCG-ს არსებობაზე, რომელსაც ადგილი აქვს ორსულობის დროს.

ჩვეულებრივი ორსულობის ტესტები, რომელიც იყიდება აფთიაქებში, განსაზღვრავს  სწორედ ამ ჰორმონის არსებობას შარდში.

მაგრამ, იმის გამო, რომ გარე ორსულობის დროს, HCG შარდში შეიძლება დაფიქსირდეს, ან არ დაფიქსირდეს (დაახლოებით 50/50), გარეორსულობის დასადგენად ასეთი ტესტი არ გამოდგება.

თუ არსებობს ეჭვი და დგას საკითხი განისაზღვროს საშვილოსნოსგარე ორსულობა, ამ შემთხვევაში HCG-ს არსებობის დადგენა ხდება სისხლში, სხვათა შორის მიყოლებით, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ნაყოფის საშვილოსნოში ნორმალური მდებარეობის შემთხვევაში, HCG-ს დონე ყოველდღიურად იზრდება 2-ჯერ, ხოლო ანომალიური ორსულობის დროს, ასეთი რამ არ შეიმჩნევა.

 

საშვილოსნოსგარე ორსულობა და ულტრაბგერითი გამოკვლევა

საშვილოსნოსგარე ორსულობა და ულტრაბგერითი გამოკვლევარაც არ უნდა მაღალკვალიფიციური იყოს სპეციალისტი, მხოლოდ კლინიკური გამოკვლევა (პალპაცია გარეგანი მეთოდით) საშვილოსნოს გარე ორსულობის დასადგენად საკმარისი არ არის.

ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევის ჩატარება, რომლის საშუალებითაც უკვე მე-6 კვირაზეა შესაძლებელი საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენა.

გარე ორსულობის დროულად გამოვლენას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დროს მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი დღეც კი.

თანამედროვე ულტრაბგერით აპარატებმა, დღესდღეობით შეცვალეს წარმოდგენა ამ პათოლოგიის ნამდვილ სიხშირეზე, რადგან შეუძლიათ გამოიცნონ ყოველგვარი სიმტომების გარეშე მიმდინარე საშვილოსნოსგარე ორსულობა.

ყველაზე ხშირად, გარე ორსულობის გამოვლენა ხდება 6-დან მე-9 კვირამდე, რაც შეესაბამება ნაყოფის ინტენსიური ზრდის შედეგად გამოწვეულ ტკივილის შეგრძნებებს.

რაც უფრო ადრე იქნება დასმული გარე ორსულობის დიაგნოზი, მით უფრო მეტია შანსი სრულად იქნეს აღდგენილი საშვილოსნოს მილების ფუნქციები.

 

საშვილოსნოსგარე ორსულობის მიზეზები

 

საშვილოსნოსგარე ორსულობის მიზეზებისანაყოფე კვერცხის მიმაგრება საშვილოსნოს ღრუს ფარგლებს გარეთ, განპირობებულია - საშვილოსნოს მილების პერისტალტიკით (საშვილოსნოს მილების კედლების თანმიმდევრული, რითმული შეკუმშვა-გაფართოება) ან სანაყოფე კვერცხის თვისებების ცვლილებებით.

რისკის ფაქტორებია:

ანთებითი პროცესები მცირე მენჯში - საშვილოსნოში ან საშვილოსნოს დანამატებში ანთებით პროცესებს შესაძლოა მოჰყვეს: ნეიროენდოკრინული დარღვევები, ფალოპის მილების გაუვალობა, საკვერცხეების ფუნქციების დარღვევა.

ეს პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, მაგრამ ძირითად რისკის ფაქტორებს შორის უნდა გამოიყოს ქლამიდიოზური ინფექცია (სალპინგიტი), რომელსაც 60% შემთხვევებში მოჰყვება საშვილოსნოს გარე ორსულობა.

ანთებით პროცესებს შეიძლება მოჰყვეს ფიბროზი, ნაწიბუროვანი ცვლილებები, შეხორცებები. ხდება საშვილოსნოს მილების შევიწროვება და საშვილოსნოს მილების სატრანსპორტო ფუნქციების დარღვევები, წამწამოვანი ეპითელის ცვლილებები. ამ ყველაფრის შედეგად კი რთულდება საშვილოსნოს მილებში კვერცხუჯრედის გადაადგილება.

საშიშ დაავადებათა რიცხვს, რომელსაც შეიძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს გარე ორსულობა, მიეკუთვნება - ენდომეტრიოზი - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება.

ინფანტილური საშვილოსნო (საშვილოსნოს ჰიპოპლაზია) - საშვილოსნოს მილების თანდაყოლი განუვითარებლობა - როგორიცაა ინფანტილიზმი, შესაძლოა გახდეს საშვილოსნოსგარე ორსულობის მიზეზი.

მილებს არ შეუძლიათ ნორმალურად ფუნქციონირება, რადგან გააჩნიათ არასწორი ფორმა - ძალიან ხვეული, ან ძალიან გრძელი, რაც ხელს უშლის კვერცხუჯრედს მიაღწიოს საშვილოსნომდე.

საშვილოსნოსშიდა სპირალი - საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები 4% შემთხვევაში იწვევს  საშვილოსნოსგარე ორსულობას. ხოლო მისი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში (5 წელი და მეტი), რისკი იზრდება დაახლოებით 5-ჯერ.

სპეციალისტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ეს გამოწვეულია ანთებითი ცვლილებებით, რომელიც თან ახლავს ქალის საშვილოსნოში უცხო სხეულის არსებობას.

აბორტები - აბორტის შედეგები (განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი აბორტები) ხელს უწყობს შინაგანი სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების ზრდას, შეხორცების პროცესს, პერისტალტიკის დარღვევას და საშვილოსნოს მილების დავიწროვებას.

ხელოვნურად ჩატარებული აბორტის შემდეგ, ქალების 45% დგას საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების მაღალი რისკის წინაშე.

ქირურგიული ოპერაციები - საშვილოსნოსგარე მშობიარობის რისკი იზრდება ნებისმიერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. მაგალითად: ფალოპის მილების გადაკვანძვის ოპერაცია შვილოსნობის კონტროლისთვის ან ჩარევა მათი გამტარიანობის აღდგენისთვის.

აგრეთვე სხვადასხვა პლასტიკური ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია შინაგანი ორგანოების ანთებითი პროცესების დროს.

ჰორმონალური დარღვევები - მათ შორის ოვულაციის სტიმულირებისთვის და ფერტილურობის (რეპროდუციის უნარი) გაუმჯობესებისთვის პრეპარატების მიღება, მინი-პილი კონტრაცეპტივების მიღება, პროსტაგლანდინების გამომუშავების დარღვევა);

სიმსივნეები - მათი არსებობა, მათ შორის კეთილთვისებიანის, საგრძნობლად ამცირებს მილების გამტარიანობას. 

აგრეთვე:

განაყოფიერებული კვერცხუჯრედის არასწორი განვითარება;

სტრესი, გადაღლილობა;

გენიტალური ტუბერკულოზი;

ასაკი (35 წელი და ზემოთ);

საშვილოსნოსა და ფალოპის მილების თნადაყოლილი მანკი;

თამბაქო (მწეველ ქალებში გარეორსულობის რისკი 2-3 ჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში, რადგან ნიკოტინი მოქმედებს მილების პერისტალტიკაზე, საშვილოსნოს შეკუმშვით აქტივობაზე და იწვევს იმუნიტეტის სხვადასხვა დარღვევებს);

 

რით არის საშიში საშვილოსნოსგარე ორსულობა

 

რით არის საშიში საშვილოსნოსგარე ორსულობასაშვილოსნოსგარე ორსულობა საშიშია შემდეგ სახის გართულებების გამო:

»» გამოხატული სისხლდენა - ჰემორაგიული შოკი - ორსულის სიკვდილი;

»» შეხორცებები მცირე მენჯში;

»» მეორადი უნაყოფობა (მეორადი უშვილობა - როცა ერთხელ მაინც ჰქონდა ადგილი ორსულობას, თუნდაც იგი არ დასრულებულიყო მშობიარობით);

»» ანთებითი პროცესი და ნაწლავთა გაუვალობა ოპერაციის შემდეგ;

»» საშვილოსნოსგარე ორსულობის რეციდივი (განსაკუთრებით ტუბოტომიის შემდეგ - 4-13% შემთხვევებში)

მაგალითი პრაქტიკიდან

კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს ახალგაზრდა ქალი საშვილოსნოსგარე ორსულობის კლასიკური სიმტომებით. ოპერაციის დროს ამოკვეთილი იქნა ერთი მხრიდან საშვილოსნოს მილი (ტუბექტომია).

გაწერის დროს, პაციენტს მისცეს რეკომენდაციები: ჩაეტარებინა გამოკვლევები ინფექციებზე, ემკურნალა საჭიროების შემთხვევაში და თავი შეეკავებინა დაორსულებისგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში (მას ძალიან უნდოდა დაორსულება);

არ გასულა 3-4 თვე და იგივე პაციენტი მიყვანილი იქნა კლინიკაში დიაგნოზით - კვერცხსავალი მილის ორსულობა მეორე მხარეს.

სამწუხაროდ შეუსრულებელი რეკომენდაციის შედეგი აღმოჩნდა - აბსოლიტური უნაყოფობა (რადგან ამოკვეთილი იქნა მეორე მილიც).

 

საშვილოსნოს დანამატების შენარჩუნების ხერხები (საჭიროა თუ არა მათი შენარჩუნება?)

 

საშვილოსნოს დანამატების შენარჩუნების ხერხები (საჭიროა თუ არა მათი შენარჩუნება?)საშვილოსნოსგარე ორსულობა  - ექსტრემალური სიტუაციაა და მოითხოვს დაუყონებლივ სამედიცინო ჩარევას.

გარე ორსულობის მკურნალობა ხდება ოპერაციის გზით და ამ დროს არსებობს პრობლემის გადაჭრის შემდეგი ძირითადი მეთოდები:

»» სანაყოფე კვერცხის მოცილება (საშვილოსნოს მილის გაკვეთისა და ამოკვეთის გარეშე);

»» საშვილოსნოს მილის ნაწილის მოცილება (კვეთენ და აცილებენ მხოლოდ მილის დაზიანებულ ნაწილს);

»» საშვილოსნოს მილის მთლიანად ამოკვეთა (ქირურგიული გზით მოცილება);

ძირითად, ექიმების მიერ ინიშნება - სალპინგექტომია/ტუბექტომია - (საშვილოსნოს მილის ქირურგიული გზით მოცილება), რადგან უმეტეს შემთხვევებში საშვილოსნოს მილი სერიოზულად არის დაზიანებული (მიუხედავად ორსულობის ვადისა) და არსებობს სერიოზული რისკი, რომ შემდგომი ორსულობაც იყოს საშვილონოსგარე.

ზოგჯერ ექიმი საკითხს წყვეტს მეთოდით - სალპინგოტომია/ტუბოტომია - (მილის გაკვეთა, სანაყოფე კვერცხის მოცილება და გაკვეთის ადგილზე ნაკერების დადება). მილის შემანარჩუნებელი ოპერაცია კეთდება იმ შემთხვევაში, თუ სანაყოფე კვერცხის ზომა არ აღემატება 5სმ-ს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ქალს სურვილი აქვს შეინარჩუნოს შვილოსნობის ფუნქცია (გარე ორსულობის რეციდივი).

შესაძლებელია ფიმბრიალური ევაკუაციის ჩატარება (თუ ემბრიონი მდებარეობს ამპულარულ ნაწილში). ამ დროს ემბრიონი გამოიდევნება ან გაიწოვება საშვილოსნოს მილიდან.

როგორც ვარიანტი, გამოიყენება საშვილოსნოს მილის სეგმენტალური რეზექცია (მილის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა და საღი ნაწილების გაკერვა (გადამბა).

საშვილოსნოს მილის ორსულობის ადრეულ ვადებზე დასაშვებია მედიკამენტოზური მკურნალობა - მილის ღრუში, საშოს გვერდითა თაღიდან ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ შეჰყავთ მეტოტრექსატი, რაც იწვევს ემბრიონის გაწოვას.

საშვილოსნოსგარე ორსულობის პრობლემის მოსაგვარებლად ამა თუ იმ მეთოდის არჩევა, დამოკიდებულია იმ ფაქტზე, თუ რა დროის განმავლობაში იმყოფება სანაყოფე კვერცხი საშვილოსნოს მილში და შესაბამისად რა ხარისხით არის მილი დაზიანებული.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საშვილოსნოსგარე მშობიარობის პრობლემები აღმოფხვრილი იქნას ისე, რომ მომავალში პრაქტიკულად სრულად იქნეს აღდგენილი ორგანოთა ფუნქციები - მხოლოდ იმ პირობით, რომ პაციენტი დროულად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას.

მაგალითად, თუ წინათ მსგავს შემთხვევებში საშვილოსნოს მილს ქირურგიული გზით აცილებდნენ, ამჟამად თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა პრობლემა მოგვარდეს რადიკალური ჩარევის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციული ჩარევები ხორციელდება როგორც სტანდარტული მიდგომით (ე.წ ლაპარატომია) - მუცლის ღრუს კედლის გაკვეთით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით, რომლის შემდეგაც კოსმეტიკური დეფექტები დაყვანილია მინიმუმამდე.

ლაპაროსკოპიული მეთოდი სრულდება მიკროინსტრუმენტების დახმარებით, და თითეული მოქმედება მკაცრად კონტროლდება მედპერსონალის მიერ მონიტორის ეკრანზე.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ლაპაროსკოპიული ტექნიკის გამოყენება იძლევა საშუალებას ჩატარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობა მინიმალური რისკით, მათ შორის მინიმუმადე იქნას დაყვანილი ისეთი შესაძლო შემდგომი გართულებები, როგორიცაა: განმეორებითი საშვილოსნოსგარე ორსულობა, საშვილოსნოს მილების შეხორცებითი გაუვალობა, მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაზიანება.

 

ოპერაციის შემდგომი პერიოდი

 

ოპერაციის შემდგომი პერიოდინარჩუნდება თუ არ მილების გამტარიანობა საშვილოსნოსგარე ორსულობის შემდეგ?

ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:

პაციენტის ადრეული აქტივიზაცია (ნაწიბურებისა და შეხორცებების პროფილაქტიკა) და ფიზიომკურნალობის ჩატარება;

ადეკვატური სარეაბილიტაციო თერაპია;

ოპერაციის შემდგომი ინფექციური პროცესების არსებობა/არ არსებობა;

უნდა აღინიშნოს, რომ სანაყოფე კვერცხის მოცილებით, საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობა არ მთავრდება.

შედარებით მძიმე შემთხვევებში, როცა ტკივილს თან ახლავს არტერიული წნევის დაცემა, გრძნობის დაკარგვა და უხვი სისხლდენა, საჭიროა ინფუზიური თერაპია - ანუ მარტივად რომ ვთქვათ პაციენტის ვენაში წვეთოვანის დახმარებით სითხეების გადასხმა.

არც თუ ისე იშვიათად, ადგილი აქვს უხვ სისხლდენას და დგება სისხლის ელემენტების დანაკარგის შევსების აუცილებლობა.

იმისათვის, რომ აღდგენილი იქნას შვილოსნობის ფუნქცია, აუცილებელია აღდგენითი პერიოდის სწორად ჩატარება. რაც გულისხმობს: სასქესო ორგანოების ინფექციების კონტროლს და მათთან ბრძოლას (ხშირად საჭირო ხდება ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა), ფიზიოპროცედურებს და სრულფასოვან დასვენებას.

და ბოლოს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და უსაფრთხო კონტრაცეპციის მეთოდებით სარგებლობა.

პროგნოზები, რომელიც ეხება მომავალში წარმატებულ ორსულობას, ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში საკმაოდ დამაიმედებელია.

მაშინაც კი, თუ ქირურგიული გზით სრულიად იქნა მოცილებული საშვილოსნოს ერთი მილი, ხოლო მეორე ფუნქციონირებს ნორმალურად, არსებობს მომავალი დედობის წარმატებული შანსი.

 

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

 

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზეროგორ დავიცვა თავი საშვილოსნოსგარე ორსულობის შემდეგ?

სუფთა ჰესტოგენური (მინი-პილი) პრეპარატების მიღება და საშვილოსნოს შიდა სპირალის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სასურველია კომბინირებული ორალური კომბინირებული კონტრაცეპტივების გამოყენება.

შენიშვნა - ჰესტოგენები (პრეპარატები, რომლებიც წარმოადგენენ სტეროიდულ ჰორმონებს და მონაწილეობას იღებენ ჰიპოთალომო-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ფუნქციონირებაში და ახდენენ ჰესტაგენურ, ანტიესტროგენულ, ანდროგენულ და ანტიანდროგენურ ზემოქმედებას).

აჩვენებს თუ არა ორსულობის ტესტი  საშვილოსნოსგარე ორსულობას ან სად არის იგი განთავსებული?

არ აჩვენებს! ორსულობის ტესტი ადგენს ფაქტს - არის ორსულობა თუ არა!

მენსტრუაციის შეკავება 5 დღე, ტესტი დადებითი, საშვილოსნოში სანაყოფე კვერცხის ვიზუალიზაცია არ ხდება - რა გავაკეთო?

ეს უცილობლად არ ნიშნავს, რომ ადგილი აქვს საშვილოსნოსგარე ორსულობას. აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის გამეორება 1-2 კვირის შემდეგ და სისხლის ანალიზი ქორიონულ გონადოტროპინზე (HCG) (ორსულობის ადრეულ ვადაზე საშვილოსნოში ორსულობა შესაძლოა არ ჩანდეს).

ავად ვიყავი მწვავე ადნექსიტით, არსებობს თუ არა საშვილოსნოსგარე ორსულობის მაღალი რისკი?

რისკი რა თქმა უნდა მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ ქალებში, მაგრამ აუცილებელია სასქესო ინფექციებზე, ჰორმონებზე გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა.

შენიშვნა - ადნექსიტი - საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მილების) ანთება.

როდის შეიძლება ორსულობის დაგეგმვა საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს?

საშვილოსნოსგარე ორსულობის შემდეგ, სასურველი ორსულობის დაგეგმვა რეკომენდებულია არა უადრეს 6 თვისა.


პს.


თანამედროვე მედიცინა ფლობს ყველა საჭირო მეთოდს, რათა გამოცნობილი იქნას საშვილოსნოსგარე ორსულობა ადრეულ სტადიაზე და შეამციროს ან აღკვეთოს მისი განვითარების რისკი.

რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული გარე ორსულობა, გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა პათოლოგიის განვითარების თავიდან აცილება, ვიდრე მისი შედეგების აღმოფხვრა.

ეს უნდა მოხდეს ექიმთან დროული ვიზიტით, გამოკვლევებით და არსებული დაავადებების მკურნალობით, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ გარე ორსულობა.

 

ბედნიერ ორსულობას გისურვებთ!

 
 
 

კომენტარები
სოფო
2021-03-16
გამარჯობათ 8 თებერვლს გავიკეთე საკვერცხის გარე ორსულობა ლაპარასკოპიით რამდენიმე დგეში მომივიდა ციკლი მას შემდეგ უკვე 1 თვე გავიდა და ჯერ ისევ არ მქონია
ნინიკო
2020-05-25
მეორე ორსულობაა და გადამიცდა ციკლი დავგეგმე ორსულობაა და 20 მაისს ველოდებოდი ციკლს და არ მომივიდა გავიკეთე ტესტი და დედებითია ყველა ტესტი დადებითს მიჩვენებს და ეხომ მითხრა რომ საშვილოსნოში ჯერ არაფერი აღინიშნება და რა ვიდიქრო მეშინია გარეორსულობა არ იყოს თუ იცით ტესტი ადგენს გარე ორსულობას თუ მხოლოდ საშვილოსნოსღრუში არსებულ ორსულობაზე რეაგირებს ?
ვერა
2020-04-21
მაინტერესებს რა ესეთი რამ მყავს ერთი შვილი...და მის მერე აარ დავრჩენილვარ რამ განაპირობა ეს დაახლოებით მიზეზი რა შეიძლება იყოს?
ირინა
2020-04-18
დეა, მილების გარეშე ვერ დარჩებით სამწუხაროდ...
დეა
2020-03-30
გამარჯობათ. მაქვს ორჯერ გარე ორსულობას გადატანილი.ორივე მილი ამოკვეთილი..ამის შემდეგ არის თუ არა თეორიულად დარჩენის შანსი.. ანუ გეტყვით რატომ ვსვამ ამ კითხვას. როგორც ვიცი მილის არ არსებობის შემთხვევაში ორსულობას არ დგება, ამიტომ არ ვიყენებ არანაირ დამცავი საშუალებებს.. ბოლო ორი ტვეა მენსტურაციული ციკლის დრო შევნიშნე გამოსადეგი კოლტების სახით და პერიოდულად მაქვს ტკივილები ქვედა პატარა მუცელზე...ანუ მილების არ არსებობის შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი მოხდეს ორსულობა, და მოხდეს სხვა ადგილას...
თამარი
2020-03-05
მადლობა. კარგი მასალაა. ამომწურავი და სანდო.
Anastasia
2020-01-07
3 tvea tavs vgrznob orsukat magram nestvacia maq sheileba iko orsulat
სოფო
2019-11-16
გამარჯობა. მაინტერესებს ვსრ 40წლის და ტესტი მიჩვენებს ორსულობას. სულ მეშინია გარეორსულობა არ იყოს. ვარაუდით უნდა ვიყო 3 4 კვირის. და რა სიმპტომრბი უნდა მქონდეს თუ გარე ორსულობაა?
მაკა
2019-09-21
გამარჯობათ მაინტერესებს განმეორებით თუ ხდება კიდევ გარეორსულობა?
სტუდენტი
2019-05-22
გმადლობთ ასეთი საინტერესო და ამომწურავი სტატიისთვის.
ჯული
2018-12-14
გარე ორსულობის დროს ამომიკვეთეს მილი,გადამიკეტეს მეორე მილიც,რადგან აღარ დავრჩენილიყავი ფეხმძიმედ,აღარ ვაპირებდი შვილის გაჩენას.ეხლა მაქვს სურვილი შვილის გაჩენის და როგორ მოვიქცე,თუ არის შესაძლებელი ოპერაციული ჩარევით მილის აღდგენა,რომ შევძლო შვილის გაჩენა?
Ninia
2018-11-26
გამარჯობათ გარე ორსულობას ტესტი აჩვენებს საშვილოსნოში არაა ნაყოფი და ტესტი დადებითს მიჩვენებს
nini
2018-09-03
gamarjobat erti kitxva maqbs sashvilosno amogebili maqvs sashvilosnos yeli aric da menstruacia meqneba?
nini
2018-09-03
gamarjobat erti kotxva maqvs iqneb gamarkviot sashvilosno amogebili maqvs sashvilosnos yeli aris da cikli meqneba tu ara
Nino
2018-07-21
გამარჯობათ.შეიძლება
ტუ არა ორსულობას გიჩვენებდეს ტესტი ტან გქონდეს ,მაგრამ მაინც იყო ორსულად?
თეონა
2018-07-20
გამარჯობათ 7ივლისს გავიკეთე გარე ორსულობის ოპერაცია რის შედეგადაც ამომიგეს მარჯვენა მილი და მაინთერესებს მხოლოდ ერთი სქესის გაჩენას შევძლებ თუ მილებს არ აქვს მნიშვნელობა? თუ არ დამზარდებით გთხოვთ გამაგებინოთ წინასწარ გიხდით მადლობას
Mari
2018-07-17
მაინტერესებს გარე ორსულობ გავიკეთე დაახლოებით 2თვის წიინ..ლაქოროსკოპი..ახლ დამეწყო წნევები და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი
თეონა
2018-01-27
რომელ საკვერცხით შეიძლება რო ბიჭი გეყოლოს?
Lena
2017-12-02
Gamarjobat , var 21 wlis . Dzalian mitydeba amaze laparaki magram daaxloebit 1kviros ukan damewyo sisxldena (menstruacia aara saertod menstruacia 3dge vici) da sakvercxeebis muclis da kuchis mwvave tkivili . 1kvirashi sisxldenam gamiara magram tkivilebi isev ise maqvs magram gulis tkivilic damewyo da ragac moyvitalo gamonadeni maqvs . Tu shegidzliat damexmarot da mitxrat risi brali sheidzleba iyos . Madlobt winaswar
Tako
2017-12-01
Orsulobis testi michvenebs negatiurs es imas nishnavs rom ar chvrulebriv da arc gare prsuloba maqvs ukve mexute testi gavikete
Ubralod 10 dgea gadamicda tan amavdroulad vsvav vizanas shridzleba mas gamoewvia ciklis gadacdena?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ