მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 96155 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის 38-ე კვირამიუხედავად იმისა, რომ ორსულობა დასასრულს უახლოვდება, თქვენ შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც, განაგრძობთ წონაში და გაბარიტებში მომატებას.

თუმცა ხდება ისეც, რომ ფეხმძიმობის ბოლო კვირებში მუცელი მეტად აღარ იზრდება და წონაში მომატებაც აღარ ხდება.

ამ პერიოდისთვის, დისკომფორტის გრძნობა უძლიერდება თითქმის ყველა მომავალ დედას.

რაც უფრო მეტ ადგილს იკავებს ბავშვი საშვილოსნოში, მით უფრო ძლიერია დაწოლის შეგრძნება თეძო-მენჯის სახსრების მიდამოში.

ტკივილის შემსუბუქებისთვის შესანიშნავია თბილი აბაზანების მიღება და მასთან ერთად სპეციალური სავარჯიშოები, რომელიც ხელს უწყობს მენჯის ძვლების ელასტიურობას.

მოხერხებული მდგომარეობის პოვნა, რომელშიც ყველაზე კარგად გრძნობთ თავს, თავისებური რეპეტიციაა მშობიარობისთვის კომფორტული პოზის საპოვნელად.

დაახლოებით ასევე მოიქცევით სამშობიარო შეტევების დროსაც, რათა მოძებნოთ ისეთი მდგომარეობა, როცა ყველაზე მოსახერხებელი იქნება ისეთი გაჭინთვა, რომ ხერხემალმა ზედმეტი დატვირთვა არ მიღოს.

რა თქმა უნდა ასეთი რეპეტიციისთვის ძალიან ეფექტურია თბილი აბაზანა, რადგან უწონობის მდგომარეობა, რომელსაც ადგილი აქვს სხეულის წყალში ჩაშვების შემდეგ, ხსნის სიმძიმის შეგრძნებას წელის მიდამოში, ხერხემლის საშუალო და ზედა არეში.

შეგიძლიათ წყალში ფრთხილად გადბრუნდეთ, მუცლით ქვემოთ, ამ შემთხვევაში ხელებით ტანის დაჭერა სირთულეს არ წარმოდგენს, რადგან ფიზიკური დატვირთვის ყოველგვარი შეგრძნება წყალში ქრება ხოლმე.

 

დეპრესია ორსულობის პროცესში

 

დეპრესია ფეხმძიმობის პროცესშიდეპრესია მშობიარობის დროს, არ არის ხშირი მოვლენა, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ იგი იშვიათია, ამიტომ მას ყურადღება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.

როგორც წესი, დეპრესიის დროს ანტიდეპრესანტები ინიშნება, თუმცა მედიკოსები ორსულობის დროს ანტიდეპრესანტების მიღებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რადგან ეს მედიკამენტები უარყოფითად მოქმედებენ ნაყოფზე და შესაძლოა ბავშვის სიმახინჯეც კი გამოიწვიონ.

თუ ექიმმა გადაწყვიტა, რომ მაინც მედიკამენტოზური მკურნალობაა საჭირო, იგი ამჯობინებს ისეთი პრეპარატების გამოწერას, რომელიც იშვიათად და მცირე დოზებით უნდა მიიღოთ, მაგალითად ტრიციკლიური ანტიდეპრესანტები, რადგან მთელმა რიგმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრეპარატები, ფეხმძიმობის დროს, არ იწვევს ნაყოფის სიმახინჯეს.

რა თქმა უნდა არსებობს უახლესი ანტიდეპრესიული პრეპარატები, მაგრამ მათი თვისებები ბოლომდე შესწავლილი არ არის და უცნობია, რამდენად უსაფრთხოა ნაყოფზე ზემოქმედება, ამიტომ ექიმები ერიდებიან ხოლმე ასეთი პრეაპარატების დანიშვნას ორსულებისთვის.

აბსოლიტურად ყველა ანტიდეპრესანტი, ნაყოფთან პლაცენტის გავლით ხვდება, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ მოგიწიათ ანტიდეპრესანტების მიღება ფეხმძიმობის პროცესში, შეეცადეთ იგი მიიღოთ მინიმალური დოზებთ, რათა თქვენს ბავშვზე მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს.

ახალშობილს, რომლის დედაც ფეხმძიმობისას იღებდა ანტიდეპრესანტებს, შესაძლოა აღენიშნოთ ნორმალური მდგომარეობიდან მცირედით გადახრები, მაგალითად:

ტახიკარდია;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პასიურობა;

შარდის შეკავება;

რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ჰიალინური მემბრანის დაავადება);

გართულებები კვებასთან დაკავშირებით, დიარეა (ფაღარათი) და ა.შ;

ზოგადად, დეპრესიის მკურნალობა ფეხმძიმობის დროს ინდივიდუალური პროცესია, უმჯობესია, თუ მედიკამენტები საჭირო არ გახდება და პრობლემას ფსიქოანალიტიკოსთან, ან ფსიქიტრთან ვიზიტიც მოგიგვარებთ.

 

მშობიარობისშემდგომი დეპრესია

 

ბავშვის გაჩენის შემდგომ დეპრესიას, ხშირად მშობიარობისშემდგომ დეპრესიას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ქალების 70% მშობიარობის შემდეგ განიცდის დეპრესიას, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმით.

ჩვეულებრივ, ასეთი მდგომარეობის პირველი სიმტომები თავს იჩენს მშობიარობის შემდეგ პირველ ორ კვირაში, თუმცა ფეხმძიმობის პერიოდში დეპრესიასთან შედარებით, მისი ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია 2 -დან 6 კვირამდე.

ემოციები, რომელსაც განიცდიან დედები ასეთი დეპრესიის დროს, შესაძლოა სხვადასხვა სახის იყოს:

ბრაზი საკუთარ თავთან და ახალდაბადებულთან მიმართებაში;

მშობიარობის შემდგომი დეპრესია ბრაზი სხვა ბავშვებთან მიმართებაში;

მარტოობის გრძნობა;

იმედგაცრუების შეგრძნება;

ხშირი თავის ტკივილები;

შფოთის შეგრძნება;

განწყობების ცვალებადობა;

უძილობა;

დაღლილობის შეგრძნება;

მიტოვებულის გრძნობა;

ცნობილია, რომ ახალნამშობიარები დედებისთვის, სექსუალური კონტაქტები არ არის რეკომენდებული 6-8 კვირის განმავლობაში, სანამ არ მოშუშდება მშობიარობით გამოწვეული ჩახევები და საშვილოსნო არ დაუბრუნდება ჩვეულ ნორმალურ ფორმას.

მაგრამ ზოგიერთი ქალს, ამ ვადის გასვლის შემდეგაც არ სურს ინტიმური ურთიერთობები, რაც ასევე დეპრესიული და ფსიქოლოგიური ფაქტორებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია იშვიათად ითხოვს მედიკამენტოზურ მკურნალობას, საბედნიეროდ ბევრი დედა არც თუ ისე ეძლევა სასოწარკვეთილებას, რომ მათ შეგრძნებებს სრულყოფილი დეპრესია ეწოდოს.

დაჩაგრულობისა და დათრგუნულობის შეგრძნება  - ხასიათის ტიპიური გამოვლინება უფრო შეიძლება იყოს, ვიდრე დეპრესია, განსაკუთრებით პირველი ბავშვის დროს.

შესაძლოა ხშირად იტიროთ, გქონდეთ შიშები მომავლის წინაშე, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს მარტო თქვენი ხვედრი არ არის, ბევრი მომავალი დედა გადის ამ გზას, ეს დროებითი მოვლენაა და ეტაპობრივად მოგვარდება.

ოჯახის წევრებისა და მეგობრების მზრუნველი, თბილი დამოკიდებულება ამ პრობლემას იოლად გადაგალახინებთ.


ხანგრძლივი მშობიარობისშემდგომი დეპრესია

 

უფრო იშვითად (ქალების 10%), მაგრამ მაინც, არსებობს უფრო სერიოზული ფსიქო-ემოციონალური პრობლემები, თუმცა უფრო მეტად ეს ემართებათ ქალებს, რომლებსაც ადრე უკვე გადატანილი ჰქონდათ სერიოზული დეპრესია ან სტრესი.

დიდ როლს თამაშობს ასაკიც, დადგენილია, რომ რაც უფრო დიდი ასაკი აქვს ქალს, მით უფრო მეტია რისკი, რომ მას ექნება მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

ასეთმა დეპრესიამ შესაძლოა თავი იჩინოს ბავშვის გაჩენისთანავე. თუმცა, შესაძლოა მთელი წელიც კი გავიდეს, ვიდრე დაგროვებული სტრესული ემოციები დეპრესიად გარდაიქმნეს. 

დეპრესიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ გარემო-პირობებზე, რომელშიც იმყოფება ახალბედა დედა. დიდი მნიშვნელობა აქვს მეუღლის მხარდაჭერას და გამხნევებას, რომლის გარეშეც პრობლემა შესაძლოა დროში გაიწელოს.

ამ მდგომარეობის სიმპტომებია:

ხანგრძლივი მშობიარობისშემდგომი დეპრესია »» ძილის დარღვევა;

 »» კვების რეჟიმის შეცვლა;

 »» წონაში სწრაფად კლება;

 »» ქრონიკული დაღლილობა;

 »» ბავშვთან კონტაქტის დაკარგვის შეგრძნება;

 »» ჩვეული საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა;

 »» ხასიათის მკვეთრი ცვლილებები.

ნამდვილი დეპრესია რთულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს.

ქალი, რომელსაც აწუხებს დეპრესია, შესაძლოა მტრულად იყოს განწყობილი საკუთარი ან სხვა ბავშვების მიმართ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქიატრის დახმარება.

ამ ტიპის დეპრესის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება მედიკამენტები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა ჰოსპიტალიზაციაც კი გახდეს საჭირო. ამიტომ ამ დაავადების დროულად გამოვლენაა საჭირო.

 

პოზები მშობიარობისთვის

 

არსებობს მთელი რიგი პოზიციები მშობიარობისთვის, რომლის მოსინჯვაც წინასწარ არის შესაძლებელი, რათა აირჩიოთ, რომელი პოზიციაა თქვენთვის ყველაზე მოხერხებული:

 

ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა

 

ნაყოფის მენჯით წინამდებარეობაროგორც ცნობილია, ორსულობის დასაწყისში, ნაყოფი საშვილოსნოში იმყოფება მდგომარეობით - თავი ზემოთ, თუმცა მშობიარობის პერიოდისთვის, ასეთ მდგომარეობაში რჩება ბავშვების მხოლოდ 3-5% (გამონაკლისი მხოლოდ მრავალნაყოფიანობაა). ამის შემდეგ ნელ-ნელა ხდება ნაყოფის მდებარეობის შეცვლა მისი საბოლოო მდგომარეობით - თავი ქვემოთ.

აღსანიშნავია, რომ ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ნაყოფის ნაადრევი, ვადამდელი განვითარება.

ამ შემთხვევაში, მეორე ტრიმესტრის ბოლოს, საშვილოსნოში ბავშვი მდებარეობს დუნდულებით ან ფეხებით ქვემოთ (რასაც უწოდებენ ნაყოფის მენჯით წინამდებარეობას).

ექიმის რეკომენდაციებით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნაადრევი მშობიარობა, რაც საშუალებას მისცემს თქვენს პატარას, შეიცვალოს მდებარეობა საშვილოსნოში მშობიარობის მომენტისთვის.

საშვილოსნოში ბავშვის მდებარეობაზე, აგრეთვე მოქმედებს საშვილოსნოს კუნთების მოდუნება (რომელიც გამოწვეულია წინა მშობიარობით), მრავალნაყოფიანი მშობიარობა, პოლიჰიდრამნიოზი, ჰიდროცეფალია, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები და საშვილოსნოს სიმსივნე.

განასხვავებენ რამდენიმე სახის  მენჯით წინამდებარეობას, ყველაზე გავრცელებულად ითვლება წინამდებარეობა დუნდულებით ქვემოთ, როდესაც ბავშვის ფეხები გადადებულია ერთმანეთზე თეძოებთან და მუხლები აწეულია თავის მიმართულებით. 

არსებობს შერეული, დუნდულებით წინამდებარეობა, როცა ნაყოფი თითქოს ჩაცუცქულია და ზის დედის მუცელში, ხოლო ფეხები გადადებული აქვს ერთმანეთზე და მოხრილი აქვს მუხლებში.

ეს წინამდებარეობა ყველაზე უფრო სასურველია მშობიარობის მიმდინარეობისთვის ნაყოფის მენჯით წინამდებარეობებს შორის.

არასრული ფეხით წინამდებარეობის დროს, ბავშვის ფეხი ან მუხლი სხეულის სხვა ნაწილებზე ადრე შედის სამშობიარო არხში.

თუ ეწვობთ, რომ ნაყოფის მენჯით წინამდებარეობას აქვს ადგილი, იცოდეთ, რომ საბოლოო დიაგნოზი ისმება ულტრაბგერითი გამოკვლევის საფუძველზე.

 

მშობიარობა ნაყოფის მენჯით წინამდებარეობის დროს

 

მშობიარობა ნაყოფის მენჯით წინამდებარეობის დროსმეან-გინეკოლოგებს შორის, არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, თუ მშობიარობის რომელი მეთოდია უფრო მისაღები ნაყოფის მენჯით წინამდებარეობის დროს.

მრავალი წლის მანძილზე, ნაყოფის მენჯით წინამდებარეობის დროს, მშობიარობა ტარდებოდა ჩვეულებრივ, ბუნებრივი სამშობიარო არხებიდან;

შემდეგ მედიკოსებმა ჩათვალეს, რომ უფრო უსაფრთხო მშობიარობის მეთოდი იყო საკეისრო კვეთა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი პირველად მშობიარობს.

თუმცა ექიმები თვლიან, რომ ბევრ სიტუაციაში, ბუნებრივი გზით მშობიარობა სრულიად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის წინამდებარეობაა დუნდულებით ქვემოთ, ნაყოფი ზრდასრულია და დედისთვის ეს პირველი მშობიარობა არ არის.

მედიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ნაყოფის არასრული, ფეხით წინამდებარეობის დროს (როცა ერთი ფეხი გამოწეულია, მეორე კი მოხრილია და მიკრულია ნაყოფის ტანზე), საჭიროა საკეისრო კვეთის გაკეთება.

ზოგჯერ მეან-გინეკოლოგები მიმართავენ გარკვეულ მეთოდებს, რათა მოხდეს ნაყოფის „შემობრუნება“ თავით ქვემოთ მდგომარეობაში, თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთულია სანაყოფე წყლების დაღვრის, ან მშობიარობის დაწყების შემდეგ.

თუ ადგილი აქვს ნაყოფის მენჯით წინამდებარეობას, აუცილებლად უთხარით ეს სამშობიარო სახლის მომსახურე პერსონალს.

 

მენჯით წინამდებარეობის სხვა სახეები

 

მენჯით წინამდებარეობის სხვა სახეებიმაშინაც კი, როცა მშობიარობა მიმდინარეობს ნაყოფის თავით წინამდებარეობით, შესაძლებელია ასეთი წინამდებარეობის კიდევ რამოდენიმე ვარიანტი: როცა ნაყოფის თავი გადახრილია წინ.

ასეთ მდგომარეობას ნაყოფის შუბლით, ან სახით წინამდებარეობას უწოდებენ.

ნაყოფის სახით წინამდებარეობა წარმოადგენს ნაყოფის თავის გადახრის უკიდურეს დონეს. ამ დროს სანაყოფე არხებში ნაყოფის თავი გამოდის კეფით უკან.

ამიტომ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივი მშობიარობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მომავალ დედას დიდი ზომის მენჯი აქვს, ან ნაყოფი არის პატარა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის, საკეისრო კვეთაა.

არასწორ მდებარეობად მიიჩნევა აგრეთვე საშვილოსნოში ნაყოფის განივი და ირიბი მდებარეობა. განივი მდებარეობის დროს ნაყოფი გაივლის საშვილოსნოს პირდაპირი, ხოლო ირიბი მდებარეობის დროს, მახვილი კუთხით.

განივი მდებარეობის დროს, ნაყოფი საშვილოსნოში წოლით მდგომარეობაშია, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მშობიარობა უნდა მოხდეს მხოლოდ საკეისრო კვეთით.

 

ნაყოფის მონიტორინგი

 

ნაყოფის მონიტორინგიბევრ თანამედროვე კლინიკაში, ექიმი მშობიარობის მიმდინარეობას სპეციალური მონიტორების საშუალებით აკვირდება.

ეს მონიტორები სამშობიარო მოქმედებაზე დაკვირვების გარდა, ახდენს ნაყოფის გულის შეკუმშვის სიხშირის რეგისტრირებას, რაც საშუალებას იძლევა დროზე იქნეს აღმოჩენილი და თავიდან აცილებული ყველა შესაძლო გართულება, რომელიც კი შეიძლება დაემუქროს ნაყოფს.

თითოეულ სამშობიარო შეტევასთან ერთად, ნაყოფისკენ მიმართული, ჟანგბადით გაჯერებული სისხლის ნაკადი მცირდება, რაც ბავშვისთვის თავისებური სტრესია.

მიუხედავად ამიას, ბავშვების უმრავლესობას ადვილად შეუძლია გადალახოს ეს წინააღმდეგობა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებზეც შესაძლოა პროცესმა დამღუპველად იმოქმედოს, ხოლო შედეგი სხვადასხვა სახის იყოს:

ჭიპლარის შემოხვევა კისრეზე, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ორგანიზმის მიერ ზოგიერთი პრეპარატის აუთვისებლობა, რომელიც აუცილებელია ფეხმძიმობის პროცესში.

მონიტორული დაკვირვება არსებობს ორი სახის - გარეგანი და შინაგანი. გარეგანი მონიტორული დაკვირვება შეიძლება გამოყენებული იქნას სანაყოფე გარსის გახევამდე.

ორსულის მუცელზე ამაგრებენ სპეციალურ ქამარს მილებით, რომელიც იჭერს ნაყოფის გულისცემის სიგნალებს. ეს მეთოდი ჰგავს ულტრაბგერით გამოკვლევას.

უფრო ზუსტია შინაგანი მონიტორული დაკვირვება: ნაყოფის თავთან ამაგრებენ აპარატთან სადენებით დაკავშირებულ ელექტროდს, რომელიც არეგისტრირებს ბავშვის გულისცემის სიხშირეს. ეს მეთოდი გამოიყენება სანაყოფე გარსის გახევის შემდეგ, ამას გარდა, საშვილოსნოს ყელი გახსნილი უნდა იყოს 1 სმ-ით მაინც.

ნაყოფის გულისცემის სიხშირის ნორმა უნდა იყოს - 120-160 დარტყმა/წუთში ფარგლებში, თუ გულისცემის სიხშირე 120 დარტყმა/წუთზე ნაკლებია - ეს ნიშნავს ბრადიკარდიას (გულის რითმის შენელება), ხოლო თუ 160 დარტყმა/წუთზე მეტია - ეს ნიშნავს ტახიკარდიას (გულის რითმის აჩქარება).

 

მონიტორული დაკვირვების შედეგების შეფასება

 

მონიტორული დაკვირვების შედეგების შეფასებამონიტორული დაკვირვების გაშიფრვის დროს, ნაყოფის გულისცემის დინამიკის გამოკვლევა მიმდინარეობს დროის საკმად დიდი შუალედებით, რადგან უშუალოდ გულისცემის სიხშირის გარდა, საჭიროა იმის განსაზღვრაც, თუ როგორ მოქმედებს სამშობიარო შეტევები ნაყოფზე.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია ნაყოფის გულის ცემის შემცირება საშვილოსნოს შეკუმშვის დროს.

ნაყოფის მდგომარეობაზე დაკვირვების სხვა მეთოდია ნაყოფის რეაქციის კონტროლი სამშობიარო შეტევებზე.

დედის მუცელზე ამაგრებენ მონიტორული სისტემის სენსორს, რომელიც არეგისტრირებს ნაყოფის გულისცემას და მის რეაქციას სამშობიარო შეტევებზე, რითაც ადგენენ, თუ როგორ უმკლავდება ნაყოფი საშვილოსნოს შეკუმშვას.

თუ ბავშვს არანაირად არ რეაგირებს, ეს ნაყოფის ჰიპოქსიის ნიშნად მიიჩნევა.

თუ მთელი ორსულობის განმავლობაში გქონდათ რამე გართულებები, მაგალითად დიაბეტი, ან მანამდე მკვდარი ბავშვი დაბადეთ, აუცილებელია ექიმმა კვირაში ერთხელ ან ორჯერ აკონტროლოს ნაყოფის მდგომარეობა.

 

ნაყოფის სისხლის ნიმუშის აღება

 

ნაყოფის სისხლის ნიმუშის აღებაშეფასება, თუ როგორ მოქმედებს ნაყოფზე მშობიარობის პროცესი, შეიძლება სხვა მეთოდითაც. ამისთვის ამოწმებენ ნაყოფის სისხლის მჟავიანობას.

სისხლის ნიმუშის აღების დროს, სანაყოფე გარსი გახეული, ხოლო საშვილოს ყელი მინიმუმ 2 სმ -ზე უნდა იყოს გახსნილი.

ნაყოფის თავის კანზე, სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით აკეთებენ პატარა ნაკვეთურს და შპრიცით იღებენ მცირე რაოდენობით სისხლს.

თუ ბავშვი ცუდად იტანს სამშობიარო მოქმედებას, ეს აისახება მისი სისხლის მჟავიანობაზე.

ტესტის შედეგები ეხმარებათ ექიმებს გადაწყვეტილების მიღებაში, დანიშნონ თუ არა საკეისრო კვეთა.

 

პლაცენტის არ გამოძევება

 

პლაცენტის არ გამოძევებაპლაცენტის გამოძევება მშობიარობის შემდგენელი ნაწილია, უმრავლეს შეთხვევაში მისი გამოძევება ბავშვის დაბადებიდან რამოდენიმე წუთში ხდება.

თუმცა არის შემთხვევები, როცა პლაცენტის მთლიანობა ირღვევა და იგი ნაწილობრივ რჩება საშვილოსნოში, რომელიც საკმარისად ძლიერად ვერ იკუმშება, რაც იწვევს სისხლდენას, ზოგჯერ ძლიერ სისხლდენასაც კი.

ზოგიერთ შემთხვევაში, პლაცენტის გამოძევება არ ხდება იმის გამო, რომ იგი თითქოსდა შეხორცებულია საშვილოსნოს კედელს ("პლაცენტის ნამდვილი შეხორცება"), ამ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული გართულება და სისხლის მნიშვნელოვანი დანაკარგი. თუმცა პლაცენტის არ გამოძევება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

გამოყოფენ მშობიარობის შემდგომ პლაცენტის არ გამოძევების სამ ტიპს:

შეხორცებული პლაცენტა - პლაცენტა მიმაგრებულია საშვილოსნოს კედელზე, ქორიონის ბუსუსები აღწევენ მიომეტრიას, ეხებიან რა მის ზედაპირს ისე, რომ არ აზიანებენ მას. მიომეტრიუმი საშვილოსნოს კუნთოვანი ნაწილია.

შეზრდილი პლაცენტა - პალცენტის შეხორცების ფორმა, რომლის დროსაც ქორიონის ბუსუსები ჩაინერგება მიომეტრიუმში სხვადასხვა სიღრმეზე.

აღმოცენებული პლაცენტა ("პლაცენტის ნამდვილი შეხორცება") - ქორიონის ბუსუსები იზრდება მიომეტრიუმის გასწვრივ მუცლის აპკამდე.

ისეთი გართულება, როგორიცაა პლაცენტის არ გამოძევება, შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი მიზეზებით.

ყველაზე ხშირად მისი მიზეზია ის, რომ პირველი მშობიარობის დროსაც ჰქონდა ადგილი პლაცენტის არ გამოძევებას, საკეისრო კვეთას, აბორტის შემდგომ გამოფხეკას და სერიოზულ სისხლდენას.

საშვილოსნოს გამოკვლევის შემდეგ, შესაძლოა გადაწყდეს პლაცენტის მოცილება ადგილობრივი ან საერთო ანესთეზიით.

ანესთეზიის ტიპი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად რთულად მოსაცილებელია პლაცენტა.

ზოგჯერ ადგილი აქვს გართულებასაც, მაგალითად მაშინ, როდესაც ხდება საშვილოსნოში დარჩენილ პლაცენტის ნარჩენების ამოფხეკა საშვილოსნოს კედლებიდან.

პლაცენტის ნამდვილი შეხორცების შემთხვევაში, პლაცენტის მოცილება საშვილოსნოს კედლებიდან ვერ ხერხდება, ხოლო უხეში ჩარევით მისი მოცილება, საშვილოსნოს მთლიანობის დარღვევის საფრთხეს ქმნის, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მიმართავენ საშვილოსნოს საშოსზედა ამპუტაციას ან საშვილოსნოს ექსტირპაციას (მთლიანი მოცილება ქირურგიული გზით).

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის 38-ე კვირაფეხმძიმობის 38-ე კვირაზე ნაყოფის ზომა 48-50 სმ-ია, ხოლო წონა 3000-3100 გრამს აღწევს. ამ პერიოდში ბავშვი უკვე ემზადება ახალ სამყაროსთან შესახვედრად.

პატარა დღეში დაახლოებით 20–30 გრამს იმატებს წონაში, ხოლო მისი ფიგურის კონტურები უფრო მომრგვალებული ხდება.

ნაყოფის ნაწლავებში ამ დროისთვის საკმაო რაოდენობით პირველყოფილი გამონაყოფია. ეს არის მოშავო–მომწვანო, ან ღია ყავისფერი სითხე, რომელსაც "მეკონიუმი" ეწოდება.

იგი შედგება დაშლილი სისხლის უჯრედებისგან, ნაწლავების მკვდარი უჯრედებისგან, კანის აქერცლილი უჯრედებისგან, ჩანასახის ღინღლისებური თმისგან, გადაყლაპული სანაყოფე წყლებისგან და სხვა კომპონენტებისგან.

ნაყოფი გამოყოფს მეკონიუმი დაბადების პროცესში, დაბადებისთანავე, ან დაბადებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თუმცა ზოგჯერ იგი ამას აკეთებს დაბადებამდეც, ასეთ შემთხვევაში დაბადების შემდეგ ბავშვის სხეული დაფარულია მწვანე ლორწოვანი გარსით.

თუ ბავშვს დაემართა ნაწლავების შევიწროება და მეკონია მოხვდა სანაყოფე წყლებში, ბავშვმა შესაძლოა გადაყლაპოს იგი მშობიარობამდე ან მშობიარობის პროცესში.

მეკონიუმი, რომელიც მოხვდება ფილტვებში, შესაძლოა პნევმონია გამოიწვიოს. ამიტომ ბებიაქალი ყურადღებით უნდა იყოს და თუ შენიშნა, რომ მეკონიუმი მოხვდა ნაყოფის პირში, უნდა ამოტუმბოს იგი პატარა, სპეციალური მილაკის საშუალებით.

ნაწლავების შევიწროება უარყოფითად აისახება პატარაზე. ეს მიანიშნებს, რომ იგი განიცდის დისკომფორტს და ტკივილსაც კი, რაზეც პირველ რიგში მიანიშნებს სანაყოფე სითხეში მეკონიის არსებობა.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
მუნდი კაკა ფისი
2019-04-04
მმაჰცტბტფბტ9ევე5ჯდენი
თაკო
2018-03-22
გამარჯობა, ვარ 37 კვირის ორსული, სურდო და ვახველებ შიგადაშიგ ექიმმა გამომიწერა კოკლავი და პეროლაქტ ბ, მეშინია წამლების მითების და ხომ არ მეტყვით არის მიზანშეწონილი ამ დროს ასეთი წამლების მიღება. სიცხე არ მაქვს. წინასწარ გიხდით მადლობას
nini
2017-08-17
Ar inerviulo chemic egre iyo da mere gasworda ukve 38 kviris vart
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
ქეთი
2016-03-15
გამარჯობა ვარ 31 კვირის ორსული ბავშვი არის გარდიგარდმო მდგომარეობაში თავი მარჯვნივ, ექიმმა მითხრა რომ ეს შეიძლება იყოს ნაადრევი მშობიიარობა, რამდენად მართალია? და შეიძლება თუ არა მგზავრობა შორ მანძილზე? შესაძლებელიაა თუ არა რომ ბავშვი მომდევნოო კვირეებშიი გასწორდეს
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ