მომავალი დედა
ეს ის კვირაა, როცა თქვენი ფეხმძიმობა უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს. პირველ რიგში ეს მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტაში გამოიხატება.
წინა კვირისთვის დამახასიათებელ გადაღლილობის შეგრძნებას, გაღიზიანებასა და მკერდის მომეტებულ მგრძნობელობას, შეიძლება დაემატოს მთელი რიგი უსიამოვნო მოვლენები, როგორიცაა - თავის ტკივილი, გახშირებული შარდვა (მისი მიზეზია გადიდებული საშვილოსნო, რომელიც აწვება შარდის ბუშტს).
იგი შეიძლება მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდეს და განსაკუთრებულ გაღიზიანებას მშობიარობის წინ იწვევს).
აგრეთვე გადამეტებული ძილიანობა, მადის დაკარგვა ან მომატება, გულისრევის შეგრძნება, ღებინებაც კი.
შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელი გასტრონომიული მისწრაფება, მაგალითად აუხსნელი ლტოლვა მარილიანი და მჟავე საკვების მიმართ.
ყველა ეს სიმპტომი ადრიანი ტოქსიკოზის ნიშანია, რომლის მიზეზი თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეშინდებით.
ჩასახვისსაწინააღმდეგო აბები და სპირალი
თუ თქვენ ორსულობის თავიდან აცილების მიზნით იყენებდით რაიმე ტიპის ჩასახვისაწინააღმდეგო აბებს, აუცილებელია დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს.
დროდადრო, ნებისმიერი კონტრაცეფციის საშუალება, ჰორმონალურიც კი შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს და მაინც დაორსულდეთ.
თუ დარწმუნდით, რომ ფეხმძიმედ ხართ, შეწყვიტეთ აბების მიღება და მაშინვე ეჩვენეთ ექიმს. ორსულისთვის არანაირი მედიკამენტების მიღება არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.
ფეხმძიმობა შეიძლება დადგეს მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ საშოს შიდა სპირალს. თუ თქვენ სპირალი გაქვთ და დარწმუნდით, რომ მაინც ფეხმძიმედ ხართ, ამ შემთხვევაშიც დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტია საჭირო.
ექიმი გადაწყვეტს საშოს შიდა სპირალი უნდა ამოიღოს, თუ უნდა იქნას დატოვებული. უმრავლეს შემთხვევაში ექიმი სპირალს ამოიღებს, რადგან მისი დატოვების შემთხვევაში იზრდება მუცლის მოშლის რისკი.
სპირალის ამოღების შემდეგ მუცლის მოშლის რისკი შეადგენს 20% - ს, რაც მცირედით მეტია ჩვეულებრივ შემთხვევაში მუცლის მოშლის რისკზე, რომელიც 15–20% - ია.
ბევრი ქალი სპერმიციდებს (ცალკე ან პრეზევატივთან და დიაფრაგმებთან ერთად), ორსულობის დადგომის შემდეგაც იყენებს, თუმცა ისინი მომავალ ბავშვზე მავნე ზემოქმედებას არ ახდენენ.
თუ ორსულად ხართ, ეს არ იცით და კვლავ აგრძელებთ სექსუალურ ურთიერთობებს, საჭიროა გარკვეული მნიშვნელოვანი ფაქტორებისა ნიუანსების ცოდნა, რომელიც საჭიროა როგორც ყოველგვარი საფრთხის გამოსარიცხად ორსულობის დროს, ასევე ჯანსაღი ურთიერთობების შესანრჩუნებლად.
ორსულობა და შაქრისშემცვლელები
ბევრი ქალბატონი შაქრის ნაცვლად შაქრისშემცვლელ ნივთიერებებს იყნებს, ისეთებს, როგორიცაა ასპარტამი ან სახარინი, მაგრამ რამდენად რეკომენდებულია მათი გამოყენება ფეხმძიმობის დროს?
ასპარტამი შაქრის შემცვლელი, საკმაოდ გავრცელებული საშუალებაა, რომელსაც იყენებენ ეგრეთ წოდებულ "დაბალკალორიულ" საკვებსა თუ სასმელში, რათა შეამცირონ მისი კალორიულობა. თავად ასპარტამი ორი ამინომჟავის - ფენილალანილისა და ასპარაგინის კომბინაციას წარმოადგენს.
ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ორსულებზე ეს ნივთიერებები მავნე ზეგავლენას არ ახდენენ, ანუ საკვები ან სასმელი, რომელიც შეიცავს ასპარტამს, ნორმალურ ფარგლებში საფრთხეს არ წარმოადგენს.
თუმცა ორსულს, რომელსაც აწუხებს ფენილკეტონურია (ამინომჟავა ფენილალანინის ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა, რომელსაც თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომი), მართებს დიეტა - ფენილალანილის მჟავის დაბალი შემცველობით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი და შენელებული განვითარების მქონე დაიბადოს.
ასპარტამი კი, რომელიც სწორედ ფენილალანილის მჟავას შეიცავს, დაარღვევს ამ დიეტას.
სახარინი - კიდევ ერთი ხელოვნური შაქრის შემცვლელია, რომელიც ხშირად, თუმცა უკვე ნაკლები ინტენსიურობით გამოიყენება საკვებსა თუ სასმელში.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ სახარინს არავითარი სარგებელი არ მოაქვს ორსულთათვის, ამიტომ, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, უმჯობესია მომავალმა დედამ ფეხმძიმობის პერიოდში თავი შეიკავოს მისი მიღებისგან.
ზოგადად კი უმჯობესია იმ საკვები დანამატების მიღებაზე უარის თქმა, რომლებიც ნებისმიერი სახით შეიცავენ ხელოვნურ შაქარს.
და საერთოდ, საკუთარი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, უარი თქვით საკვებში იმ ნივთიერებების დამატებაზე, რომელთა გამოყენების პირდაპირი აუცილებლობა არ არსებობს.
ორსულთა ჰესტოზი (ტოქსიკოზი)
ჩვეულებრივ ადრიანი ტოქსიკოზი ფეხმძიმობის მე 5-6 კვირაზე ვლინდება და დაახლოებით მე-12-14 კვირამდე გრძელდება. იშვიათად უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქალბატონს ფეხმძიმობის პერიოდში ტოქსიკოზის ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება.
ტოქსიკოზის მედიკამენტოზური მკურნალობა სამწუხაროდ არ არსებობს. მეცნიერების მცდელობას, შეექმნათ ტოკსიკოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ჯერ-ჯერობით შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა არსებობს მისი შემამსუბუქებელი მთელი რიგი ფიზიოთერაპიული მეთოდები.
ამიტომ თუ ტოქსიკოზმა ძალიან შეგაწუხათ (შეუჩერებელი ღებინება), ამან შეიძლება თქვენს ორგანიზმში მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი გამოიწვიოს.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგათავსებთ რამოდენიმე დღით სტაციონარში, სადაც ვენიდან გადაგისხამენ ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას.
ხოლო თუ ზომიერი ტოქსიკოზი გაქვთ, აქტიურ მკურნალობას (მედიკამენტების მიღება, ბალახეული წამლები და სხვადასხვა ”ნაცადი მეთოდები”), მოთმინებით აღჭურვა და ასეთ მდგომარეობაზე მათ გარეშე გამკლავება ჯობია. მნიშვნელოვანია რომ საკვები მიირთვათ მცირე ულუფებით, ხშირი ინტერვალებით და მოერიდოთ მძაფრი, არასასიამოვნო სუნის საკვებს.
ტოქსიკოზი ცალკე საუბრის თემაა, რომელსაც აუცილებლად შევეხებით და დაწვრილებით განვიხილავთ. იხილეთ ვრცლად: ტოქსიკოზი
საშვილოსნოს გარე ორსულობა
როგორც უკვე ავღნიშნეთ განაყოფიერება საშვილოსნოს მილში ხდება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გაივლის ამ მილს და ხდება საშვილოსნოს ღრუში მისი იმპლანტაცია. საშვილოსნოს გარე ორსულობას კი ადგილი აქვს მაშინ, როცა იმპლანტაცია საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ ხდება.
საშვილოსნოს გარე ორსულობას ადგილი აქვს ასიდან ერთ შემთხვევაში. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს მენჯის ორგანოების ანთება ან სხვა ინფექციური დაავადებები, მაგალითად როგორიცაა აპენდიციტის ანთება. თუ ქალბატონს ერთხელ უკვე ქონდა საშვილოსნოს გარე ორსულობა, რეციდივის რისკი 12%-ს შეადგენს.
საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკს ზრდის საშვილოსნოს შიგნით სპირალის გამოყენება.
საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოვლენა აუცილებელია მანამდე, სანამ მოხდება საშვილოსნოს მილის დაზიანება, რადგან ამან შეიძლება საშვილოსნოს მილის მთლიანად ამოღება გახადოს აუცილებელი. მისი დროული აღმოჩენა კი ამცირებს შიდა სისხლდენისა და საშვილოსნოს მილის დაზიანების რისკს.
საშვილოსნოს გარე ორსულობის აღმოჩენა შესაძლებელია ქორიონული გონადროტოპინის (ქგ) ანალიზით. (ქგ) იზომება რაოდენობრივადაც. მისი დონე ნორმალური ფეხმძიმობის დროს ძალიან მალე იმატებს-ორმაგდება მიახლოებით ყოველ ორ დღეში. ამიტომ, თუ რაოდენობრივი მატება არ ფიქსირდება, ეს იძლევა ეჭვის საბაბს, რომ ფეხმძიმობა გართულებულია (თუმცა არის შემთხვევები, როცა (ქგ)-ს დონე იმატებს, მაგრამ საშვილოსნოს გარე ორსულობას მაინც აქვს ადგილი).
საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოვლენა ხშირად ულტრა ბგერითი გამოკვლევით ხდება. ამ დროს შეიძლება ყველა პროცესის დანახვა, რაც საშვილოსნოს მილში მიმდინარეობს. გამოვლინდება პროცესიც, როცა (ქგ)-ს დონე იმატებს, მაგრამ გარე ორსულობას მაინც აქვს ადგილი.
ასეთ დროს ექიმის მიზანია მოაშოროს ემბრიონი ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ქალის განაყოფიერების უნარს.
ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ადრეულ სტადიაში გარე ორსულობის გამოვლენა ძალიან რთულია, ამის მიზეზია ის, რომ, გავრცელებული სიმპტომები - საშვილოსნოდან სისხლდენა, ტკივილი მუცლის ღრუში, მკერდის მგრძნობელობის მომატება და ღებინების შეგრძნება, ნორმალური მშობიარობის სიმპტომებსაც წარმოადგენს.
უმრავლეს შემთხვევებში გარე ორსულობის აღმოჩენა ფეხმძიმობის მე-6-8 კვირაში ხდება. თუმცა ხდება უფრო ადრეც, ან უფრო გვიან.
ამიტომ იყავით ფრთხილად, რაც შეიძლება დეტალურად აუღწერეთ ექიმს ყველა თქვენი სიმპტომი და მათი სიმძიმის დონე. გარე ორსულობა ძალიან საშიშია შიდა სისხლდენის და შესაძლო უნაყოფობის თვალსაზრისით.
იხილეთ ვრცლად: ყველაფერი საშვილოსნოსგარე ორსულობის შესახებ
წონის მომატება ფეხმძიმობის დროს
წონაში მომატება ფეხმძიმობის დროს ყველა ქალში აბსოლიტურად განსხვავებულია. წონის მერყეობის დონე -დაკლებიდან მის საერთო მომატებამდე 20 კგ-ს და მეტსაც კი შეადგენს.
ორივე უკიდურეს შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები. ამიტომ ძნელია განსაზღვრა, რომელია ”იდეალური წონა” ფეხმძიმობის დროს.
უმრავლეს შემთხვევებში წონის მომატების ტემპი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს შეადგენდა ქალის წონა ფეხმძიმობამდე. ბევრი სპეციალისტი რეკომენდაციას იძლევა, რომ წონის მატება შეადგენდეს 300 გრამს კვირაში პირველი 20 კვირის განმავლობაში და 450 გრამს 20-დან მე 40-ე კვირის განმავლობაში.
სხვა სპეციალისტები გამოყოფენ ფეხმძიმეთა სამ ქვეჯგუფს -დაკლებული, ნორმალური და მომატებული წონით და შესაბამისად აძლევენ მათ რეკომენდაციებს წონის მატებასთან დაკავშირებით.
» დაკლებული წონით – ნამატი 12,7-18,1კგ
» ნორმალური წონით – ნამატი 11,3-15,9კგ
» მომატებული წონით – ნამატი 6,8-11,3კგ
მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, ამიტომ თუ საკუთარ წონასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეგექმნათ, მიმართეთ ექიმს, ის გიკარნახებთ როგორი უნდა იყოს პირადად თქვენი წონის ნამატი ფეხმძიმობის პერიოდში.
ფეხმძიმობის დროს დიეტა-არც ისე წარმატებული იდეაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაივიწყოთ იმ კალორიების რაოდენობა, რომელსაც თქვენ იღებთ საკვებიდან. პირიქით თქვენი მომავალი პატარისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები იმ საკვებიდან, რომელსაც თქვენ იღებთ. ამიტომ გააკეთეთ არჩევანი ისეთ საკვებზე, რომელიც აუცილებლად სჭირდება თქვენს მომავალ პატარას.
მომავალი ბავშვი
თქვენი პატარა ფეხმძიმობის მეხუთე კვირაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. პირველ რიგში იცვლება მისი ფორმა. იგი უკვე პატარა სიმპატიურ ცილინდრს წააგავს, რომლის სიგრძე 1,5-2,5 მმ-ია.
ამ კვირაში იწყება ემბრიონის გულის, ცენტრალური ნერვული სისტემის, თავის ტვინის, კუნთების და ძვლების ფორმირება. გამოიკვეთება ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვალის ჩანასახები.
თუ პატარის გული წინა კვირაში ორკამერიანი იყო (ზუსტად ისეთი როგორიც თევზებს აქვთ), მეხუთე კვირაში მისი გული სამკამერიანი ხდება (ისეთი, როგორიც ძუძუმწოვრებს აქვთ).
მეხუთე კვირაში ვითარდება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა თირკმლების, კუჭისა და ელენთის კი ჩანასახის ფორმირება.
მისი ნაწლავების უკანა აპკიც იწყებს აქტიურ განვითარებას და ზრდას. ასეთი გარდაქმნების შედეგია ანალური ხვრელის წარმოქმნა, რომელიც ასევე ფეხმძიმობის მეხუთე კვირაში იწყება.
ძალიან საინტერესოა, რომ ამ პერიოდშივე ემბრიონში წარმოიქმნება გონობლასტები, რომელიც მისი მომავალი სპერმატოზოიდების ან კვერცხუჯრედების წინამორბედია.
მეხუთე კვირაში იწყებს ფორმირებას პატარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოს -ჭიპლარის ჩანასახი, რომელიც შემდგომში მისი დედასთან დამაკავშირებელი სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html