მომავალი დედა
ორსულობის 30-ე კვირაზე სულ უფრო რთულდება მოძრაობა. შეგრძნებები იგივეა, რაც წინა კვირებში. გაზრდილი მუცელი ხელს გიშლით დახრაში და ბევრ ჩვეულ მოქმედებებში.
მნიშვნელოვანია თავი კარგად იგრძნოთ, ამიტომ კომფორტული ბიუსტჰალტერი და დამხმარე ბანდაჟი ამ ეტაპზე უბრალოდ შეუცვლელია.
შეეცადეთ იყოთ აქტიური. იარეთ ფეხით. სცადეთ ცურვა. ეს საშუალებას მოგცემთ ზედმეტად არ მოიმატოთ წონაში და შეინარჩუნოთ კუნთების ტონუსი, რაც დაგეხმარებათ მშობიარობის პროცესის გაუმჯობესებაში და შემდგომი აღდგენითი პროცესის დაჩქარებაში.
ამ პერიოდში შეიძლება კვლავ შეგაწუხოთ ყაბზობამ (შეკრულობა), რის გადალახვაში დაგეხმარებათ ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ბოჭკოებით მდიდარი დიეტა და მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი დღეში.
მოუსმინეთ რას განიშნებთ თქვენი სხეული. თუ დაღლილი ხართ, დაისვენეთ. დასვენება და რაციონალური ფიზიკური აქტივობა, ნაადრევი მშობიარობის საუკეთესო პრევენციაა!
შეეცადეთ დაიძინოთ მარცხენა მხარეს, რათა თავიდან აიცილოთ საშვილოსნოს ზედმეტი დაწოლა ქვემო ღრუ ვენაზე.
ქვემო ღრუ ვენის შეკუმშვის სიმპტომებია:
• ჰაერის ნაკლებობა,
• თავბრუსხვევა.
• გულისყრის წინა მდგომარეობა, გონების დაკარგვის შეგრძნება.
• ბავშვის სუსტი ან ძალიან მკვეთრი მოძრაობები.
თუ ეს სიმპტომები არ გაქრა მარცხენა გვერდზე წოლით, დადექით მუხლ-იდაყვის მდგომარეობაში 10-15 წუთის განმავლობაში.
კვების მენიუ ამ პერიოდში უნდა იყოს უფრო მრავალფეროვანი. უკვე დროა დაივიწყოთ შემწვარი, შებოლილი კვების პროდუქტები და მიეჩვიოთ ორთქლზე დამზადებული, მოხარშული საკვების მიღებას, რაც გამოადგებათ მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
დაბალანსებული კვება საშუალებას მისცემს ბავშვს მიიღოს ყველა საჭირო საკვები ნივთიერება. ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კალციუმი. ორსულებისთვის დღიური ნორმაა 1000 მგ. თუ მცირე კალციუმის შემცველ საკვებს მიირთმევთ - ხაჭო, ყველი, იოგურტი, რძე, ნუში, მიიღეთ დამატებითი საკვები დანამატები.
ორსულობის ამ პერიოდიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიმშვიდე და უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლება, რადგან ორსულობის საწყის ეტაპებზე ჰორმონების მკვეთრი მატება არღვევს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს და ორსულობის ბოლოს იწვევს ხანგრძლივ დეპრესიას.
დეპრესია კი საშიშია და კონტროლს საჭიროებს, რადგან უკონტროლო დეპრესიულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება.
ორსულობა 30 -ე კვირიდან იგრძნობა სარძევე ჯირკვლებში მიმდინარე ცვლილებები: მკერდი ივსება, უფრო მგრძნობიარე ხდება, არეოლები მუქდება და შესაძლებელია ხსენის გამოყოფაც.
ორსულობის ოცდამეათე კვირა არის პერიოდი, როდესაც სირთულეები პირველ რიგში დაკავშირებულია წონის მნიშვნელოვან მატებასთან და მუცლის გარშემოწერილობის ზრდასთან, რაც აძლიერებს შინაგანი ორგანოების დატვირთვას.
მუცელი ოდნავ წინ წევს სხეულს, ამიტომ ამ შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად რეკომენდებულია სამშობიარო ბანდაჟის ტარება, განსაკუთრებით ხანგრძლივი ვერტიკალური დატვირთვის დროს. დასვენებისა და ძილის დროს ეფექტურია ბალიშის გამოყენება ზურგის დასაფიქსირებლად.
საყურადღებოა შესაძლო უჩვეულო გამონადენი. განსაკუთრებით საშიშია წყლიანი ან სისხლიანი გამონადენი, რაც შესაძლოა იყოს საშვილოსნოს ყელის ნაადრევი გაფართოების და ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის საფრთხის შესაძლო ნიშანი.
როგორც ცნობილია, სანაყოფე გარსი პლაცენტასთან ერთად წარმოქმნის სანაყოფე ბუშტს, რომელიც ივსება სანაყოფო (ამნიონური) სითხით. ჩვეულებრივ, ეს გარსი არ ირღვევა მშობიარობის დაწყებამდე.
ნორმალურ მდგომარეობაში სანაყოფე გარსის რღვევა ხდება საშვილოსნოს ყელის სრულად გახსნის შემდეგ; ამ დროს ამნიონური სითხის გადინება დროულად ითვლება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს ხდება მშობიარობამდე.
თუ მოგეჩვენათ, რომ გარსი გასკდა ან დაწყო სითხის უჩვეულოდ ძლიერი გამოყოფა. სასწრაფოდ ექიმთან ვიზიტია საჭირო, რადგან თუ სანაყოფე გარსის სისტემა დარღვეულია და ადგილი აქვს სითხის ძლიერი გამოყოფას, მაღალია ინფექციის რისკი, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
ამიტომ, უჩვეულო გამონადენის არსებობის შეთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს თქვენი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ნუ ინერვიულებთ, რადგან ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაშიც კი, 30 კვირაში დაბადებულ ბავშვს გადარჩენის კარგი შანსი აქვს, თუმცა ექიმები ყველაფერს გააკეთებენ ნაადრევი მშობიარობის თავიდან ასაცილებლად.
სინტერესო ფაქტი: თუ მუცელზე დაადებთ ხელისგულს და დაანათებთ რაიმე შუქს (მაგალითად, მაგიდის სანათს), ბავშვი მას დაინახავს, როგორც ვარდისფერ ნახევარსფეროს.
ცრუ შობიარობის ნიშნები (ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები)
30-ე კვირიდან (შეიძლება მე-20 კვირიდანაც კი) ორსულს შესაძლოა აღენიშნებოდეს „ცრუ“ მშობიარობის ნიშნები, რომლის სინონიმი სამედიცინო ენაზე არის - „ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვები“.
„ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვები საშვილოსნოს არარეგულარული კუმშვითი აქტივობაა, რაც წარმოადგენ ორგანიზმის ერთგვარ რეპეტიციას და მომზადებას მშობიარობისთვის. თუმცა პირდაპირ არ ასოცირდება მშობიარობის მოახლოებასთან.
ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვები არ არის საშიში და ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა. მას შედეგად არასოდეს მოსდევს საშვილოსნოს ყელის გახსნა და მშობიარობის პროცესის დაწყება. უბრალოდ ამ დროს ორსულობის ჰორმონები სხეულს უგზავნის ფრთხილ ნიშნებს მშობიარობის პროცესის მოსამზადებლად.
ამიტომ, ასეთი შეკუმშვების დროს ნერვიულობა არ არის საჭირო, უბრალოდ სასურველია ცოდნა, თუ როგორ შეიძლება განვასხვავოთ ერთმანეთისგან ნამდვილი და ცრუ მშობიარობა (ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვები).
ნამდვილი მშობიარობის დროს, შეკუმშვების მიზანი საშვილოსნოს ყელის გახსნაა, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს მშობიარობის სხვა ნიშნებიც (ვარდისფერი, ან სისხლოვანი გამონადენი, წყლების დაღვრა დ სხვა)..
ნამდვილი მშობიარობის დასაწყისში, კუმშვითი აქტივობისას, ტკივილის შეგრძნება თითოელი ქალისთვის განხვავებულია. ეს შეგრძნება ასევე განსხვავებულია ყოველი შემდგომი მშობიარობის დროს.
სამშობიარო ტკივილები ძირითადად ხასიათდება დისკომფორტით ან ყრუ ხასიათის ტკივილით წელის და მუცლის ქვედა ნაწილში. ზოგიერთი ქალი მიუთითებს ტკივილზე თეძოების და გვერდების მიდამოში, ზოგიერთი კი, მას ძლიერ მენსტრუალურ სპაზმს (ტკივილს) ადარებს.
ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები - სავარჯიშო შეკუმშვებია, იგი არ ახდენს მშობიარობის სტიმულირებას და არ აახლოებს მშობიარობის დღეს, არამედ ამზადებს ორგანიზმს მშობიარობისთვის და არანაირად არ აისახება ნაყოფის მდგომარებაზე.
ბრექსტონ ჰიქსის შეკუმშვების დროს მუცელი პერიოდულად იჭიმება და დუნდება. კუმშვებს შორის ინტერვალი ძირითადად ხანგრძლივია. ხშირად მათ ახასიათებთ პოზიციურობა (ანუ იწყება პოზიციის ცვლილებისას და ქრება მოსვენებულ მდგომარეობაში.)
ცრუ შეკუმშვა ჩვეულებრივ ვლინდება კუნთების სპაზმის სახით საშვილოსნოს უკანა, წინა ან ზედა ნაწილში. მათ შორის ინტერვალები არარეგულარულია და შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ სად განმეორდება შეტევები შემდეგ ჯერზე.
ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები არასასიამოვნოა, მაგრამ არ ახასიათებს ტკივილი. იგი მხოლოდ იწვევს უმტკივნეულო გამაგრების შეგრძნებას, რომელიც იწყება საშვილოსნოს კუნთების ზედა ნაწილიდან და ვრცელდება ქვემოთ. ახასიათებს წვეტიანი მუცლის და სიმძიმის შეგრძნება.
მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე, სავარჯიშო შეკუმშვები, რომელსაც წინამორბედი შეკუმშვებსაც უწოდებენ, უფრო ხშირი ხდება, მაგრამ ინარჩუნებს თავის ხასიათს - შეტევა ლოკალიზებულია საშვილოსნოს ერთ მიდამოში
ცრუ მშობიარობის დროს შეკუმშვები არარეგულარული და იშვიათია. გრძელდება 15-30 წამი (ზოგჯერ ორი წუთის განმავლობაში). ხშირად შეკუმშვებს შორის ინტერვალი საკმაოდ ხანგრძლივია.
ნამდვილი მშობიარობის დროს შეკუმშვებს შორის ინტერვალი თანაბარია. შეკუმშვები იწყება რეგულარულად, მათ შორის ინტერვალი ხანმოკლეა (30-70 წამი).
ცრუ მშობიარობის დროს შეკუმშვები შესაძლოა შეწყდეს მოსვენებულ მდგომარეობაში, ფეხით სიარულის, ან პოზიციას ცვლილების დროს.
ნამდვილი მშობიარობის დროს კი მიუხედავად პოზიციის ცვლილებისა (ადგომა, დაჯდომა, გავლა, წამოწოლა), შეკუმშვები არ შეწყდება და გაგრძელდება.
ქალს თეორიულად შეუძლია ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები იგრძნოს ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ. პრაქტიკაში კი ასეთი შეკუმშვები შეიძლება დაიწყოს როგორც მე-20 კვირამდე, ასევე 30-ე კვირის შემდეგ.
ზოგიერთი ქალი ასე შეკუმშვებს გრნობს მხოლოდ მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე. არიან ქალები, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობენ ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვებს და ესეც ნორმალურად მიიჩნევა,
მოსაზრება, რომ სავარჯიშო შეკუმშვის ადრეული გამოჩენა ზრდის ნაადრევი მშობიარობის ალბათობას, სიმართლეს არ შეესაბამება. ხშირად, ვისაც მე- 20 კვირაში დაიწყო ცრუ შეკუმშვების შეგრძნება, აგრძელებს ორსულობას და მშობიარობს მხოლოდ 42 კვირის შემდეგ, ხოლო მათ, ვისაც ასეთი შეკუმშვები საერთოდ არ ჰქონია, შესაძლოა სამშობიაროში მისვლა მოუწიოთ ვადაზე ადრე.
საჭირო კვლევები
ორსულობის 30-ე კვირაზე ექიმი იძლევა შემდეგი ანალიზების რეკომენდაციას:
• სისხლის კლინიკური ანალიზი;
• შარდის საერთო ანალიზი;
• სისხლის ანალიზი - აივ-ინექციაზე და ღჭ-ზე (ვასერმანის რეაქცია - სიფილისზე ანტისხეულების განსაზღვრა);
• სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
• კოაგულოგრამა (სისხლის შედედების განსაზღვრა);
• საშოს ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა მიკროფლორაზე (შესაძლო ანთებითი პროცესებისა და ინფექციების დროულად გამოსავლენად).
ორსულობის 30-ე კვირაზე ტარდება პრევენციული ღონისძიებები სისხლში რეზუს კონფლიქტის პრევენციისთვის, რომელიც ვითარდება, თუ დედას აქვს სისხლი უარყოფითი რეზუს ფაქტორით, მამა კი რეზუს დადებითია.
ამ შემთხვევაში, ბავშვში ჰემოლიზური სიყვითლის განვითარების შანსის შესამცირებლად ორსულს ენიშნება გარკვეული მედიკამენტები.
მომავალი პატარა
ორსულობის 30-ე კვირაზე ბავშვის სხეული ავსებს საშვილოსნოს თითქმის მთელ მოცულობას. ამიტომ, მისი მოძრაობები აღარ არის ისეთი ინტენსიური, როგორც წინა კვირებში.
ამ ვადაზე ნაყოფის დაახლოებითი ზომებია - სიმაღლე 40 სმ-ზე მეტი, წონა 1,3-1,5 კგ.
ბავშვის მასასთან ერთად, იზრდება პლაცენტისა და ამნისტიური სითხის მოცულობა (რომელშიც პატარა იმყოფება).
მომავალი დედები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ ბავშვის მსუბუქ რიტმულ კანკალს, რაც სხვა არაფერია თუ არა სლოკინი. ექიმებს არ შეუძლიათ ცალსახად ახსნან ამ ფიზიოლოგიური ფენომენის გამომწვევი მიზეზები, თუმცა ერთ-ერთი ვარიანტად ვარაუდობენ, რომ სლოკინი ვითარდება ბავშვის მიერ ამნისტიური სითხის გადაჭარბებული გადაყლაპვის შედეგად.
ბავშვის მუსკულატურა, რომელიც ხელს უწყობს სუნთქვით მოძრაობებს, კარგად არის განვითარებული. იგი მუდმივად ავარჯიშებს (აფართოებს და კუმშავს) ბავშვის მკერდის უჯრედებს, რაც დაეხმარება ახალშობილს პირველი დამოუკიდებელი ამოსუნთქვაში.
30-ე კვირისთვის ნერვული უჯრედები ფუნქციონირებს. ხდება ნერვული ბოჭკოების ფორმირება. ნაყოფი შეგნებულად რეაგირებს გაღიზიანებაზე. დასასრულს უახლოვდება სასქესო ორგანოების ფორმირება.
სასუნთქი სისტემა თითქმის მზად არის თავისი ფუნქციების შესასრულებლად: ფილტვების ალვეოლები მწიფდება და ყალიბდება, წარმოიქმნება სურფაქტანტი - ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია ფილტვების გამართული ფუნქციონირებაზე.
გრძელდება ტვინის ნახევარსფეროების აქტიური განითარდება: მასში ჩნდება ახალი ხვეულები და ღარები. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ამ დროს ნაყოფს უკვე უვითარდება მეხსიერება. პატარას ამ პერიოდში შესანიშნავად ესმის ყველაფერი, რაც გარეთ ხდება (განსაკუთრებით დედის ხმა) თუმცა სანაყოფო წყლის გარემო რამდენადმე ახშობს ამ ხმებს.
პატარა 30-ე კვირისთვის არა მხოლოდ ფართოდ ახელს თვალებს, არამედ ხშირად აქვს იგი გახელილ მდგომარეობაში.
ამ პერიოდში ნაყოფის ყველა შინაგანი ორგანო ფუნქციონირებს. მისი კანი სულ უფრო გლუვი ხდება, უჩნდება ნაკეცები, ლოყები მრგვალდება, თანთანდათან ქრება საშვილოსნოსშიდა ღინღლი.
30-ე კვირისთვის შესამჩნევია ბავშვის მოძრაობების ხასიათისა და ინტენსივობის ცვლილება. მას აღარ აქვს საკმარისი ადგილი აქტიური გადატრიალებისთვის, ამიტომ მხოლოდ ხელებითა და ფეხებით ეყრდნობა დედის მუცელს, ხოლო ნაზი მოძრაობები, რომელსაც ორსულობის ადრეულ პერიოდში მომავალი დედები პეპლის ფრთების ფრთხიალს, ან ჰაერის ბუშტების მოძრაობას ადარებენ, იცვლება სწრაფი, ზოგჯერ მტკივნეულ ბიძგებით, რაც რა თქმა უნდა გამოწვეულია ნაყოფის დიდი ზომებით.
დღის განმავლობაში ბავშვს ერთგვაროვანი მოძრაობის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ზოგიერთი ექსპერტი ორსულობის 30 კვირაში მომავალ დედებს ურჩევს დაიწყოს „დარტყმების“ დათვლა. გინეკოლოგს შეუძლია მისცეს მითითებება, თუ როგორ დადგინდეს ბავშვის მაქსიმალური აქტივობა (მაგალითად დარტყმების რაოდენობა ყოველ ორ საათში). ნუ შეშინდებით, თუ დარტყმების რაოდენობა ჩვეულებრივზე ნაკლებია, რადგან შესაძლოა თქვენს პატარას უბრალოდ სძინავს.
ორსულობის 30-ე კვირა არის პერიოდი, როდესაც ნაყოფი იკავებს პოზიციას, რომელშიც ხდება მისი დაიბადება. როგორც წესი, ეს არის მდგომარობა, როცა იგი სახით, კეფით ან შუბლით ესაზღვრება საშვილოსნოს ყელს. ანუ ბავშვის თავი ქვევით არის მიმართული, ფეხები კი ზემოთ.
თუ მოხდა ისე, რომ ორსულობის 30 კვირაში ბავშვს ჯერ არ აქვს მიღებული ნორმალური ფიზიოლოგიური პოზიცია და არის მენჯით წინამდებარეობაში (ანუ - ფეხებით ზემოთ), რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს მშობიარობამდე, ეს შეუძლებელს გახდის ბავშვის ბუნებრივი გზით დაბადებას და საჭიროა საკეისრო კვეთა.
ბავშვის იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის სრულად განვითარებული, მაგრამ მას უკვე შეუძლია გაუმკლავდეს ზოგიერთ ინფექციას.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html