მომავალი დედა
ფეხმძიმობის მე-14 კვირა მეორე ტრიმესტრის დასაწყისია. ამ დროიდან ორსულის მდგომარეობის დაფარვა თითქმის შეუძლებელია.
მე-14 კვირისთვის სავარაუდოდ ტოქსიკოზი ჩავლილია, შედარებით მოწესრიგებულია ორსულის ემოციონალური მდგომარეობაც. იგი გაცილებით დამშვიდებულია როგორც საკუთარი, ასევე ნაყოფის მდგომარეობის გამო, რომელმაც გადალახა ყველაზე რთული პეროდი და ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.
ამ პერიოდიდან შესამჩნევად იცვლება ქალის გარეგნული იერსახე, იგი ეჩვევა სიარულის მანერას, რომელიც დამახასიათებელია ორსული ქალებისთვის. იცვლება სახის ნაკვთებიც, ზრდის ჰორმონების დიდი აქტივობის გამო.
ჩნდება პიგმენტური ლაქები, თმები არასასურველ ადილებში, იგრძნობა სისხლის მიწოლა (წამოხურება) სახეზე და ტანის ზედა ნაწილზე, იმატებს ოფლიანობა, წითლდება ხელის მტევნები.
თავისუფალი სამოსის ტარება უკვე აუცილებელია. ზოგიერთი მომავალი დედა არ იკრავს ღილებს, ან შესაკრავად იყენებს რეზინებს ან ქინძისთავს, ზოგი ერთი ზომით დიდ ტანსაცმელს ყიდულობს, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, რადგან მალე გახდებით კიდევ უფრო "დიდი", ამიტომ უმჯობესია თქვენი ზომის, მაგრამ თავისუფალი, სპეციალურად ორსულთათვის შექმნილი ტანისამოსის შეძენა და ტარება.
ჩვეულებრივ, ქალები, რომელთათვისაც ორსულობა პირველი არ არის, ჩივიან, რომ მუცელი გაცილებით ადრე ჩნდება, მდებარეობს უფრო ქვევით, და უფრო დიდია, ვიდრე ეს პირველი ფეხმძიმობის დროს იყო. თითქმის ყველა ქალი ამჩნევს ამგვარ ცვლილებებს ყოველი შემდგომი მშობიარობისას.
სინამდვილეში კი ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა წინა მშობიარობა (თუ ასეთს ადგილი ჰქონდა) და რა მდგომარეობაში იყო მაშინ ორსულის მუცელი. ქალის კანი და კუნთები ამ დროს არის გაწელილი, რათა მუცელში ერთად მოთავსდეს საშვილოსნო, პლაცენტა და ნაყოფი.
აღსანიშნავია, რომ კანი და კუნთები მუცელზე, მშობიარობის შემდეგ, არასოდეს არ უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას და ყოველი შემდგომი ფეხმძიმობის დროს ისინი გაცილები სწრაფად ექვემდებარებიან გაწელვას საშვილოსნოს დაწოლის გამო.
სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მუცელი უფრო ადრე ჩნდება და შედარებით დიდია, ვიდრე წინა ფეხმძიმობისას. მე-14 კვირაში ორსულის მუცელი საკმაოდ მომრგვალებულია იგი მართალია პატარაა, მაგრამ საკმაოდ შესამჩნევი.
სექსუალური ურთიერთობები პარტნიორთან ორსულობის ამ პერიოდში დამოკიდებულია თქვენს განწყობაზე და შინაგან მდგომარეობაზე. თუ არაფერი გაწუხებთ, არ არსებობს არანაირი უკუჩვენება და გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ თავისუფლად დაკავდეთ ინტიმით.
ორსულობის ამ ეტაპზე არის კიდევ ერთი უხერხულობა, რასაც მომავალი დედა აწყდება - ეს არის მომაბეზრებელი რჩევები, რომლის თავიდან აცილებაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
წამოზრდილი მუცელი, ყველა კომპეტენტურ თუ არაკომპეტენტურ გულშემატკივარს უღვიძებს რჩევის მიცემის სურვილს. რა თქმა უნდა ამ რჩევების უმრავლესობას თქვენთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ საჭიროა მათზე სწორი რეაქცია, ანუ საჭიროა რჩევები მოისმინოთ მშვიდად, მიუხედავად იმისა სწორია თუ არა ესა თუ ის რჩევა.
შეხედეთ მომაბეზრებელ და არაფრისმომცემ რჩევებს იუმორის გრძნობით, მოისმინეთ თავაზიანად, მაგრამ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას, ხოლო რჩევები, რომელიც საყურადღებოდ მოგეჩვენებათ, განიხილეთ თქვენს ექიმთან.
ნუ გაღიზიანდებით, რადგან ეს მხოლოდ გავნებთ თქვენ და თქვენს მომავალ პატარას. შეეცადეთ მიეჩვიოთ რეგულარულ რჩევებს.
მაგრამ თუ ნამდვილად სწორ რჩევებს საჭიროებთ, დასახმარებლად მიმართეთ ექიმს, ან სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს (ინტერნეტში საკმაოდ კომპეტენტური და მრავლისმომცველი ინფორმაცია მოიძიება ორსულობასთან დაკავშირებით), ან იმ ადამიანებს, ვისიც გჯერათ და ვისაც ამ მხრივ საჭირო გამოცდილება გააჩნია.
ზოგადი რჩევები
ფეხმძიმობის ჰორმონმა (პროგესტერონი) შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსში სისხლის მიმოქცევის გაძლერება, რაც ათხელებს ლორწოვანას და იწვევს სურდოს, ცხვირიდან სისხლდენას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰაერის უკმარისობას.
ცხვირიდან სისხლდენა უფრო მეტად შეინიშნება ზამთარში, როცა გამთბარ შენობებში, თბილი, მშრალი ჰაერი აშრობს სასუნთქი გზების თხელ ლორწოვან გარსს.
იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ მდგომარეობა სურდოსა და ცხვირიდან სისხლდენის დროს, უნდა წაისვათ ცხვირის ნესტოებზე ვაზელინი, ექიმთან შეთანხმებით მიიღოთ 250 მგ. С ვიტამინი (როგორც საკვებზე დანამატი). კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ოთახის დამატენიანებელს (თუ მშრალ და ცხელ ოთახებში გიწევთ ხშირი ყოფნა). ეს გაამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და შეამცირებს სისხლდენის რისკს.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობა მომავალ დედას ყველაზე ნაკლებად ამ პერიოდში აწუხებს, შესაძლოა არასასიამოვნო ცვლილებები ფიზიოლოგიაში, ეს დაკავშირებულია ორსულის ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების ნაკლებობასთან, რაც იწვევს იმუნიტეტის შემცირებას.
ეს ორგანიზმში С და ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს, რაც იწვევს თმების გათხელებას და მტვრევას, აგრეთვე იმტვრევა ფრჩხილები, იქერცლება კანი, მოსალოდნელია ღრძილებიდან სისხლდენაც.
იმისათვის, რომ ეს მოვლენები თავიდან აიცილოთ, აუცილებელია სწორად კვება და ორგანიზმის ყველა სასარგებლო ნივთიერებით და ვიტამინებით მომარაგება.
ამ პერიოდისთვის შესაძლოა შეგაწუხოთ ტკივილმა ზურგის არეში. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის ფაქტი, რომ ფეხმძიმე ეტაპობრივად იმატებს წონაში და ამ მდგომარეობის გამო იცვლება სიმძიმის ცენტრი.
არასასიამოვნო, სპაზმური ტკივილები ზურგის არეში, ყველაზე ხშირად იმის მიზეზია, რომ ორსული ატარებდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, თუ ორსულობის საწყის ეტაპზე მომავალ დედას შეეძლო თავისთვის მიეცა უფლება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისა, ამ პერიოდიდან აუცილებელი მასზე უარის თქმა.
მეთოთხმეტე კვირის პერიოდში შესაძლოა ფეხმძიმეს დაემუქროს ისეთი ტიპის დაავადებები, როგორიცაა ვირუსული გაცივება, რომელსაც თან სდევს ხოლმე სხეულის მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ინფექციური დააავადებებიც, როგორიცაა მაგალითად გრიპი, ან ტოქსოპლაზმოზი.
ფეხმძიმეთათვის განაკუთრებით საშიშია ციება, რომლიც გრძელება საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. ხანგრძლივმა მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა პლაცენტის პათოლოგია, ფიტოპლაცენტური უკმარისობა ან ნაყოფის ინფექციაც გამოიწვიოს. ამიტომ, ამ დროს საჭიროა ზუსტად იქნეს დადგენილი დაავადების მიზეზი და მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით დაინიშნოს შესაბამისი, სწორი მკურნალობა.
მაგრამ თუ ექიმის საჭიროება არ არის, შეიძლება გამოყენებული იქნას უსაფრთხო, ხალხური და ოჯახური საშუალებები: სასურველია წოლით რეჟიმი, დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება (შესანიშნავია ჟოლოთი გაზავებული სითხეები), სხვადასხვა სველი საფენები.
ყელის ტკივილის შემთხვევაში ეფექტურია ყელში გვირილასა და შალფეის ნახარშის (თუმცა არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ), აგრეთვე მარილწყლის ან სოდის გამოვლება. ხველის შემთხვევაში შეიძლება ინჰალაცია (იმ შემთხვევაში, თუ არ გაწუხებთ ტემპერატურა).
სურდოს შემთხვევაში საჭიროა ცხვირის გამორეცხვა, კარგია ჩაის ხის ზეთი, რომელიც უნდა წაისვათ ცხვირის ღრუში (თუ არ გაქვთ მასზე ალერგია)
მაღალი ტემპერატურის დროს, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელია პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტის მიღებაც (თუმცა ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, არის თუ არა იგი დასაშვები ორსულთათვის). თუ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო, და ტემპერატურა გაგრძელდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
ამ პერიოდში საჭიროა აქტიურობის და დატვირთვის გაძლიერება. კარგია ფეხით სეირნობა, ცურვა, იოგა, ან მსუბუქი ტანვარჯიში, რომლის გაკეთება სახლშიც შესაძლებელია.
პაპილომები
ფეხმძიმობის დროს, კანზე შეიძლება გაჩნდეს პაპილომები და თანდაყოლილი ლაქები.
პაპილომები, ეს კანის წანაზარდებია (მსუბუქი მეჭეჭები). ფეხმძიმეს იგი შეიძლება გაუჩნდეს, ან გაეზარდოს ზომებში (თუ ადრე უკვე არსებობდა).
ასევე შეიძლება გაჩნდეს თანდაყოლილი ლაქები, ხოლო ადრე არსებული, გაიზარდოს ზომებში ან შეიცვალოს ფერი (გახდეს უფრო მუქი).
თუ პაპილომა დიდი ზომისაა, აქვს უჩვეულოდ მუქი ან წითელი ფერი და გაწუხებთ, აუცელებლად მიმართეთ ექიმს, როემლიც დაადგენს პაპილომას ხასიათს (არის თუ არა კეთილთვისებიანი) და მიიღებს შესაბამის ზომებს.
პაპილომების უმრავლესობა ძალიან პატარაა, აქვს კანის ფერი, თუმცა შეიძლება გამუქდეს კიდეც. ძირითად პაპილომები არაესთეტიურად გამოიყურება და მიუხედავად იმისა, რომ არ არიან ავთვისებიანი, მათი გამოვლენა მაინც დისკომფორტს უქმნის მომავალ დედას.
ყველაზე ხშირად, პაპილომები ორსულს უჩნდება სახეზე და კისერზე, განსაკუთრებით კისრის გვერდებზე, მკერდის ზედა ნაწილში, მკერდს ქვემოთ ან სარძევე ჯირკვლების შუაში, ასევე იღლიებში და საზარდულის არეში.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამის დამადასტურებელი ზუსტი ცნობები, პაპილომები მაინც ფეხმძიმე ქალების გამოვლინებად მიიჩნევა. მარტივად რომ ვთქვათ, პაპილომა შეიძლება გაუჩნდეს ქალს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ორსულადაა.
ხოლო მათ, ვისაც პაპილომები მანამდეც აწუხებდა, ფეხმძიმობის დროს მოსალოდნელია მათი რაოდენობისა და ზომების გაზრდა. გამწვავება ხშირად ხდება მეორე და მესამე ტრიმესტრში.
საშუალოდ პაპილომების უჩნდება კაცობრიობის მეოთხედს. მეტი რისკი არსებობს 50 წელს გადაცილებულებისთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის და მათთვის, ვისაც აწუხებს ზედმეტი წონა.
ფეხმძიმობის დროს, პაპილომების განვითარების მიზეზები ბოლომდე გამორკვეული არ არის, თუმცა გავრცელებული თეორიის თანახმად, ჰორმონების გაზრდილი დონე, გავლენას ახდენს გარკვეული უჯრედების ზრდაზე კანის ზედა შრეებში.
არსებობს სხვა შეხედულებაც, რომლის თანახმადაც პაპილომები წარმოიქმნება ჰორმონალური აქტივობისა და კანის გადაჭარბებული ხახუნის გამო, რასაც იწვევს ფეხმძიმობის დროს გაზრდილი მასა.
თუ პაპილომები ჩამოკიდებული არ არის და არ ხდება ანთებითი პროცესი ხახუნის ან შეხების გამო, შეიძლება ფეხმძიმემ მათი არსებობა ვერც იგრძნოს. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ ექიმი მომავალ დედას ურჩევს იმშობიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მისი მკურნალობის შესახებ.
ზოგიერთი პაპილომა, რომელიც ჩნდება ფეხმძიმობის დროს, თავისთავად ქრება მშობიარობის შემდეგ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მოცილება მარტივად შეუძლია დერმატოლოგს. ეს იმდენად სწრაფი პროცედუარაა, რომ მათი მოკვეთა ხდება ანესთეზიის გარეშე, აგრეთვე: გაყინვის მეთოდი, მოწვა, ლაზერი და სხვა
კონდილომები
კონდილომები - გენიტალური მეჭეჭებია - პატარა, კანისფერი წამონაზარდები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს სასქესო ორგანოებზე ან უკანა ტანის ირგვლივ.
კონდილომა ვირუსული დაავადებაა, რომლის გამომწვევია აპს (ადამიანის პაპილომა ვირუსი).
კონდილომას გამომწვევია პაპილომას ფილტრში გამავალი ვირუსი, რომელსაც შეუძლია სერიოზულად გაართულოს ფეხმძიმობა, გაიზარდოს რა ისეთი ზომის, რომ დაახშოს სამშობიარო არხი და ხელი შეუშალოს მშობიარობის პროცესს.
ასეთ დროს, სავარაუდოდ საჭირო გახდება საკეისრო კვეთა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათად ხდება.
კონდილომა შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ ფაქიზი, და ადვილად სისხლმდენადი, რამაც შესაძლოა ასევე გაართულოს მშობიარობა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც შეიძლება ახლდეს მშობიარობას, არის ახალდაბადებულის ვირუსით დაინფიცირების რისკი.
არსებობს მონაცემები, რომ ახალშობილები, პაპილომა ვირუსით დაავადებული სამშობიარო არხის გავლის შემდეგ ინფიცირდებიან, ჩაყლაპავენ რა სითხეს მშობიარობის პროცესში.
ეს არასასურველი გართულებაა, თუმცა მისი თავიდან აცილება სრულებით შესაძლებელია.
არსებობს სხვადასხვა შეხედულებები გართულებებზე, რომელიც გამოწვეულია სამშობიარო არხში არსებული კონდილომებით. თუმცა ყველა ექიმი თანხმდება იმაზე, რომ მშობიარობის დროს აუცილებელია საკეისრო კვეთის ჩატარება, რათა დაცული იქნეს ახალშობილი ვირუსთან შეხებისგან.
ამიტომ, თუ ორსულს მეჭეჭები გაუჩნდა სამშობიარო არხის რაიონში, საშოს ირგვლივ, ან უკანა ტანთან ახლოს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
თავად კონდილომები ექვემდებარება მკურნალობას. მკურნალობის მეთოდები თავის თავში მოიცავს მეჭეჭების მკურნალობას გარეგანი (წასასმელი) მედიკამენტებით, თხევადი აზოტით მოყინვით, მოწვით, ჩვეულებრივი ან ლაზერული ქირურგიით და სხვა
ფეხმძიმობის დროს, ხილული კონდილომები ხასიათდება ხშირი რეციდივით, გააჩნია ზრდის ტენდენცია და ხდება შესიებული. ასეთი კონდილომა წარმადგენს ინფექციის წყაროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ნაყოფს და საჭიროა მისი მოცილება.
თუმცა უმჯობესია მისი მოცილება მოხდეს გონივრულ ვადაში, სასურველია ორსულობამდე, რადგან ფეხმძიმობის პროცესში კონდილომას მოცილების ზოგიერთი მეთოდი არ არის სასურველი და მიზანშეწონილი.
პაპილომა ვირუსის სხვა გამოვლინების - მეჭეჭებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისთავად ქრება მშობიარობის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში, კონდილომები თავისთავად პრაქტიკულად არ ქრებიან.
ფეხმძიმობის დროს კონდილომების მკურნალობა საჭირო და აუცილებელია, თუმცა სასურველია ეს მოხდეს ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე, გარკვეული სიფრთხილის დაცვით. ამიტომ ამ დროს ლაზერული და ელექტრო ზემოქმედება, აგრეთვე ციტოსტატიკური პრეპარატების გამოყენება დაუშვებელია.
ნაკლებად საფრთხის შემცველ და ეფექტურ მეთოდად, ორსულების, ბავშვების, მოზარდების და გინეკოლოგიურ პრქტიკაში, საშვილოსნოსა და სასქესო ორგანოების მახვილწვერა კონდილომების საკურნალოდ მიიჩნევა პრეპარატი - სოლკოდერმი (SOLCODERM) და სამქლორ ძმარმჟავა.
სოლკოდერმის გამოყენების საკმაოდ ხანგრძლივი გამოიცდილება, უჩვენებს რომ მისი საშუალებით, ორსულობის დროს კონდილომების მოცილება ხდება სწრაფად და უმტკივნეულოდ, ამიტომ იგი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში
რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა
რენტგენი - ბევრ ორსულს აწუხებს ფეხმძიმობის დროს რენტგენული სხივების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი - ხომ არ ვნებს ეს ნაყოფს და საერთოდ, დასაშვებია თუ არა რენტგენი ფეხმძიმობის პერიოდში. როგორი შეიძლება იყოს შედეგები.
რენტგენული სხივების გამოყენების დროს, ორსულს მართებს გარკვეული სიფრთხილის დაცვა, ამიტომ თუ უკვე იცით, რომ ფეხმძიმედ ხართ, ან ეჭვობთ ამის შესახებ, აუცილებლად უთხარით ეს ექიმს ან დანტისტს, სანამ ჩაიტარებთ გარკვეული სახის რეტგენულ გამოკვლევას.
უნდა ითქვას, რომ განვითარებადი ნაყოფის რენტგენული სხივებით დასხივების უსაფრთხო დონე დადგენილი არ არის.
ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს მუტაციის მაღალი რისკი და შემდგომში კიბოს განვითარების საშიშროება, ამიტომ ნებისმიერი რენტგენული კვლევა ორსული ქალისთვის იწვევს უკუჩვენებას და ტარდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.
ზოგიერთი ექიმი დარწმუნებულია, რომ ნაყოფის დასხივების უსაფრთხო დონე საერთოდ არ არსებობს, ხოლო ექიმების ნაწილი თვლის, რომ ბავშვთა ლეიკემიის შემთხვევების ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ დაბადებამდე ისინი იყვნენ დასხივებული.
რენტგენული გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა, უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად. არის შემთხვევები, როცა ფეხმძიმობის პერიოდში რენტგენული გამოკვლევა აუცილებელია. ამიტომ უნდა აიწონოს რისკები და ექიმთან შეთანხმებით მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, მაშინაც კი, თუ დარწმუნებული არა ხართ, რომ ფეხმძიმედ ბრძანდებით და არსებობს ამის მხოლოდ პოტენციური შანსი.
რენტგენული დასხივება საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს იმ შემთხვევაშიც, თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ არ ხართ ფეხმძიმედ და მენსტრუაციული ციკლიც არ არის დასრულებული, თუმცა გახსოვდეთ, რომ ჩასახვა შეიძლება მომხდარიყო ციკლის ნებისმიერ სტადიაზე და მენსტრუაციის არც ერთი სტადია არ ითვლება აბსოლიტურად უსაფრთხოდ.
ამიტომ აუცილებლად უთხარით ამის შესახებ ექიმს და მიიღეთ მართებული გადაწყვეტილება რისკების შეფასებით, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა ფეხმძიმედ.
თუ იმყოფებით დანტისტთან და რენტგენის გადაღება აუცილებელია, უთხარით სტომატოლოგს, რომ ფეხმძიმედ ხართ და იგი მოძებნის გამოსავალს, კერძოდ ჩაგიტარებთ რადიოვიზიოგრაფიას.
რადიოვიზიოგრაფიის აპარატით ჩატარებული კვლევა, შეიცავს დასხივების მინიმალურ რისკს რენტგენოგრაფიულ კვლევასთან შედარებით.
თუ კომპიუტერულ ვიზიოგრაფია არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ სტომატოლოგი გამოიყენებს სპეციალურ ეკრანს (ფართუკს), რათა დასხივების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
კომპიუტერული ტომოგრაფია - არის სპეციალიზებული რენტგენული გამოკვლევის ფორმა. ეს ტექნილოგია ახდენს რენტგენული დასხივების მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებას.
ბევრი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს გამოყენებული დასხივების დონე რამდენადმე დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი, რენტგენული გამოკვლევის დროს. თუმცა, ტომოგრაფიის ჩატარების დროსაც საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რადგან არ არის ცნობილი გამოსხივების იმ მცირე დოზის ზემოქმედების შედეგებიც, რომელსაც ნაყოფი მიიღებს პროცედურის შედეგად.
საერთოდ კი კომპიუტერული ტომოგრაფიისა და რენტგენოლოგიური კვლევის დროს ერთი და იგივე სხივები და ერთი და იგივე პრინციპი გამოიყენება, ამიტომ ორივე მეთოდს ახლავს რისკი, თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფიის დიაგნოზის მნიშვნელობა ბევრად აღემატება გამოკვლევის დროს მიყენებულ ზიანს.
ცნობილია სულ უფრო მეტი ცნობები განვითარებად ნაყოფზე დასხივების უარყოფითო შედეგების შესახებ.
რისკი განსაკუთრებით მაღალია მე-8 და მე-15 კვირის შუალედში (ნაყოფის ასაკი 6-13 კვირა).
ბევრი მკვლევარი თანხმდება, რომ გამოსხივების ერთადერთი უსაფრთხო დონე ნაყოფისთვის, ეს არის ფორმულა - არავითარი გამოსხივება!
მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა - დიაგნოსტიკის კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება, იგი გულისხმობს ორგანიზმში არსებული წყალბადის ატომბირთვებისგან ინფორმაციის მიღებას.
ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია თავისა და ზურგის ტვინის გამოსაკვლევად (გაფანტული სკლეროზი, მრავალი კეროვანი დაზიანება და სხვა). ეფექტურია მცირე მენჯის გამოკვლევის დროსაც. საკმაოდ ინფორმაციულია ახალშობილებში, ეხმარება ნაყოფის სიმახინჯეების გამოვლენაში, გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენება ძვალსახსროვანი სისტემის გამოსაკვლევად და მრავალი სხვა
ეს საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევაა და ჯერ - ჯერობით არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ამ გამოკვლევას ორსულებისთვის ზიანის მიყენება, თუმცა უმჯობესია თავი შეიკავოთ ასეთი გამოკვლევისგან, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის 1-14 კვირის განმავლობაში.
მომავალი ბავშვი
ამ პერიოდში სრულდება ნაყოფის თითქმის ყველა ძირითადი ორგანოს ფორმირება. შემდგომში ეს ორგანოები განაგრძობენ ზრდასა და დახვეწას. ყველა სისტემა იწყებს მუშაობას მიახლოებით ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანში.
ნაყოფს უკვე ფორმირებული აქვს ყლაპვის რეფლექსი. იგი არჩევს ნივთიერებების გემოს, რომლიც გახსნილია ამნიოტურ წყლებში. ეხლა, როცა მომავალი დედა ტკბილს მიირთმევს, ნაყოფის ყლაპვის გამომხატველი მოძრაობა ხშირდება, ხოლო მჟავე ან ცხარე საკვების საპასუხოდ სუსტდება.
ნაყოფს შეუძლია შეიგრძნოს და დაიმახსოვროს სხვადასხვა გემო. უკვე ყალიბდება ხმის აპარატი. მაღლდება მიმიკური აქტიურობა. იგი იჭმუხნება, ჭუტავს თვალებს და ამოძრავებს წარბებს გაღიზიანების საპასუხოდ. სხვათაშორის მას უკვე აქვს წარბები და წამწამები.
ბავშვის სხეული დაფარულია ბლანტი დამცავი საპოხი ნივთიერებით, თუმცა მის ქვემოთ, ნაზ კანზე უკვე შეინიშნება პირველი ღინღლი.
ღვიძლი, რომელიც აქამდე გამოიმუშავებდა სისხლს, ეხლა იჭერს თავის ადგილს საჭმლისმომნელებელ სისტემაში. წითელი ძვლის ტვინიც უკვე პასუხისმგებელია საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე.
მუხედავად იმისა, რომ სისხლის ყველა უჯრედი არ არის ფორმირებული, უკვე შესაძლებელია სისხლის ჯგუფისა და რეზუს ფაქტორის განსაზღვრა.
კუჭი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავები მთელი მონდომებით იწყებს მუშაობას პატარა ორგანიზმში. ნაწლავებში უკვე გამოჩნდა პირველი შემადგენელი, თუმცა ძირითადად იგი შედგება ნაღვლისგან.
ნაყოფის სიგრძე ამ პერიოდისთვის 9-10 სმ - ია, ხოლო მისი მასა მიახლოებით 30-40 გრ.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |
გამარჯობათ ვარ თოთხმეტი კვირის ორსული და ამ დროს შეიძლება რომ უკვე ვგრძნობდე ბავშვის მოძრაობას მუცელში?
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html