განაყოფიერება
ყველაზე ხშირად ქალი ფეხმძიმდება ციკლის შუა პერიოდში, მე-14-ე დღეს.
მილიონობით სპერმატოზოიდი საშვილოსნოს გავლით მიემართება კვერცხუჯრედებისკენ და მხოლოდ ერთი ახერხებს გადალახოს კვერცხუჯრედის დამცავი შრე. სწორედ ეს არის ჩასახვის მომენტი.
ამის შემდეგ იწყება განსაკუთრებული ქიმიური პროცესი, რომელიც საშუალებას არ აძლევს სხვა სპერმატოზოიდებს შეაღწიოს კვერცხუჯრედში.
სპერმატოზოიდი, რომელმაც შეაღწია კვერცხუჯრედში გაიწოვება, ხოლო მისი ბირთვი, რომელიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია, უერთდება კვერცხუჯრედის ქრომოსომას.
300 000 კვერცხუჯრედიდან ერთ-ერთი მწიფდება, იგი მოთავსებულია სითხით სავსე ბუშტულაში (გრააფის ბუშტი) ეს ბუშტულა თანდათანობით იზრდება და იწყებს საკვერცხის ზედაპირზე გამოსვლას, შემდეგ კი სკდება და ხდება ოვულაცია.
გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს მილში, სადაც ის გადაიქცევა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედად.
გრააფის ბუშტულის ადგილზე ჩნდება განსაკუთრებული ჯირკვალი - ყვითელი სხეული, რომლის როლიც უაღრესად მნიშვნელოვანია.
იგი ხელს უწყობს მშობიარობის ჰარმონიულ განვითარებას, თუმცა ამავდროულად იწვევს ნაადრევ ტოკსიკოზს, რომელიც მომავალ დედებში საკმაოდ ხშირია.
მომავალი დედა
ზოგიერთი ქალი გრძნობს განაყოფიერების პროცესს (ხშირად ერთი მიმართულების ტკივილით მუცლის არეში). მისი განსაზღვრა ბაზალური ტემპერატურის გაზომვითაც შეიძლება (ტემპერატურა სწორ ნაწლავში).
მას შემდეგ რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაინერგება ახალ ადგილზე, ის იწყებს კვებას. ამ დროს ქალბატონების უმრავლესობას აღენიშნება ხასიათის მკვეთრი ცვლილება. მათ შეუძლიათ უმიზეზოდ იტირონ, ან გაუბრაზდნენ გვერდით მყოფ ადამიანებს, ამის შედეგ კი დიდხანს იცინონ და იხალისონ.
ცუდი ძილი, სუნებისადმი მკვეთრი მგრძნობელობა, გულისრევის შეგრძნება, ეს ორგანიზმში მიმდინარე გარდაქმნების პირველი ნიშნებია. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ხშირად ირბინოთ ტუალეტში. ასეთ დროს ბევრი სითხის მიღებაა რეკომენდებული.
ბევრ ქალბატონს ფეხმძიმობის მე-2 კვირიდანვე შესაძლოა ტოქსიკოზი განუვითარდეს, შესაძლოა ეს არც მოხდეს, მაგრამ თუ მის მარწუხებში მაინც აღმოჩნდით, მისგან თავის დაღწევის მზა რეცეპტი არ არსებობს, თავს ძალა უნდა დაატანოთ, აღიჭურვოთ მოთმინებით და უნდა გადალახოთ, ის მალე გაივლის.
გახსოვდეთ რომ ორსულობის პირველ ვადებში იგი ნაკლებად უქმნის საფრთხეს თქვენს მომავალ პატარას. ტოქსიკოზი უფრო საფრთხილოა ორსულობის გვიან ვადაზე, იმ დროს მას სხვა უფრო რთული გამომწვევი მიზეზები აქვს.
ამ პერიოდიდან უკვე უნდა დაიწყოთ ბავშვზე ზრუნვა, მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ადრე დაიძინოთ, ბევრი ისეირნოთ, არ დაიტვირთოთ ზედმატად და ყურადღება მიაქციოთ თქვენი კვების რეჟიმს.
ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები
იმისათვის, რომ დაფეხმძიმდეთ და გახდეთ დედა, გაითვალისწინეთ აუცილებელი პირობები, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის:
» ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში, მაქსიმალურად გააჯანსაღეთ თქვენი ცხოვრების სტილი, უარი თქვით თამბაქოზე, ყველანაირ ალკოჰოლურ სასმელზე. პასიური მოწევაც კი საშინლად მოქმედებს ნაყოფზე, ამიტომ ერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრს ეწევიან. უარი თქვით მძიმე, დამღლელ სამუშაოზე, მაქსიმალურად მოერიდეთ ნერვიულობას და ნერვიულ სტრესს.
» ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტი. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციებს. ერთი შეხედვით უწყინარი მედიკამენტიც კი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ნაყოფის განვითარებაზე.
» უკიდურესი აუცილებლობის გარდა მაქსიმალურად მოერიდეთ და ფრთხილად მოეპყარით რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს, განსაკუთრებით მუცლის და მენჯის მიდამოებში.
» ეცადეთ თქვენი კვება დაბალანსებული და მრავალფეროვანი იყოს. მაქსიმალურად შეზღუდეთ მაგარი ჩაი, ყავა, ენერგეტიკული სასმელები, ისინი ცუდად მოქმედებს ნაყოფზე.
» მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველ ხანებში, ამ დროს თქვენი იმუნიტეტი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული და მეტია შანსი მიკრობების და ვირუსების სიმრავლეში ინფექციითაც კი დაავადდეთ.
» მოერიდეთ კონტაქტს შინაურ ცხოველებთან. თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, მაქსიმალურად მოერიდეთ მათთან სიახლოვეს. არის შანსი დაავადდეთ ტოქსოპლაზმოზით. ეს ინფექცია თქვენთვის უვნებელია, მაგრამ ნაყოფის განვითარებაში შეიძლება მძიმე გადახრები გამოიწვიოს. ამიტომ თუ კონტაქტი აუცილებელია, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
» სექსუალური ურთიერთობები დასაშვებია, მხოლოდ რეკომენდებულია მნიშვნელოვანი ნიუანსების ცოდნა გარკვეული პირობების დაცვა, რათა საფრთხე არ შეექმნას ორსულობას და ნაყოფის ჯანმრთელობას. იხილეთ ვრცლად:
» გახსოვდეთ, რომ თქვენი ფეხმძიმობა ინდივიდუალური და უნიკალური მოვლენაა პირველივე წუთიდან. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს და იყავით მისი კონტროლის ქვეშ მთელი ორსულობის განმავლობაში. არ გადადგათ მის გარეშე არცერთი ისეთი ნაბიჯი, რომელშიც არა ხართ დარწმუნებული, ან შეიძლება დარწმუნებული იყოთ, მაგრამ ცდებოდეთ.
» ყოველთვის იგრძენით უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და თქვენი მომავალი პატარას მიმართ.
ეს რეკომენდაციები სასურველია დაიცვათ მთელი ფეხმძიმობის პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის პირველი 12 კვირის განმავლობაშია.
მომავალი ბავშვი
არც თუ ისე იშვიათად, ქალბატონების უმრავლესობა, ფეხმძიმობის მეორე კვირაში ვერც კი ამჩნევს, არის თუ არა ორსულად. ამ დროს პატარა ემბრიონი, რომელიც თქვენს ძვირფას პატარად უნდა მოგევლინოთ, თავს უკვე სრულფასოვან ბატონად მიიჩნევს.
ის ყველა იმ სიკეთით სარგებლობს რასაც მას დედის ორგანიზმი აძლევს, და იმყოფება შესანიშნავ პირობებში, რაც ხელს უწყობს მის აქტიურად განვითარებას.
ფეხმძიმობის მეორე კვირიდან ემბრიონისთვის სიამოვნებისა და განცხრომის ხანა იწყება, რაც ხშირად დედის ტოქსიკოზის ხარჯზე ხდება.
ამ პერიოდში, ემბრიონს საჭმლის მონელების სისტემა უყალიბდება. სწორედ ამ დროს ხდება პირველადი ნაწლავის განვითარება და გაყოფა.
პირველ რიგში წარმოიქმნება ნაწლავის მილაკის ჩანასახი, კვირის ბოლოს კი ნაწლავი ორად იყოფა. ამავე კვირაში ბავშვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამცავი გარსი ყალიბდება, რომელიც მას გარე ფაქტორების ზეგავლენისგან იცავს.
ფეხმძიმობის მეორე კვირა პლაცენტის ფორმირების მნიშვნელოვანი საწყისი პერიოდია. რა არის პლაცენტა და რატომ საუბრობენ ბავშვისათვის მის მნიშვნელობაზე ორსულობის ნებისმიერი ვადის დროს?
პლაცენტა წარმოადგენს ემბრიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს. მისი საშუალებით ემბრიონი იღებს დედის ორგანიზმიდან ყველა იმ საჭირო დანამატს რაც სჭირდება განვითარებისა და არსებობისთვის, მათ შორის ჰაერსაც კი.
პლაცენტა ის ადგილია, სადაც ემბრიონი გამოყოფს მისთვის არა საჭირო პროდუქტებს.
საინტერესოა, რომ ბუნებამ შეიმუშავა ბრძნული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ემბრიონს დედის ორგანიზმის მეშვეობით გამოდევნოს ტოქსინები, რომელსაც ის საკვების მონელების პროცესში გამოყოფს.
თუმცა სწორედ ეს პროცესი (სანამ დალაგდება და სრულყოფილ სახეს მიიღებს), იწვევს ტოქსიკოზს, რომელიც შესაძლოა მომავალ დედას გამოუვლინდეს გულის რევის შეგრძნების, მწვავე სისტემატიური ღებინების და საერთო სისუსტის სახით.
ორსულობის კალენდარი |
ყველაფერი ორსულობის შესახებ |
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge |
მთელი და შესაძლოა შეწყვეტილი იყოს ორსულობა?