მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1309 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ლუდის შესახებ უძველესი სახელმძღვანელოების თითქმის ყველა ავტორი სერიოზულად ურჩევდა მეძუძურ დედებს, რომ ლუდის მიღება არ იყო მავნებელი და პირიქით, დედის რძის შემდეგ ლუდი ყველაზე შესაფერისი საკვები იყო ბავშვებისთვის.

თუმცა ყველამ იცის, რომ ორსულობა და ალკოჰოლი შეუთავსებელი ცნებებია. საქმე ეხება არა მხოლოდ ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, არამედ ბევრის აზრით, ისეთ უვნებელ სასმელს, როგორიცაა ლუდი. 

ორსულობის დროს ლუდის გამოყენებასთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია. 

ერთნი მიიჩნევენ, რომ თუ ორსულობის პერიოდში მომავალმა დედამ საერთოდ უარი უნდა თქვას ლუდზე, საკუთარი და მომავალი პატარას ჯანმრთელობისთვის. მეორენი კი თვლიან, რომ ორსულობის დროს ლუდის მცირე დოზები არ აზიანებს ნაყოფს, რაზეც მეტყველებს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის სამეცნიერო ნაშრომების ანალიზი. 

ისინი მიიჩნევენ, რომ თუ ორსულს სურს ლუდი და ლტოლვის გადალახვას ვერ ახერხებს. ძალიან მცირე პორცია, ან ნატურალური, ყოველგვარი საღებავებისა და კონსერვანტებისგან თავისუფალი ლუდის ზომიერი მოხმარება სასარგებლოც შეიძლება იყოს მომავალი დედისთვის.

თუმცა, მედიკოსები თავის დაზღვევის მიზნით მაინც ურჩევენ ორსულებს, რომ თავი შეიკავონ ლუდის მიღებისაგან.

შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ლუდის მიღება, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მან მომავალ დედას და პატარას და შესაძლებელია თუ არა ალკოჰოლური ლუდის უალკოჰოლოთი ჩანაცვლება?

შევეცადოთ პასუხი გავცეთ ამ კითხვებზე.

 

რა საშიშროებას შეიცავს ლუდი ორსულებისთვის

 

ლუდი შეიცავს ეთილის სპირტს, რომელიც ადვილად აღწევს პლაცენტაში, გადადის ნაყოფის სისხლში და სერიოზულად მოქმედებს ბავშვის შინაგანი ორგანოებზე, განსაკუთრებით ღვიძლზე. ასევე, გამომყოფი, რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფორმირებაზე. 

გარდა ამისა, ეთანოლი იწვევს ჟანგბადის შიმშილს, რამაც შესაძლოა ტვინის უჯრედების დაღუპვა გამოიწვიოს.

ლუდი ასევე შეიცავს  რახის ზეთებს, ალდეჰიდებს, არომატული დანამატებს, კონსერვანტებს და საღებავებს, რომელიც შესაძლოა ასევე საზიანო იყოს ორსულისთვის და მომავალი პატარისათვის.

ორსულის მიერ ლუდის მოხმარების შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს არა მხოლოდ ნაყოფის, არამედ თავად მომავალი დედის ჯანმრთელობაც. 

ორსულობის დროს, თირკმელებს ისედაც დიდი დატვირთვა აქვთ. ლუდის მკაფიოდ გამოხატული  შარდმდენი მოქმედება იწვევს ორგანიზმიდან სასარგებლო ნივთიერებების (კალიუმი, მაგნიუმი, ჩ ვიტამინი) გამოდევნას.

არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება აზიანებს ნაყოფს აზიანებს: ზრდის აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს. 

ლუდის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (FAS). ეს სერიოზული პათოლოგიაა, რომელიც პრაქტიკულად არ იკურნება. ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომით დაავადებული ბავშვები იბადებიან დაბალი წონით და სიმაღლით, მგლის ხახით, მხედველობისა და სმენის პრობლემებით, სასის ნაპრალით, კოორდინაციის და კონცენტრაციის დარღვევით და სხვა...

 

რატომ უჩნდებათ ორსულებს ლუდის დალევის სურვილი

 

არცთუ იშვიათად, ქალებს, რომლებსაც ალკოჰოლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, ორსულობის პერიოდში უჩნდებათ ლუდის დალევის სურვილი. 

რა არის ამის მიზეზი? -  კვლევები, რომელიც ახსნიდა ამ სურვილის გამომწვევ მიზეზებს, ასამწუხაროდ არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ, ორგანიზმი ითხოვს  ვიტამინებისა და მინერალების დანაკლისის შევსებას. ლუდი კი საკმაოდ მდიდარია ამ ნივთიერებებით; იგი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ფოსფორს, კალიუმს, რკინას, თუთიას. 

ამ ნივთიერებების მიღება ორსულს სხვა ისეთი პროდუქტებისგან შეუძლია, როგორიცაა მაგალითად ლუდის საფუარი ან ჭვავის ორცხობილა.

ნებისმიერ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგს. შესაძლოა მართლაც გაქვთ გარკვეული მიკროორგანიზმების დეფიციტი და საჭიროა გადახედოთ კვების მენიუს ან მიიღოთ დამატებითი ვიტამინები.

 

ორსულობა და უალკოჰოლო ლუდი

 

აღსანიშნავია, რომ აბსოლიტურად უალკოჰოლო ლუდი არ არსებობს. სასმელის შემადგენობაში მაინც არის ეთანოლის მცირე დოზა (0,02 - 0,5%, იშვიათად - 1%.). 

ლუდის უალკოჰოლო ეფექტი მიიღწევა საბოლოო პროდუქტის გემოს გაუარესების ხარჯზე, რომელსაც, როგორც წესი, ძალიან ცოტა საერთო აქვს სრულფასოვან ლუდთან. თუმცა არსებობს სასიამოვნო გამონაკლისებიც, რის მისაღწევადაც ხელოვნურ არომატიზატორებთან ერთად გამოიყენება მთელი რიგი კონსერვანტები, საღებავები და კვებითი დანამატები (წაიკითხეთ ინგრედიენტების სია, პატარა ასოებით ქილაზე ან ბოთლზე).

ლუდში ზემოთ აღნიშნული ქიმიური კომპონენტების არსებობა კი არასასურველია როგორც ნაყოფისთვის, ასევე მომავალი დედისთვის. დიდი ალბათობით, შეიძლება ველოდოთ ალერგიული პათოლოგიების ჩამოყალიბებას, რაც განსაკუთრებით საშიშია ნაყოფის ჩამოყალიბების პირველ 13 კვირაში.

ამრიგად, უალკოჰოლო ლუდი არათუ არ იცავს ორგანიზმს ეთილის სპირტის დამატებითი დოზისგან, არამედ პოტენციურად საშიშია ორსულობის ადრეულ პერიოდში. ეს უკანასკნელი გარემოება ავტომატურად გამორიცხავს მისი მიღების შესაძლებლობას ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში. შემდგომში, უალკოჰოლო ლუდის სხეულზე უარყოფითი ზემოქმედების რისკი გარკვეულწილად მცირდება, თუმცა, ასეთი სასმელების საეჭვო ორგანოლეპტიკური თვისებები არ ღირს იმისთვის, რომ თუნდაც ოდნავი საფრთხე შეექმას თქვენს ოჯახურ ბედნიერებას.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კვირაში 2,5 პორცია ალკოჰოლი არ დააზარალებს ნაყოფს. ამ რაოდენობას შეიცავს საშუალო სიძლიერის ღია ფერის ლუდი, მუქი ფერის ლუდი შეიცავს ალკოჰოლის  დაახლოებით 3,5 პორციას. ეს ინფორმაცია ჩვეულებრივ დატანილია ლუდის ეტიკეტზე.

თუმცა კვლევებიდან გამომდინარე, დაზუსტებით იმის იმის თქმა, თუ ალკოჰოლის რა დოზა არის უსაფრთხო ქალებისთვის, რომლებიც ორსულად არიან ან ცდილობენ დაორსულდნენ, შეუძლებელია.

თანამედროვე ქიმიური მრეწველობის ნოუ-ჰაუს გავლენა ორსული ქალისა და მომავალი ბავშვის ორგანიზმზე, ფაქტობრივად არაპროგნოზირებადია რასაც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებიც კი აღიარებენ.

რომ შევაჯამოთ, ნატურალური უალკოჰოლო ლუდი, რომელსაც ყველაზე ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია, შეგიძლიათ მიიღოთ ორსულობის ადრეული სტადიების დასრულების შემდეგ. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ არ გარისკავთ და როგორც ჩვეულებრივი, ასევე უალკოჰოლო ლუდის მიღებას თავს აარიდებთ.

 

შეიძლება თუ არა ლუდი ლაქტაციის (ძუძუთი კვების) დროს

 

ალბათ გაგონილი გექნებათ ე.წ მიუნხენური თეორია, რომლის მიხედვითაც ლუდი (მათ შორის უალკოჰოლო ლუდიც) ზრდის ლაქტაციის დროს რძის გამომუშავებას. ანუ ამ თეორიის მიხედვით მეძუძურ დედას არ მოუწევს ნერვიულობა რძის შემცირების ან გაშრობის გამო.

თეორიულად, ლუდის შემადგენლობაში არსებულ ქერის კომპონენტს მართლაც შეუძლია გაზარდოს პროლაქტინის გამომუშავება, მაგრამ მეორეს მხრივ, ლუდში შემავალი ეთანოლის კომპონენტი ამცირებს რძის გამომუშავებას და აფერხებს რძის გამოდევნის პროცესს.

გარდა ამისა, ალკოჰოლი, ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გადადის დედის რძეში და შესაძლოა იმოქმედოს როგორც ჩვილის ძილის რეჟიმზე და მის ზრდა-განვითარებაზე. ეთანოლთან ერთად ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს ლუდში არსებული გაზიც, რაც ართულებს ლუდის მეტაბოლიზებას, ხოლო რას ნიშნავს ჩვილისთვის  გაზები, ალბათ ახსნაც არ სჭირდება.

გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ პატარამ შეამჩნიოს რძის გემოს ცვლილება და ნაკლებად ისურვოს მისი მიღება.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვილის ღვიძლი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია და მასზე ნებისმიერი დოზით ალკოჰოლის მოქმედება არ არის რეკომენდებული.

ახლა მოდით ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი იქნება თავად რძე? პირველ რიგში, ის გაჯერებული იქნება ალერგიის გამომწვევი ქიმიური ნაერთებით, რომლებიც ასე მდიდარია უალკოჰოლო ლუდი.

თუ ლუდს ზომიერად მაინც  სვამთ და იგი ცუდად არ მოქმედებს არც თქვენზე და არც ბავშვზე, უმჯობესია მისი მიღებიდან ბავშვის გამოკვებამდე გავიდეს გარკვეული დრო (რამდენიმე საათი), ან ბავშვი გამოკვებოთ უშუალოდ ლუდის დალევამდე.

ლუდის მიღების შემდეგ რძის გამოწურვას და გადაღვრას აზრი არა აქვს, რადგან დედის რძეში ალკოჰოლის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა მისი მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ, ამიტომ უმჯობესია ბავშვი გამოკვებოთ ლუდის მიღებიდან დაახლეობით 2 საათის შემდეგ. თუ ბავშვს ამ დროს არ უწევს კვება, შეგიძლიათ რძე გამოწველოთ ამ დროის გასვლის შემდეგ და პატარა გამოწურული რძით გამოკვებოთ.

 

უვნებელია თუ არა ლუდის მცირე დოზა

 

ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ამ თემაზე 1950-იანი წლებიდან დღემდე არსებული ყველა ნაშრომის გაანალიზების შემდეგ დაადგინეს, რომ მტკიცებულებები ორსულობის დროს ალკოჰოლის ზომიერი დოზის მავნებლობის შესახებ იყო ძალიან ცოტა და მათზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო ცალსახა დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, უნდა ეთქვათ თუ არა ორსულებს საერთოდ უარი ალკოჰოლის (ჩვენს შემთხვევაში ლუდის) მცირე პორციაზე.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ორსულებისთვის გაცემულ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ „ექსპერტები ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, თუ ალკოჰოლის რა დოზები შეიძლება ჩაითვალოს სრულიად უსაფრთხოდ ორსულობის დროს. ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის მანკი ბავშვის განვითარებაში და რაც უფრო მეტია მიღებული ალკოჰოლის დოზა, მით უფრო მაღალია რისკი“.

დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და ახალ ზელანდიაში ქალების 80%-მდე უგულებელყოფს ამ რეკომენდაციებს. 

ორსულობათა დაახლოებით ნახევარი დაუგეგმავია, ამიტომ ზოგჯერ ქალი ისე იღებს ალკოჰოლს, რომ არ იცის, რომ ორსულადაა - აღნიშნავენ ნაშრომის ავტორები.

ამიტომ, ალკოჰოლის (ამ შემთხვევაში ლუდის) ზომიერი მოხმარების შემთხვევაში, შედეგი ნაკლებად ერთმნიშვნელოვანია.

ნაშრომის ავტორების განცხადებით, ნაყოფის განვითარებაზე ალკოჰოლის გავლენის შესახებ 26 მაშტაბური კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ კვირაში დაახლოებით ერთი ლიტრი ლუდი ან სიდრი არ არის მომავალი დედისთვის და ნაყოფისთვის ზიანის მომტანი. თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის ეს რაოდენობა კორელაციაშია ოდნავ პატარა წონის ბავშვის გაჩენის 8 %-იან რისკთან მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებდა არანაირ ალკოჰოლს ორსულობის პერიოდში. 

საგულისხმოა, რომ წონაში სხვაობა შეადგენდა მხოლიდ 2-14%-ს. გარდა ამისა, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ასეთი კორელაცია პირდაპირ არ მიუთითებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ალოჰოლის მცირე რაოდენობა მართლაც შეიძლება იყოს ასოცირებული მცირე მასის ბავშვების გაჩენასთან, ამას შეიძლება ჰქონდეს სხვა ახსნაც და ეს პრობლემაა მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემაზე.

საჭიროა არა მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა გარკვეულ ქმედებებზე, არამედ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც ადასტურებს მის ზიანს ან სარგებელს.“ - განმარტავს დოქტორი კრისტოფ ლისი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეანობის დარგის სპეციალისტი.

კვლევები ასევე ეხებოდა ალკოჰოლის მცირე დოზის შესაძლო კავშირს ნაადრევ მშობიარობასთან, თუმცა მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ცალსახა და საკმარისი მონაცემები ასეთ კავშირზე არ არსებობს.

ზოგადად, ძალიან ცოტა კვლევებია ჩატარებული, რომელიც აკვირდება ორსულობის მიმდინარეობას და ბავშვის შემდგომ განვითარებას ქალებში, რომლებმაც საერთოდ უარი თქვეს ალკოჰოლზე და ქალებში რომლებიც კვირის განმავლობაში იღებენ მცირე რაოდენობის ალკოჰოლს.

ამიტომ, მიღებული მონაცემები არ იძლევა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას ნაყოფის განვითარებაზე და ბავშვის შემდგომ მდგომარეობაზე დედის მიერ ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის მცირე დოზის ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში.

თუმცა, როგორც მკვლევართა გუნდი ხაზს უსვამს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალკოჰოლი სრულიად უსაფრთხოა. ისინი რეკომენდაციას იძლევიან, რომ უმჯობესია ორსულობის დროს ქალებმა თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან, რათა გარანტირებულად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

„ჩემი რჩევაა, რომ  ქალებმა ორსულობის ან მისი დაგეგმვის დროს საერთოდ უარი თქვან ალკოჰოლის მიღებაზე. ალოჰოლის შემცველი სასმელის რეგულარულად მიღება, თუნდაც მცირე დოზებით, შესაძლო სართო ჯამში მაინც საზიანო იყოს. ამიტო თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია არ გააკეთოთ ეს“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის პროფესორი - რასელ ვინერი.

„მოწევის საშიშროების შესახებ გაფრთხილებისგან განსხვავებით, რომელსაც საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია, რეკომენდაციას ალკოჰოლის მცირე დოზების საშიშროების შესახებ, ორსული ქალები საკმაოდ სკეპტიციზმით ეკიდებიან“, - ამბობს ჯასტინ რობერტსი, მშობლებისთვის განკუთვნილი მთავარი ინტერნეტპორტალის აღმასრულებელი დირექტორი. „თუ ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რას წერენ მომავალი დედები ჩვენს ფორუმზე, ისინი საკმაოდ რეალურად აფასებენ ალკოჰოლის მიღებისგან გამოწვეულ შესაძლო უარყოფით შედეგებს, თუმცა ამავდროულად ვერ ხედავენ შეშფოთების მიზეზს იმის გამო, რომ ისინი იღებენ მცირე დოზით ალკოჰოლს, ან  იღებდნენ იმ პერიოდში, როცა არ იცოდნენ ორსულობის შესახებ“.

ამიტომ, ვისაც აწუხებს თუ რა რაოდენობის ალკოჰოლს იღებდა და იღებს ორსულობამდე, ორსულობის პერიოდში ან ამჟამად აპირებს მცირე დოზით ლუდის ან სხვა ალკოჰოლის მიღებას, მკვლევარები ურჩევენ ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაციას.

გარდა ამისა, კვლევის ავტორები მოუწოდებენ სხვა მეცნიერებს, მეტი კვლევა ჩაატარონ ამ მიმართულებით, რათა უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს ცხადი ამ საკითხის შესახებ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ