მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 520493 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფეხმძიმობის ნიშნებიფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ამით შესაძლოა დროულად აარიდოთ თავი ყველა  საშიშ და საეჭვო ფაქტორს, რამაც შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თქვენს ფეხმძიმობაზე.

მაგალითად: - დაანებოთ თავი სამედიცინო პრეპარატების მიღებას (რომელსაც შესაძლოა იმ პერიოდში იღებთ) და მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, თამბაქო, ჭარბი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელები და ა.შ), რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს მომავალ პატარას.

ორსულობის მცირე ვადაზე ბევრი ქალი ვერც კი ამჩნევს ამ მოვლენას, რადგან ორსულობის პირველი სიმპტომი მენსტრუაციის არ ქონაა.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ვადაზე მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება ჩვეულებრივად გქონდეთ, ამ დროს კი ორსულად იყოთ.

ეს საშიში არ არის, უბრალოდ ორსულობის შესახებ ოდნავ გვიან შეიტყობთ, ამიტომ თავდაპირველად მისი ვადების ზეპირად ზუსტი დადგენა გაგიჭირდებათ.

აქ მოყვანილია ზოგადი ნიშნები, რომლითაც შესაძლებელია ფეხმძიმობის დადგენა:

 

მენსტრუაციული ციკლის შეკავება

 

მენსტრუაციის შეკავებამენსტრუაციის არ არსებობა, დაორსულების დადასტურების ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ნიშანია.

თუმცა, ეს არ არის უტყუარი ნიშანი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მენსტრუაციის შეკავება ობიექტური შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ქალაბატონებისთვის, ვისაც რეგულარული მენსტრუაციული ციკლი აქვს.

თუ ვადაზე მენსტრუაციული ციკლი არ დადგა და მას გადასცილდა 5-6 დღე, ეს სავარაუდოდ ორსულობის ნიშანია და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ–გინეკოლოგს.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა არ შეიძლება იყოს გამოწვეული მხოლოდ ფეხმძიმობით. ამის პროვოცირების საკმაოდ ბევრი ფაქტორი არსებობს: ჰორმონალური ფონის დარღვევა, ანთებითი დაავადებები, სხვადასხვა სახის ინფექციები და ა.შ

ზოგჯერ სისხლდენა შეიძლება ფეხმძიმობის დროსაც მოხდეს, თუმცა ეს არ წარმოადგენს ნორმას და ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმ–გინეკოლოგს.

 

ბაზალური  ტემპერატურის მომატება

 

ბაზალური ტემპერატურის მომატებაბაზალური ტემპერატურის გაზომვის მთავარი დანიშნულებაა, ოვულაციის დღის, ანუ იმ პერიოდის განსაზღვრა, როცა ყველაზე უფრო შესაძლებელია მოხდეს ჩასახვა.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორი ნაწლავიდან ხდება. ზოგიერთი ქალბატონი ყოველდღიურად ადგენს ბაზალური ტემპერატურის გრაფიკს, რის გამოც ზუსტად შეუძლია განსაზღვროს ოვულაციისა და შესაძლო ფეხმძიმობის დადგომის თარიღი.

ფეხმძიმობის დროს ბაზალური ტემპერატურა აჭარბებს 37 გრადუსს და დგას ამ დონეზე.

ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უნდა მოხდეს აუცილებლად დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლიდან აუდგომლად.

მართალია ბევრი თანამედროვე ექიმი ფეხმძიმობის ამ ტიპის სიმპტომებს არ მიიჩნევს სერიოზულად, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად - ბაზალური ტემპერატურა ფეხმძიმობის დროს ნამდვილად მომატებულია, რაც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და ბაზალური ტემპერატურა

 

ტკივილი  მუცლის  ქვემოთ  და  წელის  არეში

 

ტკივილი მუცლის ქვემოთ და წელის არეშიფეხმძიმობის ნიშანი ოვულაციის შემდგომ პირველ დღეებში, შეგრძნებებით შესაძლოა წააგავდეს მენსტრუაციული ციკლის მოახლოვებას,

მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში ტკივილს ბევრი ფეხმძიმე გრძნობს ხოლმე.

სამწუხაროდ ეს არ ითვლება კარგ ნიშნად, რადგან შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ტონუსის ამაღლებით, მძიმე ფიზიკური დატვირთვით, ცისტიტის გამწვავებით (შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება) და ა.შ

ტკივლის მუცლის ქვედა და წელის არეში შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ორსულობის, არამედ მუცლის მოშლის საფრთხის სიმპტომი (ფეხმძიმობის შეწყვეტა) ადრეულ სტადიაზე.

ამიტომ თუ ასეთი ტკივილები გაწუხებთ, ნუ დაიზარებთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმ–გინეკოლოგს, რომელიც გამოიკვლევს და ზუსტად დაადგენს თქვენი ტკივილის ჭეშმარიტ მიზეზს და მიიღებს ზომებს შესაძლო საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

მადისა და გემოს ცვლილებები

 

მადისა და გემოს ცვლილებებიმადის გაძლიერება ქალებში, საწყის სტადიაზე ფეხმძიმობის ნიშნად მიიჩნევა. ამის მიზეზი შესაძლოა რამოდენიმე ფაქტორი იყოს, მაგალითად ის, რომ მის ორგანიზმში ახალი, ცოცხალი არსებაა, რომელიც თავისას ითხოვს.

მაგრამ მადის მომატების უფრო სავარაუდო მიზეზია ის, რომ ფეხმძიმე ქალმა უნდა მიიღოს მეტი სიცოცხლისათვის აუცილებელი ვიტამინები და მკვებავი ნივთიერებები.

ამგვარად მომავალი დედის ორგანიზმი ცდილობს შეივსოს მკვებავი ნივთიერებები დეფიციტი, რომელიც საჭიროა ნაყოფის ზრდა–განვითარებისათვის.

თუ ქალს თავიდანვე ტოქსიკოზის ნიშნები გამოუვლინდა, ამ შემთხვევაში არა მადის გაძლიერებას, არამედ მის დაქვეითებას აქვს ადგილი. ამ დროს ზოგიერთ ორსულს გართულება აქვს ნებისმიერი საკვების მიმართ და მთელი ტოქსიკოზის განმავლობაში მისი მადიანობა პრაქტიკულად ნულის ტოლია.

ფეხმძიმობის ერთ–ერთი სიმტომია გემოს ცვლილებაც, რის გამოც შესაძლოა ქალს გაუჩნდეს ზიზღი რომელიმე ერთი, თუნდაც საყვარელი პროდუქტის მიმართ და პირიქით, მოუნდეს სხვა, ნაკლებად სასურველი პროდუქტი, ზოგჯერ უცნაურიც კი, როგორიცაა მაგალითად ცარცი და თიხა.

ეს მისწრაფება აიხსნება იმით, რომ ქალის ორგანიზმი თავად განსაზღვრავს თუ რომელი ელემენტები არ ყოფნის და როგორი საკვებითაა საჭირო რაციონის გამრავალფეროვნება..

 

გულისრევის  შეგრძნება

 

გულისრევის  შეგრძნებაკიდევ ერთი ნიშანი ფეხმძიმობის დადგომისა, არის გულისრევის შეგრძება ან ღებინება, განსაკუთრებით ძლიერი გულისრევის შეგრძნება და ღებინება აღინიშნება დილაობით.

ჩვეულებრივ, გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას ადგილი აქვს ხოლმე ფეხმძიმობის პირველი თვეების განმავლობაში, ამ მოვლენას ტოქსიკოზი ეწოდება.

ამ პერიოდში ნაყოფის ორგანიზმი ყველაზე სუსტია, მგრძნობიარე, და არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ტოქსინებს, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. 

ამიტომ, ემბრიონის დასაცავად მომავალი დედის ორგანიზმს უხდება გარდაქმნა და ხდება ძალიან მგრძნობიარე სხვადასხვა მიკრობების, ბაქტერიებისა და შხამის მიმართ, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის საკვები.

სწორედ ეს არის ადრეულ ეტაპზე გულისრევის შეგრძნებისა და ღებინების ძირითადი მიზეზი. იხილეთ სრულად: ტოქსიკოზი

 

განწყობილების  ცვლილება

 

ფეხმძიმობის ნიშნები - განწყობილების ცვლილება ფეხმძიმობის დროსფეხმძიმობის ნიშანი ხშირად არის ხოლმე ცვლილებები ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ამ დროს აღინიშნება ზედმეტად გაღიზიანება, ხასიათის სწრაფი ცვლილებები, ხშირი ტირილის სურვილი, აგრეთვე დეპრესიული მდგომარეობა, ძილიანობა. ეს ორსულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.

შეიძლება გაჩნდეს განგაშისა და შიშის შეგრძნება, შესაძლოა მდგომარეობიდან გამოსვლა ელემენტალური წვრილმანის გამო და დაუსაბუთებული უხეშობა და ისტერიკა ახლობელი ადამიანების მიმართ.

ზოგს აღენიშნება აუტანლობა მამაკაცების (ზოგჯერ საკუთარი მეუღლის) მიმართ. ხოლო სქესობრივი აქტი მის გაღიზიანებას იწვევს და ამის კატეგორიული წინააღმდეგია. იხილეთ:

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

ასეთ შემთხვევებში მომავალი დედისთვის საკუთარი თავის კონტროლი დიდ სირთულეს წარმოადგენს და პრინციპში არც არის საჭირო, რადგან ფეხმძიმობის მიმდინარეობის ნორმლური მექანიზმია, რომელიც მალე გაივლის და რომელსაც გაგებით შეხვდება ყველა თქვენი ახლობელი ადამიანი.

 

გახშირებული შარდვა

 

გახშირებული შარდვაეს ნიშანი შესამჩნევია ჩასახვიდან უკვე 2 კვირის შემდეგ, მაგრამ ადრეულ ეტაპზე ამის მიზეზი არ არის გავრცელებული მოსაზრება საშვილოსნოს გაწელვისა და შარდის ბუშტზე ნაყოფის დაწოლის შესახებ, რადგან ემბრიონი ამისთვის ჯერ ძალიან პატარაა. (თუმცა ფეხმძიმობის უფრო გვიან პერიოდში ეს მიზეზებიც არის ხოლმე ხშირი შარდვის მიზეზი).

ფეხმძიმობის საწყის სტადიაში, ხშირი შარდვის მიზეზი განპირობებულია ქალის ჰორმონალური ფონის ცვლილებებით, ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაძლიერებით, ორგანიზმში სითხის რაოდენობის მომატებით, რომლის დრაოსაც უფრო აქტიურად მუშაობს თირკმლები, რათა მოასწროს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნა.

შესაძლოა გახშირებული შარდვა არ იყოს ფეხმძიმობის ნიშანი და იგი მაგალითად ცისტიტით იყოს გამოწვეული. იხილეთ სრულად - ცისტიტი

 

სარძევე  ჯირკვლების  ცვლილებები

 

სარძევე ჯირკვლების ცვლილებებიფეხმძიმე ქალების აბსოლიტური უმრავლესობა, ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრიდანვე ამჩნევს ცვლილებებს სარძევე ჯირკვლებში, რაც მათ გადიდებაში, მგრძნობელობის მომატებასა და ტკივილის შეგრძნებაში გამოიხატება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ფეხმძიმობის დადგომის უტყუარი ნიშანი, ანალოგიური სიმპტომები შესაძლოა ქალს აღენიშნებოდეს მენსტრუაციის დადგომამდეც.

ცვლილებები სარძევე ჯირკვლებში, გამოწვეულია ისევ და ისევ ჰორმონალური ფონის ცვლილებით. ამ დროს შესაძლოა ჯირკვლებზე მსუბუქი ხელის დაჭერით გამოიყოს ხსენი (სქელი, წებოვანი ბაცი–ყვითელი სითხე). ძუძუს კერტები კი შეიძლება გამუქდეს და დაიფაროს პიგმენტური ლაქებით.

ეს ცვლილებები აგრეთვე გამოწვეულია სარძევე ჯირკვლების გარდაქმნით, რათა ისინი მზად იყვნენ ლაქტაციის პერიოდისთვის (რძის გამომუშავება).

იხილეთ სრულად: ფეხმძიმობა და მკერდის მოვლა

 

სასქესო ბაგეების ფერის შეცვლა

 

სასქესო ბაგეების ფერის შეცვლაფეხმძიმობის დროს ცვლილებები ხდება ქალის სასქესო ორგანოზეც, კერძოდ სასქესო ბაგეებზე.

თუმცა ფეხმძიმობის ამ ნიშანს უფრო შეამჩნევს გინეკოლოგი, ვიდრე მომავალი დედა.

სასქესო ბაგეები ფეხმძიმობის შემთხვევაში, ჩასახვიდან 10-12 დღეს უკვე რამდენადმე გადიდებულია ზომებში, შესიებულია, უფრო ელასტიურია და დაჰკრავს მოლურჯო-მეწამული ფერი.

თუმცა სასქესო ბაგეების უკვე შესამჩნევი, საგრძნობი ცვლილებები, რომელიც ხშირად დისკომფორტის, ტკივილისა და ქავილის მიზეზიც შეიძლება გახდეს, აღინიშნება უკვე ფეხმძიმობის შუა პერიოდში ან მეორე ნახევარში.

 

იმპლანტაციური სისხლდენა

 

იმპლანტაციური სისხლდენაეს მოვლენა ძალიან იშვიათად ხდება და ვლინდება, იგი ხდება თითქმის მაშინვე, როგორც კი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაინერგება საშვილოსნოს ყელში.

თუ სისხლდენა უხვია, შესქელებებით და წააგავს მენსტრუაციას, მაშინ ეს არის არა ფეხმძიმობა, არამედ ისეთი მდგომარეობა, რომელიც შესაძლია დაემუქროს ქალის ჯანმრთელობას.

ამიტომ ამ ტიპის სისხლდენის შემთხვევაში დაუყონებლივ საჭიროა ექიმ–გინეკოლოგთან კონსულტაცია.

 

ტესტი ფეხმძიმობაზე

 

დადებითი ტესტი ფეხმძიმობაზედღესდღეობით ქალების უმრავლესობა სარგებლობს ჩვეულებრივი ფეხმძიმობის ტესტით, რომლის გამოყენება შესაძლებელია ოჯახურ პირობებში. ასეთი ტესტები ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში მიზერულ ფასად.

ტესტი შედარებით ზუსტ შედეგს იძლევა მენსტრუაციის გადაცილებიდან (შეკავებიდან) რამოდენიმე დღეში (რეკომენდებულია გადაცილებიდან ერთი კვირა).

უფრო ზუსტი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია ტესტის დილით ჩატარება.

ზოგჯერ ტესტი ფეხმძიმობას აჩვენებს მენსტრუაციის გადაცდენამდეც, ანუ მენსტრუაციამდე რამოდენიმე დღით ადრე. ასეთი რამ შესაძლებელია იმ ქალებში, რომელთაც ქონდათ ადრეული ოვულაცია და გამოიყენეს მაღალმგრძნობიარე ტესტი.

ორსულობის ტესტის ჩატარება ხდება შემდეგნაირად – პაკეტის გახსნის შემდეგ, ტესტს ჩაუშვებთ დილის შარდში ისრების ნიშნულამდე, გააჩერებთ რამოდენიმე წამი (წამების რაოდენობა მითითებულია ტესტის ეტიკეტზე), შემდეგ ამოიღებთ, მოათავსებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაელოდებით შედეგს რამოდენიმე წუთი (წუთების რაოდენობაც მითითებულია ტესტის ეტიკეტზე).

თუ დაფიქსირდა ერთი წითელი (ან ლურჯი) ხაზი, ფეხმძიმედ არ ხართ, ხოლო თუ ორი წითელი (ან ლურჯი) ხაზი დაფიქსირდა, ტესტის შედეგი ფეხმძიმობაზე დადებითია.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად მწარმოებლების მტკიცებისა, რომ ტესტის შედეგი 99% - ით უტყუარია, ტესტი შესაძლოა შეცდეს და მისი პასუხი იყოს შეცდომით დადებითი ან შეცდომით უარყოფითი. უფრო ხშირია ტესტის მიერ მიღებული შეცდომით უარყოფითი პასუხი.

რატომ შეიძლება შეცდეს ორსულობის ტესტი? ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, არის რამდენიმე მიზეზი:

უხარისხო, ან ვადაგასული ტესტი; (უმჯობესია შეიძინოთ ხარისხიანი ფეხმძიმობის ტესტი. კარგად დააკვირდით მისი ვარგისიანობის ვადას. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დაცული იყოს მისი შენახვის პირობებიც)

ტესტის არასწორი გამოყენება (შარდი არ არის დილის, ჭურჭელი რომელშიც შარდია, არ არის სუფთა და სხვა. ამიტომ მკაცრად და ზუსტად დაიცავით ტესტის გამოყენების ინსტრუქცია);

ტესტის ჩატარების დროულობა (მაგალითად მენსტრუაციული ციკლის შეკავების პირველივე დღეს ჩატარებული ტესტის მცდარობის ალბათობა გაცილებით დიდია. უბჯობესია დაელოდოთ ერთი კვირა მაინც. ეს ხდება იმიტომ, რომ HCG (ქორიონული გონადოტროპინი)-ის დონე შარდში არ არის საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ ტესტმა იგი აჩვენოს)

მედიკამენტები (ტესტის მცდარი შედეგის ალბათობა იზრდება, თუ თქვენ იღებთ გარკვეული სახის მედიკამენტებს ტესტის გაკეთების მომენტში. ასეთი პრეპარატებია: შარდმდენი საშუალებები, ტრანკვილიზატორები, პრომეტაზინი, ჰორმონალური პრეპარატები, HCG-ს შემცველი პრეპარატები და სხვა);

მუცლის მოშლა (ტესტის მცდარი შედეგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტმა, თუ ორსულობის ადრეულ სტადიაზე ადგილი ჰქონდა მუცლის მოშლას. ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სხვა სიმპტომებიც, თუნდაც ეს იყოს ნორმალური სისხლდენა);

საშვილოსნოსგარე ორსულობა (საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენა პრობლემატურია, რადგან კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება საშვილოსნოს გარეთ. ეს ხელს უშლის ორგანიზმში HCG-ს ზუსტი დონის გამნსაზღვრას და შესაბამისად გამოიწვევს ტესტის შედეგის მცდარობას. ამიტომ თუ ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, თქვენ კი გრძნობთ მწვავე ტკივილს მცირე მენჯისა და მუცლის არეში, ამავდროულად გაქვთ ფეხმძიმობის სხვა სიმტომები, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს);

შეშუპება (იშვიათ შემთხვევებში, ქალის რეპროდუქტიულ სისტემაში შეშუპებებმა, შესაძლოა გამოიმუშავოს HCG და ტესტმა აჩვენოს შეცდომით დადებითი პასუხი. ასეთი დაავადების დროს დამახასიათებელია ისეთი სიმტომები, როგორიცაა ვაგინალური სისხლდენა და ძლიერი ღებინება).

თირკმლების დაავადებები (ამ დროს HCG არ გამოდის ორგანიზმიდან და შესაბანისად ტესტმა შეიძკება აჩვენოს მცდარად უარყოფითი პასუხი);

დიდი რაოდენობით სითხე (მოერიდეთ ტესტის ჩატარების წინ სითხეების მიღებას, რადგან იგი "განაზავებს" HCG-ს დონეს შარდში და მცდარი შედეგის ალბათობაც გაიზრდება);

არასწორი ინტერპრეტაცია (ზოგიერთ შემთხვევაში ქალები არასწორად ახდენენ ტესტის შედეგების ინტერპრეტაციას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩანს მკრთალი ხაზები ან ერთი ხაზი ტესტზე. ამ შემთხვევაში უმჯობესია ორის ხვადასხვა ტესტის გამოყენება და შედეგების შედარება);

და სხვა... იხილეთ სრულად: ორსულობის ტესტი

 

ქორიონული გონადოტროპინი (HCG)

 

ქორიონული გონადოტროპინი (HCG)ქორიონული გონადოტროპინი (HCG) ჰორმონია, რომლის რომელის გამოვლენაც მომავალი დედის სისხლში, ჩასახვიდან მე-7-8 დღეს არის შესაძლებელი.

ჩასახვის დროს, კვერცხუჯრდის გაყოფის პროცესში ვითარდება ჩანასახი და სანაყოფე გარსი, ერთ-ერთ მათგანს ქორიონი ეწოდება.

ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდება ქორიონის მიერ მისი საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების მომენტში. ეს ხდება განაყოფიერებიდან მიახლოებით 6 დღის შემდეგ.

სწორად გაკეთებული ანალიზი, 99,9%–ით ადასტურებს (ან არ ადასტურებს) შესაძლო ფეხმძიმობას.

ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრა შარდში, ადვილი შესაძლებელია სახლის პირობებშიც ფეხმძიმობის ტესტის საშუალებით, რომლის შეძენაც შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქში.

 

ულტრაბგერითი გამოკვლევა

 

ულტრაბგერითი გამოკვლევამცირე მენჯისა და საშვილოსნოს ულტრაბგერითი გამოკვლევით, შესაძლებელია სანაყოფე გარსის ვიზუალიზაცია.

მენსტრუაციის გადაცდენიდან უკვე მე-3 კვირას, ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე კვერცხის განვითარების განსაზღვრა.

ზოგადად კი ულტრაბგერითი გამოკვლევით შესაძლებელია:

» ფეხმძიმობის ადრეულ ვადებში გამოვლენა (მათ შორის მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობის);

» ორსულობის ზუსტი ვადის განსაზღვრა;

» საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოვლენა;

» ნაყოფის სხვადასხვა პათოლოგიების დიაგნოზი;

» ბავშვის სქესის განსაზღვრა

იხილეთ სრულად: ქალთა კონსულტაცია ფეხმძიმობის პერიოდში

 

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორი (EPF)

 

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორი (EPF)არსებობს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენის ფაქტორიც - EPF (Early pregnancy factor), ეს ფაქტორი შესაძლებლობას იძლევა ფეხმძიმობის დადასტურება ყველაზე ადრეულ სტადიაზე მოხდეს - ჩასახვის მომენტიდან 6-24 საათის განმავლობაში.

მისმა აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან აქამდე ითვლებოდა, რომ ემბრიონი (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი), იმპლატანციამდე პერიოდში შეუმჩნევლად "მოგზაურობდა" საშვილოსნოს მილში საშვილოსნოს მიმართულებთ და არავითარ ზემოქმედებას არ ახდენდა მომავალი დედის ორგანიზმზე.

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის აღმოჩენასთან ერთად ცხადი გახდა, რომ დედის ორგანიზმი იმპლანტაციისა და წარმატებული ფეხმძიმობისთვის ემზადება ჩასახვის მომენტიდანვე, ანუ კვერცხუჯრდის განაყოფიერებისთანავე ხდება EPF-ს გამომუშავება.

EPF  წარმოადგენს იმუნოდეპრესანტს, რომელიც თრგუნავს, ასუსტებს ქალის იმუნურ სისტემას. ამ ნივთიერების გარეშე, იმუნური სისტემა ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში ემბრიონის საშვილოსნოს კედელში ჩანერგვას მიიღებდა როგორც უცხო, მტრულ სხეულს და მოიცილებდა მას.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სისხლში ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის-EPF-ს არსებობა, მომავალი დედის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი ემბრიონის არსებობას ადასტურებს. ქალები, რომელთაც სექსუალური აქტის შემდეგ 1-2 დღის შემდეგ სისხლში აღმოაჩნდათ EPF, აღმოჩნდნენ ორსულად.

 

ყველაფერი ორსულობის შესახებ
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

კომენტარები
Elene
2022-05-10
Gadamicda 7 dges gadamicda mqonda muclis tkivili romelic jer arcerxel ar mqonia da vabralebdi periods magram ar mqonia mqonda gaxshirebuli shrdva da kvebastan problemebi pirgebinebis shegrdznebis gamo verafers vchamdi dges ki moyavosfro gamonadeni wamomivida dilit da sheidzleba orsulobis brali iyos tu rame sxva iyos??
გვანცა
2022-02-20
პირადად არ შეილება დაკავშირება?სად შეგეხმიანოთ პასუხო რომ მივიღო მადლობა წინასეარ
Ნინო
2021-10-20
1კვირა მაქვს გადაცდენამუცლის ტკივილი
Და აქამდ ამმდენი ხნით არმიცილდებდა
Და გულის რევა და მუცლის ქავილი
Მაქვს საჭმლის მიერ ზიზღიც მაქვ შესაძლებელია
Იყოს ორსუკობა
თეა
2020-09-08
ჩვეულებრივმა ტესტმა შესაძლებელია მესტრუაციის მოსვლიდან 1 კვირით ადრე აჩვენოს ორსულობა. ციკლი დავამტავრე 16 აგვისტოს აქტი მქონდა 19 და 21 აგვისტოს ხშირი ვარ 39 წლის მაწუხებს ციცტიტი. შესაძლებელია ამყვეს?
თეკო
2020-08-27
საღამომშვიდობისა. კითხვა მაქ ასეთი ერთ კვირაზე მეტია თავბრუსხვევები მაქ გულისრევის შეგრძნებაც მაქ წელიც მტკივა ამავდროულად ციკლიც მქონდადა შეიძლება თუარა ვიყო ორსულად თუ ეს ნიშნებიი შეიძლება ციკლის ბრალიც იყოს გთხოვთ მიპასუხოთ ძალიან მაინტერესებს მადლობა წინასწარ
იზა
2020-08-17
გამარჯობათ. ერთი კვირა გადამიცდა. ვმკურნალობ ორი თვეა და ახლაც ვღებულობ მედოლაპრამს, ნეობლოკს და ბენევრონს. ტესტი უარყოფითს მიჩვენებს. პერიოდულად მტკივა წელი და მუცლის ქვედა ნაწილი. ორი წლის წინ მქონდა გარეორსულობა. მეშინია იგივე არ განმეორდეს. გთხოვთ მიპასუხოთ.
ნინი
2020-06-06
ვარ ერთი თვის ფეხმძიმე მაინტერესებს რამდენად საშიშა ასეთ დროს სექსუალური კავშირი
ნინი
2020-04-08
გამარჯობა, სექსი მქონდა ჩემ პარტნიორთან, შიგნით არ გაუთავებია მაგრამ სანამ გაათავებდა გამოღებამდე მგონი ცოტა შიგნით დარჩა სპერმა და შესაძლებელია ორსულად ვიყო? ციკლიც არ მქონია, ხშირად გადამცდენია და ჯერ კიდევ არ ვიცი ვარ თუ არა ორსულად, სექსის მერე ორი კვირაა გასული, და დღეს 9.04 პირველად ვიგრძენი თავის ტკივილი და გულის რეგის შეგრძნება.
ნინი
2020-03-24
ჰორმონალური კისტა როცა გაქვს შესაძლებელია თუარა დაფეხმძიმდე
Lanna
2020-01-23
Gamarjoba mesturacia mqonda 9dekembers da mismere agar momsvlia testi gavikete daa arachvenebs shesaddzloa orsulad viyo?
მაკა
2020-01-12
გამარჯობათ მასტრუაცია ბოლოს მქონდა 30 ნოემბერს მერე არ მპსულა 2 დღის წინ გავაკეთე ორსულობის ტესტი და არ აჩვენა რა შეიძლევა იყოს ან თუ არა სწორად გავაკეთე ტესტი ნეტა
ანუკი
2019-12-26
ძალიან მომეწონა
ანუკი
2019-12-26
მე ძალიან მომეწონა და აღრთოვანივარ
ani
2019-10-27
gamarjoba chvidmeti wlisvar da gatxovili rac gavtxovdi titqmis sulmicdeba mestruacia ertitvit da mere momdis da seqtembris chvidmetshi velodebodi armomivida da testi gavikete da ori xazi michvena amav droulad gavimeor kidevv da kidev michvena gulis revis shegrdzneba maqvs welis tkivili madis momateba sheidzleba viyo fegmdzimed mitxarit winaswar madloba
ზეიკო
2019-10-13
ტემპერატურამაქ მაღალი ტკვილების უმადლობა სამიდღეა სიცხეარმიკლრბს რისიბრალია
მარი
2019-10-09
ციკლი ჩვეულებრივად ყოველ თვე მაქვს მაგრამ ხშირად მოსვლის რიხვები არ ემთხვევა ერთმანეთს თუმცა რაც გავთხოვდი პირველი შემთხვევაა რომ გადამიცდა, მკვეთრი სიმპტომები არ მაქვს და შესაძლოა ფეხმძიმედ ვიყო?
თEო
2019-06-16
შHესაზლებელია ტესტმა აცჰვენოს Mესტრუაციოს გადაცდენამდე?
LIKA
2019-06-11
Oრსულობის დადგენა წინასწარ სიცხის გაზომვიტ მარტლა შEსაზლებელიაა
Tea
2019-05-08
Sakeisro gavikete.mus shemdeg areuli makvs Cikli.gafacdenebic damecko.celis tkivils vgrcnob da ragac muceli makvs.sheicleba ordulad Viki?an rogor movikce.
უსახელო
2019-05-08
ციკლი მქონდა 18აპრილს,ვგრძნობ წელის და მუცლის არეში ტკივილს და დაჭიმულობას,მომემატა მადა საგრძნობლად ასევე ვარ მოშვებული და სულ მძინავს..ტესტი რომ გავიკეთო უკვე მიჩვენებს თუ არაა ორსულად რომ ვვიყო? მადლობა წინასწარ
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ