ალბათ ნებისმიერ ქალბატონს უჩნდება კითხვა - შეიძლება თუ არა ველოსიპედით სეირნობა ორსულობის პერიოდში.
კითხვა ნამდვილად ლოგიკურია, რადგან საქმე ეხება მომავალი დედისა და ნაყოფის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მედიკოსების აზრი - ორსულობის პერიოდში ველოსიპედის გამოყენების დაშვებადობის შესახებ მედიკოსთა მოსაზრებები არ არის ერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია:
თანამედროვე გინეკოლოგებისა და ბებიაქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ - თუ ქალი ორსულობამდე ყოველდღიურად იყენებდა ველოსიპედს და ორსულობის პერიოდში არა აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა პირდაპირი უკუჩვენებაა ველოსიპედი, მას შეუძლია გააგრძელოს ველოსიპედით გადაადგილება.
თუმცა, ყველა მედიკოსი ასე არ თვლის და არც თუ ისე იშვიათად ისინი თავის დაზღვევის მიზნით ურჩევენ ან პირდაპირ უკრძალავენ ქალებს ორსულობის დროს ველოსიპედით გადაადგილებას, რაც ხშირად მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ სეირნობენ ჯანმრთელი ფეხმძიმე ქალები ველოსიპედით.
არ არის რეკომენდებული ქალმა ორსულობის პერიოდში ისწავლოს ველოსიპედის მართვა და გადაადგილების უნარების ფლობა. ეს ნამდვილად არ არის შესაფერისი დრო და რაც მთავარია - სახიფათოა!
მაგრამ, თუ ქალი საკმაოდ კარგად და თავდაჯერებულად ფლობდა ველოსიპედს ორსულობამდე და ფეხმძიმობა მიმდინარეობს პრობლემების გარეშე, ეს არ ზრდის რისკებს და შანსი იმისა, რომ იგი მოხვდეს ავარიაში ან მიიღოს ტრამვა - ისეთივეა, როგორიც ორსულობამდე.
ერთი სიტყვით, ორსულობა და ველოსიპედი ორსულობის ადრეულ სტადიებზე სრულიად შეთავსებადია.
ორსულებს უპრობლემოდ შეუძლიათ ნორმის ფარგლებში ველოსიპედით გადაადგილება. ნორმად მიიჩნევა ველოსიპედით 15 წუთიანი სეირნობა კვირაში სამჯერ და თანდათანობით დროის გაზრდა 30 წუთამდე - კვირაში ოთხჯერ.
(შეიძლება იყოს მეტიც და ნაკლებიც. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორსულის მდგომარეობაზე, მის განწყობაზე და ფიზიკურ აქტივობაზე).
თუმცა მნიშვნელოვანია სიფრთხილე! - ორსული ველოსიპედთან უნდა იყოს განსაკუთრებულად ფრთხილად. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ველოსიპედთან ურთიერთობის რა გამოცდილება გააჩნია მომავალ დედას.
ინდივიდუალური მიდგომა - უამრავი ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომლის დროსაც გამოიკითხნენ ორსული ქალბატონები, დადგინდა, რომ ეს არის საკითხი, რომელშიც სხვისი გამოცდილება არ გამოდგება, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია პირად შეგრძნებებზე.
ქალების ნაწილი, რომელთაც საერთოდ უარი თქვეს ორსულობის ადრეულ ვადებზე ველოსიპედით გადაადგილებაზე, ამის მიზეზად ნაყოფის დაზიანების რისკის შიშის ფაქტორს, შედარებით გვიან სტადიებზე კი გაზრდილი მუცლის გამო ველოსიპედის მართვის მოუხერხებლობას მიიჩნევდა.
ორსული ქალების მეორე ნაწილი კი პირიქით, თვლიდა, რომ ველოსიპედით გადაადგილების დროს განთავისუფლდნენ ხერხემლის არეში ტკივილებისგან და ღებინების შეგრძნებისგან.
ზოგიერთი ორსული აღნიშნავდა, რომ მათ გაცილებით უიოლდებოდათ ველოსიპედით მოძრაობა, ვიდრე ფეხით სიარული.
ორსულების ნაწილი აგრძელებდა ველოსიპედით გადაადგილებას თითქმის მშობიარობის დადგომამდე და მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მარტივი წესების დაცვის შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მედიკოსების თვალსაზრისით ორსულობის გვიან ვადებზე საჭიროა ნაკლები ამბიციურობა და განსაკუთრებული სიფრთხილე.
გაფრთხილება - ამიტომ, თუ ქალმა ორსულობის დროს მოისურვა ფეხით სიარული, აერობიკა, სირბილი, იოგა, ცურვა და ველოსიპედით გადაადგილება:
პირველ რიგში აუცილებელია გინეკოლოგთან და სპეციალისტ-ინსტრუქტორთან წინასწარი კონსულტაციის გავლა.
ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
NANA N106 | NANA N106 | NANA N700 |
— ველოსიპედით სეირნობის დადებითი მხარეები — |
ორსულობის დროს, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასარგებლოა როგორც მომავალი დედისთვის, ასევე მომავალი პატარისთვის.
ბევრ შემთხვევაში ველოსიპედით სეირნობა საუკეთესო არჩევანია, რადგან ეს არის აერობიკული დატვირთვა და არანაირად არ უკავშირდება სიმძიმის აწევას (რაც არასასურველია ორსულთათვის).
დადებითი შედეგი, რაც შეიძლება მიიღოს ორსულმა ველოსიპედით სეირნობის დროს არის ორი სახის - ფსიქოლოგიური და ფიზიკური.
როგორც ცნობილია, ორსულობა ხშირად უკავშირდება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა - დაღლილობის შეგრძნება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შეშუპება და სხვა... ზომიერი ფიზიკური დატვირთვა კი ამცირებს ამ სიმტომების სიმძიმეს.
გარდა ამისა, ქალები, რომლებიც რჩებიან აქტიურები მთელი ორსულობის განმავლობაში, ნაკლებად იტანჯებიან უძილობით, სტრესით, შფოთვებითა და დეპრესიით.
არსებობს ბრიტანელი მედიკოსების კვლევა, რომლის თანახმადაც ჭარბი წონის ორსულებში, რომლებიც სეირნობენ ველოსიპედით კვირაში სამი დღე 30 წუთით, მნიშვნელოვად მცირდება გესტაციური დიაბეტის რისკი (გესტაციური დიაბეტი არის შაქრიანი დიაბეტის ნაირსახეობა, რომელიც ვითარდება ქალებში ორსულობის დროს).
რეგულარულ ვარჯიშები, ისეთი როგორიცა ველოსიპედით სეირნობა, ზრდის მენჯის კუნთებისა და ფეხების ამტანობას, ავარჯიშებს ხერხემლის კუნთებს, მენჯისა და თეძოების სახსრებს რაც აუცილებელია როგორც ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობისთვის, ასევე მსუბუქი და უმტკივნეულო მშობიარობისთვის.
ველოსიპედით სეირნობა უნარჩუნებს ქალს ფიზიკურ ფორმას, ამაგრებს მუცლისა და მენჯის ფსკერის კუნთებს, ამცირებს სტრიებისა და გაცხიმოვნების რისკს.
ველოსიპედით გადაადგილება აუმჯობესებს გულის მუშაობას და ზრდის სუნთქვის სიხშირეს, რაც მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ინტენსიური მუშაობისთვის.
თუმცა - მთავარია ზომიერება! არ არის საჭირო „რეკორდების დამყარება“ და „მარათონებში მონაწილეობა“. მითუმეტეს, რომ ორსულობის პერიოდში ქალის ფიზიკური შესაძლებლობლები მცირდება ბუნებრივი გზით.
ამიტომ, ექიმები იძლევიან რეკომენდაციას - ორსულმა თავს დაუსახოს რეალური მიზნები, დაიცვას ზღვარი, მოუსმინოს საკუთარ სხეულს, არ გადაიღალოს და არ იმოძრაოს დიდ დისტანციებზე.
— ველოსიპედით სეირნობის რისკის ფაქტორები — |
ძირითადად არსებობს ორი სახის რისკის ფაქტორი, რის წინაშეც დგანან ორსული ქალბატონები ველოსიპედით გადაადგილების ან სეირნობის დროს.
ეს რისკ ფაქტორებია:
• ტრამვის მიღება (დაცემა, ავარია);
• გადახურება;
ორივე ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს საფრთხეები ნაყოფის განვითარების თვალსაზრისით - სამივე ტრიმესტრში.
პირველ ტრიმესტრში - პირველი 12 კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, რადგან ის უნდა მიემაგროს საშვილოსნოს კედელს. ამ პერიოდში მუცლის მოშლის რისკი ყველაზე მაღალია.
ამიტომ, თუ ქალი ხშირად და მალ-მალე იღლება, ან აწუხებს ღებინების შეგრძნება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარ თავზე ძალის დატანება და ველოსიპედით სეირნობა.
თუ ორსულს ამის მოთხოვნილება აქვს, ველოსიპედით სეირნობა შესაძლებელია, თუმცა იგი ამას მეან გინეკოლოგთან შეთანხმებით და დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.
სისტემატიური დაღლილობის ან უგუნებობის შემთხვევაში, უმჯობესია დროებით ველოსიპედზე უარის თქმა.
მეორე ტრიმესტრში - მცირდება მუცლის მოშლის რისკი. იკლებს დაღლილობა და გულისრევის შეგრძნება. (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).
შესაბამისად, მეორე ტრიმესტრი ველოსიპედის მართვისთვის ყველაზე უკეთესი პერიოდია. ამ დროს ველოსიპედით სეირნობა მეტ ენერგიას და მოქნილობას სძენს ორსულს, უხსნის წონით გამოწვეულ უსიამოვნო სიმძიმის შერგძნებებს.
თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა.
მესამე ტრიმესტრში - ნაყოფი იღებს დიდ ზომებს და სულ უფრო ხშირად ახსენებს დედას თავისი არსებობის შესახებ.
ორსულობის გვიან ვადებზე მუცელი იზრდება, რთულდება სუნთქვა და მოძრაობა უფრო ნელი ხდება. იცვლება ქალის სიმძიმის ცენტრი, მას სულ უფრო უჭირს წონასწორობის დაცვა და ნებისმიერმა მკვეთრმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ნაყოფის დაზიანება, ასევე მოახდინოს ნაარევი მშობიარობის პროვოცირება.
მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევები, როცა ორსული ქალბატონები მშობიარობისთვის თავად მისულან სამშობიაროში საკუთარი ველოსიპედით, მაგრამ მედიკოსების უმრავლესობა კრძალავს გვიან ვადებზე (მესამე ტრიმესტრში) ველოსიპედით გადაადგილებას.
ამიტომ, მომავალმა დედამ საკუთარ შეგრძნებებზე და ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა ვადაზე უნდა შეწყვიტოს (ან საერთოდ შეწყვიტოს თუ არა) ველოსიპედით სეირნობა.
მედიკოსთა უმრავლეოსობა, მესამე ტრიმესტრში ველოსიპედით გადაადგილების მსურველ მომავალ დედებს ველოტრენაჟორების გამოყენებას ურჩევს, რაც გაცილებით უსაფრთხოა.
რაც შეეხება გადახურების რისკს, ორსულის ველოსიპედით გადაადგილების დროს რეკომენდებულია - მსუბუქი სამოსი, საჭირო რაოდენობის სითხის მიღება და ცხელ დღეებში სეირნობაზე უარის თქმა.
დღესდღეობით, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ველოსიპედით სეირნობა ნეგატიურად მოქმედებს ორსულობაზე თუ მათ გააჩნიათ ამის სურვილი და შესაძლებლობა (ძალა).
მაგალითად არ არსებობს არავითარ დასაბუთება, რომ ველოსიპედი იწვევს ნაადრევ მშობიარობას ან ბავშვის დაბალ წონას.
თუმცა, ეს ეხება ქალბატონებს, რომელთაც არა აქვთ არანაირი გართულება ორსულობის პერიოდში.
მაგრამ, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს ქალი და პროფესიონალურად ფლობდეს მართვის უნარებს, ველოსიპედით გადაადგილება პირდაპირი უკუჩვენებაა იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნება შემდეგი სახის პრობლემები:
• ნაყოფის არასწორი წინამდებარობა ან პათოლოგიები;
• ორსულობის შეწყვეტის რისკი;
• მცირეწყლიანობა ან ჭარბწყლიანობა;
• ორსულობის პირველ პერიოდში - ძლიერი ტოქსიკოზი;
• ორსულობის გვიან პერიოდში - გესტოზი (ორსულობის სხვადასხვა გართულებები);
• ნებისმიერი დაავადების გამწვავება.
ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
STRIKER K014 | MAJESTIK M14 | MAJESTIK M134 |
— მნიშვნელოვანი მომენტები — |
ორსულობის პერიოდში შესაძლოა ქალს დაუქვეითდეს ყურადღების კონცენტრაცია და გაეფანტოს გონება ველოსიპედით გადაადგილების დროს, რაც ტრამვის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, საჭიროა სიფრთხილე და ისევ და ისევ სიფრთხილე!
პირველ რიგში საჭიროა ველოსიპედის სწორად შერჩევა - ველოსიპედი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული (მუხრუჭები, ამორტიზაცია და სხვა...), ზომა შესაბამისი, ხოლო წონა მსუბუქი.
აუცილებელია უსაფრთხოების აქსესუარების - ჩაფხუტისა და სამუხლეების გამოყენება.
ძალიან მნიშვნელოვანია ველოსიპედის კონსტრუქციაც - ჩარჩო უნდა იყოს დაბალი ან დასაკეცი, რათა ორსულს არ მოუწიოს ფეხის მაღლა აწევა სკამზე დაჯდომის დროს.
კვლევებითა და გამოკითხვებით დადგენილია, რომ ორსული ქალების უმრავლესობა ირჩევს ველოსიპედის შემდეგ კონსტრუქციას: ფართო სკამი, დაბალი ჩარჩო და მძღოლის მაღალი მდებარეობა („პასადკა“).
სეირნობისთვის რეკომენდებულია ნაკლებად ხალხმრავალი ტერიტორიები, სადაც არის სწორი გრუნტი და ნაკლებად ინტენსიური მოძრაობა.
რამდენადაც კარგადაც არ უნდა ფლობდეს ქალი ველოსიპედს, უგზოობაში ან ექსტრემალურ პირობები მთის BMX ველოსიპედით გადაადგილება არ არის რეკომენდებული.
სეირნობა რეკომენდებულია მხოლოდ დარიან ამინდებში. არ არის სასურველი ცხელ, წვიმიან და ქარიან კლიმატში გადაადგილება.
სეირნობისთვის საჭიროა მოსახერხებელი სამოსის შერჩევა. იგი უნდა იყოს ნათელი ფერის (ისე რომ ჩანდეს შორიდან), არ უნდა ზღუდავდეს და ამავდროულად არ იყოს ძალიან თავისუფალი. ფეხზე აუცილებელია მოხერხებული სპორტული ფეხსაცმელი.
ორსულს მუდამ თან უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი (ან სხვა სითხე) და დამუხტული ტელეფონი (რატა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად იღხოვოს შველა).
ველოსიპედზე ქალის მდებარეობა იცვლება ორსულობის ვადების გაზრდასთან ერთად. საწყის ეტაპზე მოხერხებულია ველოსიპედით სარგებლობა, რომლის საჭე დარეგულირებულია დაბალ მდგომარეობაში.
მოგვიანებით, როცა მუცელი მრგვალდება და შესამჩნევად იზრდება, უკეთესია ვერტიკალურ მდგომარეობაში სეირნობა, ამ შემთხვევაში კი უმჯობესია ველოსიპედის საჭე იყოს დარეგულირებული უფრო მაღლა.
სეირნობის დროს, არ არის რეკომენდებული მკვეთრი და ინტენსიური პედალირება, უმჯობესია ნელი, ზომიერი რითმის დაცვა.
— მშობიარობის შემდეგ — |
ახლად ნამშობიარები ქალბატონებისთვის ველოსიპედით სეირნობა არ არის რეკომენდებული, თუ მათ საერთო უკუჩვენებების გარდა აღენიშნებათ: სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, მაღალი ტემპერატურა და თავბრუსხვევა მცირე მოძრაობის დროსაც კი.
აგრეთვე, თუ ორსულობა მიმდინარეობდა გართულებებით, ტრამვირებულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი ან მენჯი და ბავშვის გადასარჩენად საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
მაგრამ, თუ ორსულობამ კარგად ჩაიარა და მომავალი დედა ფიზიკურად თავს შესანიშნავად გრძნობს, ველოსიპედით სეირნობა სავსებით დასაშვებია.
ბევრი დედა ისე სრულყოფილად ფლობს ველოსიპედს და კარგად გრძნობს თავს, რომ სეირნობს პატარასთან ერთად სლინგის დახმარებით, რომელიც კარგად აფიქსირებს ბავშვის კისერს.
ბევრი ქალბატონი აღნიშნავს, რომ მშობიარობის შემდეგ, ბავშვის მკერდით გამოკვებით და ველოსიპედით სეირნობით მარტივად შეძლეს ძველი წონის აღდგენა 2-3 თვეში.
გარდა ამისა, ველოსიპედით სეირნობა ამცირებს სტრესს და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, ქმნის აბსოლიტური კეთილდღეობის შეგრძნებას.
ბავშვის ძიძასთან ან (მშობლებთან) მცირეხნიანი დატოვება და ველოსიპედით გასეირნება ახალბედა დედისთვის მოაქვს დადებითი ემოციები, ათავისუფლებს სასიამოვნო, მაგრამ ამავდროულად ყოფითი, რთული და რუტინული ყოველდღიური მიჯაჭვულობისგან.
ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
NANA N106 | NANA N106 | NANA N700 |
— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ — |