მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 28955 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარამიუხედავად მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მრავალფეროვანი ასორტიმენტისა, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილია სამომხმარებლო ბაზარზე, სწორი არჩევანის გაკეთება არ არის მარტივი ამოცანა და სხვადასხვა სახის სირთულეებთან არის დაკავშირებული.

კამერების რაოდენობა, მინაპაკეტის სიგანე, ფურნიტურის ხარისხი, სამონტაჟო ზომები, ფასების პოლიტიკა და რაც მთავარია - ხარისხი! - ეს ის საკითხებია, რომელშიც გარკვევა გამოუცდელ და საქმეში ჩაუხედავ მომხმარებელს ნამდვილად გაუჭირდება.

როდესაც თქვენ ფიქრობთ გადაწყვიტოთ, თუ რომელი და როგორი ფანჯარა ან კარები უნდა ჩასვათ, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფანჯარა (ან კარები) არ არის ერთი მონოლითური ნივთი - ეს არის კონსტრუქცია, რომელიც შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან:

პროფილი;

მინაპაკეტი;

ფურნიტურა;

სწორედ ამ შემედგენელი ელემენტების ხარისხი და თვისებები განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის - მეტალოპლასტმასის ფანჯრის (ან კარების) ხარისხს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების არჩევის დროს, უნდა იცოდეთ, თუ რა კრიტერიუმებით ხდება მათი შემადგენელი კომპონენტების შეფასება.

მაღალი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა არა მხოლოდ თამაშობს ფანჯრისა და კარების როლს, არამედ ბევრი სხვა სასარგებლო ფუნქციებითაა აღჭურვილი.

ამ ფუნქციებს შორის რა თქმა უნდა მთავარია კონსტრუქციის ისეთი თვისებები, როგორიცაა თბოიზოლაცია და ხმაურის იზოლაცია.

უხარისხო მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მფლობელებმა, ალბათ ყველაზე კარგად იციან რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ ზამთარში, როცა შენობაში სიცივის და ორპირის აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამის მიზეზს კი წარმოადგენს ეკონომია, რომელიც არაგონივრულად იქნა გაკეთებული კარ-ფანჯრის შერჩევის დროს, როცა არჩევანი ყველაზე იაფ - კუსტარული წარმოების პროდუქციაზე იქნა შეჩერებული.

საუკეთესო ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები კი უზრუნველყოფენ იდეალურ თბოიზოლაციას. მაგალითად ზამთარში- როცა ქუჩაში ტემპერატურა - 5 გრადუსია, ტემპერატურა ფანჯრის შიდა მინასთან ახლოს არასოდეს ეცემა 20 გრადუსზე ქვემოთ.

ხოლო ზაფხულში პირიქით - ფანჯრები იცავენ შენობას სიცხისგან. ხოლო ძალიან კაშკაშა მზისგან დასაცავად იმ ოთახებში, რომლებიც მდებარობენ სამხრეთის მიმართულებით - შეიძლება აირჩიოთ ტონირებული მინაპაკეტები, რომლებიც იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შენობას გათბობისთვის (ზამთარში) და გაგრილებისთვის (ზაფხულში) დასჭირდება მინიმალური თანხა, რაც უხარისხო, კუსტარულ და საუკეთესო ხარისხის პროდუქციას შორის ფასთა სხვაობას ძალიან მალე ამოიგებს.

ხოლო თუ ჩავთვლით, რომ მაღალი ხარისხის ბრენდების ნაწარმის ექსპლუატაციის ვადა ათეულობით წლებია, რთული მისახვედრი არ არის, რომ რამოდენიმე წელში ამოგებული იქნება მათი სრული ღირებულება, რაც ეკონომიური თვალსაზრისითაც გაცილებით გონივრული და მომგებიანია.

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა 2კარ-ფანჯრის შერჩევის დროს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული შენობის ტიპი და იმ რეგიონის ბუნებრივი-კლიმატური პირობები, სადაც იმყოფებით.

ფანჯარა უნდა იცავდეს შენობას ტემპერატურული ცვლილებებისგან და არ ატარებდეს ქუჩიდან ხმაურს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ პეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა კარგად ეხამებოდეს, ავსებდეს ინტერიერს და არ ითხოვდეს სპეციფიკურ მოვლას.

მაღალი ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ერთ-ერთ დანიშნულებაა, დაიცვას მფლობელი შენობაში (სახლი, ოფისი, აგარაკი და ა.შ) უკანონო შეღწევისაგან.

ცნობილი მწარმოებლები მუდმივად ხვეწენ ფანჯრებისა და კარებები საკეტების გატეხვის მიმართ მდგრადობის მექანიზმებს. ამიტომ, ზოგიერთი მოდელის გარედან ძალისმიერი გზით გაღება საკმაოდ რთული ამოცანაა.

ერთი სიტყვით, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით მაინც ერკვეოდეთ, თუ რაში იხდით (არც თუ ისე ცოტა) თანხას და რას მიიღებთ შედეგად. ანუ სრულად იქნება თუ არა დაკმაყოფილებული თქვენი მოთხოვნები.

მაშ ასე, შევეცადოთ გავერკვეთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში და ნიუანსებში, რაზეც უნდა იქნას გამახვილებული ყურადღება სახლისთვის, ოფისისთვის, აგარაკისთვის და ა.შ. ესოდენ მნიშვნელოვანი კონსტრუქციის შეძენის წინ.

 

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა
დაგვისვით შეკითხვა - www.aura.ge


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილები


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილებიპროფილი - არის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების საფუძველი - მთავარი კონსტრუქცია, რომლისგანაც დამზადებულია ფანჯრის საგდულები და ჩარჩო და რომელიც შედგება შიდა ტიხრებისგან.

სწორედ პროფილები განსაზღვრავს არა მხოლოდ ფანჯრის გარეგნულ იერსახეს, არამედ მთელი კონსტრუქციი სიმტკიცეს, სანდოობას და ხარისხს.

ასეთი პროფილები გამყარებულია მეტალის ჩანართებით და შიგნიდან გააჩნია ჰაერის ღრუ, რომელიც ამაღლებს კონსტრუქციის თბოიზოლაციას.

ერთი შეხედვით, სხვადახვა მწარმოებლების მიერ დამზადებული პროფილები პრაქტიკულად ერთნაირად გამოიყურება. ხარისხში სხვაობა თავს იჩენს მხოლოდ რამდენიმე თვის (შეიძლება წლის) ექსპლუატაციის შემდეგ, როცა იაფფასიანი კუსტარულად დამზადებული პროფილები იბრიცება, უჩნდება ნაპრალები და ა.შ.

პროფილის მასალა - ფანჯრის პროფილების მასალა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი - ხე (კედარი, წიწვოვანი მასალა) ალუმინი, იზოალუმინი და ა.შ.

თუმცა, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული - ე. წ. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილები მზადდება მეტალით არმირებული (მასალის ან კონსტრუქციის გაძლიერება სხვა მასალით) პოლივინილქლორიდისაგან (პვქ).

პოლივინლქლორიდი არის მაღალმოლეკულური ნაერთი, რომელიც მიიღება ვინილქლორიდის პოლიმერიზაციით. მას იყენებენ კოროზიისაგან ქიმიური აპარატების დასაცავად, მილების წარმოებაში, კარ-ფანჯრების წარმოებაში, ელექტროტექნიკაში და სხვა...

პოლივინილქლორიდი მდგრადია დეფორმაციის მიმართ, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ბუნებრივი გარემოსთვის, არ ეშინია ტემპერატურული ცვლილებების, ნესტის, ზეთების, მჟავებისა და სხვადასხვა სახის გამხსნელების.

პოლივინილქლორიდისგან შესაძლებელია არა მხოლოდ სტანდარტული - კვადრატული და მართკუთხედი ფორმის ფანჯრების დამზადება, არამედ შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის კონსტრუქცია - მრგვალი, ნახევრადმრგვალი, სამკუთხედი და ა.შ.

ხარისხიან პოლივინლქლორიდს აქვს ერთგვაროვანი ფერი. მისი ზედაპირი გლუვია, ყოველგვარი უთანაბრობების, ნაპრალების, მარცვლოვანობის, ნახჭებისა და ლაქების გარეშე. იგი აბსოლიტურად უსუნოა.

სხვათა შორის, მაღალხარისხიანი პოლივინლქლორიდის პროფილებისგან დამზადებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ექპლუატაციის ვადა აღწევს 50-60 წელს.

პროფილის სისქე - პროფილის სისქე უნდა იყოს ერთი და იგივე - ძირითადად 2.5 მმ-დან 3 მმ-მდე. თუმცა, მძიმე ფანჯრის ბლოკებისთვის, პროფილის თხელი კედლები უვარგისია, რადგან ამ შემთხვევაში, შედუღების ნაწიბურები გამოვა ნაკლებად მტკიცე, რაც დააზარალებს მთელი კონსტრუქციის სანდოობას.

პროფილის შიგა და გარე კედლების სისქე ნორმირებულია. ამ ნორმებზე დამოკიდებულებით პროფილები იყოფა სამ კლასად: A, B და C კლასი.

A კლასი - პროფილის გარე კედლების სისქეა - 2.8 მმ-დან, შიდა კედელების სისქე - 2.5 მმ-დან.

ასეთი პროფილებისგან დამზადებული ფანჯრები მდგრადია, ისინი უზრუნველყოფენ კარგ თბოიზოლაციასა და ხმაურის იზოლაციას. სწორედ ასეთ ფანჯრებს აყენებენ საცხოვრებელ სახლებში.

B კლასი - პროფილის გარე კედლების სისქეა - 2.5 მმ-დან, შიგა კედლების სისქე - 2 მმ-დან.

B კლასის პროფილებისგან დამზადებული კარ-ფანჯრები რეკომენდებულია არასაცხოვრებელ შენობებში. ისინი ნაკლებად მდგრადია (15%-ით) დეფორმაციის მიმართ, შედარებით ცუდად აკავებს სითბოს და ვერ უზრუნველყოფს ხამურის საკმარის იზოლაციას.

C კლასი - ეს კლასი შეიცავს ყველა დანარჩენ პროფილს, რომლებიც არ განეკუთვნება A და B კლასს.

C კლასის პროფილების მიმართ არ არსებობს A და B პროფილებისთვის წაყენებული სტანდარტები და მკაცრი მოთხოვნები.

რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ რაც უფრო მსხვილია პროფილი, მით უფრო მტკიცე და ხარისხიანია იგი. თანამედროვე მატალოპლასტამისის კარ-ფანჯრების პროფილების გარე კედლების სისქე შეადგენს 3 მმ-ს (და ზემოთ).

პროფილის სიგანე - პროფილის სიგანე არ უნდა იყოს 50 მმ-ზე ნაკლები. ყველაზე ხშირად, ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლები მომხმარებელს სთავაზობენ მეტალოპლასტმასის პროფილებს სიგანით 58 მმ - ეს კლასიკური ვარიანტია საცხოვრებელი სახლებისთვის.

შემდეგი გავრცელებული ზომაა - პროფილები სიგანით - 70 მმ. ხარისხიანი კარ-ფანჯრის პროფილების ზომები სწორედ 56-70 მმ-ია. ეს ზომები, ძირითადად სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უზრნველყოს სახლი სითბოთი და სიმყუდროვით.

არსებობს - 90 მმ სიგანის პროფილები. ისინი გამოირჩევა ძალიან მაღალი სითბოს და ხმაურის იზოლაციით და გათვლილია მკაცრი ჩრდილოეთის კლიმატისათვის, ან ძალიან ხმაურიანი რაიონებისთვის.

ამიტომ ყველა მწარმოებელი იშვიათად, ან საერთოდ არ სთავაზობს მომხმარებელს ამ ტიპის პროფილებს.

საჰაერო კამერების რაოდენობა - პროფილების შიგნით განთავსებულია რამდენიმე ღრუ - ე.წ. საჰაერო კამერა, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას სიცივისგან და ქუჩიდან შემოსული ხმაურისგან. 

კამერების მინიმალური რაოდენობაა - 3, ხოლო მაქსიმუმი - 8. ყველაზე მეტად გავრცელებულია 3 და 5 კამერიანი პროფილები.

3 კამერიანი პროფილები გამოდგება ფანჯრებისთვის, რომელიც გადის წყნარ ეზოში და მიმართულია სამხრეთით.

5 კამერიანი პროფილები რეკომენდებულია ისეთო ფანჯრებისთვის, რომელიც გადის ხმაურიან ქუჩაზე ან ორიენტირებულია ჩრდილოეთისკენ.

ტექნიკური თვალსაზრისით, საჰაერო კამერების რაოდენობა დამოკიდებულია პროფილის სიგანეზე.

58 მმ სიგანის პროფილს შესაძლოა ჰქონდეს მაქსიმუმ 3 საჰაერო კამერა, რაც სხვათა შორის სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში ფანჯრებმა შეინარჩუნონ საკმარისი სითბო.

70 მმ-იან პროფილს შესაძლოა ჰქონდეს სამი, ოთხი და ხუთი კამერაც.

ამ ორი ტიპის პროფილიდან, საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსებისთვის უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია 70 მმ სიგანის პროფილები.

90 მმ სიგანის პროფილის შეიძლება ჰქონდეს 8 საჰაერო კამერამდე, თუმცა მისთვის ნორმას წარმოადგენს 6 საჰაერო კამერა. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ მათი საჭიროება ძირითადად არ არსებობს.

რაც უფრო მეტია კამერების რაოდენობა, მით უფრო მეტი სითბო და სიწყნარეა სახლში, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სხვაობა მაგალითად - სამ და ოთხ კამერიან პაკეტებს შორის დიდად შესამჩნევი არ არის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სრულიად არ არის აუცილებელი სახლში ყველა ფანჯარა მხოლოდ 3 ან 5 კამერიანი დააყენოთ.

რჩევა - იმისთვის რომ გააკეთოთ გონივრული ეკონომია და შექმნათ სახლში ოპტიმალური მიკროკლიმატი, შეგიძლიათ სხვადასხვა ოთახებისთვის სხვადასხვა მახასიათებლების ფანჯრები შეარჩიოთ. მაგალითად:

აივნისთვის ან ლოჯიისთვის - ერთკამერიანი მინაპაკეტი (აქ თბოიზოლაცია არც ისე მნიშვნელოვანია).

სამზარეულოსთვის - ორკამერიანი მინაპაკეტი (სამზარეულოში ჰაერის ტემპერატურა თითქმის ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში).

საძინებლებში და სასტუმრო ოთახში - 3 ან 5 კამერიანი მინაპაკეტი (ეზოში გამავალი ფანჯრები შეიძლება იყოს 3 კამერიანი, ხოლო ხალხმრავალ ქუჩაზე გამავალი ფანჯრები სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა და ძალიან ხმაურია - 5 კამერიანი)

არმირება - პოლივინილქლორიდისგან დამზადებულმა ფანჯრებმა  - გავრცელებული სახელი „მეტალოპლასტმასი“ მიიღო იმის გამო, რომ პლასტმასის პროფილი შიგნიდან არმირებულია მეტალის საშუალებით.

არმირება ნიშნავს მასალის ან კონსტრუქციის გაძლიერებას სხვა მასალით. ამ შემთხვევაში მეტალით, რომელიც ანიჭებს სიმტკიცეს და სიმყარეს პროფილის კონსტრუქციას.

არმირება გარე თვალისთვის შემუჩნეველია, რითაც სარგებლობს ზოგიერთი კუსტარული ფანჯრის მწარმოებელი, რომლებიც კარ-ფანჯრის პროფილებს აწარმოებენ არმირების გარეშე.

იმის შემოწმება, არის თუ არა თქვენი კარ-ფანჯრის პროფილები არმირებული, ძალიან მარტივად შეიძლება ჩვეულებრივი მაგნიტის საშუალებით. თუ მაგნიტი ადვილად ნახულობს კარ-ფანჯრის ჩარჩოზე და საგდულებზე მეტალს, პროფილები არმირებულია. თუ არა - უმჯობესია მოძებნოთ სხვა, უფრო კეთილსინდისიერი მწარმოებელი.

რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს არმირების ხარისხსაც. მიღებული სტანდარტია პროფილებში მინიმუმ 2 მმ-იანი მყარი არმირების გამოყენება, რაც მათ სიმყარესა და გამძლეობას ერთიორად ზრდის.

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილებიმნიშვნელოვანია - როგორც უკვე ავღნიშნეთ, თვალით განსაზღვრა, თუ რომელი მეტალოპლასტმასის პროფილია უკეთესი, არ არის მარტივი ამოცანა. თუმცა არსებობს რამდენიმე თავისებურება, რომელიც კონსტრუქციის ხარისხზე, ან უხარისხობაზე მიანიშნებს.

პროფილი უნდა იყოს ერთგვაროვანი და აბსოლიტურად გლუვი. მისი მარცვლოვანი ზედაპირი ნიშნავს, რომ ფანჯრები დამზადებულია კუსტარულ პირობებში და წარმოადგენს ფალსიფიცირებულ ნაწარმს.

ერთგვაროვანი უნდა იყოს პროფილის დაფარვაც, ყოველგვარი ლაქებისა და გრადიენტების გარეშე.

იმისათვის, რომ ფალსიფიცირებულ ნაწარმში არ გადაიხადოთ საფირმო კარ-ფანჯრების ფასი, ყურადღება მიაქციეთ ქარხნულ მარკირებას ფანჯრის ჩარჩოს შიდა მხარეს. მასზე უნდა იყოს დამღა - მწარმოებლის ფირმის სახელწოდებით და რიგი ციფრებით: ცვლის ნომერი, პოლივინინქლორიდის დამამზადებელი დანადგარის კოდი და გამოშვების წელი.

უნდა იცოდეთ! - არსებობს ე.წ. „ობიექტური“ პროფილები, რომლებიც განკუთვნილია არასაცხოვრებელი, საწარმო შენობებისთვის და სხვა მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის.

საკუთარ საცხოვრებელ, ან კორპუსის ტიპის სახლებში მათი გამოყენება არ ხდება: თხელი კედლების, დეფორმაციის მიმართ ცუდი ამტანობის, არასაკმარისი სითბოსა და ხმაურის იზოლაციის გამო.

ერთი შეხედვით, ამგვარი პროფილები არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი, სახლისთვის განკუთვნილი პროფლებისგან, იმ განსხვავებით, რომ შესაძლოა დამცავ ლენტზე დატანილი ჰქონდეს წარწერა - object.

სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად, არაკეთილსინდისიერი ფირმები, კომპანიები თუ კერძო საამქროები, რომლებიც ძალიან დაბალ ფასად სთავაზობენ მოხმარებელს საკუთარ პროდუქციას, რომელიც სწორედ ამგვარი - object-ის ტიპის პროფილებისგან არის დამზადებული.

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილები

 

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა
დაგვისვით შეკითხვა - www.aura.ge

 

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მინაპაკეტები


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მინაპაკეტებიმინაპაკეტი - ეს არის რამოდენიმე (ორი და მეტი) მინის ნაჭერი, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია კონტურებით - სპეციალური ჩარჩოებისა და ჰერმეტიკის დახმარებით.

მინებს შორის წარმოიქმნება ჰერმეტული კამერები, რომლის შიგნითა სივრცეში ჰაერი ან რომელიმე ინერტული გაზია.

მინის სისქეზე და მინებს შორის მანძილზეა დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა თბოიზოლაცია და ხმაურის იზოლაცია.

მინაპაკეტების რაოდენობა 

ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ პოლივინლქლორიდის პროფილში არსებული საჰაერო კამერების რაოდენობა და მინაპაკეტების კამერების რაოდენობა.

პროფილშო არსებული საჰაერო კამარა ეს არის პროფილში არსებული ღრუ, ხოლო მინაპაკეტის კამერა მინებს შორის არსებული სივრცეა.

ერთკამერიანი მინაპაკეტი - ყველაზე მარტივი კონსტრუქციისაა, იგი შედგება ორი მინისგან და მათ შორის მოთავსებული ერთი საჰაერო კამერისგან.

ერთკამერიანი მინაპაკეტი ძალიან მსუბუქია, ამიტომ მათი ძირითადი დანიშნულება დიდი ფართობების შემინვაა. ასეთ პაკეტებს ხშირად იყენებენ: აივნებისთვის, ლოჯიებისა და ტერასებისთვის.

თუმცა, საცხოვრებელი სახლის ფანჯრებად ერთკამერიანი მინაპაკეტი არ არის რეკომენდებული არასაკმარისი თბოიზოლაციისა და ხმაურის ცუდი იზოლაციის გამო.

ორკამერიანი მინაპაკეტი - შედგება სამი მინისაგან და მათ შორის მოთავსებული ორი საჰაერო კამერისაგან.

ძირითადად სწორედ ორკამერიან მინაპაკეტებს იყენებენ საცხოვრებელი კერძო სახლებისთვის, საცხოვრებელი კორპუსებისთვის, აგარაკებისთვის ან ოფისებისთვის. რადგან გააჩნია კარგი თბო და ხმაურის იზოლაცია.

სამკამერიანი მინაპაკეტი - შედგება ოთხი მინისგან და მათ შორის მოთავსებული სამი კამერისგან.

სამკამერიანი მინაპაკეტები იშვიათად გვხვდება, ისინი ძალიან მძიმეა და ატარებენ ნაკლებ შუქს ვიდრე სხვა სახის მინაპაკეტები. მათი გამოყენება ძირითადად ხდება ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ხშირად არის - 40 გრადუსზე ქვემოთ.

უფრო მაღალ ტემპერატურებზე, სხვაობა ორკამერიან და სამკამერიან მინაპაკეტებს შორის თითქმის არ არსებობს.

რთული არ არის შეამჩნიოთ, რომ მინაპაკეტს უჭირავს ფანჯრის საერთო კონსტრუქციის 70-90%. ეს ყველაზე მთავარი „კარია“, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს ესოდენ ძვირფასი სითბოს გადინება.

ამიტომ აქ უკვე მივდივართ ისეთ ნიუანსამდე, როგორიც არის მინის ხარისხი.

მინის ხარისხი - მინის ხარისხს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მინაპაკეტში კამერების რაოდენობას.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ მინაპაკეტს აირჩევთ, მინის სისქე არ უნდა იყოს 4 მმ-ზე ნაკლები (მინიმუმ 3.2-3.5 მმ).

სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა შემკვეთი უკვეთავს 4 მმ სისქის მინაპაკეტს, მაგრამ ფირმა ამზადებს ფანჯრებს, რომლშიც მინაპაკეტის სისქე 3 მმ ან უფრო ნაკლებია.

ჩვეულებრივი მინა, ყველაზე სტანდარტულად მიიჩნევა, არსებობს ნაწრთობი, ჩვეულებრივ მინასთან შედარებით მტკიცე მინები.

დღესდღეობით სულ უფრო მეტი მომხმარებელი აკეთებს არჩევანს მინებზე, რომლებიც ირეკლავენ ინფრაწითელ სხივებს. ასეთ მინებიც გამჭვირვალეა, ისე როგორც ჩვეულებრივი მინა, მაგრამ ამასთან - ინარჩუნებენ სითბოს - ზამთარში და სასიამოვნო სიგრილეს - ზაფხულში.

არსებობს ცეცხლგამძლე მინებისგან დამზადებული მინაპაკეტები, რომლებიც არ ტყდება ექტრემალურად მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგადაც კი.

პოპულარულია ტრიპლექსით ლამინირებული მინები, რომელთა გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო თუ გატყდა კიდეც, არ გააჩნია ნამსხვრევები.

დამატებითი ოფცია- კიდევ უფრ მეტი პოპულარობით სარგებლობს ენერგოეფექტური მინაპაკეტები, რომლებიც არ მხოლოდ იცავს სახლს სიცივის შეღწევისგან, არამედ ინარჩუნებს შენობის შიგნით გამათბობელი ელემენტებისგან გამოყოფილ სითბოს.

საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებლები მინებს შორის სივრცეში ტვირთავენ ინერტულ გაზს (არგონს), რომელიც ანელებს თბოგადაცემის პროცესს. ამგვარი გაზის გამოყენება აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

დამტკიცებულია, რომ ასეთი მინაპაკეტები შესაძლებელს ხდის შენობის კონდიცირებასა და გათბობაზე გაკეთდეს 35%-მდე ეკონომია. რაც საშუალებას იძლევა დანახარჯები ამოგებული იქნას რამდენიმე წლის შემდეგ.

მინაპაკეტის დამატებითი ოფციები

არსებობს მინაპაკეტები, რომლებც ფლობენ დამატებით შესაძლებლობებს, 

ენერგოეფექტური მინაპაკეტი;

მინაპაკეტი გაზით მინებს შორის;

მინაპაკეტი ხმაურის იზოლაციით;

დარტყმაგამლე მინაპაკეტი;

თვითმწმენდი მინაპაკეტი;

დეკორატიული მინაპაკეტი;

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მინაპაკეტები


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურა


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურამეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა საკმაოდ მძიმე კონსტრუქციაა, ამასთან იგი მუდმივად იმყოფება დატვირთვის ქვეშ - ფანჯრებს და კარებებს ყოველდღიურად (არა ერთხელ) აღებენ და კეტავენ.

ამიტომ, ფურნიტურა ასეთი ფანჯრებისთვის და კარებებისთვის უნდა იყოს განსაკუთრებულად სანდო და ხარისხიანი.

ყველაზე ხშირად, უხარისხო, კუსტარულად დამზადებული კარ-ფანჯრების მფლობელები, უპირველეს ყოვლისა უჩივიან სწორედ ფურნიტურის ხარისხს და ეს ლოგიკურიცაა, რადგან უხარისხო ფურნიტურა ყველაზე თვალსაჩინოა:

იჟანგება;

ირყევა და მწყობრიდან გამოდის ფანჯრებისა და კარებების სახელურები (ზოგჯერ საერთოდ ძვრება ხოლმე),

ანჯამები იჭედება და იბრიცება;

გადადის ფერი და კარგავს გარეგნულ იერსახეს;

და სხვა...

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურაშესაძლოა ზემოთ აღწერილი: პროფილების, მინაპაკეტების და სხვა დეტალების ხარისხი არ იყოს ყველასთვის ხილული და გასაგები, მაგრამ რაც შეეხება ფურნიტურას - მისი დაბალი ხარისხი ძალიან მალევე ამცნობს მფლობელს, თუ რა კატეგორიის პროდუქციასთან აქვს საქმე.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი უსიამოვნებები, არჩევანი უნდა გაკეთდეს ფურნიტურის სოლიდურ მწარმოებლებზე, რომლებიც არ მხოლოდ მკაცრად აკონტროლებენ საკუთარი პროდუქციის ხარისხს, არამედ მუდმივად ამუშავებენ ახალ, უფრო მოსახერხებელ და გამძლე სისტემებს.

დიახ, შეიძლება ეკონომია გააკეთოთ პროფილზე, მინაპაკატებზე, მაგრამ ფურნიტურაზე ამის გაკეთება არ ღირს.

ფურნიტურა არსებობს ორგვარი:

»» უძრავი;

»» მოძრავი.

უძრავი ფურიტურა სტანდარტული მოწყობილობაა, რა თქმა უნდა მოძრავი ფურნიტურა უპირატესი და გაცილებით კომფორტულია - იგი საშუალებას იძლევა გააღოთ ფანჯარა იმ ზომაზე, რა დონეზეც გესაჭიროებათ.

სპეციალური საჩერები (დასამაგრებელი სამარჯვები) არ აძლევს ორპირ ქარს ფანჯრის მიჯახუნების საშუალებას.

გატეხვის საწინააღმდეგო სისტემები კი ხელს უშლის ბოროტმზრახველებს სახლში მარტივად შეღწევაში (ასეთი ფურნიტურა რეკომენდებული კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ბინებში, კერძო სახლებში ან აგარაკებზე).

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ფურნიტურის ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან: GU, ZIEGENIA, AUBI, ROTO, MACO, Winkhaus და სხვა

მამკვრივებელი რეზინებიმამკვრივებელი რეზინები - მამკვრივებელი რეზინები საჭიროა იმისთვის, რომ ფანჯრები იხურებდეს მჭიდროდ და ამასთან უზრუნველყოფილის იქნას მინაპაკეტების ჰერმეტულობა.

მამკვრივებლები მზადდება რეზინისგან, რეზინისა და პლასტმასის ნაერთისგან, სილიკონისგან ან ნატურალური კაუჩუკისგან.

ყველაზე გავრცელებული და ბიუჯეტური მამკვრივებელია- რეზინა, რომლის ექსპლუატაციის ვადაც ყველაზე დაბალია. თუმცა რეზინები ხარისხით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. რეზინები აუცილებლად უნდა იყოს მთლიანი (ბიუჯეტურ მოდელებშიც კი) და ისე ჯდებოდეს კონსტრუქციაში.

პრემიუმ კლასის კარ-ფანჯარა კი აღჭურვილია სილიკონის ან კაუჩუკის გამასქელებლებით. მათი დეფორმაცია არ ხდება ხანგრძივი ექსპლუატაციის შემდგომაც და ამის გარდა მათ ხარისხზე გავლენას არ ახდენს ტემპერატურული ცვლილებები.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილების არჩევის დროს, ყურადღება მიაქციეთ ჩარჩოს შესქელებას, სავარაუდოდ იგი იქნება რეზინის და ამიტომ უნდა იყოს ორმაგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარჩოს ქვეშ დაილექება კონდენსატი, რაც დააზიანებს იზოლაციას და შექმნის ბაქტერიებისთვის და ობისთვის ხელსაყრელ პირობებს.

ლარტყა (შტაპიკი) - ეს არის მეტალოპლასტმასის ფანჯრის პროფილის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს მინაპაკეტის მყარ ფიქსაციას ფანჯრის ჩარჩოში.

ლარტყის (შტაპიკის) ზომები და კონფიგურაცია დამოკიდებულია ფანჯრის პროფილებისა და მინაპაკეტის გაბარიტებსა და კონსტრუქციაზე.

ჩარჩოში და საგდულში ფანჯრის ჩასამაგრებლად გამოიყენება სპეციალური დამგმანავები.

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურა

 

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა
დაგვისვით შეკითხვა - www.aura.ge


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟითანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის სრულყოფილი ექსპლუატაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარისხიანი, ტექნოლოგიების სრული დაცვით შესრულებული მონტაჟი.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კარ-ფანჯრის სამომხმარებლო თვისებები სრულად არის დამოკიდებული მის სწორად დაყენებაზე (ჩასმაზე).

ზოგადად, მონტაჟი განეკუთვნება ე.წ. „უხილავ სამუშაოს“, ანუ დაყენება/ჩასმის ხარისხის შეფასება ვიზუალურად შეუძლებელია.

შეიძლება შეიძინოთ მაღალხარისხიანი მეტალოპლასტამისის კარ-ფანჯარა. მაგრამ თუ იგი ჩასმული იქნა არაპროფესიონალურად, ტექნოლოგიების დარღვევით და უხარისხო მასალების გამოყენებით, მონტაჟის დეფექტები შესაძლოა უკვე გამოვლინდეს ექსპლუატაციიდან 2-3 წლის შემდეგ.

ასეთ შემთხვევაში, ყველა ის უპირატესობა, რაც უნდა გააჩნდეს (და შესაძლოა გააჩნია კიდეც) თქვენს მიერ არჩეულ კარ-ფანჯარას, დაყვანილი იქნება ნულამდე და ხელში შეგრჩებათ უხარისხო პროდუქცია, შესაბამისად კი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები.

ყველაზე გავრცელებული შეცდომა მონტაჟის დროს - კუსტარული პრდუქციის მწარმოებლები უმეტესწილად მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ღიობებს, მისი ჩამაგრების შედეგ ავსებენ (გმანავენ) მხოლოდ პოლიურეთანის ქაფით (ე.წ. სამონტაჟო ქაფი), რომლის ხარისხი და პრაქტიკული დანიშნულება ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ეს ძალიან უხეში შეცდომაა, რადგან პოლიურეთანის ქაფს არ გააჩნია ჰიდროიზოლაციური თვისებები, ამიტომ იგი ირღვევა მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად, მარტივად რომ ვთქვათ - ქაფს წვავს მზე და იგი თანდათანობით იქცევა მტვრად.

გარდა ამისა, ქაფი იწოვს ტენს როგორც ატმოსფერული ნალექის, ასევე შენობის შიგნით არსებული ტენიანი ჰაერის გამო, რაც იწვევს: მისი თბოიზოლაციური თვისებების დაკარგვას, პროფილის გვერდებზე (კორპუსზე) ობისა და სოკოს წარმოქმნას, ქაფის ფორებში კონდენსატის დაგროვებას (შესაბამისად მის დაშლას) და სხვა უარყოფით ფაქტორებს.

ამის გამო პოლიურეთანის ქაფი აუცილებლად უნდა იქნას დაცული სხვადასხვა სახის ჰიდროიზოლაციური და შუქგაუმტარი საშულებებით (იხილეთ ქვემოთ).

ზომების აღება

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ზომების აღება სიახლეს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი იწყება ზომების აღებით.

არც ერთი სერიოზული ფირმა არ დათანხმდება მომხმარებლის მიერ აღებულ ზომებზე დაყრდნობით კარ-ფანჯრების დამზადებას, რადგან მცირეოდენი შეცდომაც კი, რაც სეიძლება დაშვებული იქნას ზომების დამოუკიდებლად აღების შემთხვევაში, შესაძლოა მოჰყვეს კარდინალური შედეგი, რომლის გამოსწორებაც შემდგომში გართულდება, ან შეუძლებელიც კი გახდება.

შედეგად კი მომხმარებლის თანხები აღმოჩნდება ჰაერში გადაყრილი.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ზუსტი ზომების აღება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და აქ მაინც მოვიყვანთ ელემენტალურ ნიუანსებს, რისი გათვალისწინებაცაა საჭირო ზომების აღების დროს, თუმცა ვიმეორებთ, რომ დამოუკიდებად ზომების აღება არ არის რეკომენდებული და 100%-იანი თავის დაზღვევისთვის, უმჯობესია ეს სპეციალისტებმა გააკეთონ.

გაითვალისწინეთ, რომ კარ-ფანჯრის ზომების აღების დროს, ითვალისწინებენ კედლის სისქეს, მასალას, რომლისგანაც არის კედელი აშენებული, აგრეთვე სახლის ტიპს და შიდა მოპირკეთებას.

ზომების აღება ხდება როგორც შენობის შიგნით, ასევე შენობის გარეთ.

ფანჯრის ღიობების სიღრმე სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობებისთვის სხვადასხვაა. ასე რომ სტანდარტული ზომების კარ-ფანჯრის შეკვეთა სპეციალისტის მიერ შენობის დათვალიერებამდე და ზომების აღებამდე შეუძლებელია.

ფანჯრის ზომებში შედის:

• ძირითადი ღიობის სიმაღლე;

• ძირითადი ღიობის სიგანე;

• ფანჯრის ფერდოების („ატკოსების“) სიგანე;

• ფანჯრის რაფის სიგრძე;

• ფანჯრის რაფის სიგანე;

• დრენაჟის სიღრმე;

სანამ დამოუკიდებლად ფანჯრების ზომის აღებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ყველა კედელს, სადაც კარ-ფანჯრები უნდა ჩაისვას, გააჩნია გარკვეული თავისებურებები, რომელიც შეიძლება ვერ გაითვალისწინოთ.

ამიტომ, თუ ეს საქმიანობა თქვენი პროფესია არაა და აქამდე არასოდეს გაგიკეთებიათ, უმჯობესია ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ (კერძოდ იმ ფირმას ან კომპანიას, რომელსაც შეუკვეთავთ კარ-ფანჯრებს).

პოლიურეთანის სამონტაჟო ქაფები

პოლიურეთანის სამონტაჟო ქაფებიროგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის დროს გამოიყენება სამონტაჟო პოლიურეთანის ქაფი, რომელიც ასრულებს შემავსებელი, დამგმანავი ნივთიერების და თბოიზოლაციის როლს.

სამონტაჟო ქაფი შესანიშნავი თანამედროვე, სამშენებლო ჰერმეტიკია. მისი მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია: აირის მოქმედების შედეგან პოლიურეთანის ნაზავი გამოდის გარეთ და შედის ურთიერთქმედებაში ატმოსფეროში არსებულ ტენთან.

ქაფის გამყარება ხდება დაახლოებით 24 საათში (ერთი დღე-ღამე), რის შემდეგაც იგი მნიშვნელოვნად იმატებს ზომებში - 50%-დან 250%-მდე, რისი წყალობითაც ავსებს ზედაპირის ნებისმიერ სიცარიელეს, უთანაბრობას და წარმოქმნის დიდი რაოდენობით აიროვან უჯრედებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო იზოლაციას.

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ პოლიურეთანის ქაფში შემავალი ნივთიერებები პრაქტიკულად იდენტურია და განსხვავდებიან მხოლოდ მწარმოებელი ბრენდის სახელწოდებით.

სინამდვილეში ქაფები ერთმანეთისგან განსხვავდება: დანიშნულებით, შემადგენლობით, თვისებებით (მაგალითად არსებობს ე.წ. ცეცხლგამძლე სამონტაჟო ქაფები) და ა.შ.

იმ უპირატესობების რიცხვს, რის გამოც პოლიურეთანის ქაფი ასე ფართოდაა გავრცელებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟის დროს, მიეკუთვნება:

მისი ხელმისაწვდომობა (შედარებით დაბალი ფასი), კარგი თბოიზოლაციური თვისებები, შესანიშნავი ადჰეზია ყველა სახის სამშენებლო მასალების მიმართ (გარდა პოლიეთილენისა, ტეფლონისა და სილიკონისა) და კარგი ხმაურის იზოლაცია, შეღებვის შესაძლებლობა და ა.შ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარ-ფანჯრების ექსპლუატაციის დროს.

ხარისხიანი და სწორად შერჩეული (საჭირო შემადგენლობის) სამონტაჟო ქაფი არა მხოლოდ ხელს უწყობს შენობის თბოიზოლაციას, არამედ ამყარებს კონსტრუქციას, ქმნის ბარიერს მწერებისთვის და ა.შ.

მნიშვნელოვანია: პოლიურეთანის ქაფის (ჰერმეტიკის) ხარისხი და თვისებები დამოკიდებულია მის დანიშნულებაზე და ქიმიურ შემადგენლობაზე.

სამონტაჟო ქაფის არჩევის დროს, ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს შემდეგ პარამეტრებზე:

პოლიურეთანის ქაფის გამოსვლის მოცულობა;

ნივთიერების გამაგრების (გაქვავების) დრო;

პირველადი და მეორადი გაფართოება;

ქაფის მოცულობის (შესაბამისად ზომების) შემცირება (ფიზიკო-ქიმიური პროცესების ზემოქმედებთ);

ქაფის შემადგენლობის გამოყენების პირობები;

განვიხილოთ უფრო დეტალურად ეს პარამეტრები და თვისებები.

პოლიურეთანის ქაფის გამოსვლის მოცულობა - სამონტაჟო ქაფის გამოყენება ხდება მეტალოპლასტმასის კონსტრუქციების მონტაჟის დროს, რადგან ეს მასალა რამდენადმე ეფექტურია სხვა დამგმანავ ნივთიერებებთან შედარებით.

პოლიურეთანის ქაფის (ჰერმეტიკის) შემადგენლობაში შედის შემდეგი ნივთიერებები:

იზოციანატი;

პოლიოლი;

კატალიზატორები;

ამქაფებლები;

სტაბილიზატორები;

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქაფის მოცულობის სიდიდე დამოკიდებულია ტენიანობაზე (იგი არ უნდა აჭარბებდეს 80%-ს) და გარემოს ტემპერატურაზე. ქაფის საბოლოო მოცულობა ასევე დამოკიდებულია თავად ბალონის ტემპერატურაზეც (იგი არ უნდა აჭარბებდეს 40 გრადუსს).

ნახევრად პროფესიონალური ერთ ლიტრიან ბალონები შეიცავენ 40 ლ-მდე ქაფს, ხოლო პროფესიონალურები - 65 ლ-მდე ქაფს.

ადჰეზია - ადჰეზია არის სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს უჯრედების ერთმანეთთან და სხვადასხვა სხეულებთან შეწებების მაჩვენებელს.

პირველადი გაფართოება - არის სიდიდე, რომელიც უჩვენებს სამონტაჟო ქაფის გაზრდას მოცულობაში, მისი ბალონიდან გამოსვლის შემდეგ.

რაც უფრო მეტია ეს სიდიდე, მით უფრო მეტი ფართობის დამუშავება ან მოცულობითი ღიობებისა და ნაპრალების ამოვსებაა შესაძლებელი.

მეორადი გაფართოება - არის სიდიდე, რომელიც უჩვენებს სამონტაჟო ქაფის მოცულობაში ზრდას - ბალონიდან გამოსვლიდან - სრულ გამყარებამდე დროის შუალედში.

ფრთხილად! - სამონტაჟო ქაფმა, გაცივებისა და გაფართოების შემდეგ შესაძლოა გატეხოს ხის და დეფორმაცია მიაღებინოს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას.

ამიტომ, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო ნაკლებია მეორადი გაფართოების მაჩვენებელი.

ქაფის მოცულობის შემცირება - მიუხედავად იმისა, სამონტაჟო ქაფი ზაფხულისაა თუ ზამთრის, არ უნდა მოხდეს პოლიურეთანის ჰერმეტიკის მოცულობის შემცირება პოლიმერიზაციის შემდეგ.

ქაფის მოცულობის (შესაბამისად ზომების) შემცირება, შესაძლოა გახდეს მეტალოპლასტამისის კარ-ფანჯრების დეფორმაციის მიზეზი. ამიტომ არჩევანი გაკეთებული უდა იქნას ქაფზე, რომლის მოცულობის შემცირების პროცენტული მაჩვენებელი 0%-ია.

ზამთრის, ზაფხულის და ყველა სეზონის სამონტაჟო ქაფები - ზაფხულის პოლიურეთანის ჰერმეტიკის გამოყენება ხდება მაშინ, როცა გარემოს ტემპერატურა + 5 - + 35 და მეტი გრადუსია.

ზამთრის სამონტაჟო ქაფის (ჩვენს პირობებში საერთოდ არ, ან იშვიათად გამოიყენება) გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, როცა გარემოს ტემპერატურა - 18 - + 35 და მეტი გრადუსია.

დაბალი ტემპერატურა, ზამთრის ჰერმეტიკის გამოყენების დროს, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საბოლოო მოცულობას, ხოლო მაღალი ტემპერატურა პირიქით - ზრდის.

ყველა სეზონისთვის განკუთვნილი პოლიურეთანის ქაფის თვისებებზე ჰაერის ტემპერატურა არ მოქმედებს. ასეთი ქაფი შესაძლებელია გამოყენებული იქნას არსებული შემადგენლობის გათბობის გარეშე. ჰერმეტიკის მოცულობა არ შემცირდება, ხოლო პოლიმერიზაციის პროცესი მოხდება უფრო სწრაფად.

საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური სამონტაჟო ქაფი - საყოფაცხოვრებო დანიშნულების პოლიურეთანის ჰერმეტიკის ბალონები იწარმოება სპეციალური აპლიკატორით, რათა მისი გამოყენება უფრო მარტივად მოხდეს.

საყოფაცხოვრებო დანიშნულების სამონტაჟო ქაფის ლიტრიან ბალონში თავსდება არაუმეტეს  45 ლ ქაფის საბოლოო შემადგენლობა.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დაყენებისთვის რეკომენდებულია პროფესიონალური სამონტაჟო ქაფი.

ასეთი ჰერმეტიკის ბალონებს გააჩნია არა აპლიკატორი, არამედ სპეცილური პლასტმასის ხრახნი, სადაც ემაგრება სამონტაჟო პისტოლეტი.

პროფესიონალური ბალონები გაცილებით მძიმეა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ბალონებზე, შესაბამისად გაცილებით მეტია მათში არსებული სამონტაჟო ქაფის მუშა მოცულობა 65 ლ და მეტი.

ცეცხლგამძლე სამონტაჟო ქაფი - უპირველეს ყოვლისა უნდა ავღნიშნოთ, რომ ცეცხლგამძლე პოლიურეტანის ქაფი არ არსებობს და ეს ტერმინი მარკეტოლოგებმა მოიფიქრეს.

სამონტაჟო ქაფი იწარმოება პოლიურეთანი პოლიმერებისგან და იგი ნებისმიერ შემთხვევაში არის ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ იწვის ცეცხლში.

თუმცა, პენოპოლიურეთანის მოდიფიკაციის გზით, მასში შეჰყავთ ანტიპირენები (ნივთიერებანი ან ნარევები, რომლებიც იცავენ ორგანულ მასალებს აალებისა და თავისთავადი წვისაგან) და იყენებენ ცეცხლგამძლე ფრეონებს.

სამონტაჟო ფისტოლეტი - სამონტაჟო ქაფის ფისტოლეტის შერჩევის დროს (ან ყურადღება მიაქციეთ დამმონტაჟებელი ფორმის ტანამშრომლების ინსტრუმენტებს, რომელიც მრავლისმეტყველი შეიძლება იყოს მათი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით), ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული შემდეგ ფაქტორებზე:

დასკვნა - პოლიურეთანის ჰერმეტიკის (ქაფი), შერჩევის დროს, რომლითაც მოხდება თქვენი კარ-ფანჯრის მონტაჟი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფაქტორებს: ადჰეზიის მაჩვენებელი, ქაფის გამოსვლის მოცულობა, პირველადი და მეორადი გაფართოება, ქაფის გაცივებისა და მოცულობის შემცირების მაჩვენებელი.

ოპტიმალური მაჩვენებლების ოპტიმალური მნიშვნელობა და მონტაჟის ტექნოლოგიის დაცვა უნარჩუნებს კარ-ფანჯრის ხარისხს და ახანგრძლივებს კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადას.

მონტაჟის სხვა მეთოდები

მონტაჟის სხვა მეთოდებიპოლივინილქლორიდის მეტალოპლასტმასების კარ-ფანჯრების მრავალწლიანმა მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათი მხოლოდ ქაფით  ჩამაგრების მეთოდი საფუძველშივე მცდარია იმის გამო, რომ ერთის მხრივ - სამონტაჟო ქაფი არის შესანიშნავი გამასქელებელი, რომელიც იცავს ქარისგან, სიცივისგან და ხმაურისგან, ხოლო მეორეს მხრივ, იგი თავადაც ითხოვს დაცვას მზისგან და ნესტისგან.

მონტაჟი პოლიურეთანის ლენტით:

1. შენობის გარე მხრიდან, სამონტაჟო ღიობებში აყენებენ წინასწარ შეკუმშულ, თვითგაფართოებად ჰიდროიზოლაციურ ლენტს, რომელიც დამზადებულია ელასტიური პოლიურეთანისგან. ეს ლენტი საიმედოდ იცავს ღიობს ყველა გარე კლიმატური ფაქტორისგან;

2. ამის შემდეგ ღიობს შიგნდან ავსებენ პოლიურეთანის ქაფით;

3. სამონტაჟო ღიობს შიგნიდან აკრავენ პაროიზოლაციური ლენტს, რომელიც დამზადებულია ბუტილკაუჩუკისგან ან ალუმინის ფოლგისგან (დამოკიდებულია ფანჯრის მასალაზე).

ასეთი ლენტები არ ატარებენ ღიობში ზედმეტ ტენს, რომელსაც შეიცავს შენობაში არსებული ჰაერი.

4. პოლივინილქლორიდის ფანჯრის “სლივის“ ქვეშ აყენებენ წყლისგან დამცავ დიფუზიურ ლენტს, რომელიც დამზადებულია პოლიესტერული ქსოვილისგან და რომელიც მჭიდროდ არის მიკრული როგორც კედელზე, ასევე მეტალოპლასტმასის ფანჯრის ჩარჩოზე.

მონტაჟი სპეციალური ჰერმეტიკით:

გარედან სამონტაჟო ქაფს ფარავენ სპეციალური პარაგამჭოლი ჰერმეტიკით, რათა დაცული იქნას ღიობი ყველა გარე კლიმატური ფაქტორისგან;

ამის შემდეგ ღიობს შიგნიდან ავსებენ პოლიურეთანის ქაფით;

შიგნიდან ქაფს იცავენ სპეციალური პარაიზოლაციური ჰერმეტიკით - შენობაში არსებული ტენიანი ჰაერისგან იზოლაციის მიზნით;

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი

 


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფერები და დიზაინი


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფერები და დიზაინიკარ-ფანჯარა ნებისმიერი სახლის ან ნაგებობის ექსტერიერის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, მათი გარეგნული იერ-სახე ყოველთვის არ ჯდება შენობის არქიტექტურული სტილის კონცეფციაში.

როცა საქმე ეხება პოლივინილქლორიდის პროფილებისგან დამზადებული (ე.წ. მეტალოპლასტმასის) კარ-ფანჯრის დიზაინისა და ფერების შერჩევას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი კომპონენტები:

ჩარჩოს ფერი - ლამინირება ან შეღებვა საშუალებას იძლევა შერჩეული იქნას სასურველი შეფერილობა. ამასთან ერთად იგი უზრუნველყოფს პროფილის დამატებით დაცვას.

განლაგება (განაწილება) - ფანჯრების დეკორატიული განლაგება მიანიჭებს მათ ორიგინალურობას, გახდის უფრო ნატიფს ინტერიერს, გაამყარებს მინაპაკეტის კონსტრუქციას.

ფურნიტურის ფერი - სახელურების, ანჯამების და გამასქელებელი რეზინების უჩვეულო შეფერილობა მიანიჭებს კარ-ფანჯარას ჰარმონიულ იერ-სახეს, აამაღლებს საკეტის გატეხვის საწინააღმდეგო და თბოიზოლაციის მაჩვენებელს.

მინების ტონირება - ტონირებული მინები არა მხოლოდ ლამაზია, არამედ იცავს შენობას გარე თვალისაგან და შესანიშნავ თავდაცვას წარმოადგენს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან.

ფანჯრის რაფა და ფერდო („ატკოსი“) - ყველაზე ხარისხიანი და შესანიშნავი ფერისა თუ დიზაინის კარ-ფანჯრის იერსახე შეიძლება გააფუჭოს შეუსაბამო ფანჯრის რაფამ და ფერდოს (ატკოსი) მოპირკეთებამ.

გაითვალისწინეთ, რომ საკმარისია შეცვალოთ სტანდარტული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ერთი ელემენტიც კი, რომ მიიღოთ დიზაინის ორიგინალური, პრაქტიკული და ფუნქციონალური გადაწყვეტა.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფერი 

საცხოვრებელი, საოფისე ან კომერციული ფართების დაპროექტების დროს, გონივრულად იქნება შეხამებული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრისა და ფასადის ფერის შემთხვევაში შესაძლებელია საინტერესო ეფექტის მიღწევა.

პოლივინილქლორიდის (პვქ) კარ-ფანჯრის ფერების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა მიღებული იქნას პრაქტიკულად ნებისმიერი სასურველი ფერის კარ-ფანჯარა, რაც განუსაზღვრელ შესაძლებლობებს ქმნის ფასადის დიზაინის მოსაწყობად.

არსებობს მეტალოპლასტამისის ფანჯრებისთვის სასურველი ფერის მიღების ორი ხერხი:

ლამინირება;

შეღებვა;

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ლამინირება

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ლამინირებამეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ლამინირება საშუალებას იძლევა მიანიჭოთ ფანჯარასა და კარებს დეკორატიული იერსახე იქ, სადაც ამის საჭიროებაა: შიგნიდან, გარედან ან ორივე მხრიდან (პროფილის ორმხრივი ლამინირება).

პოლივინილქლორიდის პროფილებზე სხვადასხვა შეფერულობის ლამინირებული ლენტის გადაკვრა ხდება ცხელი ლამინირების მეთოდით. ლენტის ბოლოები იმალება გამასქელებლის ქვეშ, რაც გამორიცხავს აშრევების შესაძლებლობას.

ლამინირება არის სამი სახის:

ცალმხრივი ლამინირება;

ორმხრივი ლამინირება;

3D ლამინირება;

ყველაზე მეტად მოთხოვნადი და გავრცელებულია სამი ტიპის ლამინირება: გარე ლამინირება, შიდა ლამინირება და ორმხრივი ლამინირება.

გარე ლამინირება - გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ფანჯარას ან კარებს მიენიჭოს გარკვეული ფერი და ფაქტურა მხოლოდ ფასადის მხრიდან;

შიდა ლამინირება - კეთდება იმ შემთხვევაში, როცა გარე ფასადის მხრიდან ფანჯარა ან კარები არის თეთრი, ხოლო შენობის შიგნით საჭიროა ორიგინალური დიზაინერული ატმოსფეროს შექმნა.

ორმხრივი ლამინირება - ერთმანეთში ითავსებს ორივე მოთხოვნას: შენობის არქიტექტურული იერსახე და შენობის პროექტის დიზაინი.

3D ლამინირება - ამ შემთხვევაში, დეკორატიულ ლენტს აწებებენ ფანჯრებისა და კარებების შიდა - ტორსულ ზედაპირებზეც.

ამ მეთოდით დამზადებული კარ-ფანჯრები საკმაოდ ძვირია, ამიტომ, ყველაზე ხშირად იყენებენ ორმხრივ ლამინაციას ყავისფერ ან კარამელისფერ პროფილზე, ცალმხრივი ლამინირება კი კეთდება თეთრი ფერი პროფილზე.

მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრის შეღებვა

მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრის შეღებვადღესდღეობით, თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დიზაინი იმდენად დაიხვეწა, რომ კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ არა მხოლოდ ტრადიციული თეთრი ფერის და სამ-ოთხ ძირითად ფერში (წაბლისფერი, ხისფერი, მუხისფერი, შავი) ლამინირებულ ფანჯრებს, არამედ პოლივინილქლორიდის ფანჯრების შეღებვას ფერების შკალით RAL, რომელიც შეიცავს პრაქტიკულად ნებისმიერ ფერს, რომელსაც კი მოისურვებს მომხმარებელი.

RAL წარმოადგენს საყოველთაოდ მიღებულ ფერების პალიტრას, სადაც თითეულ ფერს მინიჭებული აქვს საკუთარი არტიკული.

მომხმარებლისთვის, რომელმაც იცის ფერის ნომერი RAL პალიტრის მიხედვით, ძალიან მარტივად შეუძლია შეუკვეთოს იდენტური ფერი.

პროფილების შესაღებად გამოიყენება აკრილის საღებავი, რომელიც ქმნის გლუვ, პრიალა, თანაბარ დაფარვას  და აქვს კარგი მოჭიდება პროფილის ზედაპირთან.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა შეიძლება შეიღებოს ერთ ან ორივე მხარეს.

გარდა ამისა, შესაძლებელია ფანჯრის შეღებვა სხვადასხვა ფერად, მაგალითად: ფანჯარა გარედან იქნება შავი და შიგნიდან თეთრი (ან პირიქით).

რაც შეეხება მეტალოპლასტმასის ფანჯრებისთვის ხის ფაქტურების მინიჭებას (მუხის, წაბლის, მაკაგონის და ა.შ), როგორც უკვე ავღნიშნეთ ამისთვის იდეალურია არ შეღებვა, არამედ ლამინირება.

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფერები (RAL/RENOLIT პალიტრა)

ფასების პოლიტიკა ლამინირებულ და შეღებილ კარ-ფანჯარაზე:

ფასების პოლიტიკა ლამინირებულ და შეღებილ კარ-ფანჯარაზეRAL ფერების პალიტრის მიხედვით შეღებილი მეტალოპლასტმასის ჯარ-ფანჯრის ფასს განსაზღვრავს კომპანიის მენეჯერი.

რაც შეეხება ლამინირებულ კარ-ფანჯრების ფასების პოლიტიკას მისი ფერზე დამოკიდებულებით - სიმარტივისთვის შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ლამინირებული ფანჯრის (ე.წ. ფერადი ფანჯრის) ფასი მეტია თეთრი ფერის ფანჯრის ფასზე ფიქსირებული პროცენტით.

მაგალითად - ცალმხრივი (შიდა ან გარე) ლამინაციის შემთხვევაში, ფასს ემატება 20-25%, ხოლო ორმხრივი ლამინაციის დროს - 40-50%.

თუმცა ეს არ არის ფასის განსაზღვრის ზუსტი მეთოდი, იგი შედარებით ზუსტი იყო მაშინ, როცა კარ-ფანჯრების კომპლექტაციაში შედიოდა მხოლოდ მინაპაკეტი, რომელიც დიდი ფასის სხვაობას არ იძლეოდა (ძირითად ირჩევდნენ ერთკამერიან ან ორკამერიან მინაპაკეტს).

ეხლა კი, როცა არსებობს პროფილების ახალი სისტემა, ახალი დეკორატიული ფერები და დაფარვის მეთოდები, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები მინაპაკეტების წარმოებაში, ფურნიტურის დამატებითი ოფციები და ა. შ - კარ-ფანჯრის ფასის დათვლა უფრო გართულებულია.

ასე რომ ფასზე ზეპირად პროცენტის მომატება არ გამოვა. სტანდარტული ლამინრებული კარ-ფანჯრის შემთხვევაშიც კი - ლამინირების ტიპზე დამოკიდებულებით (ცალმხრივი შიდა ან გარე, ორმხრივი) და არჩეული ფერის მიხედვით - თეთრ კარ-ფანჯარასთან შედარებით ფასნამატმა შეიძლება შეადგინოს - 10-110%.

როგორ ავირჩიოთ ფანჯრის რაფა

როგორ ავირჩიოთ ფანჯრის რაფაფანჯრის რაფა ინტერიერის ნაწილია, რომელსაც მრავალრიცხოვანი ფუნქციები გააჩნია: მთავარი რა თქმა უნდა მისი გარეგნული იერსახეა. უვარგისი მასალისგან და უგემოვნოდ გაკეთებულმა რაფამ. შეიძლება გააფუჭოს ყველაზე ძვირადღირებული და ხარისხიანი მეტალოპლასტმასის (და არა მარტო) ფანჯრის დიზაინი.

ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილები, ადამიანები პატარაობიდან ეცნობიან გარე სამყაროს, დიდობაში კი ასევე რაფაზე დაყრდნობილი ტკბებიან ხედებით.

ფანჯრის რაფას ხშირად იყენებენ როგორც თაროს, მცენარეების დასადებად, შესაძლებელია მასზე დაშვებული იყოს ფარდები, ზოგჯერ ფანჯრის რაფა ოჯახის ცხოველების საყვარელი ადგილია, შეიძლება რაფაზე დაჯდომა და დაწოლაც კი (თუ ის ფართოა) და ა.შ.

ჩვეულებრივ, მეტალოპლასტმასის ფანჯრების შეძენის დროს, ძალიან აქტუალურია საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ფანჯრის რაფა.

დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა მასალებსგან დამზადებული ფანჯრის რაფების უზარმაზარი არჩევანი. ყველაზე გავრცელებული მასალებია:

პლასტმასი;

ბუნებრივი ქვა (გრანიტი, მარმარილო, ონიქსი);

ხელოვნური ქვა;

ხე,

"მდფ" (მერქნის მცირე დისპერსიული ფრაქცია);

“დსპ“ (მერქან ბურბუშელოვანი ფილა);

და სხვა...

როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია, მაგრამ კონკრეტულად რომელ მასაალით დამზადებულ ფანჯრის რაფაზე უნდა გაკეთდეს არჩევანი?

პლასტმასის რაფებიპლასტმასის რაფები - საკმაოდ ხელმისწვდომი ნაკეთობაა. პოლივინილქლორიდისგან დამზადებულ რაფას ეკვრება სპეციალური თერმო ლენტა. რაფაზე სურათი შეიძლება იყოს ფანჯრის ფერის იდენტური, ან შექმნას ქვისა და ხის იმიტაცია.

საკუთარი კონსტრუქციის წყალობით (შედგება რამდენიმე კამერისგან) პლასტმასის რაფა საკმაოდ მტკიცეა, გააჩნია კარგი სითბოსა და ნესტის იზოლაცია. თუმცა რა თქმა უნდა სიმტკიცით იგი ვერ შეედრება ბუნებრივ, ან თუნდაც ხელოვნურ ქვას, ამიტომ მასზე ჩამოჯდომა არ არის რეკომენდებული.

პოლივინილქლორიდის რაფას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, მასზე არ მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები.

რაც შეეხება ასეთი რაფის მონტაჟს, იგი არ არის რთული და არ მოითხოვს სპეციალურ ხელსაწყოებს. მისი დამონტაჟება შეიძლება იგივე მოწყობილობებით, რითაც მონტაჟდება მეტალოპლასტმასის ფანჯრები.

პლასტმასის რაფა შესანიშნავად ეხამება როგორც პოლივინიქლორიდის მეტალოპლასტმასის, ასევე ხის ფანჯრებს. საჭიროა მხოლოდ შესაფერისი ფერის შერჩევა.

პლასტმასის რაფა მოუხდება ნებისმიერ ინტერიერს მისი მრავალფეროვანი ფაქტურისა და ფერების გამო.

ბუნებრივი ქვის რაფები - ნატურალური ქვები, ისეთი როგორიცაა გრანიტი და მარმარილო, გამოირჩევა ბუნებრივი სილამაზით და ფაქტურების მრავალფეროვნებით. ამ თვისებების გამო თითეული ამგვარი მასალით დამზადებული რაფა ექსკლუზიურია.

ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული რაფები შესანიშნავად ერწყმის ნებისმიერ ინტერიერს, გამოიყურება ლამაზად, ესთეტიურად და მდიდრულად.

ყველაზე მტკიცედ მიიჩნევა გრანიტის რაფა. თუმცა იგი კარგად იზიდავს რადიაციას და სანამ ასეთ რაფას შეიძენთ, მოითხოვეთ სერთიფიკატი, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი უსაფრთხოა.

მარმარილო, რომელიც გამოიყენება ფანჯრის რაფების დასამზადებლად, აბსოლიტურად უსაფრთხოა, თუმცა საკმაოდ რბილია და არის ისეთი მტკიცე და ამტანი ნაკაწრების, ნაპრალების, დარტყმის და სხვა მექანიკური ზემოქმედების მიმართ, როგორც გრანიტი. ამ დეფექტების რესტავრაცია კი შემდგომში საკმაოდ რთული პროცესია.

ონიქსი ნატურალური ქვაა, რომელსაც თითქმის ისეთივე თვისებები აქვს, როგორც გრანიტს. ონიქსისთვის დამახასიათებელი განსხვავებაა ის, რომ იგი ატარებს შუქს, რაც საშუალებას იძლევა ექსკლუზიურად გააფორმოთ ფანჯარა ისე, რომ მოაწყოთ რაფის განათების ორგანიზება.

ხელოვნური ქვის რაფები - რა ლამაზიც არ უნდა იყოს ბუნებრივი, ნატურალური ქვა, ხელოვნური ქვისგან დამზადებულ ფანჯრის რაფას მასთან შედარებით გააჩნია უდავო უპირატესობა.

ხელოვნური ქვა, თითქმის არ განსხვავდება ბუნებრივი ქვისგან - ხელოვნური ქვის ფანჯრის რაფის ტექნიკური და ფიზიკური თვისებები ისეთივეა.

სპეციალური საღებავების საშუალებებით კი ხელოვნურ ქვაზე ქმნიან მრავალფეროვან და ორიგინალურ მოხატულობასა და ნახჭებს, რომლის მიღწევაც ბუნებრივ ქვაზე შეუძლებელია.

ხელოვნური ქვა შესანიშნავად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს, ცეცხლგამძლეა და არ ხუნდება.

ხელოვნური ქვისგან დამზადებული ფანჯრის რაფები შეიძლება ჩამაგრდეს (ჩაწებდეს) უნაწიბურო ზედაპირებში, ამიტომ იგი შეუცვლელია ერკერეული (ფანარის ტიპის - ფასადური სიბრტყიდან გამოწეული) რაფებისთვის.

ხის რაფები - ხე ყველაზე პოპულარული და ტრადიციული მასალა, რომლისგანაც უძველესი დროიდან ამზადებდნენ და ეხლაც ამზადებენ ფანჯრის რაფებს.

ხის რაფები მზადდება როგორც მასიური ხისგან, ასევე შეწებებული ხის დეტალებისგან 

ხის მასალას, რომლისგანაც მზადდება ფანჯრის რაფა, წინასწარ აშრობენ და ამუშავებენ ანტისეპტიკებით. ამის შემდეგ კი მასალას ფარავენ ლაქით, საღებავით ან ემალით.

ხის რაფები, რომლებიც დამზადებულია ძვირფასი, ჯიშიანი ხისგან, იფარება სპეციალური ზეთებით და ცვილით, რომელიც არა მხოლოდ იცავს, არამედ ხაზს უსვამს ხის სტრუქტურას.

პოპულარობის მიხედვით ხის მასალებში გამოირჩევა ნაძვის, ფიჭვის, კედარის მასალისგან დამზადებული ხის რაფები, მათი სილამაზის და შედარებით დაბალი ღირებულების გამო. თუმცა, ამ მასალებისგან დამზადებული ფანჯრის რაფები ადვილად დეფორმირდება. ნაკლებად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს და ნესტს.

უფრო ხარისხიანად მიიჩნევა: მუხა, რცხილა, ალუბალი, წიფელი, იფანი (კოპიტი), ეს მასალა გაცილებით მტკიცე და ხარისხიანია, თუმცა შესაბამისად მაღალია მათი ფასი.

და ბოლოს, ექსკლუზიური მასალებისგან: წითელი ხე, შავი ხე და მერანტი - ამ ხის მასალისგან დამზადებული ფანჯრის რაფები ყველაზე ძვირფასი და ხარისხიანია.

ხის რაფა, რომელიც დამზადებულია მასიური ხისგან, ძვირი სიამოვნებაა. მისი თვითღირებულების შესამცირებლად იყენებენ ხის წებოს.

შეწებება ხდება მაღალ ტემპერატურაზე მაღალი წნევის ქვეშ და თუ ამ დროს დაცული იქნა ყველა ტექნოლოგიური პროცესი, შეწებებული ხის დეტალებისგან დაზადებული რაფები ხარსხით და გამძლეობით არ ჩამოუვარდება მასიური ხისგან დამზადებულ რაფებს, ზოგიერთი მათგანი კი პარამეტრებით აღემატება კიდეც მათ (მაგალითად დეფორმაციის მიმართ გამძლეობით).

ფასის მიხედვით, ხის მასალისგან დამზადებული ფანჯრის რაფები წარმოადგენს ოქროს შუალედს პლასტმასის და ქვის ფანჯრის რაფებს შორის.

მდფ და დსპ ფანჯრის რაფები "მდფ" და “დსპ“ ფანჯრის რაფები - ბოლო დროს პოპულარობა მოიპოვა ისეთი მასალებისგან დამზადებულმა ფანჯრის რაფებმა, როგორიცაა -  „მდფ“ (მერქნის მცირე დისპერსიული ფრაქცია) და „დსპ“ (მერქან ბურბუშელოვანი ფილა).

ეს მასალები - ლამინირებული ან მელამინირებული (მელამინით დაფარული) გამოიყურება ლამაზად და ახდენს ქვის, ან ხის იმიტაციას.

თუმცა ამგვარი მასალებისგან დამზადებული ფანჯრის რაფის დამცავი შრის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა მასში შეაღწიოს ნესტმა და რაფა გაიბეროს და საკუთარი დანიშნულებისთვის უვარგისი გახდეს.

მაგრამ, თუ ფანჯრის რაფა დამზადებულია ხის გასუფთავებული ნათალისგან (ბურბუშელისგან) - ვერცალიტი (Werzalit), ამ პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან ამგვარი ტექნოლოგიით დამზადებულ მასალას გააჩნია საფარი, რომელსაც აქვს ხუთმაგი დამცავი შრე.

ამიტომ ასეთი მოდელის ფანჯრის რაფები ნესტგამძლეა, დიდხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს და პირველად ფერს.

ვერცალიტისგან (Werzalit) დამზადებული ფანჯრის რაფები ნორმალური გადაწყვეტილებაა როგორც ხის, ასევე მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფების დასამზადებლად.

პს. ფანჯრის რაფების შერჩევის პროცესს უნდა მიუდგეთ პასუხისმგებლობით. გახსოვდეთ, რომ თქვენ ირჩევთ არა ერთი დღით, არამედ იგი უნდა გემსახუროთ მრავალი წლის განმავლობაში.

ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი ფანჯარა მიმზიდველად გამოიყურებოდეს და ჰქონდეს ლამაზი, ხარისხიანი და მტკიცე რაფა, არ ღირს მასზე ეკონომიის გაკეთება, რათა თქვენი ფანჯრის არშია სიამოვნებას განიჭებდეთ ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ფანჯრის ფერდოები („ატკოსები“)  

ფანჯრის ფერდოები („ატკოსები“)ბევრ კარ-ფანჯრის დამმონტაჟებელს ძალიან არ უყვარს ფანჯრის ფერდოებთან (ე.წ. ატკოსებთან“) მუშაობა, რადგან ეს პროცესი საგრძნობლად ანელებს მონტაჟის დროს.

თუმცა, გამოსავალი არსებობს, რადგან თანამედროვე სამშენებლო მასალები საგრძნობლად ამარტივებს „ატკოსების“ გასწორების საქმეს.

დღესდღეობით, ძალიან ბევრი ადამიანი ცვლის ძველ ხის ფანჯრებს ახალი, მეტალოპლასტმასის ფანჯრებით. სწორედ ამ პროცესში, ძალიან ხშირად ზიანდება ფანჯრის ფერდოების („ატკოსები“) და რაფის ნაწილი.

ფერდოების აღსადგენად კი ადამიანების უმეტესობას სპეციალურად აღარ მოჰყავს სპეციალისტი და დამოუკიდებლად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. ძირითადად ამის გაკეთება შელესვა- მობათქაშებით და შემდეგ შეღებვით ხდება.

ფანჯრის ფერდოებს („ატკოსებს“) აქვთ არა მხოლოდ ვიზუალური, დეკორატიული ფუნქცია, არამედ იგი იცავს შენობას სიცივის შეღწევისგან, ორიპირი ქარისგან და ა.შ.

განვიხილოთ თუ ფანჯრის ფერდოების მოპირკეთების რა მეთოდები არსებობს და რა მასალები შეიძლება იქნეს ამისთვის გამოყენებული:

შეღებვა-მობათქაშება -  საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც დროს მოითხოვს - რამდენიმე დღიდან - რამოდენიმე კვირამდე. მიუხედავად ამისა,  ბათქაში ყველაზე მყარ მასალად მიიჩნევა.

ბათქაშის ხსნარით მუშაობის დაწყებამდე, აუცილებელია ფანჯრების დაფარვა სამონტაჟო წებობანი ლენტის („სკოჩი“) ლენტის საშუალებით, რათა არ მოხდეს ფანჯრის შიგნით ცემენტის მტვრის შეღწევა, რამაც შესაძლოა ფანჯრის გაღება-დაკეტვის მექანიზმი დააზიანოს.

ბათქაშის ნაზავი მზადდება პროპორციით 1 : 3 (ცემენტი და სილა). წყალი ემატება იმ რაოდენობით, რომ ნაზავი არ ჩამოიღვენთოს ზედაპირიდან.

მობათქაშების დროს, ტემპერატურა შენობაში უნდა იყოს 15-25 გრადუსი, ხოლო ტენიანობა არ უმდა აჭარბებდეს 70%-ს.

ამის შემდეგ, ბათქაში უნდა გასწორდეს, შემდეგ გაშრეს, ბოლო ოპერაცია კი არის ფითხიტ გალესვა - შეფითხნა (ე.წ. „გაშპაკლვა).

ამგვარი მეთოდით ფერდოს მოპირკეთების მინუსი, გარდა იმისა, რომ შრომატევადი პროცესია, არის ის, რომ იგი ატარებს შენობაში სიცივეს.

თაბაშირ-მუყაო (ე.წ. „გიფსოკარდონი“) - პირველ რიგში, თაბაშირმუყაო უნდა იყოს ნესტგამძლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასში ტენის შეღწევის შედეგად შეიძლოება გაჩნდეს ობი.

თაბაშირ - მუყაოთი ფერდოების მოპირკეთება გამოირჩევა სისწრაფით, მოხერხებულობით და სიმარტივით.

ხშირად გამოიყენება იქ, სადაც არის დიდი ღიობები. მონტაჟს დროს თაბაშირ მუყაოს ჭრიან სასჭირო ზომებზე. გაკვრამდე კი რეკომენდებულია მათ ქვემოთ სპეციალური ქაფის შემცველი ლენტის ან პენოპლასტის დაყენება.

თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთებული ფერდო შეიძლება გაფორმდეს ნებისმიერი ხერხით - შეიღებოს, დაეწებოს სარეცხი შამპუნი ან თვითწებვადი ლენტი და ა.შ.

ფანჯრის ფერდოების (ატკოსების) თაბაშირ-მუყაოთი მოპირკეთების უარყოფითი ფაქტორია ის, რომ დროთა განმავლობაში საჭიროა მისი რემონტი, რადგან ნესტი არღვევს და აზიანებს მასალას.

პლასტმასიყველაზე პოპულარული მასალაა, რომელიც გამოიყენება ფანჯრის ფერდოების მოსაპირკეთებლად.

პოპულარობის მიზეზია ის, რომ მასალა არ არის ძვირადღირებული, დამონტაჟება ადვილია, ხოლო გარეგნული იერ სახე საკმაოდ ეფექტურია.

არსებობს ლამინირებული პლასტმასის ფერდოებიც, რომელიც ეფექტურია არა მხოლოდ მეტალოპლასტმასის. არამედ ხის ფანჯრების ფერდოების მოსაპირკეთებლად.

ძირთადად გამოიყენება ორი სახის პლასტმასის პანელები: მასიური პლასტმასის პანელები და სენდვიჩ პანელები.

ფანჯრის ღიობს ფითხავენ („შპაკლავენ“), აყენებენ თბოიზოლატორს და შემდეგ ამონტაჟებენ პლასტმასის პანელს (სამონტაჟო ქაფზე). პირაპირებს ამუშავებენ სილიკონით.

სენდვიჩ-პანელებისენდვიჩ-პანელები - ზოგიერთ შემთხვევაში, ფანჯრის ფერდოების (ატკოსების) მოპირკეთება ხდება სენდვიჩ პანელებით. 

ფანჯრის ფერდოსთვის განკუთვნილი სენდვიჩ პანელი წარმოადგენს სამშრიან პანელს, რომლის ორი გარე შრე წარმოადგენს დეკორატიულ პლასტმასს, ხოლო შუა შრე მათბუნებელს (პენოპოლისტიროლი).

მასალა, რომელიც გამოიყენება მათბუნებლის სახით, შეიძლება იყოს ორგვარი: ადვილად აქაფებადი ან ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი.

პლასტმასს, რომლითაც მოპირკეთებულია სენდვიჩ პანელი, გააჩნია ფერთა პალიტრის ფართო არჩევანი, ამიტომ საკუთარი ფანჯრის ფერდოების მოსაპირკეთებელი პანელის ფერის შერჩევა არ წარმოადგენს სირთულეს.

პლასტმასის სენდვიჩ პანელები ფანჯრის ფერდოების მოპირკეთების ყველაზე ოპტიმალურ არჩევნად მიიჩნევა.

ამგვარი პანელებით მოპირკეთებული მეტალოპლასტმასის და ხის ფანჯრების ფერდოები („ატკოსები“): მიმზიდველად გამოიყურება, მონტაჟის დროს არ სჭრდება სპეციალური მოწყბილობები, კარგად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს (არ იყინება და არ ზიანდება ყველაზე მკაცრი ყინვების დროს), უძლებს ნესტს (ფანჯრის მინაზე არ გროვდება კონდენსატი), არ ლპება, გააჩნია ხმაურის კარგი იზოლაცია, არის მტკიცე და ძლებს ხანგრძლივი წლების განმავლობაში.

თუმცა პლუსების გარდა, სენდვიჩ პანელებს გააჩნია მინუსებიც: იგი ვერ უძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურას, მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შესაძლოა მისი გახუნება.

მისი მონტაჟი ძალიან მარტივია - წინასწარ მაქსიმალურად სუფთავდება ფანჯრის ფერდოები („ატკოსები“) და ხდება ყველა სიცარიელის ამოვსება.

შემდეგ იზომება ფერდოები („ატკოსები“) და გამოიჭრება შესაბამისი ზომის სენდვიჩ პანელები. ამის შემდგომ, იწყება მონტაჟიც - პიოველ რიგში, პირველადი - U ან J ფორმის პროფილები მაგრდება ფანჯრის ზემოთ, ხოლო შემდეგ გვერდებზე, ხოლო ამ პროფილებში უკვე ჩაისმება პანელები მცირე დახრით

შოვების ამოვსება ხდება სამონტაჟო ქაფით, ხოლო თავად პანელების დამაგრება თხევადი ლურსმნით - ჯერ მონტაჟდება წინა პანელი, ხოლო შემდეგ ამგვარადვე მაგრდება გვერდითა პანელები.

ხისა და კორპის მასალა - ხის ფერდოების („ატკოსების“) დასამზადებლად გამოიყენება შეწებებული ხის დეტალები, რომლებიც ნესტისა და გარემო ფაქტორებისგან დაცვის მიზნით, დამუშავებულია სპეციალური ხსნარით.

ხის მასალა ძირითადად გამოიყენება ხის ფანჯრების ფერდოების („ატკოსების“) დასამზადებლად. სასურველია ფერდოების მასალა დამზადებული იყოს იგივე ხისგან, რომლისგანაც დამზადებულია თავად ფანჯარა (მაგალითად - წაბლის ხის ფანჯრებს გაუკეთდეს წაბლისგანვე დამზადებული ფერდოები („ატკოსები“).

ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაემთხვეს ფერი და შეიქმნას კარგი ვიზუალური სურათი.

ხის ფერდოების („ატკოსების“) დადებითი თვისებებებია ის, რომ იგი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, გააჩნია ექსპლუატაციის საკმაოდ ხანგრძლივი ვადა, აქვს ფრების შერჩევის ფართო გამა, ვიზუალურად ლამაზია და გამძლეა დეფორმაციის მიმართ.

მათი უარყოფითი მხარე ფაქტირუად მხოლოდ მაღალი ფასია და სხვა არაფერი.

კიდევ ერთი მასალა, რომელიც გამოიყენება ხის ფანჯრების ფერდოების („ატკოსების“) დაამზადებლად არის კორპი.

ფერდოებში ქვედა ფენად კეთდება თაბაშირ მუყაო, ხოლო ფასადის მოპირეთება ხდება მუხის კორპით. ამის შედეგ კორპს ესმება ლაქი, ზეთი ან ცვილი. მართალია ასეთი ფერდოები („ატკოსები“)  იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ქვს ძალიან ლამაზი, ორიგინალური იერ-სახე და კარგი ფიზიკური თვისებები (თბოიზოლაცია, ნესტგამძლეობა).

მისი მინუსია მასალის სირბილე (სუსტია მექანიკური ზემოქმედების მიმართ) და საკმაოდ მაღალი ფასი.

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფერები/დიზაინი


მონტაჟის შემდეგ (როგორ მოვუაროთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას)


 მონტაჟის შემდეგ (როგორ მოვუაროთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას)მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა მაღალტექნოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც გამოირჩევა ფუნქციონალობით, ეფექტური დიზაინით და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსტრუქციებს გააჩნიათ შესანიშნავი მახასიათებლები, ნაკეთობების საიმედობა დამოკიდებულია რეგლამენტურ ოპერაციეებზე, რაც მოიცავს პროფილებისა და ჩარჩოების სისტემატურ გაწმენდას, ფურნიტურის დაზეთვას და რეზინების (მამკვრივებლების) გაპოხვას.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლის პროცესში, ყურადღება უნდა მიექცეს ამ ნაკეთობების თავისებურებებს და მომსახურება განხორციედდეს აუცილებლად - კომპლექსურად.

ამიტომ, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დეტალურად განვიხილოთ იმ ძირითადი დეტალების მოვლის მეთოდები, რისგანაც შედგება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების კონსტრუქცია.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მოვლისა და მომსახურებისთვის არ არის საჭირო სპეციალისტის გამოძახება, ან პროფესიონალური ჩვევების ფლობა. პვქ კარ-ფანჯრების მოვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლის საშუალებები

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლის საშუალებებითუ ადრე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მფლობელებს უხდებოდათ სამეურნეო და სამშენებლო მაღაზია/მარკეტებში სიარული, რომ შეერჩიაით საკუთარი კონსტრუქციების მოვლის საშუალებები, დღეს ამის საჭიროება აღარ არის, რადგან თითქმის ყველა მწარმოებელთან შეიძლება შეიძინოთ მოვლის საშუალებების კომპლექტი „აფთიაქი“, რომელიც შეიცავს 

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ყველა ცნობილ მწარმოებლებს, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა: Fenosol, КВЕ, Edel Weiss და სხვა... გააჩნიათ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლის სპეციალური კომპლექტები.

ეს ნაკრებები შეიცავენ:

• პოლივინილქლორიდის გასაწმენდ და სარეცხ საშუალებებს,

• მეტალის დეტალებისთვის განკუთვნილ აეროზოლებს,

• ფურნიტურის დასაზეთ სპეციალურ ხსნარებს;

• მამკვრივებელი რეზინების საპოხ სპეციალურ საშუალებებს;

• სპეციალურ მინის საწმენდ ნოტიო საფენებს;

თუ ასეთი კომპლექტი შეიძინეთ, მიაქციეთ ყურადღება - რამდენად მოსახერხებელია და ეფექტურია მისი ექსპლუატაცია. ჩვეულებრივ ისინი საკმარისია 2 ოთახიანი ბინის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ორი წლის განმავლობაში მოსავლელად.

სახლის პირობებში

თუ ასეთი კომპლექტები თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის ფასის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, რა თქმა უნდა შესაძლებელია ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებების ან საპნიანი ხსნარის გამოყენება.

გაითვალისწინეთ, რომ  წყალი უნდა იყოს თბილი შეიძლება მასში საპონის ან ცოტაოდენი სარეცხი საშუალების დამატებაც.

თუმცა, სარეცხი საშუალების შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. პირველ რიგში საჭიროა შეამოწმოთ მისი რეაქცია ფანჯრის მცირე მონაკვეთზე, დაელოდოთ მცირე ხნის განმავლობაში და შემდეგ დაამუშავოთ ფანჯრის მთელი ზედაპირი.

არ შეიძლება სარეცხი საშუალებებში არ უნდა იყოს აბრაზიული (წვრილმარცვლოვანი ან ფხვნილისებრი) ნივთიერებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის კორპუსზე დარჩება მიკრონაკაწრების კვალი, რომელიც შესაძლოა მაშინვე ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ მათში ჩაჯდება მტვერი და ჭუჭყი, რაც ფანჯრის იერსახეს საგრძნობლად დააზიანებს.

შესაძლებელია ხალხური რეცეპტების გამოყენებაც - მაგალითად წყალში ჩაუმატოთ ლიმონის წვენი ან წყალბადის ზეჟანგი.

შეიძლება გახეხოთ და წყალში ჩაუმატოთ საყოფაცხოვრებო საპონი (მათეთრებელი ეფექტის გარეშე). მიღებული ფაფისმაგვარი მასა კი გამოიყენოთ პოფილებისა ჩარჩოების ზედაპირის გასაწმენდად.

ზემოთ ჩამოთვლილი ოჯახური საშუალებები შეიძლება არ იყოს ისე ეფექტური, როგორც ქიმიური სარეცხი საშუალებები, თუმცა თუ კარ-ფანჯარა არ არის ღრმად დაბინძურებული და ეს დაბინძურება არ არის ძალიან ძველი, ისინი მალე დაუბრუნებენ კონსტრუქციას პირველად იერ-სახეს.

პროფილების მოვლა

პროფილების მოვლამეტალოპლასტმასის ფანჯრის და პროფილების გაწმენდის პროცედურა გულისხმობს სპეციალური გამწმენდი საშუალებების გამოყენებას.

გამწმენდი სითხე პროფილზე უნდა დაიტანოთ სპეციალური რბილი ქსოვილით, შემდეგ კი დააცადოთ გაშრობა. გაშრობის შემდეგ უნდა მოხდეს მისი წყალში დასველებული და კარგად გაწურული ნოტიო ქსოვილით კარგად გაწმენდა.

თუ პროფილის ზედაპირი ძლიერ დაბინძურებულია და მასზე აღინიშნება დამცავი ლენტისგან დარჩენილი წებოს კვალი, ნუ გამოიყენებთ მის მოსაშორებლად მავთულის ღრუბელს ან დანას. ამისთვის საკმარისია წყალში გახსნათ მცირეოდენი სარეცხი ფხვნილი გამათეთრებელი ეფექტით იმ შეფარდებით, რომ მიიღოთ ფაფოვანი მასა.

შემდეგ დაიტანეთ ეს მასა პროფილის პრობლემურ ადგილებზე, დააცადეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამორეცხეთ თბილი საპნიანი წყლით. შედგეად მოშორდება როგორც ლენტის კვალი, ასევე სხვა ძლიერი დაბინძურების ნიშნები.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პროფილების გასაწმენდად აბრაზივის და გამხსნელების შემცველი საშუალებების გამოყენება. თუ მწარმოებლის მიერ მოწოდებული სპეციალური საშუალებები არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხი ფხვნილი ან საპნიანი ხსნარი (იხილეთ ზემოთ).

მნიშვნელოვანია! - შეცდომაა, როცა მომხმარებელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ აშორებს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას დამცავ ჭრელ ლენტებს (რომელზეც უმეტეს შემთხვევაში მწარმოებელი ფირმის სახელწოდება და რეკვიზიტებია დატანილი).

ამ შემთხვევაში, ხდება წებაოვანი მასის პროფილის ზედაპირში ისე ღრმად ჩაჯდომა, რომ შემდეგ მისი მოცილება სპეციალური გამწმენდი საშუალებებისა და დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.

ამიტომ, კარ-ფანჯრის მონტაჟის და სალესი სამუშაოების დამთავრებისთანავე, როცა აღარ იარსებებს პროფილის ზედაპირის დაზიანების რისკი, რეკომენდებულია დამცავი ლენტების მაშინვე მოცილება. ამ ეტაპზე ეს ძალიან ადვილია და გიხსნით მომავალი დიკომფორტისგან.

მინაპაკეტების მოვლა

მინაპაკეტების მოვლაპროცესი ითვალისწინებს მინაპაკეტის დაცვას ნაპრალებისგან, ნაკაწრებისგან დარტყმისგან და სხვა სახის ზემოქმედებისგან.

მინაპაკეტების გაწმენდა/გარეცხვა ხდება ჩვეულებრივი სარეცხი საშულებებით, რომლებიც არ შეიცავენ აგრესიულ ქიმიურ ელემენტებს, მათ შორის გამხსნელებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალოდ საპნიანი ხსნარი.

არ არის რეკომენდებული მინაპაკეტების გაწმენდა მყარი ან უხეში ღრუბელითა და ქსოვილით, ასევე მჭრელი საგნებით. კარგია რბილი ქსოვილის ტილო ან სპეციალური მასალის ტილო - მიკროფიბრა.

მინაპაკეტის გაწმენდა უნდა მოხდეს ზემოდან ქვემოთ. პროცედურის თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც პროფილების გაწმენდის შემთხვევაში - საპნიანი წყალი - გაწმენდა და გაშრობა.

გაწმენდის შემდეგ, აუცილებელია მინაპაკეტების გამშრალება რბილი ნატურალური ნაჭრით ან რბილი ღრუბლით. ამ მიზნისთვის არ არის რეკომენდებული სინთეტიკური ან ბამბის ქსოვილები, რადგან ისინი აუცილებლად დატოვებს მინაზე კვალს. გარდა ამისა მინაზე დარჩება ქსოვილის ბოჭკოებიც.

ზოგიერთ დიასახლისს აინტერესებს - შეიძლება თუ არა მეტალოპლასტმასის ფანჯრების - კერზოდ მინაპაკეტების გაწმენდა სარეცხი საშუალებების გარეშე. რა თქმა უნდა შესაძლებელია, უბრალოდ უნდა დაუმატოთ თბილ წყალში მცირე რაოდენობით ნიშადურის სპირტი. სამაგიეროდ აღარ დაგჭირდებათ მინიდან საპნის ან სარეცხი საშუალებების ნარჩენების მოცილება, მინა კი გახდება ბზინვარე.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ტონირებული მინაპაკეტი, მისი გაწმენდის დროს არ ინერვიულოთ, რომ შესაძლოა დააზიანოთ მინის ტონირება, მწარმოებლებს ის ფანჯრის შიდა მხარეს აქვთ დამინტაჟებული.

ზოგჯერ, მწარმოებლებს მოხმარებლის სურვილით გაფორმებული აქვს მინაპაკეტი ვიტრაჟული სურათებით, ამ შემთხვევაში, უნდა დაზუსტდეს მწარმოებელთან შესაძლებელია თუ არა ასეთი მინის გასაწმენდად გამოყენებული იქნას „წყლის პროცედურები“.

გაითვალისწინეთ! 

• მინაპაკეტის გასაწმენდი საპნიანი სითხის მომზადების დროს, უმჯობესია გამოიყენოთ არა თხევადი საპონი, არამედ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ხოლო ნიშადურის სპირტის ნაცვლად - ძმარი - პროპორციით - 1 ნაწილი ძმარი - 10 ნაწილ წყალთან.

• განსაკუთრებით გულდასმით გაწმინდეთ მინაპაკეტის კუთხეები - ანუ ის მონაკვეთები, სადაც მინა პროფილშია ჩასმული. სწორედ ამ ადგილებში გროვდება ყველაზე მეტი მტვერი და ჭუჭყი.

• არ ღირს მინაპაკეტებზე ან პროფილებზე მტვრის ან ჭუჭყის დანახვისთანავე დაიწყოთ მინების გენერალური რეცხვა. საქმე იმაშია, რომ აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემო პირობებიც. მინების გაწმენდა რეკომენდებულია ღრუბლიან ამინდში, რადგან მზის სხივები მომენტალურად აშრობს მინაპაკეტს და პროფილის პლასტმასს, ამიტომ სარეცხი საშუალებები შეაშრება მინას და პლასტმასს დატოვებს არასასიამოვნო კვალს.

• რეცხვა და წმენდა განახორცილეთ გულდასმით გაწურული ტილოთი ან ღრუბლით, რადგან ზედმეტი წყალი დატოვებს ნაკადისა და სარეცხი საშუალებების კვალს, რომლის მოცილებაც შემდგომ საკმაოდ პრობლემატურია.

• ხშირი გაჭუჭყიანებისგან დასაცავად, მინაპაკეტზე შეიძლება წაუსვათ შემდეგი ხსნარი - ერთმანეთში შერეული - ორი სუფრის კოვზი გლიცერინი, ერთი სუფრის კოვზი წყალი და რამდენიმე წვეთი ნიშადური სპირტი. ეს ხსნარი მინაზე წარმოქმნის უხილავ დამცავ შრეს.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და მინაპაკეტების დროული და სწორი მოვლა არის გარანტია, რომ პაკეტი გემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში ისე, რომ შენარჩუნებული ექნება პირველადი იერ-სახე.

ფურნიტურის მოვლა

ფურნიტურა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების გამართულად მუშაობის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ფურნიტურაში შემავალი მექანიზმები განიცდიან ყოველდღიურ დატვირთვას და შესაბამისად ითხოვენ განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება კონსტრუქციის გამართულად მუშაობას.

ექსპლუატაციის პროცესში, ბევრია ქუჩიდან შემოსული მტვერი, რომელიც დროთა განმავლობაში ჭუჭყად გადაიქცევა, რაც ზრდის ცვეთის პროცესს და ფურნიტურის მოძრავი დეტალების ხახუნს.

შედეგად, შესაძლებელია ფანჯრის ან კარის სახელური გაიჭედოს, ან მის მოსაბრუნებლად საჭირო გახდეს მეტი ძალა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა დაზიანდეს მექანიზმი და კიდევ უარესი - თავად სახელური.

ფურნიტურის მოვლა არ არის რთული, საკმარისი პერიოდულად (მინიმუმ წელიწადში ორჯერ) საკეტების, ანჯამების და გასაღებ-გადმოსაღები, გასაწევი კარების ან ფანჯრის მოძრავი გორგოლაჭების, ან სხვა სახის მოძრავი თუ უძრავი მექანიზმების დაზეთვა.

დაზეთვა უმეტეს შემთხვევაში შეძლება მოხდეს როგორც მწარმოებლის მიერ მოწოდებული სპეციალური მოვლის საშუალებებით, ასევე ჩვეულებრივი მანქანის ზეთით ან ტექნიკური ვაზელინით. შესაძლებელია WD-40 და სილიკონის საპოხი საშუალებით გაპოხვაც (ამ საკითხს ქვემოთ დეტალურად შევეხებით).

საჭიროა თითეულ დეტალზე მოხვდეს არაუმეტეს ორი წვეთი ზეთი. დაზეთვის პროცესში მუდმივად ამოძრავეთ კარ-ფანჯრის სახელური (თითქოს აღებთ და კეტავთ ფანჯარას), ამგვარად ზეთი თანაბრად გადანაწილდეს ყველა დეტალის ზედაპირზე.

აუცილებელია ანალოგიურად გაიწმინდოს და დაიზეთოს მეტალოპლასტმასისი კონსტრუქციაში შემავალი მეტალის ყველა დეტალი და ჭანჭიკი, შემოწმდეს და თუ მოშვებულია, დამაგრდეს.

რეზინების (მამკვრივებლების) მოვლა

რეზინების (მამკვრივებლების) მოვლარეზინები წარმოადგენს ელასტიურ გამასქელებელს (მამკვრივებელს), რომელიც განთავსებულია ფანჯრის და კარების ჩარჩოს მთელს პერიმეტრზე ჩარჩოსა და საგდულს შორის. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ჰერმეტულობაში. 

სწორედ ის არის პასუხისმგებელი, რომ შენობაში ზამთარში არ შეუშვას ცივი ჰაერი, ზაფხულში მტვერი და უზრუნველყოს ხმაურის იზოლაცია.

ფაქტია, რომ ყოველდღიურად ყველაზე მეტი ძალა, მეტალოპლასტმასების ექსპლუატაციის დროს ადგება სწორედ რეზინებს - მისი შეკუმშვა-გაშლის თვალსაზრისით.

ფაქტია, რომ რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს რეზინის მამკვრივებელი, ადრე თუ გვიან იგი გაცვთება. იმისთვის, რომ შემცირდეს რეზინის მამკვრივებლების ცვეთა, მწარმოებლები, ჯერ კიდევ წარმოების პროცესში, მის ზედაპირს ფარავენ დამცავი საშუალებებით, რომელიც გარს ეკვრის რეზინის მამკვრივებელს უხილავი ლენტის სახით.

იმისთვის, რომ განახლდეს დამცავი შრე და რეზინი დარბილდეს, პერიოდულად საჭიროა რეზინების დაზეთვა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კი (როცა რეზინები გამაგრებულია და სრულიად დაკარგული აქვს ელასტიურობა) რეკომენდებულია მისი შეცვლა.

რითი უნდა გაიპოხოს რეზინები? - რეზინის საპოხი საშუალებების ძირითადი ამოცანაა - დაიცვას იგი ნესტისა და სიცივის ზემოქმედებისგან.

ამ ამოცანას შეიძლება ბევრი საშუალება გაუმკლავდეს, თუმცა მთავარია გახსოვდეთ, რომ მათ შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს სპირტი, ტუტე ან გამხსნელი ნივთიერებები. 

წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება რეზინის სტრუქტურის დარღვევა, რაც მათი ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.

მამკვრივებელი რეზინების გაპოხვა რა თქმა უნდა უმჯობესია სპეციალური საპოხი საშუალებით, რომელიც შედის მეტალოპლასტმასის მოვლისთვის განკუთვნილ სპეციალურ კომპლექტებში.

მაგალითად, Fenosol - ის ფირმას აქვს რეზინების მოვლის სპეციალური საშუალება სახელწოდებით - Fenoflex, რომელიც არა მხოლოდ იცავს რეზინებს გარე ფაქტორების ზემოქმეედბისგან, არამედ ამცირებს მათ ცვეთას 20-25%-ით.

ყველა ასეთი პროფესიონალური საშუალება არატოქსიკურია, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და არ აზიანებს პლასტმასისა და რეზინების სტრუქტურას.

მაგრამ, თუ მწარმოებლის მიერ მოწოდებული საპოხი საშუალებები ამა თუ იმ მიზეზით თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, არსებობს სხვა ალტერნატიული ვარიანტები:

wd-40 მოვლა სილიკონის საპოხი საშუალება 

WD-40 

გლიცერინი

ვაზელინი 

როგორ გავპოხოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის რეზინები (მამკვრივებლები) - უპირველეს ყოვლისა უნდა ავღნიშნოთ, რომ გაპოხვა რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ - ზამთრის და ზაფხულის სეზონის წინ.

პირველ რიგში რეზინები უნდა გაიწმინდოს თბილ, საპნიან წყალში დასველებული რბილი ნაჭრით ან ღრუბელით, შედეგ კი კარგად გამშრალდეს.

საპოხი მასალა უნდა წაუსვათ რეზინის მთელ გარე ზედაპირზე. ყველაზე მარტივი წასასმელია WD-40 - უბრალოდ აეროზოლის საშუალებით უნდა მიასხუროთ რეზინის მთელს სიგრძეზე.

თუ გაპოხვა კრემისმაგვარი საშუალებებით უნდა მოხდეს (სილიკონის საპოხი, ვაზელინი) - საჭიროა მცირე ზომის რბილი ფუნჯი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეზინის მთელს ზედაპირზე საპოხის განაწილება (თუ ფუნჯი არ გაქვთ. შეიძლება ხელით წასმაც).

თხევადი საშუალებების გამოყენებს შემთხვევაში (გლიცერინი), საჭიროა ბამბის ტამპონები.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის რეზინების გასაპოხად საჭიროა სულ რაღაც 10-15 წუთი - მეტი ან ნაკლები (გააჩნია რაოდენობას), რის შემდეგაც საგდულები მაშინევ უნდა დაიხუროს.

იხილეთ ვრცლად: მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის მოვლა / ექსპლუატაცია


ზამთრის რეჟიმზე გადაყვანა


მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ზამთრის რეჟიმზე გადაყვანაალბათ მომხმარებლისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებში გათვალისწინებულია ზამთრისა და ზაფხული რეჟიმები.

ზამთრის რეჟიმში გადაყვანა საჭიროა იმისთვის, რომ პროფილი და საგდული მჭიდროდ ეკვროდეს ერთმანეთს და არ ატარებდეს ცივ ჰაერს.

იმისთვის, რომ მარტივად შეამოწმოთ, თუ რომელ რეჟიმში იმყოფება თქვენი კარ-ფანჯარა, საკმარისია საკეტში ჩააყოლოთ ქაღალდის ფურცელი. ფანჯრის ან კარების ჩაკეტვის შემდეგ შეეცადეთ ქაღალდის გამოღებას. თუ იგი ადვილად გამოცურდა, თქვენი კარ-ფანჯარა ზაფხულის რეჟიმზეა, ხოლო თუ ფურცელი ვერ გამოიღეთ, მაშინ ის ზამთრის რეჟიმზე ყოფილა დარეგულირებული.

თუ ამ ხერხით დარწმუნდით, რომ თქვენი კარ-ფანჯარა ზაფხულის რეჟიმში იმყოფება, საჭიროა ზამთრის რეჟიმზე გადაყვანა, რომელიც ხდება შემდეგნაირად:

უნდა შეამოწმოთ საკეტების (ჩამკეტი მექანიზმის) ყველა მომჭერი (ე.წ. ექსცენტრიკი) (ან ერთი დიდი მომჭერი (ექსცენტრიკი).

ექსცენტრიკების რაოდენობა და ფორმა დამოკიდებულია ფანჯრის ზომაზე და საკეტის კონსტრუქციაზე, რადგან ფურნიტურა სხვადასხვა კარ-ფანჯარაში შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ მომჭერები/ექსცენტრიკები (პოჭოჭიკი) შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის:

ამის შემდეგ, იმისთვის, რომ ფანჯრები ან აივნის კარებები გადაიყვანოთ ზამთრის რეჟიმში, შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით ეს მომჭერები/ ექსცენტრიკები (ან ერთი მომჭერი/ექსცენტრიკი) უნდა გადაიყვანოთ (გადაატრიალოთ) სპეციალურ (საპირისპირო) მდგომარეობაში.

მაგალითად, შეატრიალოთ ექსცენტრიკი ისე, რომ გრძელი ნაჭდევი მიმართული იყოს საგდულის მამკვრივებელი რეზინის მხარეს.

თუ ფურნიტურას აქვს მრგვალი გლუვი ექსცენტრიკები, ჭდეების გარეშე, უნდა მოხდეს მისი შეტრიალება ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში მიჭერის ძალა იქნება მაქსიმალური.

მნიშვნელოვანია - იმისათვის, რომ საგდულების მიჭერის სიმკვრივე იყოს თანაბარი, აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყველა მომჭერის/ექცენტრიკის მდგომარეობა, რომლებიც განთავსებულია საგდულის ტორსის გასწვრივ.

მათი რაოდენობა დამოკიდებულია კონსტრუქციის სიმაღლეზე. მაგალითად, სტანდარტულ ფანჯარაზე არის სამი ექსცენტრიკი.

თანამედროვე ფურნიტურებში, ასეთი ექსცენტრიკები შეიძლება განთავსებული იყოს საგდულის ტორსის მთელს პერიმეტრზე, ამიტომ, არ უნდა დაიზაროთ და შეამოწმოთ ექცენტრიკები ყველგან (ქვემოთ, ზემოთ, შუაში). დაიმახსოვრეთ, რომ მათი რეგულირება უნდა იყოს ერთი და იგივე ყველა ექცენტრიკისთვის.

ზაფხულის რეჟიმზე გადაყვანა - არ უნდა დაგავიწყდეთ საკეტის მომჭერების ზაფხულის რეჟიმზე გადაყვანა.

ეს საჭიროა იმისათვის, რომ ზაფხულში საგდულების და პროფილის მჭიდრო კონტაქტი საჭირო აღარ არის. ამ დროს ზედმეტი ძალა ადგება მამკვრივებელ რეზინებს და ხდება მათი დაჩლუნგება და ცვეთა.

პროცედურა იგივეა, უბრალოდ იგივე ინსტრუმენტების გამოყენებით დააბრუნებთ მომჭერ-ექსცენტრიკებს საწყის მდგომარეობაში.

ანუ, თუ ექცენტრიკს აქვს ნაჭდევი, გრძელი ნაჭდევი მიმართული იყოს საგდულის მამკვრივებელი რეზინის მოპირდაპირე მხარეს. ხოლო თუ ექცენტრიკი გლუვია, ნაჭდევი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში

იხილეთ ვრცლად - მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ზამთარი/ზაფხულის რეჟიმზე გადაყვანა

 


მწერებისგან დამცავი ბადეები


მწერებისგან დამცავი ბადეებიგაზაფხულის დადგომისთანავე - ბუზების, ქინქლებისა და კოღოების მთელი ამალა ემზადება საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმისათვის.

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ პრობლემის თავიდან ასაცილებად არის მწერებისგან დამცავი ბადეების შეძენა, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს მთელს სახლში დღისა და ღამის განმავლობაში.

გარდა მწერებისა, ამგვარი ფამცავ ბადეები უზრუნველყოფებს მტვრისგან, ჭუჭყისგან, ჩამქრალი თუ ჩაუმქრალი სიგარეტის ნამწვევებისგან და სხვა და სხვა...

დამცავი ბადის სერჩევის წინ, არჩევანის გაკეთებამდე, უმჯობესია კარგად გაერკვეთ თუ როგორი ტიპის დამცავი ბადის შეძენაა უმჯობესი. რომელი მათგანი უფრო ეფექტურად გაააკეთებს თავის საქმეს და შეავსებს სახლის დიზაინს ესთეტიკური თვალსაზრისით.

დიახ, მწერებისგან დამცავი ბადე უნდა იყოს არა მხოლოდ ეფექტური და მოსახერხებელი, არამედ ლამაზიც და ეს ყველაფერი ერთად ქმნიდეს სახლში სიმყუდროვეს.

არსებობს მწერების ფანჯრიდან და კარებიდან შენობაში შეღწევის საწინააღმდეგო ბადეების რამდენიმე ტიპი.

ზოგადად მიმოვიხილოთ თითეული ეს სახეობა, რათა ჩამოვყალიბდეთ, თუ კონკრეტულად რაზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ არჩევანი.

ბადე ჩარჩოებზე - ეს ყველაზე პოპულარული და გავრცელებული მწერების საწინააღმდეგო ბადის ტიპია, რომელიც გამოიყენება კარ-ფანჯრებისთვის.

მისი უპირატესობაა მარტივი მონტაჟი ნებისმიერი ტიპის ფანჯარაზე (მეტალოპლასტმასი, ალუმინი და ხე) ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

ამგვარი ბადე არის ორი ტიპის:

პირველი - ყენდება შენობაში - ფანჯრის საგდულის შიგნით,

მეორე - ყენდება შენობის გარეთ - ფანჯრის ღიობზე.

თუ ბადე უნდა დამონტაჟდეს ფანჯრის გარეთ, საჭიროა ფანჯრის კონსტრუქციის შესაბამისი ცვლილებები მისი დაყენების დროს. ამიტომ უფრო პოპულარულია პირველი ვარიანტი, როცა ბადე ყენდება შიგნიდან - გასაღებ საგდულზე (რაზაზე).

ჩარჩოს ტიპის ბადის არჩევის დროს, ყურადღება უნდა მიაქციოთ ჩარჩოს მასალის ხარისხს. ჩარჩო შეიძლება იყოს პოლივინილქლორიდის ან ალუმინის. უფრო მტკიცეა და უმჯობესია ალუმინის ჩარჩო.

რაც შეეხება თავად ბადის კედლებს, მეტი სიმყარისთვის უმჯობესია თუ მისი სისქე იქნება 1მმ. (იწარმოება 0.6-დან 1,5 მმ-მდე სისქის ბადეები).

ფანჯრის პროფილებისა და კუთხეების ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, ყოველგვარი ჩაღრმავებებისა და ნაპრალების გარეშე, რადგან დროთა განმავლობაში მათში გროვდება მწერები და აფუჭებს გარეგნულ იერ-სახეს.

დამცავი ბადის ჩარჩო იდეალურად მჭიდროდ უნდა იჯდეს ფანჯრის მთელს პერიმეტრზე.

სასურველია თუ ყურადღება უნდა მიექცევა ბადეზე არსებულ სახელურებს, რომელიც შექმნილია მათი მოსახერხებელი მონტაჟისთვის.

ყველაზე ხშირად ეს სახელურები დამზადებულია:

1. რბილი პლასტმასისგან და მაგრდება რეზინების საშუალებით;

2. მყარი პლასტმასისგან და მაგრდება მოქლონების საშუალებით;

3. მეტალოპლასტმასისგან და მაგრდება მოქლონების საშუალებით;

პირველი ვარიანტის ექსპლუატაციის ვადა - 2 წელია, მეორე ვარიანტის - 5 წელი, ხოლო მესამე ვარიანტისა - 10 წელი.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩარჩოს ტიპის ბადის შეკვეთა ხდება ფანჯრის ღიობების სწორი გაზომვით. ამიტომ, უმჯობესია თუ ამას გააკეთებს სპეციალისტი.

რულონური ბადეებირულონური ბადე - რულონური მწერებისგან დამცავი ბადე ძალიან წააგავს ე.წ. „როლშტორს“.

მოწყობილობა ანალოგიურია და მუშაობს ჟალუზის პრინციპით - საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი მარტივად ჩამოშვება - მწერებისგან თავს დაცვის მიზნით და მარტივადვე აწევა - თუ საჭიროა ფანჯრიდან გახედვა.

რულონური ტიპის მწერების ბადე - ე. წ. ბადე როლეტი - ელეგანტურია და ძალიან ესთეტიურად გამოიყურება.

იგი საკმაოდ პრაქტიკულიცაა, თუმცა დამოუკიდებლად ასეთი ტიპის ბადის დაყენება საკმაო სირთულეს წარმოადგენს და მის დასამონტაჟებლად საჭიროა  სპეციალისტების დახმარება.

სამაგიეროდ, რულონური ბადის და მისი მიმმართველების დამონტაჟების შემთხვევაში, თავიდან აირიდებთ ერთდროულად რამდენიმე პრობლემას:

»» არ იქნება საჭირო ზამთარში ბადეების მოხსნა და მათი სპეციალურ ადგილზე შენახვა;

»» აბსოლიტურად გამორიცხულია ბადის შეთხვევით გადავარდნა და ეზოში დაყენებულ მანქანებზე, ან გამვლელებზე დაცემა.

»» რულონური დამცავი ბადის კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი ალუმინია, რის გამოც იგი მდგრადია და გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით;

»» ასეთი დამცავი ბადის მოვლა ძალიან მარტივი და პრაქტიკულია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ნოტიო ჩვარი და მტვერსასრუტი.

რულონური დამცავი ბადის კონსტრუქციის ყველა ელემენტი სეიძლება შეღებილი იყოს დამკვეთის სურვილით ნებისმიერ ფერად და მინიჭებული ექნას სხვადასხვა ტექსტურა.

გასაწევი ბადე - გასაწევი მწერების ბადე მუშაობს ისე როგორც მატარებლის ვაგონის კარები - მისი გაწევა-გამოწევა ხდება გვერდზე ისე, რომ გაიღოს ან დაიხუროს ფანჯრის ღიობი.

ამგვარი ბადე ლამაზი და მოსახერხებელია, თუმცა მისი დაყენება ძირითადად ხდება ალუმინის ფანჯრებზე ან აივნის პროფილურ სისტემებზე - რომელთაც აქვთ გასაწევი საგდულები.

გასაწევი ბადეების დაყენება იდეალური დიდი ფართობის შემინული სისტემებისთვის. მათ შეიძლება ჰქონდეთ ერთი ამ ორი საგდული (სხვადასხვა მხარეს გასაწევი).

თუ საგდულების რაოდენობა ორზე მეტია, ამ შეთხვევაში გასაწევი ბადეების დაყენება არაეფექტურია და უმჯობესია არჩევანი სხვა ტიპის მწერების ბადეზე გააკეთოთ.

ამ ტიპის დამცავი ბადეების პლუსია ის, რომ ერთხელ დაყენებული ადგილიდან შეიძლება მისი გადაწევა იმ მხარეს, რა მიმართულებითაცაა იგი საჭიროა კონკრეტულ მომენტში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს დამცავი ბადის გამოყენების აუცილებლობა აივნის მთელს სიგრძეზე.

გასაწევი ბადის მინუსს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მისი თავისებური კონსტრუქცია ყოველთვის არ შეეფერება და ეხამება სპეციფიკურად მოპირკეთებულ ინტერიერს.

პლისე/გოფრე ბადე - პლისე ბადე ერთი შეხედვით რულონურ ბადეს წააგავს და ვერტიკალურ ჟალუზებსაც მოგვაგონებს, თუმცა მოძრაობის მიმართულება აქ ჰორიზონტალურია.

გასაწევი პლისე ბადე - გარმონის ტიპის საკმაოდ საინტერესო ბადეა. მისი მთავარი ღირებულება ორიგინალური და ესთეტიური იერ-სახეა.

პლისე ბადეები საკმაოდ ეფექტურია. ძირითადად გამოიყენება დიდ, ღია ფართობებში მწერებისათვის ბარიერის შესაქმნელად (ტერასები, აივნები და ა.შ).

პლისე ბადეებს გააჩნია სამონტაჟო გაბარიტები - სიმაღლე - 3 მეტრი და სიგანე 50 მეტრი, რაც მისი მრავალფეროვანი გამოყენების საშუალებას იძლევა.

„გარმონის“ ტიპის დაკეცვის პრინციპი საკმაოდ მოცულობით ბადეს ნაკლებად შესამჩნევს ხდის, რაც მისი უდავო უპირატესობაა.

პლისე ბადეების ზოგიერთ მოდელს შუქის არეკვლის ეფექტი გააჩნია, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსია.

დიზაინერები ასეთ ბადეებში ძალიან ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის სურათებს, საინტერესო უზორებსა და ფერთა გამას.

კარებების დამცავი ბადეებიკარებების დამცავი ბადეები - წარმოადგენს შესუბუქებულ კონსტრუქციას, რომელიც მირებულია ალუმინის პროფილის ექსტრუდირებით. იგი სპეციალურად არის გაძლიერებული და აღჭურვილია სახელურებით.

ასეთი კონსტრუქციის გამო უზრუნველყოფილია სიმტკიცე, ამიტომ ამ ბადეების დაყენება შესაძლებელია დიდი ზომის როგორც შესასვლელ, ასევე სხვადასხვა სახის აივნის კარებებზე.

კარებისთვის განკუთვნილი ბადეები მაგრდება კარზე სპეციალური ანჯამების საშუალებით, რომელსაც აქვს თვითჩამკეტი მექანიზმი, ხოლო იმისთვის, რომ კარებზე უფრო მჭიდროდ იყოს მიდგმული და უზრუნველყოფდეს კარგ ფიქსაციას, ბადეები აღჭურვილია მაგნიტის რაზებით.

ამგვარი ტიპის დამცავი ბადეები ძალიან მარტივი მოსავლელია. ისინი შესაძლებელია არ მოიხსნას ზამთრის განმავლობაში.

ბადე ფხრიწებზე - მწერებისაგან დამცავი ბადის ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ტიპია. ასეთი ბადე მაგრდება ფანჯარაზე სპეციალური „ფხრიწების“ საშუალებით, რომელიც განთავსებულია ნადისაც და ფანჯრის მთელს პერიმეტრზე.

ამგვარი ბადეების უპირატესობა გამოყენების სიმარტივეა. მას არ სჭირდება მონტაჟი და დემონტაჟი. ადვილია მისი მოვლა და შენახვა.

„ფხრიწებიანი“ მწერებისაგან დამცავი ბადე ყენდება ფანჯრის საგდულების შიგნით და სიმარტივის მიუხედავად საკმაოდ ეფექტურად მიიჩნევა.

ბადე მაგნიტზე - ასეთი დამცავი ბადეები მაგრდება ძირითადად კარებებზე - წებოვანი ლენტის ან ღილაკების („კნოპკები“) საშუალებით.

კარებში გავლის დროს, ადამიანი ან შინაური ცხოველი გასწევს კარებს ორ - მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რის შემდეგაც კარების ნახევრები უბრუნდება საკუთარ ადგილს და ფიქსირდება ერთმანეთის მიმართ სპეციალური მაგნიტების საშუალებით, რომლებიც განთავსებულია ბადის კიდის გასწვრივ.

არასტანდარტული ბადეები - ეს არის სპეციალური ბადეები, რომელსაც ამზადებენ თაღოვანი, ტრაპეციის, ოვალური და სხვა ფორმის ფანჯრებისთვის.

როგორც წინა მასალებში ავღნიშნეთ, შესაძლებელია ფანჯრის საგდულების სხვა მრავალი კონფიგურაცია, რომელიც შესაბამისად მოითხოვს მწერების საწინააღმდეგო ბადეების არასტანდარტული ფორმის კონსტრუქციას.

ამგვარი არასტანდარტული დამცავი ბადეებისთვის შერჩეული უნდა იყოს შესაბამისი არასტანდარტული დამაგრების მეთოდი, დამაგრების ინდივიდუალური წესი და ფანჯრების დიზაინთან თავსებადი ფერი.

როგორი ბადე ავირჩიოთროგორი ბადე ავირჩიოთ? - ძირითადი განსხვავება ჩარჩოებში ჩამჯდარ ბადეებს შორის გამოიხატება ორ ნიუანსში: მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ბადე და მისი ნასვრეტების დიამეტრი.

მასალა - მწერებისგან დამცავი ბადეები ძირითადად მზადდება ისეთი მასალებისგან, როგორიცაა:

პოლიესტერი;

ნეილონი;

ბამბა;

ფიბერგლასი;

არსობრივად, მასალებს შორის განსაკუთრებული სხვაობა თითქმის არ არსებობს. ეს არის გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე მტკიცე ბადე, რომელიც უძლებს ატმოსფერულ ცვლილებებს: ტემპერატურას, ულტრაიისფერ გამოსხივებას, წვიმას და რაც მთავარია არ იკრავს მტვერსა და ჭუჭყს, რაც მის მოვლას უფრო მარტივს ხდის.

მთავარია ბადის ძაფები იყოს დაუზიანებელი, მძაფრი სუნის გარეშე და საკმარისად მკვრივი, რათა შემთხვევით მასზე შეხების ან დაწოლის შემთხვევაში არ მოხდეს მისი მარტივად დაზიანება.

ბადის დიამეტრი

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მწერებისგან დამცავი ბადის არჩევის დროს, არის ბადის შემადგენელი უჯრედების (ნასვრეტების) ზომის სწორი შერჩევა.

მწერებისგან დამცავი ბადის უჯრედების (ნასვრეტების) დიამეტრი შეიძლება მერყეობდეს 0,6 მმ-დან 1.2 მმ-მდე.

რა თქმა უნდა, რაც უფრო მცირე ზომისაა უჯრედები, მით უფრო მეტია დაცვა და ნაკლები შანსია მწერებმა შენობაში შეაღწიონ, მაგრამ მეორეს მხრივ, დამცავი ბადის უჯრედი (ნასვრეტი) რომლის ზომა 0,6 მმ-ია - ძალიან ცუდად ატარებს სუფთა ჰაერს, რაც ცხელ ზაფხულში ცუდად აისახება ოთახის განიავებასა და გაგრილებაზე.

აქედან გამომდინარე, ღამის განმავლობაში ღიად დატოვებული ფანჯრები ოთახის განიავებისა და გაგრილების თვალსაზრისით, ფაქტიურად არ იქნება არავითარი ეფექტის მომტანი.

ამიტომ, ასეთ წვრილი დიამეტრის ნასვრეტებიანი ბადე რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენობა (სახლი, აგარაკი) დგას წყალსაცავთან,  ტბასთან მდინარესთან ახლოს და ძალიან გაწუხებთ ქინქლები.

ქინქლებისთვის 1,2 მმ დიამეტრის ნასვრეტების ბადე წინაღობას არ წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია არჩევანი გააკეთოთ ყველაზე მცირე დიამეტრის ნასვრეტების ბადეზე - 0,6-1 მმ-მდე.

ამგვარი დიამეტრის ბადე რეკომენდებულია  იმ შემთხვევაშიც, როცა გარემო, სადაც ცხოვრობთ, ძალიან მტვრიანია და შენობაში ფანჯრების გაღების შემდეგ შემოდის დიდი რაოდენობით მტვერი.

ქალაქის მშვიდ პირობებში, როცა ახლოს არ არის წყალსაცავები და შენობა არ დგას განსაკუთრებულად მტვრიანი ზონაში - უმჯობესია 1.1-1.5 მმ-დე დიამეტრის ნასვრეტების მქონე დამცავი ბადეები.

დამატებითი დაცვის მიზნით, შესაძლებელია სპეციალური სპრეის შეძენა, რომლის დატანა ხდება ბადეზე და ვერც ერთი მწერი ვერ გაბედავს მასზე მიკარებასაც კი. თუმცა ეს სპრეი შეიძლება ქიმიურ ნივთიერებებს და თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დამცავი ბადე ალერგეტიკებისთვისდამცავი ბადე ალერგეტიკებისთვის - მწერებისგან დამცავ ბადეს, ძირითადი დამცავი ფუნქციების გარდა გააჩნია მტვრის ნაწილაკების, განსაკუთრებით მცენარეებისა და ყვავილების ალერგიული მტვრის შეკავების უნარი

ამიტომ, მათთვის, ვისაც აწუხებს სეზონური ალერგია, უმჯობესია აირჩიონ ბადეები, რომლებსაც შეუძლიათ შეაკავონ ყველაზე მცირე მტვერის ნაწილაკების (0.6-1მმ). არსებობს ძალიან წვრილი დიამეტრის სტრუქტურის ალერგიის სწინააღმდეგ ბადე - Micro mesh - რომლის ნასვრეტების დიამეტრი იწყებ  0.25 მმ-იდან.

გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საქმე არ არის მხოლოდ ნასვრეტების ფორმაში და დიამეტრში, მნიშვნელოვანია ბადის ძაფების სისქეც.

უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობს სპეციალური დამცავი ბადეები (ეკრანები) ალერგეტიკებისთვის სადაც ყველა მცირე დეტალიც კი გათვალისწინებულია.

(მაგალითად: სისტემა - tesa® Protect). რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ასევე პანორამული ფანჯრებისთვის და ადაპტირებული იყოს პატარა ზომის ფანჯრებზეც კი.

სისტემა - tesa® Protect მარტივად მონტაჟდება, სპეციალისტის ჩარევის გარეშე, თვითწებვადი ლენტების საშუალებით (რომლებიც განთავსებულია ბადის მთელს პერიმეტრზე).

აღსანიშნავია, რომ სპეციალური სტრუქტურის საშუალებით იგი იჭერს და არ ატარებს მტვრის ყველაზე უმცირეს ნაწილაკებსაც კი, მაგალითად მცენარეებისა და ყვავილების მტვრის 87%-ს.

ალერგიული სეზონის დასრულების შემდეგ მისი მოხსნა და შენახვა ხდება ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე, მიუხადავად იმისა, თუ რა მასალისგან არის დამზადებული ფანჯარა (პოლივინილქლორიდი, ალუმინი თუ ხე).

მოვლაც ძალიან მარტივია, კომპლექტში სისტემას მოჰყვება სპეციალური ქსოვილი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელს ხდის ბადე გაიწმინდოს მოუხსნელად, პირდაპირ ფანჯარაზე.

ასეთი ბადეები მრავალჯერადია და ასრულებს საკუთარ ფუნქციებს ხანგრძლივი წლების განმავლობაში.

ცხოველების დამცავი ბადეებიცხოველების დამცავი ბადეები - არსებობს დამცავი ბადეები, რომელთა ნასვრეტების დიამეტრი 5 სმ (50 მმ)-ია.

თუმცა, ეს უკვე არა მწერების საწინააღმდეგო, არამედ შინაური ცხოველების (კატა, ძაღლი) დასაცავი ბადეა, რომლის დანიშნულებაა დაიცვას რაფაზე შემხტარი შინაური ცხოველები ფანჯარაში შემთხვევითი გადავარდნისაგან (ჩვეულებრივი მწერების ბადე ყოველთვის ვერ გაუძლებს შინაური ცხოველების სიმძიმეს).

გასაგებია, რომ კოღოებისგან, ბუზებისგან და ქინქლებისგან თავის დასაცავად ასეთი ბადე არ გამოდგება, მაგრამ თუ სახლში შინაური ცხოველები გყავთ, კლასიკურ მწერების ბადესთან ერთად ტანდემში ამგვარი ბადე - ნამდვილად კარგი არჩევანია.

ასეთი ბადეების ძაფები უფრო მსხვილი და მკვრივი მასალისგანაა დამზადებული, რომელსაც შეუძლია გაუძლოს საშუალო წონის შინაური ცხოველის წონას.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ არც კლასიკური მწერების ბადე და არც შინაური ცხოველების დამცავი ბადე არ გამოდგება ფანჯრის რაფაზე „მოფართხალე“ პატარა ბავშვების დასაცავად.

რამდენად ხარისხიანიც არ უნდა იყოს მწერებისგან თავის დასაცავი და შინაური ცხოველების დამცველი ბადე, არასოდეს დატოვოთ ბავშვები მარტონი ფანჯრის რაფაზე, გასანიავებლად დატოვებულ ღია ფანჯარასთან.

გაითვალისწინეთ:

»» ხარისხიანი მწერებისაგან დამცავი ბადე არ უნდა იყოს მოშვებული და უნდა იჯდეს მჭიდროდ ჩარჩოში;

»» არ უნდა გააჩნდეს მკვეთრად გამოხატული რეზინის ან პლასტმასის სუნი;

»» კონსტრუქცია უნდა იყოს მყარი და ხარისხიანად აწყობილი;

იხილეთ ვრცლად - მწერებისაგან დამცავი ბადეები

 

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა
დაგვისვით შეკითხვა - www.aura.ge


პოსკრიპტუმის მაგივრად


პოსკრიპტუმის მაგივრადნუ ენდობით ე.წ. „ფარეხის“ და „სარდაფის“ მწარმოებლებს. მართალია იქ სავარაუდოდ დაბალ ფასად აგიწყობენ სასურველ კარ-ფანჯარას, მაგრამ ჰერმეტიკის ნაცვლად შესაძლოა გამოიყენონ „სკოტჩი“ (წებოვანი ლენტი), ხარისხიანი პოლიურეთანის ქაფის მაგივრად დაბალფასიანი, უხარისხო და შეუსაბამო ქაფი.

აგრეთვე - არაპროფესიონალურად შეადუღონ პროფილები, ჩასვან ყველაზე უხარისხო ფურნიტურა და ა.შ.

შედეგად კი მიიღოთ არაენერგოეფექტური, ხმაურის გამტარი და რაც მთავარია უხარისხო პროდუქცია, რომელიც 2-5 წლის შემდეგ შეიძლება კვლავ შესაცვლელი გახდეს.

სამწუხაროდ, ბევრ მომხმარებელს აქვს ქვეცნობიერი შიში სიტყვების - ევროპული (გერმანული, ინგლისური, იტალიური) მწარმოებლების პროდუქციის მიმართ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს პროდუქცია, ასე ვთქვათ - მათი არ არის, ღირს ძალიან ძვირი და ხელმიუწვდომია.

თუმცა, ძალიან ხშირად ეს ასე არ არის და ფასები საკმაოდ მისაღები და ნორმალურია (რომ არაფერი ვთქვათ ხარისხზე).

ამიტომ, უმჯობესია არ დაფრთხეთ და შეადაროთ ევროპული მწარმოებლის ფასები თქვენს მიერ შერჩეული თურქული, ჩინური თუ საერთოდ გაურკვეველი მწარმოებლის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფასებს.

სავარაუდოდ დარწმუნდებით, რომ ფასთა შორის სხვაობა არც ისე კატასტროფულია, ხოლო ამ სხვაობას და კიდევ უფრო მეტს სულ რაღაც 1-2 წელიწადში ფარავს ხარისხიანი კარ-ფაჯრით მიღებული ენერგორესურსების (დენი, გაზი) დანაზოგი (მინიმუმ - 25-40%-ის ეკონომია).

ასე რომ, დათვალეთ და არჩევანი შემდეგ გააკეთეთ...

და ბოლოს, იცოდეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ მეტალოპლასტმასის პროფილებში, ჯანმრთელობისთვის საფრთხის მიყენების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

ამიტომ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების შეძენის წინ, აუცილებლად მოითხოვეთ ხარისხის მართვის სერთიფიკატი - ISO 9001.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა
დაგვისვით შეკითხვა - www.aura.ge

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ