მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 14520 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურამეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა საკმაოდ მძიმე კონსტრუქციაა, ამასთან იგი მუდმივად იმყოფება დატვირთვის ქვეშ - ყოველდღიურ რეჟიმში (არა ერთხელ) ხდება ფანჯრებისა და კარებების  გაღება და დაკეტვა,

ამიტომ, ფურნიტურა პოლივინილქლორიდის პროფილებისგან დამზადებული ფანჯრებისთვის და კარებებისთვის უნდა იყოს განსაკუთრებულად სანდო და ხარისხიანი.

ყველაზე ხშირად, უხარისხო, კუსტარულად დამზადებული კარ-ფანჯრების მფლობელები, უპირველეს ყოვლისა უჩივიან სწორედ ფურნიტურის ხარისხს და ეს ლოგიკურიცაა, რადგან უხარისხო ფურნიტურა ყველაზე თვალსაჩინოა:

იჟანგება;

 ირყევა და მწყობრიდან გამოდის ფანჯრებისა და კარებების სახელურები (ზოგჯერ საერთოდ ძვრება ხოლმე),

 ანჯამები იჭედება და იბრიცება;

 გადადის ფერი და კარგავს გარეგნულ იერსახეს;

 და სხვა...

შესაძლოა პროფილების, მინაპაკეტების და სხვა დეტალების ხარისხი არ იყოს ყველასთვის ხილული და გასაგები, მაგრამ რაც შეეხება ფურნიტურას - მისი დაბალი ხარისხი ძალიან მალევე ამცნობს მფლობელს, თუ რა კატეგორიის პროდუქციასთან აქვს საქმე.

ფურნიტურა უნდა იყოს არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ იყოს ესთეტიურად მიმზიდველი და ეხამებოდეს საერთო დიზაინს.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი უსიამოვნებები, არჩევანი უნდა გაკეთდეს ფურნიტურის სოლიდურ მწარმოებლებზე, რომლებიც არ მხოლოდ მკაცრად აკონტროლებენ საკუთარი პროდუქციის ხარისხს, არამედ მუდმივად ამუშავებენ ახალ, უფრო მოსახერხებელ და გამძლე სისტემებს.

დიახ, შეიძლება ეკონომია გააკეთოთ პროფილზე, მინაპაკატებზე, მწერების საწინააღმდეგო ბადეებზე, მაგრამ ფურნიტურაზე ამის გაკეთება არ ღირს.


ფურნიტურის ფუნქციები


ფურნიტურის ფუნქციებიდღესდღეობით, თანამედროვე ფურნიტურა არ არის მხოლოდ სახელურები, ანჯამები და ჩამკეტები...

ამ ტერმინების მიღმა იგულისხმება მთელი დამხმარე მოწყობილობები, რომლებიც განთავსებული ფანჯრის ჩარჩოს მთელს პერიმეტრზე და პასუხისმგებელია საგდულების კორექტულად გაღება-დაკეტვაზე და სხვა ფუნქციების შესრულებაზე.

ფურნიტურით შესრულებული ამოცანების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია:

 ფანჯრის გაღების შესაძლებლობა სხვადასხვა სიბრტყეზე (საშუალებას იძლევა გააღოთ ფანჯარა იმ ზომაზე, რა დონეზეც გესაჭიროებათ - მსუბუქად, მაგრამ მჭიდროდ);

 ოთახს განიავების შესაძლებლობა დახურული ფანჯრის შემთხვევაში;

 ფანჯრის შიგნიდან შემთხვევით გაღების ბლოკირება;

 სპეციალური საჩერები (დასამაგრებელი სამარჯვები) არ აძლევს ორპირ ქარს ფანჯრის მიჯახუნების საშუალებას.

 გატეხვის საწინააღმდეგო სისტემები - ხელს უშლის ბოროტმზრახველებს სახლში მარტივად შეღწევაში (ასეთი ფურნიტურა რეკომენდებული კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ ბინებში, კერძო სახლებში ან აგარაკებზე).

 და სხვა...

როგორც ხედავთ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები სწორედ ფურნიტურასთან კავშირში უზრუნველყოფენ იმ ამოცანების შესრულებას, რაც დამკვეთის სურვილით არის ჩადებული ფანჯრის კონსტრუქციაში.


ფურნიტურის კლასიფიკაცია


ფურნიტურის კლასიფიკაციამეტალოპლასტმასის ფურნიტურაში შედის:

 სახელურები;

 ბერკეტები;

 საკეტები

 ჩამკეტი და გამღები მექანიზმები;

 სხვადასხვა სახის კროშტეინები;

 მომჭერები/ექსცენტრიკები;

 ქარის საწინააღმდეგო ფიქსატორები;

 კომპენსატორული ფიქსატორები;

 ფანჯრის საგდულების მიჯახუნების ბლოკირების საჩერები;

 ფანჯრის უნებურად გაღების ბლოკირატორი;

 ფანჯრის არასწორად გაღების ბლოკირატორი;

 ანჯამების დასაფარი ზესადებები;

 და სხვა წვრილმანი...

ფურნიტურა - რჩევარჩევა! - გაითვალისწინეთ, რომ მეტალოპლასტმასის ფურნიტურაში ყველა წვრილმანს მნიშვნელობა აქვს და ყველა დეტალს საკუთარი დანიშნულება გააჩნია.

მაგალითად, მონტაჟის შემდეგ შეამოწმეთ აქვს თუ არა ფანჯარას არასწორად გაღების ბლოკირატორი - თუ ფანჯრის გაღების მომენტში, სახელურის "გადმოღების/გადმოკიდების" რეჟიმში გადაყვანის დროს ფანჯარა ჩამოეკიდება მხოლოდ ერთ - ქვედა ანჯამას, ეს ნიშნავს, რომ ფანჯარას ბლოკირატორი არ აქვს. შესაბამისად, მხოლოდ ერთ ანჯამაზე დატვირთვა ფანჯრის ექსპლუატაციის ვადას საგრძნობლად შეამცირებს.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურას -  გაღება-დაკეტვის ოპერაციების შესრულების მიხედვით გააჩნია მექანიზმების შემდეგი ძირითადი კლასიფიკაცია: 

»» სტანდარტული გაღება;

»» მხოლოდ გადმოღება;

»» გაღება-გადმოღება;

»» გასაწევი მექანიზმი;

 

 

სტანდარტული გაღება - მისი დანიშნულებაა მოახდინოს საგდულების გაღება-დაკეტვა ფანჯრის ვერტიკალურ ღერძთან მიმართებაში.

ეს ფანჯრის გაღების ყველაზე სტანდარტული და გავრცელებული ვარიანტია, რომელსაც უზრუნველყოფს ყველა სახის ფურნიტურა (როგორც ფანჯრის მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს).

მხოლოდ გადმოღება - მისი დანიშნულებაა საგდულების მოძრაობა (გაღება-დაკეტვა) ფანჯრის ჰორიზონტალურ ღერძთან მიმართებაში.

ამ დროს ხდება არა ფანჯრის გაღება კლასიკური სახით, არამედ მისი გადმოღება (გადმოკიდება).

ასეთი სისტემები საკმაოდ პოპულარული და გავრცელებულია საბავშვო დაწესებულებებში.

გაღება-გადმოღება - ერთმანეთში ითავსებს ორ ზემოთ აღწერილ გაღება-დაკეტვის მექანიზმს, ანუ ფანჯრის საგდულების მოძრაობა ხდება როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად, რაც შესაბამისად იძლევა ფანჯრის როგორც გაღების, ასევე გადმოღება-გადმოკიდების საშუალებას.

ფანჯრის გაღება/ ვერტიკალურად გადმოკიდების მექანიზმი ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარულია პრაქტიკულობის თვალსაზრისით.

ფურნიტურის მრავალფეროვნება

კლასიფიკაციის სხვა ფორმები - ფურნიტურის მექანიზმების კიდევ ერთი დაყოფა (კლასიფიკაციის მიხედვით) შესაძლებელია ფანჯრის საგდულების ფორმის მიხედვით.

როგორც ვიცით არსებობს არასტანდარტული ფორმის ფანჯრები - წრე, ოვალი, ტრაპეცია, სამკუთხედი, მართკუთხედი და სხვა - ყველა ტიპის ფანჯრებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფორმის საგდულები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თითეული განსხვავებული ფორმისა და დიზანის კონსტრუქციისთვის გამოიყენება ინდივიდუალური ტიპის ფურნიტურა.

გარდა ამისა, ფურნიტურის კლასიფიკაცია ხდება წონის მიხედვით - რომლის გადაადგილებაც არის მისი საშუალებით შესაძლებელი. ერთი სტანდარტული მეტალოპლასტმასის ფანჯრის მასა მერყეობს 50-130 კგ-ს შორის. გვხვდება დიდი ზომის მინაპაკეტებიც, რომელთა მასა უახლოვდება 200 კგ-ს. 

აქედან გამომდინარე, ფურნიტურა, რომელიც გათვლილია სტანდარტულ მასაზე, დიდი ალბათობით ვერ გაიძლებს ფანჯრის საგდულებს, რომლის მასაც ორასი კილო და უფრო მეტია.

ზოგადად, ხარისხიანი ფურნიტურა უძლებს 400 კგ მასის კონსტრუქციებს.

კარ-ფაჯრების გასაწევი მექანიზმიკარ-ფანჯრების გასაწევი მექანიზმი გასაწევი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების გამართული მუშაობა პირველ რიგში დამოკიდებულია სწორედ ფურნიტურის - გასაწევი მექანიზმის ხარისხზე.

ამგვარი ფანჯრები იწევა გვერდზე გასაწევი მექანიზმის საშუალებით და არ იკავებს ზედმეტს -  არც ერთ სანტიმეტრს, რაც შესანიშნავი გადაწყვეტაა ლოჯიების, აივნებისა და შუშაბანდებისთვის.

ფურნიტურა ამგვარი კარ-ფანჯრების შემთხვევაში ძირითადად არის ორი ტიპის:

გასაწევი მექანიზმით - კარების ან ფანჯრის გაწევა ხდება პარალელურად (პროფილში ამოჭრილი სპეციალური სახელურით)

გამოწევა-გასაწევი მექანიზმით - ხდება კარის ან ფანჯრის ჯერ გამოღება (საკუთარი თავისკენ ამოწევა) და შემდეგ გაწევა (კარის სახელურის საშუალებით). დაახლოებით ისე, როგორც იღება და იკეტება კარებები ავტობუსში.

გასაწევი კარ-ფანჯრების პლუსები:

 არ იკავებს ზედმეტ ადგილს და იდეალურია ვიწრო შენობებისთვის;

 არ არსებობს ქარისა და ორპირი ქარის საწინააღმდეგო შემზღუდავების დაყენების აუცილებლობა;

 მინაპაკეტის მაღალი ჰერმეტულობა;

 შეუზღუდავი საგდულების რაოდენობა (თითეული საგდული მოძრაობს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად);

 აქვს მყარი და გამძლე კონსტრუქცია;

 მარტივია მისი მოვლა;

 აქვს თანამედროვე და ფუნქციონალური დიზაინი;

გადამწყვეტი ფაქტორი, ამ ტიპის კარ-ფანჯრის შეძენის დროს, რა თქმა უნდა არის ფართის ეკონომია და ორიგინალური დიზაინი. თუმცა მეორეს მხრივ...

გასაწევი კარ-ფანჯრის მინუსები:

 არასაკმარისი თბოიზოლაცია;

 კარ-ფანჯრების გასაწევ, ხარისხიან კონსტრუქციას აქვს ძალიან დიდი მასა, რომელსაც ვერ გაუძლებს ყველა აივანი;

 ალუმინის პროფილი არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მას ხშირად გამოიყენებენ ერთკამერიანი მინაპაკეტისთვის. აქვს ცუდი თბო და ხმაურის იზოლაცია.

 კონსტრუქციის ქვედა პროფილი ყოველთვის არ არის საკმარისად დაცული, ხშირ შემთხვევაში იგი არის ადგილი, სადაც გროვდება ნესტი.

მთავარია გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ აირჩიეთ მეტალოპლასტმასის გასაწევი კონსტრუქცია, რომელშიც გამოყენებულია ორკამერიანი მინაპაკეტი, პრობლემები თბოიზოლაციასთან და მექანიზმის სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს!

ზემოთ ჩამოთვლილი მინუსები როგორც წესი, ეხება მხოლოდ ალუმინის პროფილებისგან დამზადებულ კონსტრუქციებს.

არსებობს ვერტიკალურად გასაწევი ფანჯრის სისტემების მექანიზმიც, რომელიც მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება.

მექანიზმის არსი შემდეგშია - ორი ფანჯრის ჩარჩო განთავსებულია ერთმანეთის ჰორიზონტალურად/პარალელურად. მათგან ქვედა ფანჯარა იწევა ზემოთ ისე, რომ ეჭიდება ზედა ფანჯარას.

ფანჯრის ჩარჩოების ფიქსაციისთვის გამოიყენება საპირწონეები და სხვა დამაგრებები. ასეთი ფანჯრები დამახასიათებელია უფრო ინგლისური ტიპის სახლებისთვის.


ფურნიტურის სხვა ფუნქციები


ფურნიტურის სხვა ფუნქციებიეხლა კი შევეხოთ ფანჯრის ყველაზე მოთხოვნად ფუნქციებს, რომლის შესრულებაც შესაბამისი ფურნიტურის გარეშე შეუძლებელია:

განიავების რეჟიმი - ძალიან ბევრ კუსტარული მწარმოებლების მიერ დაყენებულ მეტალოპლასტმასის ფანჯრებს არ შეუძლიათ ფუნქციონირება ამ რეჟიმში, თუმცა მცირეოდენი განიავების შესაძლებლობა საკმაოდ მოხერხებული იქნებოდა, რათა შენობაში  სუფთა ჰაერის მოხვედრის თვალსაზრისით.

ასეთი ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, ფანჯარა განიავების რეჟიმში გადადის მარტივად - სახელურის 45 გრადუსით შემოტრიალებით.

ამ დროს აუცილებელი არ არის ფანჯრის საგდულების გამოღება და მისი დაფიქსირება ფიქსატორით.

ყველაფერი ძალიან მარტივი და ფუნქციონალურია.

ანჯამების რეგულირება - ხარისხიანი ფურნიტურა წარმოუდგენელია ფანჯრის ან კარების მყარი და მაღალფუნქციური ანჯამების გარეშე.

ეს არის რეგულირებადი ანჯამები, რომლებიც საშუალებას იძლევა კარ-ფანჯრის ზამთარ-ზაფხულის რეჟიმზე  გადაყვანა.

ეს საკმაოდ კარგი ფუნქციაა, რადგან საშუალებას იძლევა კარ-ფანჯრის სასურველ რეჟიმში გადაყვანა მოხდეს არა მხოლოდ ჩამკეტი მექანიზმის (ე.წ. „ესპანიოლეტი") და მისი მომჭერების (ე.წ. "ექსცენტრიკების") რეგულირებით, არამედ ანჯამების რეგულირების მეშვეობითაც.

მიკროლიფტი - ეს კონსტრუქციული თავისებურება გარედან არ ჩანს. მისი დანიშნულებაა გაზარდოს ფურნიტურის ფუნქციონალობის ვადა.

მიკროლიფტი წარმოადგენს ფანჯრის საგდულების დამატებით საყრდენს, ამიტომ სასურველია (აუცილებელიც კი) მისი არსებობა თქვენს მიერ შეძენილ ფანჯრის კონსტრუქციებზე.

დაცვა სახელურის შემთხვევით მოტრიალების შემთხვევაში - აქტუალურია გაღება-გადმოღების მექანიზმის მქონე ფანჯრებისთვის.

მისი დანიშნულებაა სახელურის მოტრიალების ბლოკირება მაშინ, როცა ფანჯრის საგდულები გაღებულია.

თუ ამგვარი დაცვა არ არსებობს და ფანჯრას გააჩნია შთამბეჭდავად დიდი ზომები და წონა, სახელურის შეცდომით გადატრიალების შემთხვევაში, შესაძლოა ფანჯარა ჩამოვარდეს კიდეც.

ბავშვის დაცვა გადავარდნისგანბავშვის დაცვა გადავარდნისგან - ამგვარი დაცვის მექანიზმები ფურნიტურებში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის და კონსტრუქციისბლოკირატოების სახით, თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებულია - სახელური, რომელიც აღჭურვილია ჩამკეტი მექანიზმით.

ამ მექანიზმის ბლოკირება შესაძლებელია პატარა ზომის სპეციალური გასაღების ან საიდუმლო ღილაკის საშუალებით.

თუ სახლში არიან პატარა ბავშვები და არსებობს საშიშროება, რომ მათ დამოუკიდებლად გააღონ ფანჯარა (ან აივნის კარი). ამგვარი აქსესუარის დაყენება კარ-ფანჯრის სახელურებზე ან შიდა ელემენტებზე აუცილებელია.

ჩამკეტი მექანიზმის დანიშნულებაა:

»» ფურნიტურის გარე მხრიდან მოძრაობის ბლოკირება;

»» ფანჯრის გაღების ბლოკირება (მაშინაც კი თუ მინა გატეხილია;

»» ბავშვების დაცვა ფანჯრის უნებური გაღებისაგან;

»»  ბოროტმზრახველთა ფანჯრიდან სახლში შეღწევაზე ხელის შეშლა;

გატეხვის საწინააღმდეგო მექანიზმებიგატეხვის საწინააღმდეგო მექანიზმები - თუ თქვენ ცხოვრობთ პირველ-მეორე სართულზე, ან გაქვთ აგარაკი, რომელსაც ხშირად ტოვებთ მეთვალყურეობის გარეშე, იცოდეთ, რომ არსებობს გატეხვის საწინააღმდეგო ფურნიტურა, რომელსაც მინიმუმადე დაჰყავს მეტალოპლასტმასის კარებიდან ან ფანჯრიდან შენობაში შეღწევის რისკი.

რა თქმა უნდა ეს არ არის წარმოუდგენლად რთული სისტემები, რომელსაც პროფესიონალი ქურდები ვერ მოერევიან, თუმცა რიგით მძარცველებს და შემთხვევით შემოხეტებულ ბოროტზმტრახველებს მისი მარტივად გატეხვა ნადვილად გაუჭირდებათ.

სახლის უსაფრთხოება კი ზედმეტი სულაც არ არის. ამიტომ, კარგი იქნება თუ დაინტერესდებით აქვს თუ არა მწარმოებელს ასორტიმენტში ამგვარი შემოთავაზება (სამი საუკეთესო კლასი - WK1, WK2, WK3);

შეკვეთის გაკეთების წინ - შეკვეთის გაკეთებამდე, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ თქვენი რომელი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურამ.

ეს აუცილებელია იმიტომ, რომ კონსტრუქციისა და მექანიზმების დაყენების შემდეგ, მისი შეცვლა ან ფუნქციების შემდგომი დამატება იქნება შეუძლებელი (ან ზედმეტ თანხებთან დაკავშირებული).


მამკვრივებელი რეზინები


მამკვრივებელი რეზინებიმამკვრივებელი რეზინები საჭიროა იმისთვის, რომ ფანჯრები იხურებდეს მჭიდროდ და ამასთან უზრუნველყოფილის იქნას მინაპაკეტების ჰერმეტულობა.

მამკვრივებლებს ამზადებენ შედეგი მასალებისგან:

 რეზინა;

 რეზინისა და პლასტმასის ნაერთი;

 სილიკონი;

 სინთეტიკური ან ნატურალური კაუჩუკი;

 ეთილენ-პროპილენი;

 თერმოელასტოპლასტი;

 და სხვა..

სილიკონისგან და კაუჩუკისგან დამზადებული მამკვრივებლები ძალიან მტკიცეა და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა.

თუმცა, ყველაზე გავრცელებული და ბიუჯეტური მამკვრივებელია- რეზინა, რომლის ექსპლუატაციის ვადაც სილიკონთან, კაუჩუკთან და სხვა ძვირფას მასალებთან შედარებით. 

თუმცა რეზინები ხარისხით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიებით და ნარევებით დამზადებული რეზინის მამკვრივებლები, რომელა ექსპლუატაციის ვადა 30 და მეტი წელია.

რეზინები აუცილებლად უნდა იყოს მთლიანი (ბიუჯეტურ მოდელებშიც კი) და ისე ჯდებოდეს კონსტრუქციაში.

პრემიუმ კლასის კარ-ფანჯრები ძირითადად აღჭურვილია სილიკონის ან კაუჩუკის მამკვრივებლებით. მათი დეფორმაცია არ ხდება ხანგრძივი ექსპლუატაციის შემდგომაც, ხოლო ხარისხზე გავლენას არ ახდენს ტემპერატურული ცვლილებები.

თუმცა თანმედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებში თითქმის იგივე თვისებებით ხასიათდება მაღლახარისხიანი რეზინის მამკვრივებლებიც.

ამიტომ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილების არჩევის დროს, ყურადღება მიაქციეთ ჩარჩოს შესქელებას, მის ხარისხს. სავარაუდოდ იგი იქნება რეზინის და ამიტომ უნდა იყოს ორმაგი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარჩოს ქვეშ დაილექება კონდენსატი, რაც დააზიანებს იზოლაციას და შექმნის ბაქტერიებისთვის და ობისთვის ხელსაყრელ პირობებს.

ძალიან გამძლეა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით გამოირჩევა: MONTBLANC; Novotex; Rehau; Veka და სხვა მწარმოებლის მამკვრივებელი რეზინები.

ლარტყა (შტაპიკი) - აქვე არ შეიძლებოდა ორიოდე სიტყვა არ გვეთქვა ლარტყაზე, მართალია იგი არ განეკუთვნება პირდაპირ ფურნიტურას, თუმცა საჭიროდ ჩავთვალეთ გადმოგვეცა მცირე ინფორმაცია მის შესახებ:

ეს არის მეტალოპლასტმასის ფანჯრის პროფილის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს მინაპაკეტის მყარ ფიქსაციას ფანჯრის ჩარჩოში.

ლარტყის (შტაპიკის) ზომები და კონფიგურაცია დამოკიდებულია ფანჯრის პროფილებისა და მინაპაკეტის გაბარიტებსა და კონსტრუქციაზე.


ექსპლუატაციის ვადები


ექსპლუატაციის ვადებიამგვარად, იმისათვის რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ფურნიტურის შეძენის დროს, არ არის საჭირო ამისთვის იყო პროფესიონალი და დეტალურად ერკვეოდე ყველა მცირე ნიუანსში.

საკმარისია აქ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინება და მწარმოებლისთვის მათი ჩამოყალიბება.

ზოგადადაც, ხარისხიანი და უხარისხო მოწყპბილობებისა და მექანიზმების ერთმანეთისგან გარჩევა არ არის რთული. ხარისხიანი ფურნიტურა მუშაობს მწყობრად, გამართულად და ზუსტად - ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.

უხარისხო მექანიზმები კი მუშაობს არაზუსტად, ხარვეზებით, ამასთან ადგება დიდი ძალა, რაც მათ ცვეთას და მწყობრიდან მალე გამოსვლას იწვევს

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ფურნიტურის ყველაზე ცნობილი მწარმოებლები არიან: ROTO, G-U, ZIEGENIA, AUBI, Vorne, MACO, Schuco, Winkhaus და სხვა…

ამ მწარმოებლების პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, უსაფრთხოებით და სწორი ფუნქციონალობით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ფურნიტურის ხარისხს კი პირდაპირი კავშირი აქვს კარ-ფანჯრის კონსტრუქციის ექსპლუატაციის საერთო ვადებთან.

ძალიან ხშირად, მწარმოებლები საკუთარი ფურნიტურის მექანიზმებში დებენ შეუფერხებლად მუშაობის ვადებს, რომელიც უდრის - გაღება / დაკეტვის 10 000 ციკლს.

თუ მოვახდენთ ამ ციკლების პროეცირებას დროის პერიოდზე, მივიღებთ ფურნიტურის მექანიზმების უპრობლემოდ ექსპლუატაციას დაახლოებით 20 წლის განმავლობაში.

თუმცა არსებობს მაღალი ხარისხის პოლივინიქლორიდის მეტალოპლასტმასის ფანჯრები, რომლებიც გათვლილია გაღება / დაკეტვის 50 000 ციკლს და სათანადო მოვლის შემთხვევაში მფლობელს ემსახურება 50 და მეტი წლის განმავლობაშიც.

სხვათა შორის, სწორად შერჩეული და პროფესიონალურად დამონტაჟებული ფურნტურა განაპირობებს ბოროტმზრახველების მხრიდან ფანჯრიდან სახლში შეღწევის შეუძლებლობას.

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ