• 1909 წელს გამოიცა ჰერბერტ უელსის სატირული ელემენტებით გაჯერებული რომანი "ტონო-ბენგე", რომელშიც სასტიკად დასცინა სარეკლამო კამპანიას, რომელსაც აწარმოებდა კომპანია კოკა-კოლა.
მწერალი მიიჩნევდა, რომ სამყაროს შესაძლო დასასრულის მიზეზი მავნე პროდუქციის უკონტროლო მოხმარებაში იყო, რასაც კოკა-კოლას მსგავსი სარეკლამო კამპანიები უწყობდნენ ხელს.
• 1990 წელს კომპანია კოკა-კოლას ხელმძღვანელებმა გააფორმეს ხელშეკრულებები ამერიკის სკოლებთან, რომლის მიხედვითაც სასკოლო დაწესებულებებში მოსწავლეებს არ უნდა დაელიათ არც ერთი სასმელი კოკა-კოლას გარდა. კომპანია ამისთვის სკოლას უხდიდა წელიწადში 3000 დოლარს. დღეში თითო მოსწავლე სვამდა დაახლოებით 1-დან 3 ლიტრ კოკა-კოლას.
• 285 000 მსოფლიო კორპორაცია, მათ შორის Coca-Cola, Google, American Airlines, Apple, General Motors, Walmart, Verizon და სხვები, რეგისტრირებულია დელავერში განთავსებულ ერთსართულიან შენობაში "Corporation Trust Center", მისამართზე - 1209 North Orange Street.
საქმე იმაშია, რომ ეს შტატი ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილად ითვლება შეერთებულ შტატებში დაბეგვრის თვალსაზრისით. ბოლო 10 წლის განმავლობაში, „დელავერის ხარვეზის“ გამო, აშშ-ს ბიუჯეტმა დაკარგა 9,5 მილიარდი დოლარი პოტენციური შემოსავალი.
• მეორე მსოფლიო ომის დროს მარშალ ჟუკოვს კოკა-კოლა იმ დროინდელმა ამერიკელმა სამხედრო მოღვაწემ და შემდგომში ამერიკის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა გაასინჯა, რომელიც სასმელის ფანატი იყო. მარშალს კოკა-კოლა ძალიან მოეწონა, მაგრამ საბჭოთა კავშირში კოკა-კოლა აკრძალული იყო და იმისათვის, რომ რუსი ხალხისთვის ამერიკის მიმართ თაყვანისცემაში არ დაედოთ ბრალი, ჟუკოვის თხოვნით სასმელი გააუფერულეს (ინგრედიენტებიდან ამოიღეს კარამელი), ხოლო ბოთლები იყიდებოდა ეტიკეტის გარეშე, თავსახურზე წითელი ვარსკვლავით.
50 ყუთი ასეთი კოკა-კოლა ჟუკოვს საჩუქრად გადაეცა.
• 1928 წელს, როდესაც Coca-Cola ჩინეთის ბაზარზე შევიდა, პროდუქტის სახელი ჩინურად არ თარგმნეს. რადგან იგი ითარგნებოდა ასე: „დაკბინე ცვილის თავკომბალა“. კოკა-კოლას მარკეტოლოგებმა განიხილეს 200-ზე მეტი სხვადასხვა იეროგლიფი, რათა მიეღოთ ლამაზი ფრაზა, და ბოლოს იგი გამოხატეს ამგვარად - "co-ca-co-la" - რაც ნიშნავს "ბედნიერებით სავსე პირს".
• Coca-Cola უჭირავს მსოფლიოს სასმელების მთელი ბაზრის 3.5%. 55 მილიარდი პორცია სასმელიდან (გარდა ჩვეულებრივი წყლისა), რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად მიირთმევენ, 2 მილიარდი პორცია მოდის კოლა-კოლაზე.
• გავრცელებული მოსაზრებით კოკა-კოლას წარმოებისთვის გამოყენებული წყალი სრულად არ იფილტრება (მაგალითად ვერცხლით). ასევე, კოკა-კოლას სხვა პროდუქტები, როგორიცაა მინერალური წყლები BonAqua და AquaMinerale, აღებული, გაფილტრული და ჩამოსხმულია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემიდან.
• თუ კოკა-კოლას ბოთლში ჩაუშვებთ ხილის საღეჭ რეზინის დრაჟე მენტოსს (Mentos), კოკა-კოლა ბოთლის ყელიდან ვულკანივით ამოიფრქვევა.
• ღვინო მარიანი (VIN TONIQUE MARIANI), რომელსაც დამატებული ჰქონდა კოკას ფოთლები, შეიცავდა კოკაინს და რეკლამირდებოდა ენერგიის მომნიჭებელი და ჯანმრთელობის აღმდგენი საშუალება, გახდა ჯონ პემბერტონის შთგონების წყარო, რომლის პირველი რეცეპტი ძალიან ჰგავდა მარიანის ღვინის რეცეპტს.
• 0.33 ლიტრიანი კოკა-კოლა შეიცავს 35 გრ შაქარს, რაც შეადგენს დღიური ნორმის 75%-ს.
• 2012 წელს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ, დაკარგა 750 000 დოლარის კონტრაქტი კოკა-კოლასთან, იმის გამო, რომ მოსვა ყლუპი პეპსი-კოლას ქილიდან, რომლიც მის წინ იდო პრეს-კონფერნეციის დროს.
• თუ წარმოებული კოკა-კოლას ბოთლებს სწორხაზოვნად განვათავსებთ, იგი დედამიწას გარშემო 4000-ჯერ შემოუვლის.
• 66. კოკა-კოლას ალიმინის ქილების დამზადებაზე იხარჯება შეერთებულ შტატებში წარმოებული ალუმინის 17%.
• თუ ოდესმე წარმოებული კოკა-კოლას მთელს რაოდნეობას აუზში ჩაასხამთ, მასში ბანაობა 500 000 000 ადამიანს შეუძლია. აუზის სიგრძე იქნებოდა 30 კმ, სიგანე 15 კმ და სიღრმე 200 მეტრი.
• კოკა-კოლა 1928 წლიდან ისტორიაში ოლიმპიური თამაშების პირველი სპონსორია. კომპანიებისთვის ასეთ დიდი ღონისძიებების სპონსორობა არის გაყიდვების გაზრდის, პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების, ცნობადობისა და ბრენდის ლოიალობის გაზრდის უდიდესი შესაძლებლობა.
• კოკა-კოლას იმპერიის პირველი წელი წამგებიანი გამოდგა, თავდაპირველად დღეში იყიდებოდა მხოლოდ 7-9 ჭიქა. გაყიდვების ასეთი ტემპის გამო სასმელმა პირველ წელს მხოლოდ 50 დოლარის მოგება მოიტანა, დანახარჯი კი შეადგენდა 70 დოლარს.
• პლანეტაზე არსებული კოკა-კოლას ყველა ბოთლი შეიძლება განლაგდეს დედამიწიდან მთვარემდე და უკან 1500-ზე მეტჯერ. დედამიწიდან მთვარემდე მანძილი კი 384 400 კმ-ია.
• მეორე მსოფლიო ომის დროს, თანამემამულეებისთვის საბრძოლო სულის შენარჩუნებისთვის და სამშობლოს როლის შეხსენების მიზნით, 1941 წელს კოკა-კოლას პრეზიდენტმა რობერტ ვუდრაფმა გამოსცა ლეგენდარული განკარგულება: რომ თითოეულ ამერიკელ ჯარისკაცს შეეძლო მიეღო ბოთლი კოკა-კოლა 5 ცენტად, სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი და რადაც არ უნდა დაუჯდომოდა ეს კომპანიას.
• 2001 წლიდან 2009 წლამდე კოკა-კოლამ გააფორმა ფილმებში 85 კონტრაქტი product placement (ფარული რეკლამის განთავსების მეთოდი, რომლის საშუალებითაც ბრენდირებული პროდუქტები ან ლოგოები განთავსებულია ფილმებში, სერიალებში, სატელევიზიო შოუებში, მუსიკალურ ვიდეოებში, კომპიუტერულ თამაშებში, წიგნებსა და სხვა მედია საშუალებებში)
ადრე საკუთარი პროდუქციის ამგვარი რეკლამით ეკრანებზე მხოლოდ Apple და Ford ჩნდებოდნენ. კოკა-კოლამ ორიენტაცია აიღო ბავშვებისთვის გათვლილ ფილმებზე და მულტფილმებზე: ჰარი პოტერი, მადაგასკარი, სკუბი-დუ, ელფი, მოჯადოებული.
• კოკა-კოლას რეკლამა Holidays are coming შეერთებულ შტატებში გამოჩნდა 1995 წელს. ვიდეო რგოლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ უკვე 1998 წელს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყო ნაჩვენები.
• კოკა-კოლა ალკოჰოლური სასმელების პოპულარული ინგრედიენტია. სასმელი წარმატებით გამოიყენება ვისკის, რომის და სხვა ალკოჰოლური სასმელების გასაზავებლად.
• კოკა-კოლას პროდუქტები "Bon-Aqua" და "Aqua Minerale" ასოცირდება როგორც ანკარა წყლებთან, ასევე სასამართლო პროცესებთან, რომ ამ პროდუქციის წყალი არ იფილტრება. რა თქმა უნდა კოკა-კოლა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი ბოლო ტექნოლოგიებით ფილტრავენ წყალს, რისი საფასურიც არ შედის ღირებულებაში.
• კოკა-კოლა პირველი გაზიანი სასმელია, რომელმაც კოსმონავტებთან ერთად კოსმოსში იმოგზაურა.
ეს მოხდა 1985 წელს შატლ ჩელენჯერზე (Shuttle Challenger). ასტრონავტებმა შეამოწმეს შესაძლებელი იყო თუ არა უწონადობის მდგომარეობაში სასმელის მირთმევა. როგორც აღმოჩნდა ეს შესაძლებელი იყო.
• ყოველ წამში ადამიანები მოიხმარენ 10 000-ზე მეტ ბოთლ კოკა-კოლას მიერ წარმოებულ სასმელს.
კოკა-კოლას გარდა, კომპანია აწარმოებს გაზირებულ სასმელებს: Schweppes, Fanta, Sprite, Pulpy, Diet Coke, ნატურალურ წვენებს Simply, Minute Maid, Fruitopia, Hi-C, Fuze, Odwalla, მინერალურ წყლებს, BonAqua, Aqua Minerale, ჩაის- Fuzetea, ენერგეტიკულ და სხვა მრავალ სასმელს.
• კომპანია Coca-Cola რეკლამაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავს მთელს მსოფლიოში. ერთ წელიწადში კომპანია რეკლამაში უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე Apple და Microsoft ერთად აღებული.
• კოკა-კოლას რეცეპტი გასაიდუმლოებულია. საშუალოსტატისტიკური ადამიანისთვის სასმელის რეცეპტი ხელმიუწვდომელია. რეცეპტი ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად Coca-Cola-ს ხელმძღვანელობისთვის. რეცეპტის საცავი მდებარეობს ატლანტაში, მუზეუმში „კოკა-კოლას სამყარო“.
სხვათა შორის, კოკა-კოლას ლიდერები არასოდეს არ დაფრინავენ ერთი და იმავე თვითმფრინავით, რომ ავიაკატასტროფის შემთხვევაში ერთად არ დაიღუპნონ.
• დიეტური კოკა-კოლა 1985 წელს გამოიგონეს. სასმელი შაქრის ნაცვლად შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს.
აღსანიშნავია, რომ დიეტური კოკა-კოლა შეიცავს 30%-ით მეტ კოფეინს, ვიდრე ჩვეულებრივი კოკა-კოლა.
სხვათა შორის, თუ სტანდარტულ და დიეტურ კოკა-კოლას წყალში მოათავსებთ, სტანდარტული ჩაიძირება, დიეტური კი ამოვა წყლის ზედაპირზე.
• Coca-Cola-ს ყველაზე მოცულობითი სარეკლამო ნიშანი მდებარეობს ჩილეში. ლოგო დამზადებულია კოლას 70 000 ცარიელი ბოთლებისგან და მისი ზომებია 122 მეტრი / 40 მეტრზე.