მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 851 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

• "coca-cola" მეორე ყველაზე ცნობილი სიტყვაა მსოფლიოში ყველასათვის ნაცნობი "OK"-ის შემდეგ. 

მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მოხვდეთ, ეს 2 სიტყვა ყველასათვის გასაგები იქნება, მიუხედავად იმისა, თუ  რა ენაზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობა.

 

• Coca-Cola-ს ბიზნეს მოდელი ასეთია:

არსებობს Coca-Cola Enterprises (შემდგომში CCE) - ეს არის მთავარი ქარხანა, სადაც საიდუმლო ფორმულის მიხედვით მზადდება სიროფის კონცენტრატი, რომელიც წყალთან შერევისას იძლევა "კოკა-კოლას განუმეორებელ გემოს". 

მეორეს მხრივ არიან ბოთლერები - ჩამომსხმელი ქარხნები, რომლებიც აზავებენ კონცენტრანტს წყლით, ასხამენ ბოთლებში ადა ეწევიან მის დისტრიბუციას. CCE-სა და ბოთლერებს შორის კავშირი თითქმის არ არსებობს, გარდა ფრანჩაიზინგის პირობებისა: ბოთლერებმა იყიდონ კონცენტრატი, გააზავონ წყლით და ჩაასხან ბრენდირებულ ბოთლში.

ასე რომ, სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული კოკა-კოლას გემოებს შორის განსხვავების მთელი საიდუმლო ისაა, თუ საიდან იღებენ ქარხნები კონცენტრანტის გასაზავებლად საჭირო წყალს. უფრო ხშირად, ისინი დიდად არ იწუხებენ თავს და კონცენტრანტს წყალმომარაგებაში არსებული გამდინარე წყლით აზავებენ. ზოგიერთი ქარხანა კი გასაზავებლად წყლის საბადოებზე მოპოვებული უმაღლესი ხარისხის ანკარა წყალს იყენებს. 

 

• დიდი დეპრესიის პიკის დროს ბანკირმა მარკ უელჩ მანრომ (Mark Welch Munroe), მეტსახელად „მისტერ პეტმა“ შეამჩნია, რომ ადამიანები უკანასკნელ თანხებს ხარჯავდნენ Coca-Cola-ს  შესაძენად, ხოლო ამავდროულად, კომპანიის აქციები ძალიან იაფი იყო. 

მანრომ კოკა-კოლას რამდენიმე აქცია შიძინა და ურჩია ფლორიდის ქუინსის სხვა მაცხოვრებლებს, მათაც იგივე გაეკეთებინათ. 

მანრო ქალაქში ცნობილი იყო როგორც სანდო ადამიანი და მის რჩევებს ბევრი ითვალისწინებდა.

მაშინაც კი, როცა აქციები 19 დოლარი გახდა, რაც იმ დროისთვის არც თუ ისე მცირე თანხად ითვლებოდა, მანრომ ფასი მაინც შედარებით იაფად მიიჩნია და აქციების ყიდვა განაგრძო. მის მაგალითს მიბაძა ქალაქის მოსახლეობმაც.

მანროს მცდელობებისა და ჩადებული ინვესტიციების წყალობით, ფერმერების ქალაქმა თავი შეინარჩუნა საბაზრო კრიზისებისა და მოუსავლიანობის დროს. ჩადებულმა აქციებმა კი დიდი ფული მოიტანა: ქუინსი გახდა შეერთებული შტატების უმდიდრესი ქალაქი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) დონით ..., ხოლო ქალაქის მცხოვრებთაგან მინიმუმ 67 მილიონერი გახდა.

 

•  კოკა-კოლას წარმოებისთვის, ქარხნები წელიწადში მოიხმარენ 300 მილიარდზე მეტ ლიტრ სუფთა წყალს, ერთი ლიტრი კოკა-კოლასთვის საჭიროა 2 ლიტრი წყალი. წყლის ხარისხის გამო კოკა-კოლას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული გემო აქვს.

2004 წელს, ინდოეთში სუფთა წყლის ნაკლებობამ ფერმერების პროტესტი გამოიწვია, რომელიც გამოწვეული იყო მესამე სამყაროს ქვეყნებში კოკა-კოლას კომპანიის მიერ წარმოებული წყლის მოხმარების პოლიტიკით.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე წლით ადრე Coca-Cola-მ დაიწყო პროგრამა სახელწოდებით "უთხარი არა H2O-ს", რომელიც ხელს უწყობდა წყლის ნაცვლად კოკა-კოლას გამოყენებას. პროგრამის მთავარი იდეა იყო Coca-Cola-ს უფასოდ შეთავაზება რესტორნებში, სადაც მომხმარებლები შეუკვეთავდნენ უბრალო სასმელ წყალს.

 

• თუ The Coca-Cola Company-ს კვლევებს დავუჯერებთ, მსოფლიოში ყოველი ადამიანი, საშუალოდ, ყოველ ოთხ დღეში ერთხელ მოიხმარს მის ერთ-ერთ პროდუქტს.

 

• კოკა-კოლას სარეკლამო სლოგანები თითქმის ყოველწლიურად იცვლება. წარმოიდგინეთ, როგორია ყოველ ჯერზე ახალი, წარმატებული, შედეგიანი ფრაზის მოფიქრება.

კოკა-კოლას პირველი სლოგანი იყო - „დალიეთ კოკა-კოლა (Drink Coca-Cola). მას შემდეგ სლოგანი ათეულობით სლოგანმა ჩაანაცვლა, რომელთა რაოდენობა 100-ზე მეტია, ხოლო შინაარსი მრავალფეროვანი:

„წყურვილმა სეზონი არ იცის“ „წითელი, თეთრი და შენ“,„დაიჭირე ტალღა“, „წყურვილი მეტს არაფერს ითხოვს“, კოკა-კოლას მსგავსი მხოლოდ კოკა-კოლაა, „რაც შენ გსურს კოკა-კოლაა, „დატკბით კოკა-კოლით“, „ყველაფერი კარგად არის კოკა-კოლასთან ერთად“, „გემო შენთვის“, „ყოველთვის კოკა-კოლა“, „აღმოაჩინე ბედნიერება“, „ყინულის მზე“ და მრავალი სხვა...

 

• ჯორჯიის შტატში მცხოვრებმა კლიფ კლუჯმა (Cliff Kluge) განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტი.

კლიფ კლუჯმა, რომელიც ანტიკვარიატით ვაჭრობდა, აუქციონზე შეიძინა უძველესი ყუთი, რომელიც ადგილობრივ, ცნობილ ქიმიკოსს ეკუთვნოდა. როგორც კლუჯმა აღნიშნა, მან ყუთში აღმოაჩინა განსვენებული მეცნიერის პირადი მიმოწერები, რომელთა შორის აღმოჩნდა ფურცელი, რომელზეც ჩამოწერილი იყო კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტები.

კლუჯი, რეცეპტის შესწავლის შემდეგ, რომელიც 1943 წლით თარიღდებოდა, მივიდა დასკვნამდე, რომ მას ხელში ჩაუვარდა მსოფლიოში ცნობილი კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტი.

ანტიკვარული ნივთების გამყიდველმა იფიქრა, რომ ამ რეცეპტით შესაძლებელი იყო დიდი ფულის შოვნა და იგი გასაყიდად eBay-ის აუქციონზე განათავსა - საწყისი ფასით 5 მილიონი დოლარი, თუმცა რეცეპტის შეძენა მსურველს აუქციონის გარეშე 15 მილიონ დოლარად შეეძლო.

განცხადებას მან თან დაურთო დოკუმენტის ფოტოსურათი, რომელშიც ფოტოშოპით გადაშლილი იყო გარკვეული მონაცემები კონსპირაციის მიზნით.

კოკა-კოლას მესვეურებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა რეცეპტი ახლოს იყო სინამდვილესთან, მაგრამ იგი არ იყო ორიგინალი, რომელიც ატლანტაში მდებარე კოკა-კოლას მუზეუმში, სეიფში ინახებოდა, 2011 წლიდან კი დაცულია ეროვნული ბანკის საცავში.

„რამდენიმე ათეული წელია, დროდადრო ჩნდება ცნობები პოპულარული სასმელის ფორმულის აღმოჩენის შესახებ. მაგრამ ვერც ერთმა გამომგონებელმა ვერ შეძლო კოკა-კოლას ორიგინალური გემოს განმეორება. გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ფურცელზე მართლაც აღნიშნულია რაღაც სასმელის ფორმულა, მაგრამ ის აშკარად არ არის ჩვენი კომპანიის“, - განაცხადა არქივისტმა და კომპანია Coca-Cola-ს ისტორიკოსმა ტედ რაიანმა (Ted Ryan).

 

• არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კოკა-კოლა თავდაპირველად მწვანე იყო. სინამდვილეში, მწვანე იყო მხოლოდ ბოთლი.

 

• პირველი ბილბორდი კოკა-კოლას რეკლამით გამოჩნდა 1904 წელს ქალაქ კარტერსვილში (ჯორჯიას შტატი). ბილბორდის ადგილმდებარეობა დღემდე არ შეცვლილა.

 

• უკვე წარმოებული „კოკა-კოლა“ პლანეტის ყველა მოსახლეს რომ დაურიგდეს, თითოეულს შეხვდება 1 500 ბოთლი შეხვდება. თუ ამ რაოდენობის ბოთლებს 0,25-ლიტრიან ბოთლებში ჩამოვასხამთ და ფეხბურთის მოედანზე დავაწყობთ, გამოვა 557 კილომეტრი სიმაღლის მთა, რომელიც ევერესტზე 63-ჯერ მაღალი იქნება.

 

• მექსიკის სამხრეთით მდებარე ქალაქი ჩიაპასი დასახლებულია ცოცილებით, რომლებიც მიეკუთვნებიან მაიას ხალხთა ჯგუფს.  მათი რელიგია კათოლიციზმისა და ძველი ინდური რწმენის უცნაური ნაზავია. მედიცინა აქ ცუდად არის განვითარებული, ამიტომ დაავადებების განკურნებას ჩვეულებრივ შამანს ანდობენ ხოლმე, რომელიც ცერემონიას ეკლესიაში ასრულებს.

ცერემონია მოიცავს რიტუალურ შელოცვებს მრავალი სანთლის წინ, ასევე თავად შამანისა და ავადმყოფის მიერ ალკოჰოლური სასმელის პოშას დალევას და ქათმის დაკვლას. 

გასული საუკუნის შუა წლებიდან ცოცილები სამკურნალო რიტუალებისთვის პოშასთან ერთად კოკა-კოლას იყენებენ, რაც ძლიერ ღებინებას იწვევს, რაც რელიგიური ლიდერების აზრით, სხეულიდან ბოროტი სულების სხეულიდან განდევნას იწვევს.

 

• კოკა-კოლას ლოგოტიპი შექმნის დღიდან თითქმის არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ იგი დახატა არ დიზაინერმა, არამედ ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა, Spencerian Script-ის მსგავსი შრიფტით.

 

• კომპანია კოკა-კოლაში მიაჩნიათ, რომ სასმელის დასალევად „იდეალური“ ტემპერატურა 1,1 - 3,3 გრადუსია.

 

• Coca-Cola-ს მიწოდების ყველაზე გრძელი მარშრუტი ავსტრალიაშია. სატვირთო მანქანების მძღოლებმა უნდა გაიარონ 1803 კილომეტრიანი გზატკეცილი, რათა პროდუქტები ქალაქ პერთიდან (სამხრეთ ავსტრალია) კარათასა და პორტ ჰედლენდის დასახლებებში ჩაიტანონ.

 

• როგორც წესი, კოკა-კოლას ქილებსა და ბოთლებზე ქვედა მხარეს დატანილია წარწერა „ორიგინალი ფორმულა“. მაგრამ ეს არ არის სიმართლე, რადგან 1985 წლიდან სასმელს შაქრის ნაცვლად უმატებენ სიმინდის სიროფს, რომელსაც აქვს ფრუქტოზის მაღალი შემცველობა, განსხვავებულ გემოს აძლევს სასმელს და არის უფრო საზიანო ორგანიზმისთვის.

 

• ბრენდ კოკა-კოლას ასორტიმენტი არ შემოიფარგლება მხოლოდ კოკა-კოლით ფანტით და სპრაიტით. კომპანია აწარმოებს თითქმის 4000 დასახელების პროდუქციას. ასე რომ, ადამიანმა ყველა მათგანი დღეში ერთხელ რომ დააგემოვნოს, ამისათვის 10 წელზე მეტი დასჭირდება.

 

• Coca-Cola-ს უნიკალური და ყველასათვის ცნობილი შუშის ბოთლის ფორმა შეიქმნა 1915 წელს Root Glass Company-ის მიერ.

 

• კოკა-კოლას საფირმო ბოთლის ფორმა მხატვარ-დიზაინერ ერლ დინს კაკაოს მარცვლის ფორმამ  შთააგონა. მხატვარი შეცდომით მიიჩნევდა, რომ კოკა-კოლას შემადგენლობაში შედიოდა კაკაო.

 

 ჩვეულებრივი კოკა-კოლას კლასიკური ქილა შეიცავს თითქმის 5 ჩაის კოვზ შაქარს.

 

• კოკა-კოლას და მაკდონალდსს შორის განსაკუთრებული ურთერთობის შესახებ ყველასათვის ცნობილია. ბევრი აღნიშნავს, რომ კოკა-კოლას მაკდოლადსში სხვაგვარი განსაკუთრებული გემო გააჩნია, რასაც აქვს თავის მიზეზები,

საქმე იმაშია, რომ როცა ყველა წარმოება კოკა-კოლას სიროფს პლასტმასის პაკეტებით იღებს, მაკდონალდსში მისი ტრანსპორტირება მეტალის ავზებით ხდება. მეტალის კონტეინერებში სიროფი უკეთესად ინარჩუნებს გემოს და არ ექვემდებარება ტემპერატურის, ჰაერისა და შუქის ზემოქმედებას. გარდა ამისა, მაკდოლადსში კარგად ფილტრავენ წყალს, რომლითაც კოკა-კოლას სიროფს აზავებენ.

 

• 2013 წელს 30 წლის ქალი, ახალი ზელანდიიდან, გარდაიცვალა გულის არითმიით, რომელიც გამოწვეული იყო კოკა-კოლას ჭარბი მოხმარებით. აღმოჩნდა, რომ ქალს ჰქონდა სასმელზე დამოკიდებულება და დღეში 10 ლიტრამდე კოკა-კოლას მირთმევდა.

 

• 1961 წელს კოკა-კოლას რეკლამირდებოდა, როგორც წონის კონტროლის საშუალება. "კოკა-კოლასთან ერთად არ გექნებათ ფიგურის პრობლემა!" - ამბობდა სარეკლამო რგოლის გმირი. 

იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ კოკა-კოლას საშუალებით ადამიანი იღებდა კალორიებს და უქრებოდა შიმშილის გრძნობა. 

 

• 2011 წელს ტელეკომპანია National Geographic-მა აჩვენა კოკა-კოლას ქარხანა, მისი მუშაობა და სასმელის დამზადების საიდუმლო (რა თქმა უნდა არა საიდუმლო რეცეპტი).

 

• კოკა-კოლას ბოთლზე ყვითელი თავსახური ნიშნავს, რომ სასმელი „კოშერულია“: მასში არსებული სიმინდის სიროფი ჩანაცვლებულია ჩვეულებრივი შაქრით.

 

• კოკა-კოლას უზარმაზარი ნიშანი, რომელიც მდებარეობს ატლანტაში, პავილიონ „კოკა-კოლას სამყაროს“ თავზე, შედგება 1407 ჩვეულებრივი ნათურისგან და 1906  ხაზოვანი ნეონის ნათურებისგან. ნიშანის სიმაღლეა 9 მეტრი, სიმაღლე 8 მეტრი და წონა 12,5 ტონა.

 

• დღესდღეობით მსოფლიოში არის 33 უალკოჰოლო სასმელების ბრენდი, რომელთა წლიური შემოსავალი 1 მილიარ დოლარზე მეტია. ამ ბრენდების ნახევარი კომპანია კოკა-კოლას საკუთრებაა.

 

•  კოკა-კოლა იყო პირველი უცხოური კომპანია, რომელმაც 1989 წელს განათავსა თავისი სავაჭრო ნიშანი საბჭოთა კავშირში მოსკოვში, პუშკინის მოედანზე.

 

• 1929 წლამდე კოკა-კოლას შემადგენლობაში შედიოდა კოკას ფოთლები, სწორედ იმ კოკასი, რომლისგანაც ამზადებენ კოკაინს.

 

• 2020 წელს, იაპონელმა მკვლევარებმა ანტრაქტიდაზე კოკა-კოლას ქილა აღმოაჩინეს, რომელიც იქ 50 წლის განმავლობაში ინახებოდა. ქილა იმდენად უნიკალური აღმოჩნდა, რომ მისი პროტოტიპი კომპანიის მუზეუმშიც არ ინახებოდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ