• სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯონ სტიტ პემბერტონი კონფედერაციის არმიაში მსახურობდა. ამ დროს აშშ-ის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. პემბერტონი მძიმედ დაიჭრა და მუდმივი ტკივილების გამო ფაქტიურად მორფინზე დამოკიდებული ნარკომანი გახდა.
ჯონი ცდილობდა ეპოვა გზა მორფინზე დამოკიდებულებასთან საბრძოლველად, რამაც აიძულა დაეწყო კოკაზე ექსპერიმენტები. ასე დაიწყო ლეგენდარული სასმელის Coca-Cola-ს ისტორია.
• 1885 წელს პემბერტონმა შექმნა სასმელი, რომელსაც უწოდა Pemberton's French Wine Coca. იგი შეიცავდა წითელ ღვინოს, კოლას კაკალს და დამიანას (Turnera diffusa) რომელიც ცნობილი აფროდიზიაკია. სწორედ ეს რეცეპტი იყო დღეს ყველასათვის ცნობილი Coca-Cola-ს პროტოტიპი.
• კოკა-კოლა ამერიკის ეროვნული სიმბოლოა. არ არსებობს არც ერთი ამერიკელი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გაუსინჯავს ეს სასმელი. კოკა-კოლა ყველაზე მოხმარებადი გამაგრილებელი სასმელია შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ.
კოკა-კოლას გლობალური გაყიდვებიდან გამომუშავებული ფულით მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
• 1903 წლამდე კოკა-კოლა შეიცავდა თითქმის 9 მგ კოკაინს. მაგრამ 1903 წელს New York Tribune-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოკა-კოლათი გაბრუებული შავკანიანები თავს ესხმოდნენ თეთრკანიანებს. სასმელის რეცეპტი შეიცვალა და სასმელში იყენებდნენ მხოლოდ კოკაინისგან განთავისუფლებულ კოკას ფოთლებს.
რეცეპტიდან კოკა სრულიად ამოღებული იქნა 1929 წელს. ამჟამად, კოკა-კოლა სტიმულატორებიდან შეიცავს მხოლოდ კოფეინს.
• კოკა-კოლას რეცეპტი შედგებოდა როგორც თავად კოკა-კოლას სიროფის, ასევე საიდუმლო ინგრედიენტის 7X არომატის (ანუ Merchandise 7X) მომზადების აღწერილობისგან. იგი გამოქვეყნდა მარკ პენდერგრასტის 1992 წელს გამოცემულ წიგნში: „ღმერთისთვის, ქვეყნისთვის და კოკა-კოლასთვის“ (For God, Country and Coca-Cola)
კოკა-კოლას ძირითადი ინგრედიენტები იყო: კოკას ფოთლის სამი ნაწილი (იგივე ფოთლებიდან მიიღება ნარკოტიკული საშუალება კოკაინი) და ტროპიკული კოლას ხის თხილის ერთი ნაწილი. მიღებული სასმელი დაპატენტებული იყო, როგორც წამალი "ნებისმიერი ნერვული აშლილობისთვის".
ინგრედიენტები სიროფისთვის:
კოფეინის ციტრატი - 1 უნცია (28 გრ);
ლიმონის მჟავა - 3 უნცია (85 გ);
ვანილის ექსტრაქტი - 1 ამერიკულ თხევადი უნცია (30 მლ);
ლაიმის წვენი - 2 ამერიკული თხევადი პინტი ან 1 ამერიკული თხევადი კვარტი (946 მლ);
საიდუმლო ინგრედიენტი (Merchandise 7X) - 2,5 უნცია;
შაქარი - 30 ფუნტი (14 კგ)
თხევადი კოკას ფოთლის ექსტრაქტი - 4 ამეიკული თხევადი უნცია (118,3 მლ);
წყალი - 2,5 გალონი (9,464 ლ);
შაქრის ფერი (E150) - შეღებვისთვის საკმარისი რაოდენობა;
საიდუმლო ინგრედიენტის რეცეპტი 7X Flavour (Merchandise 7X) შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან:
ალკოჰოლი - 236,6 მლ;
ფორთოხლის ზეთი - 80 წვეთი;
დარიჩინის ზეთი - 40 წვეთი;
ლიმონის ზეთი - 120 წვეთი;
ქინძის ზეთი - 20 წვეთი;
მუსკატის ზეთი - 40 წვეთი;
ნეროლის ზეთი - 40 წვეთი;
მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულია სასმელის რეცეპტის რამდენიმე ვერსია, რომლის ავტორებსაც პრეტენზია აქვთ, რომ სწორედ ეს არის ორიგინალური და ავთენტური რეცეპტი, კომპანია ამტკიცებს, რომ მის მიერ წარმოებული სასმელის ორიგინალური რეცეპტი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს და ცნობილია მხოლოდ რჩეული მფლობელების ვიწრო წრისთვის.
• კომპანია “კოკა-კოლას“ სასმელები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება (დღეში დაახლოებით 2 მილიარდი ერთეული) გაყიდვების 78% უშუალოდ კოკა-კოლაზე მოდის.
• კოკა-კოლა ოფიციალურად აკრძალულია ორ ქვეყანაში - კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში.
კუბაში კოკა კოლა მოხმარებიდან ამოიღეს რევოლუციის შემდეგ როცა ქვეყნის სათავეში მოვიდა ფიდელ კასტრო. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ამ ქვეყანაში კოკა-კოლა არასოდეს არ ყოფილა გაყიდვაში.
თუმცა არსებობს მონაცემები, რომ სასმელი კონტრაბანდული გზით ამ ქვეყნებში მაინც შედის.
• კოკა-კოლას მოხმარების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება მექსიკაში და ისლანდიაში. საინტერესოა, რომ ამ ორ ქვეყანას არაფერი აქვთ საერთო. მექსიკა სუბტროპიკული უზარმაზარი ქვეყანაა, ისლანდია კი სუბპლარული მცირე ზომის კუნძულოვანი ქვეყანა.
• მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში კოკა-კოლას სხვადასხვა რეცეპტს იყენებენ. მაგალითად, სადღაც დამატკბობლად ლერწმის შაქარს უმატებენ (მექსიკა-MexiCoke), სადღაც სიმინდის სიროფს დ ა.შ...
• ამერიკის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მდებარეობს მუზეუმი „კოკა-კოლას სამყარო“ (World of Coca-Cola), სადაც წარმოდგენილია ფაქტობრივად არსებული სასმელის ყველა გემო.
ატლანტის მუზეუმში, სეიფშია დაცული კოკა-კოლას ხელნაწერი რეცეპტი, ეგრეთ წოდებული პრეპარატი "Merchandise 7X, და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მისი ნახვა.
ატლანტაშია განთავსებული კომპანია კოკა-კოლას სათაო ოფისი.
• Coca-Cola მომხმარებლებს იზიდავს მკვეთრი, ნათელი ეტიკეტით და სარეკლამო აქსესუარებით, რაც არ არის შემთხვევითი. წითელი ფერი, რომელიც კოკა-კოლას ეტიკეტში და რეკლამებში დომინირებს, აღიზიანებს ვიზუალურ რეცეპტორებს და აღვიძებს შიმშილის გრძნობას.
ადამიანები, რომლებიც აპირებენ კოკა-კოლას შეძენას, მისგან ელიან ენერგიის მოზღვავებას და ხალიასიან განწყობას.
• კოფეინს შეიცავს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გაზიანი სასმელები - Coca cola, Pepsi cola, Mountain Dew, Dr. Pepper და სხვა; მათ შორის მათი უშაქრო ვერსიები. თუმცა, ეს კოფეინი სინთეზურია და მათი წარმოება ხდება ჩინეთის ფარმაცევტულ ქარხნებში.
• 1985 წელს, დაარსებიდან თითქმის 100 წლის შემდეგ, კომპანიამ შეცვალა კოკა-კოლას წარმოების ფორმულა და განაცხადეს, რომ ახალი სასმელი New Coke იქნებოდა უფრო „ტკბილი“ და „ბარხატოვანი“.
ახალი სასმელის გამოშვების შემდეგ, კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს იყო უბრალოდ წყალში გაზავებული ჩვეულებრივი კოკა-კოლა. მომხმარებლებმა ეს სიახლე ცუდად მიიღეს და მწარმოებლები იძულებული გახდნენ 3 თვეში ძველ ფორმულას დაბრუნებოდნენ.
• ყურადღების მიპყრობის მიზნით, კოკა-კოლას მწარმოებლები მუდმივად აწყობდნენ ეხლაც აგრძელებენ არაერთი საინტერესო აქციის ორგანიზებას. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც Coca-Cola პოპულარობას იძენდა, მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობდნენ მასამდე მიეტანათ, თუ რამდენად გემრიელი და უჩვეულო იყო მათი პროდუქტი. ამისთვის ტარდებოდა უფასო დეგუსტაციები, ხალხს ურიგდებოდა სპეციალური კუპონები, რომლის საშუალებიღაც მათ შეეძლოთ მიეღოთ კოკა-კოლას უფასო პორცია.
წინამორბედებს არ ჩამორჩებიან დღევანდელი მწარმოებლებიც: ყოველი ახალი წლის წინ იმართება აქცია, რომელშიც შესაძებელია კოკა-კოლას დათუნიები Coca-Cola-ს საფირმო ბრენდის ლოგოტიპიან ტანსაცმელში, ასევე სათვალეები, ჭიქები, მაისურები და სხვა... მათი მისაღებად საკმარისია კოკა-კოლას ბოთლებიდან საკმარისი რაოდენობის თავსახურის შეგროვება.
• 1886 წელს, ჯორჯიის შტატში „მშრალი კანონის“ შემოღების შემდეგ, პემბერტონმა გადახედა სასმელის შემადგენლობას. მან ამოიღო რეცეპტიდან ღვინო და მის ნაცვლად დამწვარი შაქრის სიროფი გამოიყენა.
• Coca-Cola-ს უალკოჰოლო ვერსია ძირითადად იყიდებოდა როგორც შემცირებული სექსუალური აქტივობის საწინააღმდეგო საშუალება. პემბერტონი ასევე რეკლამირებდა, რომ კოკა-კოლა ხელს უწყობდა ნარკომანიისგან თავის დაღწევას, შფოთვის შემცირებას და დეპრესიის განკურნებას.
• პირველი 13 წლის განმავლობაში კოკა-კოლა არსებობდა ექსკლუზიურად მხოლოდ ჩამოსასხმელი ავტომატებიდან იყიდებოდა. შემდგომში დაიწყო მისი ბოთლებით გაყიდვა, პარალელურად, სასმელი ხელმისაწვდომი გახდა შავკანიანი მოსახლეობისთვის.
• კოკა-კოლას დღემდე უმატებენ კოკას ფოთლებს, მაგრამ ფოთლები არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას. კომპანია კოკას ფოთლეს ექტრაქტს ყიდულობს მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან - Stepan Company, რომელიც ერთადერთი კომპანიაა შეერთებულ შტატებში, კოკას იმპორტის უფლებით. თუმცა კოკა-კოლაში კოკას ექსტრაქტი იგზავნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფოთლებიდან ხდება კოკაინის სრული ამოღება, რისი უფლებითაც სარგებლობს ერთადერთი ავტორიზებული ფარმაცევტული კომპანია - Mallinckrodt Inc.
• 2018 წლიდან კომპანია აწარმოებს დაბალალკოჰოლურ სასმელებს, რომელიც ექსკლუზიურად იყიდება მხოლოდ იაპონიაში.
• ორ „დაუძინებელ მეტოქეს" - კოკა-კოლას და პეპსი-კოლას შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ პეპსი შეიცავს ლიმონმჟავას, კოკა კი არა. ამგვარად, მუდმივი დავა მათ თაყვანისმცემლებს შორის აზრს მოკლებულია: დიახ, განსხვავება გემოში არის, მაგრამ სხვაობა პრაქტიკულად შეუმჩნეველია.
• მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანული კოკა-კოლას ქარხანა ვეღარ იღებდა ინგრედიენტების მარაგს შეერთებული შტატებიდან. მაშინ გერმანელებმა გადაწყვიტეს საკვების წარმოების ნარჩენებისგან: გამოწურული ვაშლის ფაფისა და რძის შრატისგან კიდევ ერთი სასმელის დამზადება და მას "Fanta" უწოდეს (შეამოკლეს სიტყვა "Fantasie").
ქარხნის დირექტორი, მაქს კიტი, არ იყო ნაცისტი, ამიტომ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფანტა ნაცისტებმა გამოიგონეს, არ შეესაბამება სინამდვილეს. ომის დასრულების შემდეგ კოკა-კოლამ ქარხანა საკუთრებაში დაიბრუნა და „ფანტა“ ბაზარზე დააბრუნა, თუმცა ამჯერად ფორთოხლის არომატით.
• მარკეტოლოგების აზრით, კოკა-კოლას შესახებ მსოფლიოს მოსახლეობის 94%-ზე მეტისთვის არისცნობილი. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელის სიმბოლო კი დიდი ხანია ამერიკის სიმბოლოდ იქცა.
• კოკა-კოლა იყო პირველი კომპანია, რომელმაც შექმნა სპეციალური გამაგრილებელი მაცივარი, რომელთა ნახვა ამჟამად ნებისმიერ სუპერმარკეტში და სავაჭრო ცენტრშია შესაძლებელი.
• 2006 წელს, კომპანიის თანამშრომლები, ჯოია უილიამსმა და იბრაჰიმ დიმსონმა ფულის გამოსამუშავებლად, კომპანიის საიდუმლოს პეპსისთვის მიყიდვა 100 000 დოლარად გადაწყვიტეს. მათ კოკა-კოლას ნიმუში და საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცეს “პეპსის წარმომადგენელს”, რომელიც, რეალურად, FBI (გამოძიების ფედერალური ბიუროს) ფარული აგენტი გახლდათ. როგორც გაირკვა, პეპსიმ თავად შეატყობინა FBI-ის ამ ამბის შესახებ და განაცხადა რომ კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი.
2007 წელს, დამნაშავეებს 5-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო კომპაენსაციის სახით 40 000-დოლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
• 2016 წელს უალკოჰოლო სასმელებს შორის ლიდერი გახდა PepsiCo, რომლის წლიური შემოსავალი იყო 63 მილიარდი დოლარი, Coca-Cola-ს 42 მილიარდ დოლარის წინააღმდეგ..
• 1931-იან წელს, მიჩიგანელმა მხატვარმა (წარმოშობით შვედმა) - ჰედონ სანდბლომმა შექმნა უნიკალური საშობაო რეკლამა, რომელზეც მანამდე არსებული გამხდარი სანტას ნაცვლად გამოსახული იყო მხიარული, ლოყებწითელა მსუქანი მოხუცი წითელ კოსტუმში, რომელიც ირმებშებმული მარხილით მოგზაურობდა და საჩუქრებს არიგებდა. ასეთი პერსონაჟი ადრეც არსებობდა, მაგრამ მანამდე ელფს ჰგავდა და მკაცრი იერი ჰქონდა.
აღსანიშავია რომ სანტას სახედ სანდბლომმა საკუთარი ავტოპორტრეტი გამოიყენა, ხოლო სანტას ხელში ჩიბუხის ნაცვლად კოკა-კოლას ბოთლი დააჭერინა. ამ კომპანიამ წამყვანი როლი ითამაშა სანტა კლაუსის ამერიკული იმიჯის ფორმირებაში.
• Coca-Cola-ს წარმომადგენლენის განცხადებით, კოკა-კოლა მინისა და პლასტმასის ბოთლებში და ალუმინის ქილებში, შემადგენლობით ერთი და იგივეა. მათ შორის გემოვნური სხვაობები კი მხოლოდ ფსიქოლოგიას უკავშირდება.
• პირველ წლებში კოკა-კოლას ყიდვა მხოლოდ ავტომატებით შეიძლებოდა, რომლებიც იმ დროს მაღალტექნოლოგიურ სიახლედ ითვლებოდა. 1899 წლიდან კომპანიამ დაიწყო სასმელის ბოთლებში წარმოება.
• თუ მთელი წარმოებულ კოკა-კოლას წყლის ნაცვლად ნიაგარას ჩანჩქერში ჩავუშვებთ (ჩანჩქერის მუდმივი სიჩქარით - 1,5 მილიონი გალონი (5,67 მილიონი ლიტრი)/ წამში), ჩანჩქერის ვარდნა 38 საათი და 46 წუთი გაგრძელდება.
• დღეისათვის ყუთებში შეფუთული გაზირებული სასმელები ჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა სწორედ Coca-Cola-მ შემოიტანა შეფუთვის ეს მეთოდი, რაც ტრანსპორტირების გაიოლებისა და რეალიზაციის გაზრდის მიზნით გამოიგონეს.