»» ძველ ეგვიპტელებს ქვის ბალიშებზე ეძინათ ხოლმე.
»» ლოს–ანჯელესის ტერიტორიის თითქმის მეოთხედი ავტომობილებს უკავიათ.
»» ყოველწლიურად დაახლოებით 12 ახალშობილი გადაეცემა შეცდომით (არა მათ მშობლებს).
»» მზის სისტემის მასის 99%-ს მზე მოიცავს.
»» მსოფლიო ტყეების 25% ციმბირში მდებარეობს.
»» კატას თითოეულ ყურზე 32 კუნთი გააჩნია.
»» ძროხა დღეში გამოყოფს 200 –ჯერ მეტ გაზს, ვიდრე ადამიანი
»» ჭრიჭინას არ შეუძლია იფრინოს 24 საათზე მეტი.
»» ბოლომდე დატვირთული, ნორმალური სიჩქარით მოძრავი ტანკერის სრულ გაჩერებას სჭირდება დაახლოებით 20 წუთი.
»» ჟირაფს შეუძლია ყურების გაწმენდა ენით, რომლის სიგრძე 21 დიუმს აღწევს.
»» ძველ რომში, პაციენტის სიკვდილის შემთხვევაში, ექიმს ხელებს აჭრიდნენ.
»» მშრომელი ადამიანი, დღის განმავლობაში კარგავს 4 ლიტრ წყალს.
»» ზღარბის გული ცემს წუთში 300- ჯერ.
»» ძროხის საოფლე ჯირკვლები ცხვირის ნესტოში მდებარეობს.
»» ადამიანი, სახელად ჩარლზ ოსბორნი, ასლოკინებდა 6 წლის განმავლობაში.
»» რეაქტიული თვითფრინავი 4000 ლიტრ საწვავს ხარჯავს მხოლოდ აფრენაზე.
»» თხუნელას შეუძლია გათხაროს 9 მეტრი სიგრძის გვირაბი, ერთი ღამის განმავლობაში.
»» მსოფლიოში ყველაზე უძველესი ფეხსაცმელი აღმოჩენილია სომხეთში და მისი ასაკი 5 500 წელია.
»» ღორის ორგაზმი გრძელდება 30 წუთის განმავლობაში.
»» ტიტანიკი იყო პირველი გემი, რომელმაც ,,SOS” სიგნალი გამოიყენა.
»» ერთხელ, საუნტ ბენდში (ინდიანს შტატი), მოწევისთვის გაასამართლეს მაიმუნი.
»» საუდის არაბეთში, ქალს შეუძლია მოითხოვოს გაყრა, თუ ქმარი მას არ აძლევს ყავის დალევის უფლებას.
»» შვედურ ენაზე სიტყვა „ქორწინება“ და „საწამლავი“ ერთნაირად გამოითქმის.
»» მეწველი ძროხა სიცოცხლის განმავლობაში იძლევა დაახლოებით 200 000 ჭიქა რძეს.
»» ზვიგენი ერთადერთი თევზია, რომელსაც შეუძლია დაახამხამოს ორივე თვალი.
»» სკუნსი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც შეუძლია მის მიერ გამოყოფილი მყრალი გაზი გაავრცელოს 10 მეტრზე მეტ მანძილზე.
»» დაახლოებით 3000 წლის წინ, ევროპელების უმრავლესობა იღუპებოდა 30 წლის ასაკში.
»» თაფლი ერთადერთი საკვები პროდუქტია, რომელიც არ ფუჭდება.
»» ბრიტანული კანონებით, რომელიც მიიღეს 1845 წელს, თვითმკვლელობის მცდელობა სიკვდილით ისჯებოდა. დამრღვევს ჩამოხრჩობა ელოდა.
»» ზვიგენს შეუძლია წყალში სისხლი აღმოაჩინოს შეფარდებით – 1 წვეთი სისხლი : 100 მილიონ წყლის ნაწილაკთან.
»» თეთრი დათვები ცაციები არიან.
»» ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩოგბურთში 11 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
»» ალექსანდრე პუშკინს ოცდაცხრა დუელში აქვს მიღებული მონაწილობა. ბოლო დუელი მისი სიკვდილით დამთავრდა.
»» ძველი ბერძნები, ფიქრობდნენ, რომ ბიჭები იზრდებოდნენ მუცლის მარჯვენა მხარეს, გოგონები კი მარცხენა მხარეს.
»» სპერმატოზოიდი, ორგანიზმის ყველაზე პატარა „მარტოხელა“ უჯრედია, ხოლო კვერცხუჯრედი, ყველაზე დიდი.
»» XV საუკუნეში თვლიდნენ, რომ წითელი ფერი კურნავდა, ამიტომ ავადმყოფს წითლებში გამოაწყობდნენ და გარშემოც წითელ ნივთებს შემოუწყობდნენ ხოლმე.
»» ადამიანის სხეულში, ცხიმების რაოდენობა, საკმარისია 7 ნაჭერი საპონის დასამზადებლად.
»» ადამიანის სხეულიდან, სითბოს 80% გაედინება თავიდან.
»» ადამიანს ნაკლები კუნთები აქვს, ვიდრე მუხლუხოს.
»» სექსის დროს სიამოვნებას მხოლოდ ადამიანები და დელფინები განიცდიან.
»» სიკვდილის მომენტში, ლენინის თავის ტვინი, ნორმალური ზომის მეოთხედი იყო.
»» მსოფლიოში IQ ტესტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკუთვნის ორ ქალს.
»» Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” რაც ქართულად ითარგმნება როგორც – “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.