მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 50970 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თანამედროვე ავეჯის მასალები საკმაოდ მრავალფეროვანია, ამიტომ, მათ თავისებურებებში გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია ავეჯის შეძენის მომენტში სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

ავეჯის წარმოების ძირითად მასალას მერქნის ფილების სხვადასხვა სახეობები წარმოადგენს. 

 

მერქან-ბურბუშელოვანი ფილა ("დსპ")

 

დსპმერქან ბურბუშელოვანი ფილა (დსპ)  მზადდება მერქნის ნახერხისა და ბურბუშელასგან, რომელიც ცხელი დაპრესვის მეთოდითაა ერთმანეთთან დაკავშირებული, სპეციალური შემაკავშირებელი ნივთიერებით - ფორმალდეგიდის ფისით.

 

დადებითი თვისებები:

1. სიმტკიცე, სიმსუბუქე და სწრაფად აწყობის შესაძლებლობა.

2. ფერებისა და ფაქტურის ფართო არჩევანი, ნატურალური ხის ფაქტურის იმიტაცია.

3. მექანიკური და თერმული ზემოქმედებისადმი მაღალი გამძლეობა(ნაკლებად ზიანდება დარტყმის ან სხვა დატვირთვის შემთხვევაში და მისი ზედაპირი ამტანის მაგალითად ცხელი ჩაიდნისა, ტაფის და ა.შ მიმართ)

4. წყლის მიმართ გამძლეობა.

5. დაბალი ფასი.

 

უარყოფითი თვისებები:

1. ”დსპ”-ს ძირითადი უარყოფითი თვისება არის მის შემადგენლობაში ფორმალდეგიდის ფისის არსებობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხის ნაწილაკებს.

შედეგადაც ”დსპ”  ჰაერში გამოყოფს ფორმალდეგიდის განსაზღვრულ რაოდენობას, ხოლო მისი დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში, ტოქსიკურობის გამო იგი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

თუმცა საერთაშორისო სტანდარტებით ტოქსიკურობის მაჩვენებლის მიხედვით იწარმოება ორი სახის ”დსპ”-  E1 და E2 კლასი. 

E1 კლასის ”დსპ” გამოირჩევა მაღალი ეკოლოგიური სისუფთავით, მასში ფორმალდეგიდის ემისიის შემადგენლობა თითქმის ნულის ტოლია, მაშინ როცა მაგალითად E2 კლასის ”დსპ”-ეს გამოყენება აკრძალულია  საბავშვო ავეჯის წარმოებაში.

ამიტომ, თუ ”დსპ”-ეს შეძენა გადაწყვიტეთ, აუცილებლად მოითხოვეთ სერთიფიკატი ან სხვა დოკუმენტაცია, რათა დარწმუნდეთ, რომ მასალა სწორედ  E1 ემისიის კლასისაა.

2. მისი მინუსია ასევე ის, რომ სიმტკიცის გამო ვერ ხერხდება მისი ფაქიზი დამუშავება (ღრმა ფიგურული ფრეზირება, ყველა შესაძლო ფიგურული დეტალების დამზადება).

 

ძირითადი ტიპები

 

დსპ ლამინირებული”დსპ”, მთელი რიგი მახასიათებლებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია თუ რა მარკისაა იგი, რადგან მარკა განსაზღვრავს რა ფიზიკო-მექანიკური თვისებები აქვს მასალას.

ამ თვისებებში შედის გამობერვის მაჩვენებელი, სიმტკიცის, დრეკადობისა, დაბრეცვისა და ხორკლიანობის მაჩვენებლები.

ძირითადად გამოირჩევა ორი მარკა - P-A და P-B. უკეთესი ხარისხით და ფიზიკო-მექანიკური თვისებებით გამოირჩევა მარკა P-A.

ამის გარდა აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ტექნოლოგია იქნა გამოყენებული ”დსპ”-ს მოპირკეთების დროს.

ავეჯის წარმოებაში მოპირკეთება ნიშნავს მასალაზე ავეჯის მოსაპირკეთებელი თხელი ფენის (სხვადასხვა ფერის ხის სტრუქტურიანი, ან ერთფეროვანი) მიწებებას (გადაკვრას).

არსებობს მოპირკეთების ორი ძირითადი ხერხი:

1. დაწებების მეთოდი როცა  ”დსპ”-ზე თხელ, სპეციალურ ფენას სპეციალური წებოს საშუალებით აწებებენ.

2. ლამინირების მეთოდი (”ლდსპ”-ლამინირებული ”დსპ”) - როცა ”დსპ”-სთან ამ ფენის შერწყმა პრესისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება (წებოს გამოყენების გარეშე).

ორივე მეთოდით დამზადებული ”დსპ” ვიზუალური თვალსაზრისით (და ფასითაც) თითქმის ერთნაირია, თუმცა ლამინირებული ”დსპ” გამძლეობით გაცილებით უკეთესია, რადგან წებოს საშუალებით დამზადებული ”დსპ” კუთხეებში და კიდეებზე იწყებს აშრევებას (აფურცქვნას).

 

მერქან-ბოჭკოვანი ფილა ("დვპ")

 

დვპეს მეორე სახის მერქნის ფილაა, რომელიც გამოიყენება ავეჯის წარმოებაში.

”დვპ” - ფურცლოვანი მასალაა, რომელიც მიიღება მერქნის ბოჭკოების მასის ცხელი დაპრესვის შედეგად. თვითონ ეს ბოჭკოები მიიღება მერქნის ნედლეულის ნაფქვავის ორთქლში გატარების გზით. ხოლო ნედლეულად გამოიყენება ნახერხი და სხვა ხის დამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენები.

იმისათვის რომ გაუმჯობესდეს მასალის საექსპლუატაციო თვისებები, ნედლეულს უმატებენ გამამტკიცებელ მასალებს (სინთეტიკურ ფისსა და პარაფინს).

ჩვეულებრივ, ”დვპ”-სგან ამზადებენ კარადის, ტუმბოების, საწოლების კედლებს, გამოსაწევი უჯრებისა და მდივნების ფსკერს.

დადებითი თვისებები:

1. ეკოლოგიურობა

2. მაღალი გამძლეობა 

3. დაბალი ფასი

უარყოფითი თვისებები:

1. ”დვპ”-ს მთავარი უარყოფითი თვისება მხოლოდ მისი გამოყენების მცირე სპექტრშია. მისი დამზადების ტექნოლოგია არ იძლევა ”დვპ”-ეს უფრო სქელი ფილის დამზადების საშუალებას, ამიტომ მისგან სრულფასოვანი ავეჯის კომპლექტის დამზადება შეუძლებელია. თუმცა თავის საქმეში ”დვპ” პრაქტიკულად შეუცვლელია.

2. არც თუ ისე მიმზიდველი იერი (თუმცა ის ძირითადად ისეთ ადგილებში გამოიყენება სადაც არ ჩანს, ან ნაკლებად ჩანს.

 

მერქნის მცირე დისპერსიული ფრაქცია (მდფ")

 

მდფ”მდფ” უფრო ეკოლოგიური და პროგრესირებული მასალაა ვიდრე ”დსპ” და ”დვპ”.

მისი ფილა მზადდება მერქნის ძალიან წვრილი ნახერხისაგან (ნაქლიბისაგან). დამზადების პროცესში მერქნის ნაწილაკების ერთმანეთთან შეკავშირება ლიგნინისა და პარაფინის საშუალებით ხდება. 

”მდფ” ძალიან ეკოლოგიური მასალაა, რომელიც ექვემდებარება ყველაზე ფაქიზ დამუშავებას, ამის გამო  მასალა ფართოდ  გამოიყენება კარადის ფასადების, მაგიდების, საწოლის შესანიშნავი საზურგეების, სამზარეულოს კარადების და ა.შ დასამზადებლად.

მასზე მუშაობა უფრო მარტივია, რადგან უფრო დრეკადია, კარგად კეთდება ფრეზირება (მრავალფეროვანი ფორმები და სურათები), იძლევა საშუალებას გაკეთდეს მოღუნული, ნახევრადმრგვალი ფასადები.

ავეჯის თანამედროვე დიზაინში, "მდფ" - ზე ეკვრება პოლივინიქლორიდი - თერმოპლასტიური ფირი, რომელიც გარდა იმისა, რომ იცავს მასალას ნესტისგან, ორთქლისგან და სხვადასხვა სარეცხი საშუალებებისგან, ძალიან ლამაზია, გლუვია, პრიალა და ფერადი (შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი ფერი).

”მდფ” ძალიან პოპულარულია ევროპაში, მისი მწარმოებლობის ზრდა  25% ია, მაშინ, როცა ”დსპ”-სი მხოლოდ 2%-ია.

დადებითი თვისებები:

1. ეკოლოგიურობა

2. სიმსუბუქე და ფაქიზი დამუშავების შესაძლებლობა.(ამიტომ იგი თანამედროვე დიზაინერების საყვარელი საფასადე მასალაა)

2. ფლობს ხის ძირითად დადებით თვისებებს და ძლებს უფრო დიდხანს.

უარყოფითი თვისებები:

1. ადვილად ზიანდება მექანიკური ზემოქმედების შედეგად.

2. ვერ იტანს ნესტსა და მაღალ ტენიანობას

3. მაღალი ფასი.

 

შპონი

 

შპონიგერმანული სიტყვაა (Span) შპანი, იგი წარმოადგენს თხელ ფურცლოვან მასალას, რომელიც მიიღება მთლიანი მერქნის  ათლის  შედეგად. "შპონი" ძირითადად გამოიყენება როგორც მოსაპირკეთებელი მასალა, ან კიდევ ფანერის დასამზადებლად. 

აზრი იმის შესახებ, რომ შპონი ნატურალური ხის მასალაა, თითქმის სიმართლეა, მაგრამ გადაჭარბებული, რადგან შპონირების პროცესი ითვალისწინებს ავეჯის მასალის ფილაზე (ძირითადად ”მდფ”-ზე) შპონის მასალის დაწებებას, ხოლ შემდგომ მის გალაქვას.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  შპონი შეიძლება დამზადებული იყოს სხვადასხვა სახის ძვირფასი მერქნისგან, რაც მის ვიზუალურ სახეს მიმზიდველს და ორიგინალურს ხდის.

დადებითი თვისებები:

1. მერქნის სახეობების, ტექსტურისა და ფერის ძალიან დიდი არჩევანი.

2. რთული გეომეტრიული ფორმის დეტალების დამზადება და ინკრუსტრაცია(მოპირკეთების) შესაძლებლობა.

3. შპონით მოპირკეთებული მასალა ”ცოცხალი”, ”თბილი” და ექსკლუზიურია.

4. ძალიან გამძლეა და ადვილად ექვემდებარება რემონტს.

უარყოფითი თვისებები:

1. კაპრიზულია მოვლის მიმართ;

2. იმის მიხედვით, თუ რა მასალისგანაა დამზადებული, შეიძლება შეიცვალოს მექანიკური თვისებები, ფერი და ტექსტურა;

3. მაღალი ფასი;

 

მასიური ხე

 

მასიური ხეყველაზე ძველი და ტრადიციული მასალაა, თუმცა თანამედროვე ავეჯის წარმოებაში იგი სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება. 

მასიური ხე, რომლისგანაც უნდა დამზადდეს ავეჯი ცოცხალი მასალაა, თუმცა ძვირი და კაპრიზულია. მისი დამუშავება მწარმოებელისთვის რთული და ძვირადღირებული პროცესია. ამიტომ ხისგან დამზადებული ავეჯი შესამჩნევად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ”დსპ”, ”მდფ” და შპონიც კი.

თუმცა ეს უკანასკნელნი გაცილებით უკეთესად ინარჩუნებენ ფორმას და მდგრადნი არიან გარეგანი ფაქტორების მიმართ, ნესტი, ტემპერატურის ცვლილება და ა.შ...

დადებითი თვისებები:

1. ბუნებრივი იერ-სახე;

2. ეკოლოგიური სისუფთავე;

3. სითბოს შენარჩუნება;

4. გამძლეობა;

უარყოფითი თვისებები:

1. სუსტი ამტანობა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ;

2. იცვლის გეომეტრიას, ფორმას, მასას;

3. მაღალი ფასი;

თანამედროვე ავეჯის წარმოებაში დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება ისეთი მასალები, როგორიცაა მეტალი, მინა და სარკე. მათი საშუალებით ავეჯის დამზადების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ესთეტიური ეფექტების მიღწევა.

 

მინა და სარკე

 

მინა და სარკეუსაფრთხოების დონის და შესაბამისად ფასის მიხედვით მინა და სარკე შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად- ჩვეულებრივი და უსაფრთხო. ჩვეულებრივი მინა და სარკე რა თქმა უნდა გამოიყენება ავეჯის წარმოებაში, მაგრამ არ ღირს მათი კარადებში და სხვა სახის ავეჯში გამოყენება, რადგან იგი ძალიან მყიფეა და ადვილად შეიძლება გატყდეს, ამან კი საფრთხეც კი შეგიქმნათ.

უსაფრთხო მინა და სარკე კი სპეციალურად ავეჯისთვისაა გათვლილი, გაცილებით უსაფრთხო და ხარისხიანია.

დადებითი თვისებები

 1. მინას მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია ინტერიერში,

 2. სარკეს ვიზუალურად ზრდის ოთახის სივრცეს.  უფრო ნათელს ხდის შენობას.

უარყოფითი თვისებები

 1. მინისა და სარკის მინუსი მათი სიმყიფე 

 2. სხვა მასალებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ფასია.

 

მეტალი

 

მეტალიზოგიერთი მონაცემებით, სწორედ  მეტალი დაიკავებს ლიდერის პოზიციებს ავეჯის მასალების წარმოების ბაზარზე. თუმცა დღესდღეობით მეტალი, როგორც ავეჯის მასალა არც ისე ხშირად გვხვდება. ძირითადად იგი გვხვდება დასაკეც-გასაშლელი მექანიზმების, მოძრავი ელემენტებისა და ფურნიტურის სახით(სახელურები, საკეტები, ანჯამა). 

მეტალის ძირითად მტრად ყოველთვის ითვლებოდა და ეხლაც ითვლება კოროზია, ძირითადად იგი ფოლადს ემუქრება. ამის თავიდან აცილება შეიძლება ანტიკოროზიული დამუშავებით ან ქრომირებით.

ფოლადის შეცვლა შეიძლება ტიტანით ან ალუმინით. თუმცა ტიტანი ძალიან ძვირია, ამიტომ ალუმინი სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ავეჯის წარმოებაში თავისი სიმსუბუქის, კარგი გარეგნული სახის, ანტიკოროზიული თვისებებისა და დაბალი ფასის გამო. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ნიკელი, რომელიც შესანიშნავი მასალაა როგორც ვიზუალური, ასევე მექანიკური თვისებების გამო.

დადებითი თვისებები:

1. შესანიშნავი გარეგნული სახე

2. ერგონომიულობა

3. სიმსუბუქე.

უარყოფითი თვისებები :

1. კოროზიის საფრთხე, რომელიც მეტალის  ნომერი პირველი პრობლემაა.

2. საკმაოდ მაღალი ფასი.

 

სინთეტიკური მასალები

 

სინთეტიკური მასალებისინთეტიკური მასალების არჩევანი ძალიან ფართოა განვიხილოთ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული მასალები:

მოსაპირკეთებელი პლასტმასი - ფურცლოვანი ან რულონის ფორმის მასალა, რითაც ფუთავენ ავეჯის ფასადს. აბსოლუტურად გლუვი ზედაპირის დასაფარადაც კი საჭიროა ისეთი პლასტიკური მასალა რომელიც დრეკადია, რბილი და ადვილად იღებს საჭირო ფორმას, შემდეგ კი მაგრდება და ინარჩუნებს გამძლეობას. 

ასეთ უნარს ფლობს ეგრეთწოდებული პოსტფორმირებული პლასტიკები, რომელიც მიიღება რამდენიმე ფენა სინთეტიკური ფისისა და ქაღალდის ფენების დაპრესვით. ბოლო დროს უპირატესობა ენიჭება აკრილის ფისის ფუძეზე დამზადებულ მასალებს.

ხელოვნური ქვა - ცეცხლგამძლე მინერალის,აკრილის ფისისა და პიგმენტებისგან შემდგარი კომპოზიტია. ვიზუალური ეფექტით ხელოვნური ქვა არ ჩამოუვარდება ბუნებრივს. ამას გარდა ის განთავისუფლებულია ნატურალური ქვის უარყოფითი თვისებებისაგან.

ხელოვნური ქვა ბუნებრივზე გაცილებით მსუბუქია, ის იოლად არ ტყდება და არც იკაწრება. მარტივად მუშავდება, ჰიგიენურია და ადვილად ექვემდებარება რესტავრაციას.

სპეციალური წებოს მეშვეობით ნაკაწრები ჩვეულებრივი ქაღალდით პრიალდება. რაც შეეხება ეკოლოგიურობას, აქაც ყველაფერი რიგზეა, აკრილის ფისი და ნატურალური მინერალები აბსოლიტურად უვნებელია.

დადებითი თვისებები:

1. პლასტმასით ან ხელოვნური ქვით მოპირკეთებული ავეჯი ექსპლუატაციას კარგად უძლებს მრავალი წლის მანძილზე, 

2. არაჩვეულებრივი ვიზუალური სახე.

უარყოფითი თვისებები:

1. არ არის მასიური და ნაკლებად  ხელმისაწვდომია.

2. საკმაოდ მაღალი ფასი.

იმედია ეს მოკლე მიმოხილვა დაგეხმარებათ სწორი არჩევანი გააკეთოთ ავეჯის მასალის შეძენის  დროს. 

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!

 

რეკომენდებული მასალა:

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ