მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 26085 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდასაუთოო მაგიდა მნიშვნელოვანი ნივთია ნებისმიერი დიასახლისის არსენალში. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში გაუთოვება ხანგრძლივი პროცესია და საჭიროა ამ დროს დიასახლისმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

მეორეს მხრივ, სწორად შერჩეულ საუთოო მაგიდას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გაუთოვების დრო და გააუმჯობესოს მისი შედეგი.

და მესამე: კარგი მაგიდა ძალების ეკონომიას ახდენს, ამცირებს დაღლილობას და გინარჩუნებთ ჯანმრთელობას. ამიტომ საუთოო მაგიდის შერჩევას განსაკუთრებული დაკვირვებითა და ყურადღებით მოეკიდეთ.

თანამედროვე საუთოო მაგიდები ფაქტიურად უკვე თავად  წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოს. ის ერთდება დენის ქსელში, ცხელდება და უზრუნველყოფს გასაუთოვებელი თეთრეულის თუ ტანსაცმლის სწრაფ გაუთოვებას ორივე მხრიდან.

ასეთი ხელსაწყოები რთული კონსტრუქციით და მაღალი ფასით გამოირჩევა, ამიტომ განვიხილოთ ჩვეულებრივი, ჩვენს ქსელში გავრცელებული საუთოო მაგიდები.

უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ საუთოო დაფა უნდა შეარჩიოთ  საკუთრივ თქვენი გემოვნებით და თქვენთვის პრაქტიკულობის თვალსაზრისით.

თქვენ მოგიწევთ მისი გაშლა, აწევა, გადატანა, დაკეცვა, ამიტომ ის, რაც შეიძლება მოხერხებულად მოეჩვენოს თქვენს მეუღლეს ან მეგობარს, შეიძლება მძიმე და მოუხერხებული აღმოჩნდეს პირადად თქვენთვის.

ასე რომ თამამად წაბრძანდით მაგიდის შესაძენად და მისი არჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პარამეტრებს.

 

გაბარიტები და სიმსუბუქე

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდაროგორც პრაქტიკა აჩვენებს, საუთოო მაგიდის ეტალონურ ზომად ითვლება - სიგრძე 130-150სმ, ხოლო სიგანე 35-40სმ.

შეაფასეთ მაგიდის გაბარიტები დაკეცილ მდგომარეობაშიც, კარგად დააკვირდით დაეტევა თუ არა მაგიდა იქ, სადაც გათვალისწინებული გაქვთ მისი შენახვა.

რა თქმა უნდა საუთოო მაგიდის სიმსუბუქე კარგი პარამეტრია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, რადგან მოსალოდნელია, რომ ძალიან მსუბუქი მაგიდა არ იქნება მტკიცე, არ გაძლებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არ იქნება მყარი ექსპლუატაციის დროს.

ამიტომ, უმჯობესია, შეარჩიოთ ისეთი მაგიდა, რომელიც საშუალო სიმსუბუქის, მაგრამ სანდო კონსტრუქციის იქნება.

 

სიმყარე, გამძლეობა

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდათუ საუთოო მაგიდის  მყარად დადგმა არანაირად არ ხერხდება, მასზე გაუთოვება ძალიან მოუხერხებელი იქნება. სავარაუდოდ  ასეთი მაგიდის მექანიზმი ძალიან მალე გატყდება  და გამოვა მწყობრიდან.

თუ გაშლილ, სამუშაო მდგომარეობაში საუთოო მაგიდის ფეხები არ სცდება მაგიდის გაბარიტს, ასეთი მაგიდა ვერ იქნება მყარი და გამძლე.

მაგიდის ფეხები ძირითადად ემალის საღებავითაა შეღებილი, ის ცუდი არაა, თუმცა დროთა განმავლობაში ემალი იკაწრება, ტყდება და მაგიდის ვიზუალური სახე ფუჭდება.

ამიტომ, თუ თანხის პრობლემა არა გაქვთ, ჯობია მაგიდის ფეხები ქრომირებული, ან უჟანგავი ფოლადის იყოს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ საუთოო მაგიდის ფეხებს პლასტმასის ან რეზინის დაბოლოებები ქონდეს, რათა არ დააზიანოს იატაკი.

 

მობილურობა და სამუშაო ზედაპირის ფართობი

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდაიგულისხმება ის, რომ თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ მაგიდის სიმაღლე თქვენს სიმაღლესთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, ფეხზე მდგომს გსურთ დაუთოვება თუ დამჯდარს.

ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, რამდენად იოლად ხდება სიმაღლის რეგულირება და რამდენად საიმედოდ ფიქსირდება სიმაღლის თითოეული მდგომარეობა.

აგრეთვე თუ სახლში ადგილის პრობლემა გაქვთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ მაგიდა არამუშა მდგომარეობაში იმ ზომაზე იკეცებოდეს და დაკეცილ მდგომარეობაში ისეთი გაბარიტები ქონდეს, ხელი არ შეგეშალოთ მის მოხერხებულად შენახვაში.

ძალიან დიდი ზედაპირი არ არის მოსახერხებელი, თუმცა ძალიან პატარა ზედაპირი უფრო უარესია.

შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულება გიწევთ უფრო ხშირად.

 

სამუშაო ზედაპირის საფარი

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდასამუშაო ზედაპირის საფარი მსუბუქი უნდა იყოს და ადვილად არ უნდა იწვებოდეს. აგრეთვე, უნდა იყოს საკმარისად სქელი იმისთვის, რათა არ გაგიჩნდეთ შეგრძნება, თითქოს მყარ დაფაზე აუთოვებთ.

დააკვირდით ეხსნება თუ არა მაგიდას გადასაკრავი საუთოო ზედაპირი, საიმედოდ ფიქსირდება თუ არა იგი. აუცილებლად იკითხეთ მოყვება თუ არა სათადარიგო გადასაკრავი და შეიძლება თუ არა მისი ცალკე შეძენა.

ჩვეულებრივ იაფფასიან მოდელებში გამოყენებულია  ბამბის ქსოვილგადაკრული უბრალო ზედაპირი, შედარებით ხარისხიან მოდელებში კი ნესტგამძლე, სინთეტიკური, მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადი ზედაპირები.

დაინტერესდით რა მასალისგან არის დამზადებული საუთოო დაფა. თუ ის ფანერისგანაა დამზადებული, ასეთი დაფა დიდხანს არ გაგიძლებთ, რადგან  ვერ აიტანს ორთქლისა და ტემპერატურის ზემოქმედებას.

 

საუთოო მაგიდების კონსტრუქციების თავისებურებები

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდაყველაზე უბრალო კონსტრუქციაა ხის დაფა, მომრგვალებული ნაპირებით და გასაშლელი ფეხებით, ხშირად ხის მაგივრად უბრალო ფანერა გამოიყენება, რომელზეც გადაჭიმულია ქსოვილი, ხოლო ქსოვილსა და ფანერას შორის მოთავსებულია ღრუბელი.

ეს ყველაზე იაფი მაგიდაა, როგორც უკვე ავღნიშნეთ მისი ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ ფანერა მაღალი ტემპერატურისგან და ორთქლისგან მალე დეფორმირდება და მწყობრიდან გამოვა.

ამიტომ შეიძინეთ ისეთი მაგიდა, რომლის დაფა რკინის კონსტრუქციისაა. ის არ არის მასიური რკინის, რადგან სიმსუბუქისთვის გამძლე რკინის ბადისგანაა დამზადებული. ასეთი დაფა მტკიცე და მკვრივია, იგი ადვილად არ დეფორმირდება.

ყურადღება მიაქციეთ როგორ არის ფეხები დაფაზე მიმაგრებული და საერთოდ დეტალების დამაგრების ხერხებს. არსებობს სამი სახის დამაგრება.

1. ჭანჭიკებით;

2. მოქლონებით;

3. შედუღებით;

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდაერიდეთ მოდელებს, სადაც დეტალები ერთმანეთთან მოქლონებით არის დაკავშირებული, დროთა განმავლობაში მოქლონები აუცილებლად მოირყევა და თქვენი მაგიდა დროთა განმავლობაში სუსტ, მოყანყალებულ ნივთად გადაიქცევა.

(თუმცა არსებობს მოქლონებით დაკავშირებული, მაგრამ მაღალი ხარისხის მაგიდებიც).

ამის გარჩევა ვიზუალური დაკვირვებით შეიძლება, მოქლონები მყარად უნდა იჯდეს ლითონში).

შედარებით უკეთესია თუ დეტალები ერთმანეთთან შედუღებით არის დაკავშირებული.

ყველაზე უკეთესი კი ჭანჭიკებით დაკავშირებული შეერთებაა (თუ დროთა განმავლობაში ჭანჭიკი მოეშვა, მას უბრალოდ მოუჭერთ და პრობლემაც მოხსნილია).

რაც შეეხება სიმაღლის ფიქსაციის მექანიზმს, ის ორგვარია: მცურავი და საფეხურისებრი.

მცურავ სისტემას შეუძლია მაგიდის სიმაღლე ნებისმიერ დონეზე დააფიქსიროს, საფეხურისებრი მექანიზმი კი ფიქსაციას წინასწარ განსაზღვრულ დონეზე ახდენს.

მცურავი სისტემა დროთა განმავლობაში შეიძლება მოირყეს და დაფა აღარ დაიჭიროს (გამონაკლისი აქაც არსებობს), ამიტომ უმჯობესია თუ მაგიდას საფეხურისებრი ფიქსაცია ექნება, რომელიც უფრო სანდოა.

 

დამატებითი ფუნქციები

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდაუთოს სადგარიიგი უნდა იყოს საუთოო მაგიდის ერთიანი ნაწილი.

თუ საუთოო მაგიდას უთოს სადგარი გააჩნია, ეს იძლევა დაფის ფართის უფრო პროდუქტიულად გამოყენების შესაძლებლობას.

ამასთან ერთად უთოს გააჩნია საკუთარი ადგილი, უფრო დაცულია, დაზღვეულია გადმოვარდნისგან და სხვა შემთხვევითი დაზიანებებისგან.

როზეტი და კაბელი ჩამრთველით საშუალებას იძლევა იოლას გახვიდეთ დამაგრძელებლის გარეშე, თუ სტაციონალური როზეტი თქვენგან შორსაა.

პატარა დაფა სახელოების გასაუთოვებლად - აუცილებელი ნივთია, როცა ძალიან ბევრი პერანგი, ვიწრო შარვალი, ან ჰაეროვანი ზედატანი გაქვთ გასაუთოვებელი.

იდეალურია ძნელად მისადგომი ადგილების გასაუთოვებლად.

თარო თეთრეულისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გაუთოვებული, დაკეცილი თეთრეულის დასაწყობად, ასევე წყლის პულივიზატორისთვის (თუ გჭირდებათ).

თარო შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის, რაც შეიძლება დაგჭირდეთ გაუთოვების პროცესში.

 

სახელური საკიდებისთვის

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდაუკვე გაუთოვებული პერანგები და ზედატანები გარკვეული დროის მანძილზე იკიდება  სახელურებზე, სადაც ხდება მათი შეგრილება, ხოლო ამის შემდეგ ხდება მათი მოთავსება კარადაში.

იმიტომ, რომ  პირდაპირ შენახვის შემთხვევაში ტანსაცმელი ძალიან ადვილად დაიჭმუჭნება.

დამატებითი ფუნქციების არსებობა ერთის მხრივ უფრო მოსახერხებელს ხდის მაგიდით სარგებლობას, მეორეს მხრივ კი ტვირთავს მის კონსტრუქციას. ამავე დროს ასეთი მაგიდები რამდენადმე ძვირია.

ამ ფუნქციებიდან რომელიმე  შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, ან პირიქით, ზედმეტი და უსარგებლო. ამიტომ არჩევანი ინდივიდუალურად უნდა გააკეთოთ.

 

 

თანამედროვე საუთოო მაგიდები

 

როგორ ავირჩიოთ საუთოო მაგიდადღესდღეობით არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის, წონის, გაბარიტების, ფერის და კონსტრუქციის საუთოო მაგიდები.

ძალიან პოპულარულია ორიგინალური კონსტრუქციის ჩასაშენებელი საუთოო მანქანები, რომლის მრავალფეროვნებითაც ჩვენი ბაზარი ჯერ-ჯერობით ვერ დაიკვეხნის.

თუმცა, არსებული ასონტიმენტიდანაც შეიძლება მოსახერხებელი და პრაქტიკული მაგიდის შეძენა.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

 

საუთოო მაგიდები ინტერნეტ მაღაზია...

საუთოო მაგიდები
GRANCHIO
საუთოო მაგიდები
GRANIT

საუთოო მაგიდები
IRIT
საუთოო მაგიდების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
გამოკითხვა

 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ