მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 34238 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყვავილების მტვერი და მისი სამკურნალო თვისებები

 

რა დაავადებებს კურნავს ყვავილების მტვერი?40 გრამ ყვავილების მტვერში იმდენია დღე-ღამის დოზა ვიტამინი P-ა (რუტინა), რომ შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და დაცვა თავში სისხლჩაქცევისაგან, თვალის ბადურის დაზიანებისა და გულის დაავადებისგან.

ყვავილოვანი მტვრის ფუნქცია ადამიანის დაცვაა ინსულტისა და ინფარქტისაგან, რის გამოც პირველი პრეპარატია გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისათვის.

იგი ეხმარება აგრეთვე ჰიპერტონიით, გულის იშემიური დაავადებით, ტახიკარდიით, არითმიითა და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით დაავადებულებს.

ყვავილის მტვერს გააჩნია რეგენერაციის, დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარი, მათ შორის ღვიძლის ქსოვილისიც. ამიტომ ის საუკეთესოა ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების აღსაკვეთად.

დაზიანებული ქსოვილის სწრაფად აღდგენის უნარის გამო, მას იყენებენ ანემიის დროსაც. ამ დროს ხომ ძლიერდება ერითროციტების წარმოქმნა, რის შედეგადაც ჰემოგლობინისა და ლეიკოციტების დონე აიწევა. ასეთ დროს მტვერი ბევრად სჯობს ფარმაცევტების მიერ შემოთავაზებულ ანტიანემიურ საშუალებებს.

ყვავილების მტვერი ნორმის ფარგლებში აბრუნებს ენდოკრინოლოგიური და ნერვული სისტემების ფუნქციონირებას. ამიტომ უძილობის, ნევროზის, ნევროსთენიის, დეპრესიისა და  სხვა ნერვული დაავადებების შემთხვევაში მისი მიღება გამოჯანმრთელების გარანტიაა.

ასევე შეიძლება ითქვას ენდოკრინული სისტემის დარღვევის შემთხვევაში, რაც იწვევს: შაქრის დიაბეტს, ფარისებრი ჯირკვლის ადენომას, აკრომეგალიას, ჰიპერინსულიზმს, ენდემურ ჩიყვს.

ყვავილების მტვერს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტიც. ამიტომ, მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი კეთილთვისებიანი სიმსივნისა და ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაშიც.  

მას აქვს ორგანიზმის გაკაჟების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ამაღლების, სქესობრივი პოტენციალის აღდგენის, ე.ი. იმუნური სისტემის ამაღლების უნარი. მისი მიღებით მოწესრიგდება ქალებში უნაყოფობა და ჰორმონალური ფუნქციის მოშლა, მამაკაცებში კი - სპერმაზოდოიდის ნაკლებსიცოცხლისუნარიანობის პრობლემები.

ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ყვავილის მტვერი ფლობს მკვეთრად გამოხატულ ანტიბაქტერიულ ეფექტს. ამიტომ მისი გამოყენება დაგვეხმარება ინფექციური დაავადებებისას და გაცივების დროს.

კარგ შედეგს იძლევა მტვერი ადრეული დაბერებისა და ასაკობრივი სისუსტეების შემთხვევაში.

კვლევებისას გამოიკვეთა მისი დადებითი ეფექტი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდენი წყლულის შემთხვევაშიც. ამათ გარდა, საუკეთესოა ქირურგიული, ოპერაციიის შემდგომი და ინტოქსიკაციის შემთხვევებშიც. რეკომენდებულია აგრეთვე ფიზიკურად და გონებრივად მომუშავე, დაღლილი და გამოფიტული ადამიანებისთვისაც.

ყვავილოვანი მტვრის მიღების ჩვეულებრივი დოზაა დღეში 1-ჯერ (დაავადების სირთულის მიხედვით 2-ჯერ და 3-ჯერაც) 1 ჩაის კოვზის მიღება ამდენივე თაფლთან ერთად. აუცილებელია აქაც დაიცვათ მიღების წესები - ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ჩაიდოთ პირში და წუწნოთ. წყალი ან რაიმე სახის სითხე არ დააყოლოთ. თუ აუცილებელია მხოლოდ 20-30 წუთის შემდეგ.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადებასა და მის სირთულეზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება დაინიშნოს სამკურნალო დრო 20 დღიდან ერთ თვემდე; 1 თვიდან 2 თვემდე; ქრონიკული დაავადების შემთხვევაში 1 წლის განმავლობაშიც თითო თვის შუალედით (1 თვე მიღება, 1 თვე - შესვენება).

ვინც ვერ მოახერხებს  ბუნებრივი ყვავილოვანი მტვრის მოძიებას, მათთვის შემოგთავაზებთ პრეპარატების ჩამონათვალს, რომელთა ყიდვა აფთიაქებშიც შეგეძლებათ.

ეს პრეპარატებია:

„გრანულირებული  მტვერი“ (100 ან 250 გრამიან ქილებში),

„პოლენაპინი“ (0,25 გრამიანი ტაბლეტები),

„პოლენოვიტალი“ (ტაბლეტები მტვრისა და ფუტკრის რძისგან),

„ენერგინი“ (მტვრისა და თაფლის პასტა),

„მტვრის დრაჟე“ (შაქრით დაფარული გრანულები),

„ვიტასი“ (კომპლექსური ბიოსტიმულატორი 500 გრამიან ქილებში),

„მელპოლი“, „მიპროპოლი“, „სტიმულას დიაბი“ (მხოლოდ  ექიმის დანიშნულებით),

„აპიკომპლექსი“, „ვიტაპოლი“ (სხეულის საერთო პროფილაქტიკისთვის),

„აპტოპოლენი“ (ავადმყოფობის შემდგომი პროფილაქტიკისთვის).

 

ყვავილების მტვრით სწორად მკურნალობის წესი

 

ყვავილების მტვრით სწორად მკურნალობის წესი»» ეცადეთ მოიპოვოთ ფუტკრის მიერ შეგროვილი ყვავილების მტვერი;

»» ყვავილების მტვრის აფთიაქში შეძენის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ გახსნით კაფსულას, გადმოყრით შიგთავსს და „ცოცხლად“ მიიღებთ;

»» აუცილებელია ყვავილის მტვერი პირში ისევე წუწნოთ, როგორც კანფეტი ან ნაყინი;

»» ხშირად ყვავილის მტვერს მომწარო გემო აქვს, ამიტომ რეკომენდებულია მისთვის ნახევარი კოვზი თაფლის დამატება;

»» მტვრის მიღების შემდეგ სასურველია არ დააყოლოთ წყალი ან რაიმე სითხე 20 -30 წუთის განმავლობაში მაინც;

»» თუ თქვენ შეასრულებთ ამ წესებს, ყვავილების მტვერი ამაოდ დაიკარგება და გამოჯანმრთელების პროცესი თვალსაჩინო გახდება;

 

ფუტკრის პროდუქტების სწორად მიღების წესები

 

ყვავილების მტვერი

აპითერაპევტებმა (აპითერაპია - ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა) შეიმუშავეს თაფლით სწორად მკურნალობის მეთოდები. კერძოდ:

ერთი სუფრის კოვზი თაფლი მიიღეთ მცირე დოზებით, უნდა წუწნოთ პირში, როგორც კანფეტი. უნდა ეცადოთ მაქსიმალურად შეითვისოთ ნერწყვიანი პირით და 20–30 წუთის შემდეგ დალიეთ ყვავილებისგან (გვირილა, ცაცხვი) გამზადებული ცხელი ჩაი. აი, მაშინ მაღალი იქნება სამკურნალო ეფექტი.  

ნებისმიერი ფუტკრის პროდუქტი (ფუტკრის შხამი, ცვილი, პროპოლისი, რძე, პური (ჭეო) მტვერი და სხვა... ) თვით თაფლის ჩათვლით, აქტიურად შეითვისება ჩვენი ორგანიზმის მიერ ნერწყვის საშუალებით.

თაფლის პროდუქტები აუცილებელია ვწუწნოთ პირში, როგორც საწუწნი კანფეტი, თანაც, რაც შეიძლება  ხანგრძლივად, რათა მოხდეს პირის ლორწოვანი გარსით მისი შეთვისება.

პროდუქტის გადაყლაპვის შემდეგ წყლის მაშინვე  დაყოლება იმას ნიშნავს, რომ წყალში ჩაყაროთ ეფექტი, რაც უნდა მოყვეს პროდუქტის მიღებას. წყლის დაყოლების შემთხვევაში, თაფლი მართალია კუჭის ფერმენტების საშუალებით გადამუშავდება, მაგრამ ორგანიზმის მიერ აითვისება მხოლოდ როგორც კალორიული პროდუქტი.

 

ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ