მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 8804 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წინასაარჩევნო აგიტაციაქვეყნების უმრავლესობაში, კანდიდატებს, რეგისტრაციის, ან სიების გამოქვეყნების შემდეგ, ოფიციალურად ეძლევათ უფლება აწარმოონ  წინასაარჩევნო აგიტაცია.

ცალკეულ ქვეყნებში, წინასაარჩევნო აგიტაცია ნებადართულია არჩევნების გამოცხადების დღიდან, ან წინასწარ განსაზღვრული თარიღიდან არჩევნების დღემდე.

საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად არეგულირებს წინასაარჩევნო აგიტაციის პირობებს. ზოგიერთ ქვეყანაში იგი საკმაოდ მკაცრია, სხვაგან პირიქით, მაგრამ ყველა შემთხვევაში კანონი განსაზღვრავს აგიტაციის მხოლოდ ნებადართულ მეთოდებს და კრძალავს ყველა სხვა საშუალებას.

ამას გარდა, კანონი არეგულირებს წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებისა და დასრულების დროს. წინასწარ განსაზღვრავს სააგიტაციო პლაკატებისა და ბუკლეტების გაკვრის ადგილს.

უფრო დეტალურად რეგულირდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებული  და დაფინანსების საკითხები.

კანდიდატების შანსების თანასწორობის მიზნით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციაში გარკვეული თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა.

წინასაარჩევნო აგიტაცია, საარჩევნო პროცესის ყველაზე ძვირადღირებული სტადიაა. ჩვეულებრივ, აგიტაცია აკრძალულია სამხედრო ნაწილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. იგი არ უნდა უშლიდეს ხელს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას. 

აკრძალულია როგორც მოქალაქეების, ასევე კანდიდატების პირად ცხოვრებაში შეჭრის ყოველგვარი მცდელობა.

კანონი ადგენს საარჩევნო კომპანიის წარმოებაზე  გაწეული ფინანსური დანახარჯების ზღვარს.

წინასაარჩევნო აგიტაციაარცთუ ისე იშვიათად, სახელმწიფო, ბიუჯეტიდან  გამოყოფს კანდიდატებისთვის, ან მათი წარმდგენი პარტიებისთვის, გარკვეულ თანხებს, საარჩევნო ხარჯებისათვის. 

შეიძლება ეს თანხა  თანაბარი იყოს ყველა კანდიდატისთვის, მაგრამ ხშირად იგი დამოკიდებულია პარტიების მიერ მოგროვებული ხმების რაოდენობაზე და ეძლევათ პარტიებს არჩევნების დასრულების შემდეგ, საარჩევნო პროცესის დროს გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

 

იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ