მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9488 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

არჩევნების არსიარჩევნები - ეს არის პარტიებისა და თანამდებობის პირთა გამოვლენა, რომლებიც განსაზღვრული ვადის განმავლობაში ანხორციელებენ სახელმწიფოს, ადმინისტრაციულ - სახელმწიფო ერთეულების, სახელწიფო საგანმანათებლო დაწესებულებების მართვას.

არჩევნები - სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის საშუალება, საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის ხერხი და  დემოკრატიის პირდაპირი ფორმაა.

ქვეყნების უმრავლესობაში - თავისუფალი, სამართლიანი, რეგულარული, ყოველგვარი ფალსიფიკაციის გარეშე ჩატარებული არჩევნები, დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად მიიჩნევა.

ბევრ ქვეყანაში არჩევნებმა ხელი შეუწყო სამხედრო და ავტორიტარული რეჟიმების დასრულებას, მაგალითად ბრაზილიაში, არგენტინაში და ა.შ. 

ხშირად არჩევნები ტარდება ავტორიტარული რეჟიმების პირობებშიც. ტოტალიტალური რეჟიმები პრაქტიკაში ნერგავენ რეგულარულ არჩევნებს, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ტოტალიტარიზმის მოწინააღმდეგებისთვის გამარჯვების არანაირი შანსი არ არსებობს.

მუსულმანური სამართლის მიხედვით, არჩევნები, როგორც ინსტიტუტი, არ იმსახურებს მაღალ შეფასებას. თუმცა არჩევნები იმართება მუსულმანურ ქვეყნებთა უმრავლესობაში.

ისლამის მიმდევრები, რომლებიც ესწრაფვიან მუჰამედის დროინდელ შუასაუკუნოვან ხალიფატს, ამტკიცებენ, რომ არჩევნების ინსტიტუტს არ შეუძლია უზრუნველყოს ყველაზე ღირსეულთა არჩევა.

არჩევნების არსიამიტომ, ისინი უპირატესობას ანიჭებენ აშ-შურას ინსტიტუტს, ანუ სახელმწიფო მმართველობისას, განსაკუთრებით ავტორიტეტულ პირთა სათათბიროს.

ამ პირებს არ ირჩევენ, მათი გამოყოფა ხდება მოსახლეობიდან, ისინი ცნობილი არიან საკუთარი ჭკუით, სამხედრო გამოცდილებით, ამიტომ სახელმწიფოს მმართველების მიერ ისინი მიწვეული არიან საბჭოში.

საბჭოს წევრებს შორის ერთსულოვნებას განსაკუთრებული ძალა გააჩნია, ის სამართლის უმნიშვნელოვანესი წყარო ხდება.

სამხედრო რეჟიმების პირობებში არჩევნების უგულვებელყოფა არ ხდება. ასეთ შემთხვევაში სამხედრო, რევოლუციური საბჭო და მისი ლიდერი პირობას დებს, რომ ჩაატარებს არჩევნებს, როგორც კი ქვეყანაში დალაგდება სიტუაცია.

როგორც წესი, ასეთი არჩევნები ხშირად გადაიდება ხოლმე გაურკვეველი ვადით. უნდა აღინიშნოს, რომ იქ ძირითადად ტარდება ადგილობრივი არჩევნები, ხოლო პარლამენტის, ან პრეზიდენტის არჩევნები უკავშირდება სამოქალაქო მმართველობას. როგორც წესი პირველ სამოქალაქო პრეზიდენტად, ყოფილი სამხედრო რეჟიმის ლიდერი აირჩევა ხოლმე.

ტოტალური სოციალიზმის ქვეყნებში, არჩევნები ტარდება რეგულარულად, მხოლოდ ერთპარტიული სისტემით, ერთი პარტიის ხელმძღვანელობით და ერთადერთი კანდიდატით ერთ ადგილზე, ან ორი-სამი კანდიდატით ერთ ადგილზე.

არჩევნების არსიხშირად ასეთი არჩევნები მხოლოდ ფორმალობაა ხოლმე.

ზაირში და სხვა აფრიკულ სახელმწიფოებში, არჩევნები ხანდახან ტარდებოდა ხოლმე შემდეგნაირად - მსხვილი ქალაქების მერები, ამ ქალაქების მოქალაქეების შეკრებაზე წარადგენდნენ ხოლმე პარლამენტის კანდიდატების სიას.

სიის წაკითხვის დროს, რომელი კანდიდატის ამოკითხვასაც მოყვებოდა მოწონების შეძახილები, ის კანდიდატი ითვლებოდა არჩეულად.

 

იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ