მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 10342 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ხმის მიცემა და არჩევნების შედეგების განსაზღვრახმის მიცემა - არის პროცესი, როცა ხდება ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა წარდგენილ კანდიდატებზე.

ჩვეულებრივ ეს პროცესი ხორციელდება პირადად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ხმის მიცემა დასაშვებია ფოსტის საშუალებით (დიდი ბრიტანეთი, გერმანია).

მინდობილობით (საფრანგეთი, გერმანია).

ასევე გაუნათლებელთა და ავადმყოფთა წარმომადგენლების მიერ ხმის მიცემა).

ხმის მიცემა შეიძლება იყოს:

დასწრებული (როდესაც თვითონ ამომრჩეველი გამოცხადდება საარჩევნო კომისიაში და იღებს ბიულეტინს)

დაუსწრებელი (როდესაც მის ნებას გამოხატავს სხვა პირი)

ქვეყნების უმრავლესობაში ხმის მიცემა ბიულეტინების საშუალებით ხდება. ბიულეტინი შეიძლება იყოს:

ოფიციალური (იბეჭდება სახელმწიფოს მიერ)

არაოფიციალური (იბეჭდება პარტიების მიერ. მაგალითად საფრანგეთი, შვეცია).

ზოგიერთ ქვეყანაში ამომრჩევლები ხმის მისაცემად იყენებენ სპეციალურ საარჩევნო მანქანებს (აშშ, ინდოეთი, ნიდერლანდები). 

ხმის მიცემა და არჩევნების შედეგების განსაზღვრაძალიან იშვიათ შემთხვევაში ძალაშია ჩვეულებრივი ქაღალდის ფურცელი, სადაც ამომრჩეველი კანდიდატის სახელსა და გვარს წერს საკუთარის ხელით.

ხმის მიცემის დროს ამომრჩეველს შეუძლია გადახაზოს არასასურველი კანდიდატები, თუმცა ასეთი მეთოდიც ძალიან იშვიათად გამოიყენება

ჩვეულებრივ ამომრჩეველი დასვამს გარკვეულ ნიშანს, იმ კანდიდატის გვარის გასწვრივ მდებარე კვადრატში, რომელსაც ხმას აძლევს.

არასავალდებულო რეგისტრაციის დროს, ამომრჩევლები არ რეგისტრირდებიან, მაგრამ არჩევნების შედეგების შეჯამებისას მათი გათვალისწინება არ ხდება. ითვალისწინებენ მხოლოდ დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იმის მიუხედავად, თუ საარჩევნო სიების რომელი  სისტემა არსებობს.

რა თქმა უნდა ყველა ამომრჩეველი, ვისი სახელი და გვარიც არის სიაში არ მიდის ხმის მისაცემად, მხოლოდ ზოგიერთ ქვეყნებში, სადაც ტოტალიტარული მმართველობაა, ქვეყნდება მონაცემები თითქმის 100% -იან დასწრებაზე.

ასეთ ქვეყნებში არჩევნებზე გამოუცხადებლობისთვის არავითარი დასჯის მექანიზმები არ არის გათვალისწინებული, თუმცა იყენებენ იდეოლოგიური წნეხის სხვადასხვა ფორმებს, რაც ნიშანდობლივია ამ ტიპის ქვეყნებისთვის.

იმისათვის, რომ მიმართონ ამომრჩევლების ყურადღება არჩევნებისკენ, გათვალისწინებულია რამდენიმე ხერხი, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ, სახელწიფო ორგანოების მიერ მოსახლეობაში განმარტებითი სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც ხდება ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა.

თუ კანონით განსაზღვრული ამომრჩეველთა პროცენტი არ გამოცხადდა არჩევნებზე, აუცილებლად უნდა გაიმართოს განმეორებითი არჩევნები ან ხმის მიცემა. რაც ზედმეტ ძალისხმევასა და ხარჯებს მოითხოვს.

კანონი ასევე განსაზღვრავს, არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა, შედარებით დაბალ პროცენტულ ზღვარს, რათა არჩევნები შემდგარად გამოცხადდეს.

არჩევნებში მონაწილეობაზე ამომრჩეველთა გულგრილობას და მასობრივ თავის არიდებას აბსენტეიზმი ეწოდება.

ხმის მიცემა და არჩევნების შედეგების განსაზღვრაბევრ ქვეყანაში კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა. 

ამ დროს, კანონი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, განიხილავს როგორც არა მხოლოდ მორალურ ვალს, არამედ როგორც იურიდიულ ვალდებულებას. (საბერძნეთი, ავსტრია, იტალია, თურქეთი და ა.შ).

ამ შემთხვევაში დასჯის მექანიზმად გამოიყენება საზოგადოებრივი გაკიცხვა.

ამას გარდა, პირს, რომელიც არ გამოცხადდება არჩევნებზე, გარკვეული ვადით ჩამოერთმევა საარჩევნო ხმის უფლება, არ ექნება მუნიციპალურ და სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის უფლება და სხვა მექანიზმები.

შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებით, გამოყენებული იქნას ფულადი ჯარიმები (ეგვიპტე, თურქეთი). 

თუმცა ჯარიმები და სხვა დასჯის მექანიზმები არ გამოიყენება იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთათვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ფაკულტატიური (არასავალდებულო).

 

იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ