მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 8529 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

საარჩევნო სისტემის არსისაარჩევნო სისტემას, აზრობრივად შეიძლება გააჩნდეს ორგვარი დატვირთვა:

საარჩევნო სისტემა ფართო გაგებით -  ნიშნავს როგორც რეგულირებადი, ასევე არარეგულირებადი სამართლის ნორმებით განსაზღვრულ, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობას, რომლის საშუალებით ხდება ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების ფორმირება.

საარჩევნო სისტემა ვიწრო გაგებით - ნიშნავს სადეპუტატო მანდატების განაწილების წესს კანდიდატებს შორის, რომელიც დამოკიდებულია ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების შედეგებზე.

საარჩევნო სისტემები, ერთმანეთისგან, პირველ რიგში განსხვავდება არჩევნების შედეგების განსაზღვრის წესით.

ხმების პირველადი დათვლა ხდება საარჩევო უბნებზე, სადაც კონკრეტულ საათზე (რომელიც განსაზღვრულია საარჩევნო კანონით), ხდება საარჩევნო ყუთების გახსნა და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტინების დახარისხება და გადათვლა.

შედეგების დაფიქსირება ხდება ოქმში, რომელიც გადაეგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიას. ყველა ასეთი კომისია (საუბნო კომისიის გარდა) აღრიცხავს ოქმების მონაცემებს და განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქის, ან მთლიანად ქვეყნის მასშტაბით.

ხმის მიცემა და არჩევნების შედეგების განსაზღვრახმების დათვლის პროცესის კონტროლს ანხორციელებენ თავად კანდიდატები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნდობით აღჭურვილი პირები, პრესის, ტელევიზიისა და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები.

გამარჯვებულების გამოვლენის პროცედურა დამოკიდებულია იმ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც გამოიყენება კონკრეტულ ქვეყანაში.

დეტალების მიხედვით განასხვავებენ სხვადასხვა ტიპის საარჩევნო სისტემებს, თუმცა თუ გამოვალთ პრინციპული სხვაობიდან, ყველა ეს განსხვავება შეიძლება დავიდეს ორ მთავარ საარჩევნო სისტემაზე - მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემა, აგრეთვე შერეული საარჩევნო სისტემა.

 

იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ