მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 57616 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მარიხუანას ისტორიაკანაფი Cannabis Sativa - როგორც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება უძველესი დროიდანაა გავრცელებული.

კანაფის თესლი და მისგან დამზადებული შინაური წამლები აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური გათხრების შედეგად როგორც აზიის, ასევე ევრაზიის კონტინენტზე.

იგი აღმოჩენილია ძველი ეგვიპტის სამარხებშიც და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით.

კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა. ვარაუდობენ, რომ სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება აღმოსავლეთით, ინდოეთსა და ჩინეთში.

ინდოეთიდან კანაფი გავრცელდა სამხრეთ აფრიკაში და ესპანეთში, საიდანაც ზღვაოსნების მეშვეობით მოხვდა ამერიკაში.

აღმოსავლური კულტურა, ფლობს შედარებით არქაულ ხელნაწერებს კანაფის შესახებ. ძველ ჩინეთში ჰაშიში გამოიყენებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

იგი შეტანილია ჩინეთის იმპერატორის შენ-ნუნის (2737 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) წამლების კრებულში, როგორც ხველებისა და ფაღარათის სამკურნალო საშუალება.

ჩვენს წელთაღღიცხვამდე XV საუკუნით თარიღდება ჩინელი ექიმების ჩანაწერები, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანაფით მკურნალობდნენ რევმატიულ ტკივილებსა და ნიკრისის ქარებს. ცოტა მოგვიანებით კანაბისს ნერვიული აშლილობების დროსაც იყენებდნენ.

ინდოეთში  კანაფმა აღიარება მოიპოვა როგორც საკრალურმა ბალახმა. ჰაშიში მოხსენიებულია ძველ ინდურ ეპოსში.

ას ჰიმნზე მეტი ”რიგვედა” (1500წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) მიეძღვნა კანაფისგან დამზადებული ცნობილ სასმელს - ”ინდრაცარანა” (ღმერთების სასმელი), რომელმაც შეცვალა ლეგენდარული ”სომი” - რიტუალური ჰალუცინოგენური საშუალება, რომლის შემადგენლობა დღემდე  არ არის ცნობილი.

მარიხუანას ისტორიაკანაფი ცნობილი იყო ანტიკურ მსოფლიოშიც. ქირურგი დოსკორიდე, რომელიც კანაბისს ანასტეზიისათვის იყენებდა ახსენებს მის თვისებას გამოიწვიოს ”სიამოვნების მომნიჭებელი ფანტომი და წარმოსახვა”.

ტკივილის გასაყუჩებლად  საჭირო იყო ჰაშიშის ძალიან დიდი დოზა, რომელიც მზადდებოდა კანაფის ფისისგან და იწვევდა ჰალუცინოგენურ თვისებებს.

ჰეროდოტეს დამსახურებით ჩვენამდე მოაღწია სკიფების განწმენდის რიტუალის აღწერამ, რომლის მიხედვით ისინი გახურებულ ქვებზე ყრიდნენ კანაფის თესლს და შეისუთქავდნენ მის ორთქლს, რომელიც ”სიხარულს იწვევდა” (IV-V საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე).

კანაბისით  თრობის შესახებ წერდნენ ასევე დემოკრიტე და გალენი.

ლეგენდები კანაფზე და მის მოხმარებაზე არსებობს ბევრ რელიგიაში:

სინტოიზმში (უძველესი იაპონური რელიგია), კანაფი გამოიყენებოდა დასქორწინებელი წყვილების შესაერთებლად, ბოროტი სულების განსადევნად და ქორწინებაში მხიარულებისა და ბედნიერების დასამკვიდრებლად.

ინდუიზმში კანაფი წმინდა მცენარე იყო, რომელიც შივას ბრძანებით ჰიმალაიდან ჩამოიტანეს ადამიანის ”ტკბობისა და განათლებისათვის”.

ბუდიზმში კანაფი ფართოდ გამოიყენებოდა საკვებში, ასევე  რიტუალური მიზნებისთვის.

ზარატუსტრას მიმდევრები (პერსიის მაგები V-VI საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე) კანაფის რელიგიური და სამედიცინო მიზნებით გამოყენებაზე პრაქტიკებს ატარებდნენ.

ესენები (ძველი ეგვიპოტე I საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე), ისლამის მიმდევარი სუფიები, კოპტები (პირველი ეგვიპტელი ქრისტიანები) და ბევრი სხვა რელიგიური მიმდინარეობები, კარგად ფლობდნენ ინფორმაციას ამ მცენარის თვისებების შესახებ.

მარიხუანას ისტორიაგერმანელი ეთნოგრაფი - ჰუგო ობერმაიერი ამტკიცებს, რომ კანაფის მოწევა ცნობილი იყო ძველი გერმანელებისათვის და გალო-რომანელებისთვის (პირველი საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე).

როგორც ჩანს კანაფის ოფიციალური ევროპული ისტორიის უკან, იმალებოდა ღრმა ეზოთერული და სამედიცინო ტრადიცია, რომელიც დაკარგული იქნა ”კუდიანებზე ნადირობის” პერიოდში.

საინტერესოა, რომ კანაფის, როგორც უძველესი და ფართოდ გავრცელებული მცენარის კლასიფიკაცია მოხდა მხოლოდ 1753 წელს (კარლ ლინეი). კანაფი აღწერილი იქნა ასევე ლამარკის მიერ 1783 წელს.

ზოგიერთი ცნობების მიხედვით ძველი ქრისტიანული თემები ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ სამკურნალო მცენარეების გამოყენებას.

”ღმერთმა შექმნა მიწისგან სამკურნალო საშუალებები, რომელსაც კეთილგონიერმა ადამიანმა არ უნდა უგულვებელყოს.” (კათოლიკური ბიბლია თავი 38:4) { 38}.

დრომოჭმული ტაბუს განმტკიცებას ეკლესია შედარებით გვიან შეუდგა. კანაფი არასოდეს არ გამქრალა სასულიერო პირების მხედველობის არედან. იმ დროისთვის, ფართოდ გავრცელებული სამკურნალო დანიშნულების გარდა, კანაფი გამოიყენებოდა ქაღალდის წარმოებაში, მისი ზეთი კი ლამფებისთვის, სანათებისთვის, კანდელისთვის.

მარიხუანას ისტორიაკანონმდებლობით გათვალისწინებული დევნა დაიწყო XII საუკუნეში, როცა ეკლესიამ კანაბისის გამოყენება აკრძალა ესპანეთში, ხოლო XIII საუკუნეში საფრანგეთში.

1484 წელს პაპმა ინოკენტი VIII-ემ ოფიციალურად გამოყო კანაფი სამედიცინო პრეპარატებისგან და მას "უწმინდური ზიარების სატანური მესა" უწოდა. აკრძალვა კანაფის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებაზე მოიხსნა მხოლოდ 150 წლის შემდეგ.

შუასაუკუნეებიდან დაწყებული, ადამიანსა და კანაბისს შორის ურთიერთობა რეგულარულად იცვლებოდა. იგი ხან ზნეობრივი სპეკულაციის საგანი იყო, ხან განიხილებოდა როგორც ეკონომიური სარგებლის მომტანი მცენარე.

ვიდრე ეკლესია დევნიდა ევროპელებს კანაფის გამოყენებისთვის, ესპანელი დამყრობლები დაკავებული იყვნენ მისი მოშენებით მთელს დედამიწაზე - აფრების, თოკების, ტანსაცმლის და ა.შ წარმოებისთვის. ასევე სხვა მიზნებისთვის, რომელზეც ესპანელი მეზღვაურები ეშმაკურად იღიმებოდნენ და დუმდნენ.

მარიხუანას ისტორიაკანაფი დასავლეთ ევროპის საპორტო ქალაქების მახლობლად მინდვრის მთელი ფართობებზე იზრდებოდა, რადგან მისი ბოჭკოები მტკიცე, წყალგამძლე  და შესაბამისად შესანიშნავ მასალას წარმოადგენდა.

რა თქმა უნდა მოსავლის ამღებებმაც, მწარმოებლებმაც და ზღვით მოგზაურებმაც, შესანიშნავად იცოდნენ  მცენარის ფსიქოაქტიური თვისებების შესახებ.

ინდოეთის კოლონიზაციისა და ნაპოლეონის ეგვიპტეში შეჭრის შემდეგ, ევროპაში კვლავ გაღვივდა ინტერესი კანაფის პროდუქტების მიმართ.

XVIII საუკუნის ბოლოს  იმპერატორ ნაპოლეონის პირადმა ექიმმა პარიზში სხვადასხვა ჯიშის ჰაშიშის მთელი კოლექცია ჩაიტანა. მისი დამსახურებით კანაბისი პირველად მოხვდა ოფიციალური კულტურის მხედველობის არეში.

1839 წელს სამეფო სამეცნიერო აკადემიის წევრმა ინგლისელმა ექიმმა შონესმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც კანაფის, როგორც  ანალგეტიკის, რევმატიზმის სამკურნალოდ გამოყენებაზე  იყო საუბარი.

იმავდროულად ევროპასა  და ამერიკაში კანაფის ოფიციალურად გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით ფართოდ იყო გავრცელებული: ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი სპაზმის მოსახსნელად და  საძილე საშუალებად, კანაფის მსუბუქი ზეთი კი ანთებითი პროცესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

კანაბისის გამოყენება აღელვებდა მხოლოდ ეკლესიასა და მღვდელთმსახურებს, კანონმდებლობით იგი არ იდევნებოდა. 1864 წელს ეგვიპტე გახდა პირველი ქვეყანა, სადაც აიკრძალა კანაფის გამოყენება.

მარიხუანას ისტორიაკანაფის უტყუარი ისტორია ამერიკის კონტინენტზე XIV საუკუნიდან იწყება, როცა ესპანელებმა ის პერუში და ჩილეში შეიტანეს. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ახალ მიწაზე ევროპელების შესვლამდე, კანაფის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი.

1611 წლიდან კანაფის დამუშავება დაიწყეს შტატ ვირჯინიაში. კანაფის ტექსტილისა და სამკურნალო თვისებების შესახებ შესანიშნავად იცოდნენ ამერიკის პირველმა პრეზიდენტებმა (სახელმწიფო უხდიდა დოტაციას ფერმერებს, რომელთაც მოჰყავდათ კანაფი).

1857 წელს ამერიკელი მწერალი ფ.ლადლოუმ  წიგნში აღწერა საკუთარ გამოცდილება, რომელიც მან მიიღო ინდური კანაფისგან დამზადებული ნაყენის მიღებისას. იგი ადასტურებდა მცენარის საკრალურ ძალას.

კანაბისის ფსიქოაქტიური თვისებები თავის თავზე გამოსცადეს და აღწერეს ტორომ, მელვილმა და სხვა ცნობილმა ამერიკელმა მწერლებმა და ფილოსოფოსებმა.

1840 და 1900 წლებს შორის დასავლურ სამედიცინო ლიტერატურაში გამოქვეყნებული იქნა 100 ნაშრომზე მეტი, რომელიც კანაბისის სამკურნალო თვისებებს აღწერდა.

1937 წლამდე ამერიკულ ფარმაკოპეაში კანაფი ითვლებოდა 100-ზე მეტი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო ძირითად პრეპარატად, როგორიცაა: ასთმა, შაკიკი, ჰერპესი, ართრიტი, რევმატიული ტკივილები, დიზენტერია, უძილობა და  სხვადასხვა ნერვოლოგიური დაავადებები.

ფ.ნიცშე, რომელიც სუსტად იყო და ავადმყოფობდა, მისი ბიოგრაფის, დ. გალსვის აღწერით იყენებდა აფთიაქში დამზადებულ კანაფის ნაყენს, რომელიც კრიზისის პერიოდში მისთვის ერთადერთ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა.

როგორც ცნობილია 19 საუკუნის მეორე ნახევარში, პარიზში, სენის სანაპიროზე მდებარეობდა ჰაშიშის მწეველთა კლუბი. ლიტერატორების და მსახიობების საზოგადოება თავს იქცევდა ეგზოტიკური კანაფის სახეობებით. კლუბის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ და მოიხმარდნენ ჰაშიშს. ესენი იყვნენ სახელოვანი ლიტერატორები: ბოდლერი, გოტიე, ვერლენი, ბალზაკი, დიუმა და სხვები.

მათი მეშვეობით ჰაშიში ფართოდ გახდა ცნობილი ევროპულ კულტურულ ტრადიციებში. იმ დროს საზოგადოებას არ შეეძლო სწორად აეხსნა ადამიანზე მცენარის ფსიქოაქტიური გავლენის ფაქტორი.

მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ფართო და ხშირად გაუთვლელმა, ადამიანის გაუთვითცნობიერებელ გამოვლინებათა  სპექტრმა  ასახვა ჰპოვა: ფროიდის, იუნგის, ადლერის, რაიხის, მასლოუს, გროფისა და სხვა ცნობილი მეცნიერების ნაშრომებში.

მეოცე სუკუნის დასაწყისში, ამერიკაში კანაფის მოწევა ძირითადად გავრცელებული იყო დაქირავებულ მექსიკელ მუშებს შორის. სწორედ მათგან იღებს სათავეს შემდგომში ფართოდ გავრცელებული სახელი მარიხუანა. იმ დროისთვის სამხრეთ ამერიკაში და კარიბის ქვეყნებში ეს ტრადიცია ცნობილი იყო თითქმის ნახევარი საუკუნით ადრე.

მარიხუანას ისტორიათეთრ ამერიკელებში, კანაბისის ინტერესი გაჩნდა 1920 წლის შემდეგ, როცა შემოღებული იქნა ”მშრალი კანონი". თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა გამოცდილება, თუ როგორ განისაზღვრებოდა სახელმწიფო პოლიტიკა კოკაინთან მიმართებაში, მთავრობა ყურადღებით აკვირდებოდა და აკონტროლებდა კანაბისს. ლეგალური რჩებოდა მხოლოდ მისი სამკურნალოდ გამოყენება.

1937 წელს 46-მა ამერიკულმა შტატმა აკრძალა მარიხუანა, როგორც ძალადობის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალება. ეს მოხდა ვინმე გარი ანსლინჯერის (1893-1975) დამსახურებით, რომელიც იმ პერიოდში ნარკოტიკების საწინააღმდეგო სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელობდა.

მან დაიწყო მარიხუანის საწინააღმდეგო კომპანია, თვლიდა რა, რომ ზანგები და მექსიკელები ამ ჩვევასთან ერთად ავრცელებდნენ ძალადობას ახალგაზრდა ამერიკელებს შორის.

ამის მიუხედავად კანაფის მედიცინაში  გამოყენება ისევ გრძელდებოდა, ხოლო მარიხუანიანი სიგარეტები აფთიაქიდან რეცეპტით გაიცემოდა (ასთმის დროს მოსაწევად). 1941 წელს კანაბისის პრეპარატები ამოღებული იქნა ამერიკული ფარმაკოპიადან.

ამ ფაქტმა გამოხმაურება ჰპოვა აღმოსავლეთ ბლოკის  ქვეყნებში, საბჭოთა კავშირში და ჩინეთში, თუმცა მანამდე ეს ქვეყნები, რომლებიც ამუშავებდნენ კანაფს, იყენებდნენ მას მედიცინაში და წარმოებაში, ვერ ხედავდნენ ვერანაირ აუცილებლობას ებრძოლათ ზოგიერთი მოქალაქის მიერ კანაფის მოწევის წინააღმდეგ.

ამის მიუხედავად საფრანგეთში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამე ყრილობაზე 1948 წლის 19 ნოემბერს, ხელმოწერილი იქნა ოქმი ნარკოტიკულ საშუალებებზე საერთაშორისო კონტროლის შესახებ, რომელთა შორის უკვე ირიცხებოდა მარიხუანა.

ამერიკელი სოციოლოგები თვლიან, რომ კანაფის დევნა, რომელიც ძველთაგანვე გამოიყენებოდა მრეწველობაში, მომგებიანი იყო ნავთობის მაგნატებისთვის, რომელთაც ზეთის და ბოჭკოს ახალი ტექნოლოგიებით დამზადება დაიწყეს. მაშინ როცა კანაფი - იაფი, ნატურალური ნედლეული იყო და მას სერიოზული წინააღმდეგობა შეეძლო გაეწია კონკუნერციის თვალსაზრისით, როგორც ”უნივერსალურ სინთეტიკას”.

ამ სიტუაციის დაწვრილებითი ეკონომიკური ანალიზი გადმოცემულია ცნობილ ამერიკულ გამოცამაში "The Emperor Wears No Clothes", რომელიც თითქმის ყოველ წელიწადს გამოიცემა  საზოგადოება ” Help End Marijuana Progibition ”-ის მიერ (მარიხუანის აკრძალვის გაუქმება).

მარიხუანას ისტორიაXX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, ჰალუცინოგენებისადმი მზარდი ინტერესის გამო, კანაბისის პოპულარობამ ევროპაში ზრდა დაიწყო.

ამერიკაში სამოციანი წლების ბოლოს მარიხუანის მოხმარებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. (მათ შორის კაფეებში და ჩილიმ-ბარებში) იგი ახალგაზრდული მოძრაობების თავისებური სიმბოლო გახდა.

ბევრი ამაში არა მარტო საზოგადოდ მიღებული ალკოჰოლისადმი დემონსტრაციულ უარს ხედავდა, არამედ როგორც საზოგადოებაში ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაუმჯობესებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

მიუხედავად ამისა მარიხუანა მაინც კანონ-გარეშე რჩებოდა. 60-70-იან წლებში არაერთი იმ დროისთვის ცნობილი ადამიანი იჯდა ციხეში მარიხუანას შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის.

იგი ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ პოლიციისთვის მისი აღმოჩენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. 1968 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს ჯონ ლენონი და იოკო, რადგან მათი ლონდონური სახლის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს მარიხუანა და მის შენახვაში წაუყენეს ბრალი.

იგივე მიზეზით გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ჯონ სინკლერი, მიკ ჯაგერი, კეიტ რიჩარდი და ბევრი სხვა ცნობილი ხელოვანი.

1972 წელს ჩატარებულმა სტატისტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტების ნახევარზე მეტს ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული მარიხუანა. დაახლოებით 30% მოიხმარდა მას კვირაში რამოდენიმეჯერ, ხოლო დაახლოებით 5% კი მას ყოველ დღე ეწეოდა.

1976 წლის თებერვალში კონგრესის ყოველწლიურ მოხსენებაში მოყვანილი იქნა მონაცემები, რომლის მიხედვით ამერიკელი ერის ნახევარზე მეტს 18-25 წლის ასაკში ერთხელ მაინც ქონდა შეხება მარიხუანასთან.

უნდოდათ რა სცოდნოდათ,  რა საფრთხის წინაშე იდგნენ მათი შვილები, მშობლები რიცხავდნენ გარკვეულ თანხებს იმ გამოკვლევების დასაფინანსებლად, რომელიც შეისწავლიდა  თუ რა ზემოქმედებას განიცდიდა ადამიანის ჯანმრთელობა მარიხუანის მოწევის შედეგად.

მთავრობამ სიამოვნებით დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას და მალე  შიშის საფუძველი მოისპო. ექიმებმა მიიღეს შესაძლებლობა განეახლებინათ კანაბისის კვლევები გარკვეული მიმართულებით, რომლის მიღმა მოიაზრებოდა დიდი სამედიცინო და თერაპიული პოტენციალი.

 

იხილეთ: ყველაფერი მარიხუანას შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ