მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 77687 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მარიხუანა, ეთნობოტანიკა, ჯიშები, ფემინიზაცია, კანაფის სქესი, გამოყვანილი ჯიშებიმარიხუანას ყველა ჯიშის მცენარეს თავისი სქესი გააჩნია. კანაფის ფისს ყველაზე დიდი რაოდენობით მისი მდედრობითი სქესის ყვავილები (გირჩები და მწიფე ყვავილედები) შეიცავს. ეს მარიხუანას  ყველაზე მაღალპატენტური ნაწილია.

როცა მდედრობითი სქესის კანაფის ყვავილი იმტვერება, მთელი მისი ძალები თესლის შექმნას ხმარდება. თუ ყვავილი არ იმტვერება, მაშინ გრძელდება სხვა ყვავილების გაზრდა და მცენარის პოტენციალი შესამჩნევად იმატებს.

ამიტომ, იმისათვის, რომ გაიზარდოს მაღალხარისხიანი კანაფი, აუცილებელია განადგურდეს ყველა მამრობითი სქესის მცენარე მანამდე, სანამ მისი ყვავილი მტვრის გამოყოფას დაიწყებს.

კანაფის მამრობითი სქესის ერთ ყვავილს შეუძლია მის ირგვლივ მდებარე ყველა მდედრობითი სქესის კანაფი გააფუჭოს.

ამიტომ, მის დროულ გამოვლენას და განადგურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამისათვის საჭიროა შეგეძლოთ დროულად გამოიცნოთ კანაფის სქესი.


კანაფის ფემინიზაცია

მარიხუანა, ეთნობოტანიკა, ჯიშები, ფემინიზაცია, კანაფის სქესი, გამოყვანილი ჯიშებიეს ჩვეულებრივი ჯიშია, მაგრამ მისი თესლისგან მხოლოდ მდედრობითი სქესის კანაფის აღმოცენება ხდება.

მისი დათესვის შემდეგ არ არის საჭირო დაკვირვება, რათა აღმოჩენილი და განადგურებული იქნას მამრობითი სქესის მცენარე.

თუმცა ყველა ჯიშის კანაფს არ გააჩნია ასეთი თესლი, მისი ვიზუალურად გარჩევა კი შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია სქესის დადგენა ისევ თესლის დარგვის და მცენარის გაზრდის შემდეგ მოხდეს, მამრობითი განადგურდეს, მდედრობითმა კი განაგრძოს ზრდა.


როგორ გამოვიცნოთ კანაფის სქესი


მარიხუანა, ეთნობოტანიკა, ჯიშები, ფემინიზაცია, კანაფის სქესი, გამოყვანილი ჯიშებიკანაფის სქესის გამოცნობა არც ისე ძნელია, საჭიროა მცენარეს მიეცეს მცირეოდენი დრო, რათა იგი ცოტათი წამოიზარდოს.

ის პერიოდი, სანამ მამრობითი სქესის ყვავილები გაიხსნება და დაიწყებს მდედრობითი სქესის კანაფის დაზიანებას-საკმარისია, რადგან ყვავილედის ჩანასახი, რომლის მიხედვითაც ხდება კანაფის სქესის დადგენა, მცენარეს უვითარდება ვეგეტარიანული ზრდის მეოთხე კვირას.

ყველაზე უბრალო და სანდო მეთოდია ორ პატარა (0,5-1სმ)  ”ანტენაზე” დაკვირვება, რომელსაც V-ს მაგვარი ფორმა აქვს. იგი იზრდება ყველა მდედრობითი სქესის კანაფის კოკორზე.

სხვა დანარჩენი, მდედრობითი და მამრობითი სქესის კანაფის კოკორს ერთნაირი აქვს. პირველი ყვავილები ყოველთვის იზრდება მთავარ ღეროზე იმ ადგილებში, საიდანაც  ხდება ფოთლების გაზრდა და განტოტება.

 

მდედრობითი სქესის კანაფი

მარიხუანა, ეთნობოტანიკა, ჯიშები, ფემინიზაცია, კანაფის სქესი, გამოყვანილი ჯიშებიმდედრობითი სქესის კანაფი გამოირჩევა მსხლის ფორმის ყვავილედით, რომელზეც იზრდება ბუტკოები (ულვაშები).

ხშირად მდედრობითი სქესის კანაფზე ეს ”ულვაშები” აყვავებამდე არ გამოდის.

ამის გამო, მას ზოგიერთ შემთხვევაში შეცდომით მამრობითი სქესის კანაფად მიიჩნევენ.

ამიტომ არ ღირს შეცდომის დაშვება და მცენარის ნაადრევი განადგურება.

 

მამრობითი სქესის კანაფი

მამრობითი სქესის კანაფის გარჩევა ადვილია კვერცხის ფორმის ყვავილებით დახუნძლული ყვავილედით.

თუ ადრეულ ეტაპზე ვერ მოხერხდა მისი სქესის გამოცნობა, ან არსებობს ეჭვი, მდედრობითი სქესის ხომ არ არის იგი, მაშინ ჯობია მოცდა და დარწმუნება, რომ ”ულვაშები” არ გაიზარდა და მის მაგივრად აღმოცენდა პატარა ბურთულებიანი მტევნები (ე.წ. კვერცხები)


ჰერმოფროდიტი


მარიხუანა, ეთნობოტანიკა, ჯიშები, ფემინიზაცია, კანაფის სქესი, გამოყვანილი ჯიშებიეს არის ერთსქესიანი მცენარე, რომელსაც გამოუვლინდება მეორე სქესისთვის დამახასიათებელი ნიშნები (”სქესობრივი ორგანოები”).

უფრო ხშირია შემთხვევა, როცა მდედრობითი სქესის კანაფზე განვითარდება მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ყვავილები. ხდება პირიქითაც.

აღსანიშნავია, რომ მდედრობითი სქესის კანაფზე მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელი ყვავილების გამოვლენა, ბოლო მომენტში, ყვავილობის ბოლო დღეებში ხდება.

ასეთი ჯიშის კანაფის განადგურება კიდევ უფრო უმოწყალოდ მიმდინარეობს, რადგან გარდა იმისა, რომ იგი გამოყოფს მტვერს და არღვევს მდედრობითი სქესის კანაფის ყველა დადებით თვისებას, მათგან მიღებული თესლიც არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, რადგან ჰერმოფროდიტი კანაფი  მემკვიდრეობით გადასცემს თავის თვისებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კანაფის ფოთლების ძალა დამოკიდებული არ არის მის სქესზე. მამრობითი სქესის ყვავილებს კი უფრო მეტი პოტენცია გააჩნია (3-4 ჯერ მეტი), ვიდრე მის ფოთლებს.


კანაფის სახეობები

მარიხუანა, ეთნობოტანიკა, ჯიშები, ფემინიზაცია, კანაფის სქესი, გამოყვანილი ჯიშებიკანაფი კანაფისებრთა (Cannabaceae) ოჯახის ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარეა. ძირითადად არსებობს სამი სახეობა: ჩვეულებრივი კანაფი (Cannabis sativa), ინდური კანაფი (Cannabis indica) და ველური კანაფი (Cannabis ruderalis).

კანაფისებრთა ოჯახის მცენარეები თუთისებრთა რიგს მიეკუთვნება, რომელშიც შედის  ორი სახის არომატული ბალახი (კანაფი და სვია).

კანაფისებრთა ოჯახის ყველა წევრი ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, უფურცლო ყვავილებით და მშრალი ერთთესლიანი ნაყოფით.

ორივე ჯიშის (Cannabis sativa) და (Cannabis indica) - ს ცალკეული სახეობებები წარმოადგენს ტექნიკურ, სასოფლო-სამეურნეო კულტურას.


"Joint Doctor Seeds" - ის გამოყვანილი ჯიშები


მარიხუანა, ეთნობოტანიკა, ჯიშები, ფემინიზაცია, კანაფის სქესი, გამოყვანილი ჯიშებიბოლო 15 წლის განმავლობაში კანაფის თესლის მწარმოებელი ”Joint Doctor Seeds” განუწყვეტლივ სწავლობდა კანაფს ყველა შესაძლო ასპექტებში.

კანაფის მრავალი ჯიშის ტესტირების შედეგად მიღებული იქნა მისი სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.

ასევე  შესაძლებელი გახდა კანაფის გენეტიკური გადამუშავების შედეგად ბიოლოგიური საწვავის მიღება.

”Joint Doctor Seeds” -ის  სტატიები და მოხსენებები კანაფის გენეტიკის შესახებ უამრავ ცნობილ გამოცემებშია გამოქვეყნებული.

კვლევები გრძელდება.

 

იხილეთ: ყველაფერი მარიხუანას შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ