კლიფ მეინარდი 37 წლის მხატვარია პიტსბურგიდან (პენსილვანია), რომელიც ჩილიმ ბარების ხშირი სტუმარია, ქმნის სურათებს ბოლომდე მოუწეველი მარიხუანას ნამწვებისგან. დანის დახმარებით ის ანაწევრებს ნამწვს აუცილებელ ელემენტებად, შემდეგ კი მათგან აწყობს გამოსახულებას, თითქოს მოზაიკის ნაწილებისგან.
ერთი მოუწეველი სიგარეტისგან გამოდის სამი ნაწილისგან შემდგარი ელემენტი, მაგრამ რამდენ ასეთ ელემენტს აერთებს იგი ერთ გამოსახულებაში, ავტორს თქმა არ შეუძლია ელემენტების სიმრავლის გამო. სურათის შექმნისთვის საკმაოდ დიდი რუდუნება და შრომაა საჭირო. ერთი, 20х25 ზომის სურათის დამზადებას დაახლოებით 70 სთ სჭირდება.
”მოზაიკის ხელოვნება მე სკოლაში შევისწავლე, - ყვება ავტორი- შემდეგ კი გავავლე პარალელი კაფელის ნაწილებსა და სიგარეტის ნამწვს შორის” უნდა ვთქვათ, რომ პარალელი საკმაოდ უცნაურია, თუ არ იცი რისგან არის დამზადებული სურათი, ამის გამოცნობა ძალიან ძნელია.
კლიფ მეინარდის ნამუშევართა გალერეა ცნობილი ადამიანების პორტრეტებისგან და პეიზაჟებისგან, ძველი ცნობილი მხატვრების ნახატებისგან და ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილი ნაშრომებისგან შედგება. საინტერესოა, რომ მისი პირველი ნაშრომი ქრისტეს პორტრეტია.
უნდა ავღნიშნოთ და ავტორსაც ასე მიაჩნია, რომ მისი ნამუშევრები არ არის მარიხუანას პროპაგანდა. უბრალოდ მხატვარს თავში მოუვიდა არასტანდარტული იდეა და მან იგი განახორციელა.
მარიხუანას ნამწვებისგან სურათების შექმნა არ არის მეინარდის ძირითადი საქმიანობა, ის ტატუს დახატვის დიდოსტატია, თუმცა ორიგინალურ ჰობის მისთვის არც ისე მცირე შემოსავალი მოაქვს. მარიხუანას ნამწვით შესრულებული მისი ერთი ნახატის ფასი 2000$ -იდან იწყება და 10000$-მდე მერყეობს.
იხილეთ: ყველაფერი მარიხუანას შესახებ