მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 17780 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მარიხუანა - მთიანი ამსტერდამიკოლორადოს ერთ-ერთმა  სამთო-სათხილამურო კურორტმა  ბრეკინრიჯმა უკვე მიიღო მეორე სახელწოდება ”მთიანი ამსტერდამი”.

იქ მარიხუანას მოხმარება ისეთივე კანონიერი ქმედება გახდა, როგორიც ერთი კათხა ლუდის დალევა.  2010 წლის 1 იანვრიდან  ბრეკინრიჯში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

ბრეკინრიჯი ცნობილია როგორც კურორტი, რომელის  სპეციალიზაცია არა მარტო თხილამურები, არამედ მრავალრიცხოვანი საღამოებია. გარდა ამისა ეს ადგილი რეკორდსმენია ბარების რაოდენობით, სადაც სპირტიანი სასმელები განსაზღვრულ საათებში ფასდაკლებით იყიდება.

ბრეკინრიჯს ხშირად სტუმრობენ ენერგიული სნოუბორდისტები და სხვა მხიარული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც კოლორადოში ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან  ჩამოდიან, არა იმდენად ჯანმრთელობის გასაკაჟებლად, არამედ  გასართობად.

მარიხუანას მოხმარება იქ ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, ამიტომ მისი ლეგალიზაცია გაანთავისუფლებს სასტუმროებს პოლიციელთა რეიდებისგან და დაარეგულირებს თავად პროცესს.

ანუ შესაძლებელი გახდება მარიხუანას მოწევა ისე, რომ ვერც ერთი წესრიგის დამცველი ვერ განახორციელებს ვერანაირ სანქციას.

მარიხუანა - მთიანი ამსტერდამიმაგრამ თუ მარიხუანა ლეგალური გახდა, არაფერი უშლის ხელს, რომ მარიხუანას მოხმარება აიკრძალოს მთაზე, თხილამურებით დაშვების პროცესის წინ, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრამვების რაოდენობა. თუმცა რამდენად მოხერხდება ამის გაკონტროლება, ეს მეორე საკითხია.

ბრეკინრიჯი გახდა ამერიკის მეორე ქალაქი დენვერის შემდეგ, სადაც დაშვებულია მარიხუანას მოხმარება. გადაწყვეტილება ლეგალიზაციის შესახებ მიღებული იქნა ხმის მიცემის შემდეგად, რადგან ამ პროცესს უმრავლესობამ  დაუჭირა მხარი.

მარიხუანას მოხმარების  დეტალები ასეთია:


დასაშვებია:

შეიძლება 1 უნცია (28,35გრამი) მარიხუანის თან ტარება ფხვნილის, ან სიგარეტში გახვეული სახით;
 
შეიძლება მოწევა ბარებში, კლუბებში და სხვა დახურულ დაწესებულებებში;
 
შეიძლება იგი თან იქონიოთ სასტუმროს ნომერში რამდენი ხანიც გნებავთ;


არ შეიძლება:

მოწევა ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ხალხია თავმოყრილი;
 
მარიხუანას გაყიდვა;
 
სახალხოდ ხელიდან ხელში გადაცემა;

მარიხუანა - მთიანი ამსტერდამიშესაძლოა მოგეჩვენოთ,  რომ ის, რაც აკრძალულია და  რაც დასაშვები, ეწინააღმდეგება ერთმანეთს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.

ბრეკინრიჯში არის ძალიან ბევრი ღამის კლუბი და ჩილიმ ბარი, რომელსაც ჩაკეტილი კაბინეტები გააჩნია ვიწრო კომპანიისთვის.

გარდა ამისა ჩაბნელებულ სიტუაციაში მარიხუანას მოწევა ითვლება, თითქოს ის მარტო მოგეწიოთ და არ ისჯება კანონით.

 

იხილეთ: ყველაფერი მარიხუანას შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ