»» ყველა ფულადი ნიშანი, რომელიც გამოშვებულია ამერიკაში 1861 წელს და მის შემდეგ, მიიღება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე და გააჩნია სრული ნომინალური ღირებულება, შეერთებული შტატების მთავრობას არასოდეს გაუფასურებია დოლარი.
— $ $ $ —
»» ყველაზე მოხმარებადი კუპიურები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 და 20 დოლარიანი კუპიურებია, სხვა ქვეყნებში 100 დოლარიანი კუპიურები.
— $ $ $ —
»» პირველ ერთ დოლარიან კუპიურაზე, რომელიც გამოუშვეს 1863 წელს, გამოსახული იყო არა ჯორჯ ვაშინგტონი, არამედ სელმონ ჩეიზი.
— $ $ $ —
»» 1866 წლის შემდეგ, აშშ -ის კანონმდებლობა კრძალავს ბანკნოტებზე ცოცხალი მოღვაწეების პორტრეტების განთავსებას.
— $ $ $ —
»» იმისათვის, რომ დოლარის ბანკნოტი გაიცრიცოს და გაიხეს, იგი უნდა გაიკეცოს შუაზე 4 000 - ჯერ.
— $ $ $ —
»» ას დოლარიანი კუპიურის უკანა მხარეს, კოშკზე განთავსებულ დარბაზში, საათი უჩვენებს 14 საათს და 22 წუთს, თუმცა ზოგიერთ წყაროში საათი 16 საათსა და 10 წუთსაც უჩვენებს.
— $ $ $ —
»» ამბობენ, რომ ის, ვინც გახდება 100 000 დოლარიანი კუპიურის მფლობელი, გახდება მილიონერი.
— $ $ $ —
»» არსებობს მოსაზრება, რომ ჟარგონი "ბაქსი" წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან buckskin (ირმის ტყავი).
მეორე ვერსიით კი უკანა მხარეს, მწვანე ფერის გამო, ყოველდღიურობაში დოლარს Green backs (მწვანე ზურგი) ეძახდნენ, დროთა განმავლობაში პირველი სიტყვა Green გაქრა და დარჩა ცნობილი "ბაქსი".
— $ $ $ —
»» დოლარის უკანასკნელი კუპიურა, რომელსაც ქონდა ფერადი ფონი, გახდა 20 დოლარიანი ოქროს სერთიფიკატი, რომელიც გამოუშვეს 1905 წელს, მას ოქროსფერი ფონი ქონდა.
— $ $ $ —
»» ერთადერთი ქალი, რომლის პორტრეტიც დაბეჭდილი იქნა ქაღალდის ფულის ნიშანზე, გახლდათ მარტა ვაშინგტონი, ეს იყო ვერცხლის სერთიფიკატი -1 დოლარის ნომინალური ღირებულებით, რომელიც დაბეჭდილი იქნა 1886, 1891 და 1896 წლებში.
— $ $ $ —
»» ქაღალდი, რომელზეც იბეჭდება ამერიკული დოლარი, შედგება 25% სელისა და 75% ბამბისგან, მას გააჩნია ნეიტრალური ფერი და მთელს ზედაპირზე დატანილი აქვს უმცირესი, სხვადასხვა სიგრძის ლურჯი და წითელი სინთეტიკური ბოჭკოები.
— $ $ $ —
»» დოლარის ერთი კუპიურის მიახლოებითი მასა, მიუხედავად მისი ღირებულებისა შედაგენს ერთ გრამს. ერთი ფუნტი - 454 გრამია, შესაბამისად ერთი ფუნტი ფულადი ნიშნები შედგენს 454 კუპიურას.
— $ $ $ —
»» იმისათვის, რომ დოლარის კუპიურებმა სიმაღლეში ერთ მილს (1.609344 კმ) მიაღწიოს, ამისათვის საჭიროა 14 მილიონზე მეტი ღირებულების ბანკნოტები.
— $ $ $ —
»» 1929 წლის შემდეგ, ამერიკული დოლარის ბანკნოტებზე იბეჭდება ერთი და იგივე ისტორიული მოღვაწეების პორტრეტები.
— $ $ $ —
»» დოლარის ბანკნოტების ნაწილი, რომლის მიმოქცევიდან ამოღება ხდება ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, საწერ ქაღალდად გადამუშავდება.
— $ $ $ —
»» ყველაზე დიდი რაოდენობით იბეჭდება ერთ დოლარიანი კუპიურები, ეს შეადგენს მთლიანობაში დაბეჭდილი კუპიურების 45% -ს.
— $ $ $ —
»» რვა მილიონი ამერიკული დოლარის ბანკნოტი, რომელიც იბეჭდება ყოველწლიურად, გარს შემოერტყმებოდა დედამიწას ეკვატორის გასწვრივ 30 ჯერ.
— $ $ $ —
»» პირველად, წარწერა «In God We Trust» (ჩვენ გვწამს ღმერთი), ამერიკულ მონეტებზე გაჩნდა 1864 წელს, თითქმის ასი წლის შემდეგ ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით, ეს სიტყვები ნაციონალურ დევიზად გამოცხადდა.
დღესდღეობით არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ნაციონალური დევიზის «In God We Trust» გამოყენება სავალდებულოდ ითვლება აშშ - ის ყველა ფულად ნიშანზე - როგორც მონეტებზე, ასევე ქაღალდის კუპიურებზე.
ამ დევიზის გამოყენება არაერთხელ იქნა გასაჩივრებული სხვადასხვა სასამართლოებში, მაგრამ ყველა მოსამართლეს გამოჰქონდა გადაწყვეტილება დევიზის სასარგებლოდ. დევიზის ძალაში დატოვების შესახებ ბოლო გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 1977 წელს უმაღლესი სასამართლოს მიერ.
— $ $ $ —
»» ბენჯამენ ფრანკლინი, რომლის პორტრეტი გამოსახულია 100 დოლარიან კუპიურაზე, ერთადერთი პიროვნებაა, რომელსაც ეს პატივი ერგო ისე, რომ არ ყოფილა ამერიკის შეერთებული პრეზიდენტი (ალექსანდრე ჰამილტონისა და სალმონ ჩეიზის გარდა) და არ ეჭირა არც ერთი მინისტრის პოსტი.
— $ $ $ —