მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 11704 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მევიოლინე

ერთი ხომალდი შტორმში მოხვდა და უკაცრიელი კუნძულის მახლობლად კლდეს მიემსხვრა. ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, გადარჩა მხოლოდ ერთი მევიოლინე, რომელიც თავის ვიოლინოსთან ერთად ოკეანემ ნაპირზე გამორიყა.

მევიოლინემ ღმერთს მადლობა შესწირა გადარჩენისთვის და კუნძულის შესწავლა გადაწყვიტა. მთელი დღე იარა, თუმცა კუნძულზე ძე ხორციელი ვერ აღმოაჩინა.

დაღლილ-დაქანცული ერთ გაშლილ ადგილზე გავიდა, ჩამოჯდა და სასოწარკვეთილმა თავი ჩაქინდრა.

კარგა ხანს იჯდა, უცებ უცნაური ხმა შემოესმა. მევიოლინემ თავი ასწია, ხმის მიმართულებით გაიხედა და ლომი შენიშნა, რომელიც მისი მიმართულებით დინჯად, ნელი ნაბიჯებით მიიწევდა. თავზარდაცემულმა საწინააღმდეგო მიმართულებით გაქცევა დააპირა, თუმცა უმალვე გადაიფიქრა, რადგან ტყიდან, თითქმის ყველა მიმართულებიდან მისკენ ლომები მიიწევდნენ.

„დავიღუპე“ - გაიფიქრა მევიოლინემ. სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა და მან სიკვდილის წინ ვიოლინოზე უკანასკნელად დაკვრა გადაწყვიტა.

ვიოლინო აიღო და დაკვრა დაიწყო, უკრავდა მთელი გრძნობით, ისე, როგორც არასდროს დაუკრავს. უკრავდა, თან კი ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.

სიკვდილი აგვიანებდა. მევიოლინემ მიმოიხედა და გაოგნდა. ლომებს მის ირგვლივ წრე გაეკეთებინათ, უკანა ფეხებზე წამომჯდარიყვნენ, მონუსხულები უსმენდნენ და თვალებზე ისე, როგორც მას, ცრემლები მოსდიოდათ.

„მგონი გადავრჩი“ - გაიფიქრა მევიოლინემ და კიდევ უფრო დიდი გრძნობით განაგრძო დაკვრა.

უცებ ტყიდან კიდევ ერთი, უზარმაზარი, მოხუცი ლომი გამოვიდა. დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა წრეს, ლომები გასწი-გამოსწია, მევიოლინესთან მივიდა და ტორის ერთი დარტყმით გაგლიჯა იგი.

აღშფოთებული ლომები მოხუც ლომს შემოეხვივნენ და ერთხმად აუყვირდნენ - „ ეს რა ჩაიდინე, რატომ მოჰკალი? ის ხომ საოცრად უკრავდა და ჩვენს სმენას ატკბობდა? ეცოცხლა, რას გვიშლიდა?

„რაო“? - ვერ გაიგო მოხუცმა ლომმა.

„როგორ თუ - რაო? -  მან ხომ ჩვენი სმენა დაატკბო და გულები გაათბო შეუდარებელი დაკვრით, რატომ მოჰკალი, რა დაგიშავა?“

„რაო, რაო“? - კიდევ ვერ გაიგო მოხუცმა ლომმა.

„როგორ თუ - რაო, რაო? - განა რას მოგვცემდა მისი სიკვდილი იმაზე მეტს, რა სიამოვნებაც მისმა დაკვრამ მოგვანიჭა“?

„რაო რა თქვით“?  - მოხუცმა ლომმა ყურზე ხელი მიიდო და ლომებისკენ უფრო ახლოს მიიწია.

მოხუცი ლომი ყრუ იყო...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ