მარა 25.10 - 22.11
მარა მოჩვენებებისა და ხილვების ქალღმერთია, იგი სულია, რომელსაც შეეძლო როგორც ახალგაზრდა, ლამაზი ქალის, ასევე წელში მოხრილი დედაბრის სახის მიღება, რის გამოც, იგი სლავების მიერ, ყველაზე იდუმალ და "შემაშფოთებელ" არსებად და ბოროტ სულად მიიჩნეოდა.
მისი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, შეუძლიათ ერთმანეთს შეუთავსონ ეროტიზმი და აგრესიულობა, სიჯიუტე და ფეთქებადობა.
ხშირად ძალაუფლების სიყვარულით, სიშმაგითა და უგუნურებითაც ხასიათდებიან. წარმატებით შეუძლიათ წინააღმდეგობის გადალახვა.
მარას ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები "საბედისწეროები" და ეჭვიანები არიან, თუმცა საკუთარ ძალას ხშირად იყენებენ არა თავდასხმისათვის, არამედ თავდაცვის მიზნით.