ნარშავი 11.01-20.01
ნარშავის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კეთილები, დამთმობები და მიმტევებლები არიან. თუმცა ეს თვისება გარეშე თვალისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ არ იცნობს, ხშირად შეუმჩნეველია, რადგან ნარშავები ამ თვისებებს საგულდაგულოდ ნიღბავენ გულგრილობით და ზოგჯერ უხეშობითაც კი.
საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევიან, თუმცა ზოგჯერ ზედმეტი სიჩქარით შესაძლოა საქმე გააფუჭონ, ან ბოლომდე ვერ მიიყვანონ.
ისინი შესანიშნავი მეგობრები და მეოჯახეები არიან, საგულდაგულოდ ეძებენ მეორე ნახევარს და თუ ის ისეთი აღმოჩნდა, როგორიც თავად სურთ და წარმოუდგენიათ, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგულები და სულიერი მეგობრები რჩებიან ხოლმე.