გლადიოლუსი 23.11-02.12
გლადიოლუსის (ხმალა) ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთი შეხედვით მკაცრები და ოფიციალურები არიან, თუმცა მათი ასეთი გარეგნობის მიღმა კეთილგანწყობა და მზრუნველობა იმალება, რომელსაც ხშირად იჩენენ ახლობლების მიმართ.
სტაბილურობით არ გამოირჩევიან, ერთი საქმე იშვიათად აკმაყოფილებთ და მუდმივად სიახლეების ძიებაში იმყოფებიან. საკუთარ აზრს პატივს სცემენ, თუმცა სხვების ნათქვამს და რჩევებსაც ითვალისწინებენ.
გრძნობებში მეოცნებენი და რიმანტიკოსები არიან, საწინააღმდეგო სქესის ადამიანებში სიმპათიითა და სიყვარულით სარგებლობენ, რადგან რომანტიზმის გარდა ურთიერთობებში დათმობაც შეუძლიათ და ძალიან ხშირად უთმობენ პარტნიორებს.