გვირილა 22.05-31.05
გვირილას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები რთული და გამოუცნობი ხასიათით გამოირჩევიან, ასეთი ადამიანების გაგება საკმაოდ ძნელია.
იმისდა მიუხედავად, რომ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, ცდილიობს მოიპოვოს გავლენა, ნდობა და გულახდილობისკენ სხვებს უბიძგოს, მიღებული ინფორმაცია კი საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და სხვების უგულვებელყოფით გამოიყენოს.
სამსახურშიც გაუთვლელია, შეუძლია კოლეგას ან მერკანტილური მიზნით მიაყენოს ვნება, ან უბრალოდ აზარტისა და სპორტული ჟინის გამო.
სიყვარულშიც ანალოგიური პრინციპით მოქმედებს - ან უყვარს, ან არა, იგი იზიდავს და აჯადოვებს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს, თუმცა მისი ბოლომდე ნდობა და ჭეშმარიტი ზრახვების გამოცნობა, ძალიან რთულია.