(11 აგვისტო - 15 სექტემბერი)
გრიფონი მითოლოგიური არსებაა, რომელიც აერთიანებს ცხოველთა და ფრინველთა მეფეების თვისებებს. იგი ნახევრად არწივი და ნახევრად ლომია (არწივის სახითა და ლომის ტანით).
შუა საუკუნეების ევროპაში გრიფონი განასახიერებდა ქრისტეს ორმაგ ბუნებას - ღვთიურს და ადამიანურს. დანტეს ღვთიურ კომედიაში გრიფონი ქრისტეს ოთხთვალას ეზიდებოდა.
გრიფონი მზის მცველია, იგი ეკუთვნოდა მზის ღმერთ აპოლონს და ცაში დაატარებდა მის ეტლს. ჰერალდიკაში განასხვავებენ გრიფონის ორ ტიპს - გრიფონი ქალი ფრთებით და გრიფონი მამაკაცი ფრთების გარეშე. გრიფონი ინგლისში სამეფო ცხოველების ერთ-ერთი სიმბოლოა.
გრიფონი მებრძოლი, ძლიერი და მძვინვარე არსებაა, ამიტომ ადამიანი - გრიფონიც ანალოგიური თვისებებით გამოირჩევა. ის ფანატიკურად და მთელი ძალებით იბრძვის საკუთარი შეხედულების დასამტკიცებლად და მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა. საკუთარი კარიერისთვის იგი თავს არ ზოგავს და არაფერზე იხევს უკან.