(25 აპრილი - 30 მაისი)
ცერბერი სამთავიანი ძაღლია, რომელიც გარდაცვლილთა სამეფოს კარიბჭეს იცავს. ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცერბერი ექიდნას ერთ- ერთი შვილია. ცერბერს ყელზე ავად მოსისინე გველები აქვს შემოხვეული და კუდის მაგივრადაც შხამიანი გველი აქვს.
ის აიდას (გარდაცვლილთა სამეფოს ღმერთის) მსახურია, დგას კარიბჭესთან და დარაჯობს, რათა გარდაცვლილებმა არ დატოვონ სამეფო.
ლეგენდის თანახმად ცერბერს, როცა ის დედამიწას სტუმრობდა (თან წაიყვანა ჰერაკლემ, რომელმაც მეფე ევრისთევსის დავალებით გამოიყვანა იგი მიცვალებულთა სამეფოდან), ცეცხლოვანი ხახიდან გადმოუვარდა სისხლიანი ქაფის წვეთი, რომლიდანაც აღმოცენდა შხამიანი ბალახი აკონიტი. ამ ბალახს ურევდა მედეა თავის ჯადოსნურ ნახარშში.
ადამიანი - ცერბერი ბოროტი ხასიათით გამოირჩევა, უბრალო წყენის გამო, მას შეუძლია ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტოს. ის დიდი ხანი ვერ ძლებს კონფლიქტების გარეშე. საკუთარი თავის კონტროლი კი მას ნერვიული დაძაბულობისა და სტრესის ფასად უჯდება.