(8 იანვარი - 12 თებერვალი)
კენტავრები ნახევრად ცხენები და ნახევრად ადამიანები არიან, ამიტომ მათ ხასიათში ადამიანური და ცხოველური საწყისები ერთმანეთშია შერწყმული.
კენტავრები შედიოდნენ დიონისეს (ღვინისა და დღესასწაულების ღმერთი) ამალაში. ისინი გამოირჩეოდნენ შლეგი ცხოვრების წესითა და თავშეუკავებლობით, თუმცა ზოგიერთი კენტავრი, მაგალითად ქირონი, განასახიერებდა სიბრძნესა და კეთილშობილებას.
ქირონი პელიონის მთაზე ცხოვრობდა, მისი მასწავლებელები იყვნენ აპოლონი და არტემოდე. თავის მხრივ ქირონს ყავდა მოსწავლეებიც, სახელგანთქმული მითოლოგიური გმირები - იასონი, დიოსკურები, აქილევსი და სხვა.
ადამიან - კენტავრებში (თუმცა არა ყველაში) ცხოველური გრძნობები უფრო ჭარბობს, ვიდრე ადამიანური ემოციები.
კენტავრები დამოუკიდებლები არიან, ისინი ემოციურ სტიმულს გაცილებით მეტს მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე გონების ძახილს და შინაგან ხმას.
კენტავრებს უჭირთ ისეთი გრძნობების კონტროლი, როგორიცაა თავშეკავება, მრისხანება, სექსუალური მისწრაფება, შიში და შური.