ცნობილია, რომ ვებ–რესურსების ინდექსაციის გასაუმჯობესებლად Google, Yahoo და სხვა პოპულარული საძიებო სისტემებისთვის აუცილებელია საიტის რუქა XML ფორმატში (Sitemap.xml). რის შედეგადაც, საძიებო სისტემებს გაცილებით უიოლდებათ ვებ–გვერდების ხარისხიანი ინდექსაცია.
არსებობს სერვისები, რომელთა საშუალებითაც ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი საიტის რუქის შექმნა, მაგალითად:
www.tools.webmasters.sk/sitemap-creator.php
და ა.შ...
ვინც სარგებლობს ვორდპრესით, მათთვის არსებობს შესანიშნავი სპეციალური პლაგინი Google XML SiteMap Generator
შეიძლება თქვენთვის ეს სერვისები უფრო მოხერხებული აღმოჩნდეს, თუმცა ქვემოთ მოყვანილია ყველაზე ცნობილი ონლაინ სერვისები:
სერვისის საშუალებით შესაძლებელია საიტის რუქის უფასოდ შექმნა (500 გვერდის), მაგრამ თუ დიდი ვებ-პორტალი გაქვთ და მეტი გსურთ, სერვისი უკვე ფასიანია (ფასი ნორმალური და მისაღებია).
სერვისის გამოყენება ძალიან მარტივია, შესაბამის გრაფაში უთითებთ თქვენი საიტის მისამართს, ქვემოთ უთითებთ საიტის განახლების სიხშირეს, ბოლო განახლების თარიღს, ვებ–გვერდების პრიორიტეტს (აქვს პრიორიტეტის განსაზღვრის ავტომატური რეჟიმიც) და მისცემთ სტარტს. რამოდენიმე წამში სკანირება დასრულდება. ამის შემდეგ ზემოთ, დააჭერთ ბმულს - here, და საკუთარ კომპიუტერში გადმოწერთ, სერვისის მიერ შექმნილ თქვენი საიტის რუქას XML ფორმატში.
სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შექმნილი რუქა გადმოწეროთ html ან ტექსტურ ფორმატში.
Xml-sitemaps - ის მსგავსი ონლაინ სერვისი, მისი ინტერფეისი მარტივი და გასაგებია, საჭიროა მისამართის შეყვანა, შემდეგ კი აღნიშნავთ საიტის განახლების სიხშირეს, უკანასკნელი განახლების თარიღს, ვებ–გვერდის პრიორიტეტს და მისცემთ start -ს.
ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ქვემოთ ფუნქციით View sitemap –ნახოთ, ხოლო Download sitemap გადმოწეროთ თქვენი საიტის რუქა.
სერვისით სარგებლობა ძალიან მარტივია, ჩაწერთ თქვენი საიტის მისამართს ყვითელ ველში, შემდეგ კი დააჭერთ ღილაკს Submit. მიღებულ კოდს დააკოპირებთ და შეინახავთ სახელწოდებით sitemap.xml.
საიტის რუქის ერთჯერადი ფორმირება უფასოა (ფაილს შეუძლია შეინახოს 2000 –მდე ბმული), მაგრამ გარდა ამისა სერვისს გააჩნია მთელი რიგი ფასიანი (ფასები ძალიან დაბალია) ექსტრა ფუნქციებიც, მაგალითად 3 დოლარად თქვენ შეძლებთ საიტის რუქის (Sitemap) -ის ფაილების სერვერზე ატვირთვას, მათ სწრაფ განახლებას, ვებ გვერდების პეიჯრანკის (PR ) მონიტორინგს და სხვა.