მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 768 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ალბათ ნებისმიერმა ადამიანმა (თუნდაც არ გააჩნდეს მუსიკალური განათლება) იცის, რომ არსებობს შვიდი მუსიკალური ნოტი:

დო; რე; მი; ფა; სოლ; ლა; სი;

თუმცა ცოტამ თუ იცის რატომ უწოდებენ ნოტებს ამ სახელებს....

XI საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა ფლორენციელი ბერი და მუსიკოსი, გვიდო დ'არეცო (არეტინელი) (Guido d'Arezzo, Guido Aretinus), რომელიც კათოლიკური ეკლესიის გუნდის მგალობლებს საგალობლებს ასწავლიდა.

სწორედ გვიდო დ'არეცომ მოიფიქრა შეემოკლებინა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საგალობლის - Ut queant laxis ტექსტის პირველი სიტყვები და ხმების ნოტებით (ლათინ. Nota) ჩაწერა დაიწყო.


დო - DOMINUS - ღმერთი  

რე - RERUM - მატერია  

მი - MIRACULUM - სასწაული  

ფა - FAMILIAS PLANETARIUM - პლანეტების ოჯახი (მზის სისტემა)

სოლ - SOLIS - მზე  

ლა - LACTEA VIA - რძის გზა  

სი - SIDERAE - ზეცა


ეს გავრცელებული მოსაზრებაა, თუმცა არ არის მთლად ზუსტი განმარტება.

საგალობლის სიტყვები ორიგინალში ჟღერდა ასე: "Ut queant laxis resonare fibris Mira gestorum famuli tuorum, Solve pulluti labii reatum Santcte Joannes". რაც დაახლოებით ასე ითარგმნება (რათა მონათა შენთა შეძლონ გიგალობონ  ხმატკბილი სადიდებელი. ო, წმინდა იოანე განწმინდე ბაგენი ჩვენნი არაწმიდანი).


UT queant laxis - უტ

REsonare fibris - რე

MIra gestorum - მი

FAmuli tuorum - ფა

SOLve pulluti - სოლ

LAbii reatum - ლა

SAncte Joannes - სი


თავდაპირველად ნოტების სახელწოდება ასეთი იყო, თუმცა შემდგომში (1540 წელს) UT შეიცვალა უფრო მელოდიური DO-ით - სიტყვიდან Dominus (უფალი), ხოლო კიდევ უფრო მოგვიანებით (1574 წელს), თანამედროვე ოქტავურ სისტემაზე გადასვლის დროს, ბოლო ნოტი SA შეიცვალა SI-ით, როგორც შემოკლება სიტყვებისა Sancte Iohannes (წმინდა იოანე).

აღსანიშნავია, რომ ამ საგალობელის (ჰიმნის) ყოველი სტრიქონი წინაზე ერთი ტონით მაღლა იწყებოდა, MIra gestorum-ისა და FAmuli tuorum-ის გარდა (მათ შორის სხვაობა ნახევარი ტონი იყო).

საერთო ჯამში ეს ყველაფერი შეადგენდა ძირითად გამას - „დო მაჟორი“ - ტონი, ტონი, ნახევარტონი, ტონი, ტონი, ტონი, ნახევარტონი.

ამ გზით საბოლოოდ დალაგდა მთელი სანოტო სისტემა და, შესაბამისად, ნოტებმა თავიანთი სახელწოდებები მიიღეს ამ ტექსტის პირველი სტრიქონებიდან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ