მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1634 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

• ლუდის შემსწავლელ მეცნიერებას ზიტოლოგია (Zythology) ეწოდება. ტერმინი მომდინარეობს ორი ბერძნული სიტყვისგან: "Zythos" (ლუდი) და "Logos" (კვლევა). 

გერმანიაში მდებარეობს  მიუნხენის ლუდის ინსტიტუტი, რომლის მეცნიერებმა მეცნიერულად დაამტკიცეს, რომ უნიკალური შემადგენლობის გამო, 1 ლიტრი გაუფილტრავი გერმანული ლუდი 10-ჯერ უფრო სასარგებლოა, ვიდრე 1 ლიტრი რძე.

 

მსოფლიოში 400-ზე მეტი სახეობის ლუდია, რომელთა უმეტესობა ბელგიაშია მოხარშული, სადაც ყველა სახეობას ოფიციალურად არეგისტრირებენ. 

ლუდის სახეობები მოიცავს როგორც ტრადიციულ ელს, ასევე ლაგერს. მაგრამ მათი გემო და არომატი შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული - პიციდან - შოკოლადამდე. ლუდი შეიძლება გაზავებული იყოს: რძით, ბანანით, საზამთროთი და ყავის მარცვლებითაც კი. 

ლუდის უჩვეულო სახეობების დაგემოვნება შესაძლებელია ბელგიაში, სადაც სპეციალური „ლუდის ტურები“ იმართება.

 

ლუდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია და მესამე ადგილი უჭირავს ყველაზე მოხმარებად სითხეებს შორის, წყლისა და ჩაის შემდეგ. 

ნებისმიერ მომენტში, მსოფლიოს მოსახლეობის 0,7% ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ეს არის დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი, აქედან მინიმუმ 10 მილიონი ლუდს გეახლებათ.

 

ყველაზე მეტი რაოდენობით ლუდს ჩეხეთში მოიხმარენ. სტატისტიკის მიხედვით, ერთი მამაკაცი წელიწადში მოიხმარს 150 ლიტრზე მეტ ლუდს. მეორე ადგილზეა ირლანდია 131 ლიტრით, ხოლო მესამეზე გერმანია - ერთ სულზე 115 ლიტრით.

 

ლუდსახარშები თითქმის ყოველთვის შენდება ყველაზე სუფთა წყალსაცავებთან ახლოს. ამ კანონზომიერების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხარIსხიანი წყალი ლუდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.

 

ლუდის კალორიულობა  ნაკლებია ვიდრე ვაშლის წვენის, კოკა-კოლას, სხვა შაქრიანი გაზიანის სასმელებისა და რძის კალორიულობა.

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის მუზეუმი კენტუკიში (აშშ) მდებარეობს. ბოთლების, ეტიკეტების, თავსახურებისა და ლუდის აღჭურვილობის ექსპონატების გარდა, დაწესებულებაში მოქმედებს 1000 ადგილიანი ლუდის ბარი.

მსოფლიოში ცნობილ საკულტო ლუდის მუზეუმებად მიიჩნევა: Altenburger Brauerei (ალტენბურგი, გერმანია); Guinness Storehouse (დუბლინი, ირლანდია), Chodovar და Pilsner Urquell – (ჩეხეთი), , Beer Museum Biermuseum (კიოლნი, გერმანია), The Museum of the Belgian Brewers – ( ბრიუსელი, ბელგია), The Samuel Adams Brewery (ბოსტონი, ამერიკა), The Boom National Beer Museum – (ალკმარი, ნიდერლანდები), Sapporo Beer Museum – (საპორო, იაპონია) და სხვა

 

VIII საუკუნის ბოლომდე ლუდის მოხარშვა  ქალის საქმიანობას წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მუშაობის უფლება მხოლოდ ლამაზ ქალებს ჰქონდათ და ეს ეხებოდა ყველა ქვეყანას, სადაც ლუდს ამზადებდნენ. სხვათა შორის ლუდის სასმელის მფარველებიც კი  ქალღმერთები იყვნენ: სამხრეთ მესოპოტამიაში (დღევანდელი ერაყი) ქალღმერთი ნინკასი, ხოლო ეგვიპტეში - ქალღმერთი მენკეტი.

 

ყველაზე მსუბუქი ლუდი ბუნებრივი გზით დაამზადეს 1918 წელს გერმანიაში, სასმელი შეიცავდა მხოლოდ 0,2% ალკოჰოლს.

 

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობის ლუდი, სახელწოდებით „გველის შხამი“( „Snake Venom“) მოხარშეს  შოტლანდიურ ლუდსახარშში Brewmeister . ლუდში ალკოჰოლის შემცველობა იყო 67,5% (ერთი ბოთლი ლუდის ფასია 81$) . ასეთი მაღალი ალკოჰოლური შემცველობის მისაღებად მწარმოებლებს მოუწიათ ლუდის 15-ჯერ გაყინვა და გალღობა, 350 ლიტრი ტრადიციული ლუდისგან მიიღეს მხოლოდ 35 ლიტრი ასეთი ლუდი.

მართალია ტექნიკურად ეს სასმელი შეიძლება ლუდად ჩაითვალოს (იგი შეიცავს მხოლოდ ქერის ალაოს, წყალს და სვიას), მაგრამ მისი გემო შორს არის ლუდის გემოსგან. უბრალოდ შოტლანდიელები ცდილობდნენ რეკორდის დამყარებას და ნაკლებად აინტერესებდათ ლუდის გემო.

 

ინგლისში, ლანკაშირის საგრაფოში ყოველწლიურად ტარდება ჩემპიონატი ახალგაზრდა მამებს შორის. ჩემპიონატის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მამებმა სწრაფად უნდა გაიარონ 5 მილი სასეირნო ეტლით, რომელშიც წევს ბავშვი, გზაში კი 14 პაბში (ინგლისური ლუდის ბარი) უნდა შეიარონ და თითოეულში დალიონ თითო კათხა ლუდი. 

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ასეთ ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველები საკმარისზე მეტია!

 

სიერა-ლეონეში მოპოვებულ ბრილიანტებს შესამოწმებლად ლუდში ათავსებენ, რადგან ასე გაცილებით უკეთ ჩანს ძვირფას ქვებზე არსებული ვიზუალური დეფექტები.

 

ელიტური ე.წ „მარმარილოს“  ხორცის მისაღებად იაპონელები საქონლის საკვებში ლუდს ურევენ და ცხოველებს მასაჟს უკეთებენ. ასეთი მარმარილოსებრი ხორცის ღირებულება ჩვეულებრივზე 6-8-ჯერ მეტია.

 

მე-XIII საუკუნეში ნორვეგიის ზოგიერთ რეგიონში ლუდს ბავშვების მოსანათლადი ყენებდნენ. არსებული მონაცემებით, ამის მიზეზს ამ ადგილებში სუფთა წყლის ნაკლებობა წარმოადგენდა. მოგვიანებით რომის პაპმა გრიგოლ IX-მ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ნათლობის ყველა ცერემონია, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ლუდი, ბათილად იქნა ცნობილი.

 

ლუდის სახეობების უმეტესობა იყინება -2°C ტემპერატურაზე, ხოლო გალღობის შემდეგ ვარგისია გამოსაყენებლად, თუმცა მნიშვნელოვნად კარგავს გემოს და არომატს.

 

სვია, ისევე როგორც მარიხუანა, მიეკუთვნება კანაფისებრთა ოჯახს (Cannabaceae), მაგრამ, მარიხუანასგან განსხვავებით, მას არ აქვს ნარკოტიკული თრობის ეფექტი. 1927 წლამდე სვიის გვარი თუთისებრთა ოჯახს მიეკუთვნებოდა, მაგრამ ბოტანიკოსებმა მთელი რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ დაასკვნეს, რომ ეს შეცდომა იყო და სვია უნდა მიკუთვნებოდა კანაფისებრთა ოჯახს.

 

ერთ მიღებაზე მაქსიმალური რაოდენობის ლუდი დალია ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას (Ostrava) სასტუმრო იმპერიალის (Imperial) შეფ-მზარეულმა, სახელად მიდერმა.

1970 წელს, ოსაკაში გამართულ გამოფენაზე მიდერმა 3 წუთში 10,5 ლიტრი ლუდი დალია და საკუთარ თავს „ლუდის დიდი ავზი“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ მიდერი მანამდე რეგულარულად ვარჯიშობდა და რამოდენიმე წლის განმავლობაში დღეში 8 ლიტრ ლუდს სვმდა. სხვათა შორის მისი რეკორდის მოხსნის რამდენიმე მცდელობა დასრულდა ლეტალური შედეგით.

 

მსოფლიოში „ლუდის ყველაზე დიდ მოყვარულის“ ტიტული 1991 წელს მიენიჭა მოხუც ქალს, ჰარიეტ ბრუკსს დიდი ბრიტანეთიდან. 18 წლიდან ის ყოველდღიურად სვამდა 1 ლიტრზე მეტ ლუდს. 73 წლის განმავლობაში მან დალია დაახლოებით 40 ტონა ლუდს, რაც სარკინიგზო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი 1,5 ცისტერნის ტოლია.

 

ლუდის წარმოების მხრივ მსოფლიო ლიდერია ბელგიური კომპანია AB-InBev (ფლობს ბრენდებს Budweiser (Bud), Corona, Stella Artois, Hoegaarden, Leffe, Staropramen, Taller, Beck's, Lowenbrau, Franziskaner, Spaten, Bass და ა.შ.)  წელიწადში მისი წარმადობა არის  358,8 მილიონი ჰექტოლიტრი.

 

1955 წლის თებერვალ-მაისში, შეერთებულმა შტატებმა ნევადას საცდელ ბირთვულ პოლიგონზე ჩაატარა ბირთვული კვლევების სერია სახელწოდებით „Teapot“, რომლის ფარგლებშიც განახორციელა ბირთვული აფეთქებები სამრეწველო ობიექტის მახლობლად, სადაც ხდებოდა სხვადასხვა სასმელების, მათ შორის ლუდის შეფუთვა.

1957 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, რომლის სახელწოდება იყო „ბირთვული აფეთქებების ეფექტი კომერციულად შეფუთულ სასმელებზე“ (The Effect of Nuclear Explosions on Commercially Packaged Beverages), აჩვენა, რომ ლუდი, რომელიც შეფუთული იყო აღნიშნულ ობიექტზე, უსაფრთხო იყო მოხმარებისთვის.

 

ბავარიული „ლოვენბრაუ“ (Lowenbrau) ლუდის უძველესი ბრენდია, რომელიც პირველად 1383 წელს გამოჩნდა. ლუდმა საუკუნეებს გაუძლო; ომებმა, ეპიდემიებმა, რევოლუციებმა და ტექნოლოგიურმა პროცესმა მას ვერაფერი დააკლო და დღესაც წარმატებით სარგებლობს სამომხმარებლო ბაზარზე.

სხვათა შორის, ყველაზე ძვირადღირებული Lowenbrau-ს ბოთლი 1037 წელს გამართულ აუქციონხე 16000 დოლარად გაიყიდა.

 

1963 წელს ჰაინეკენმა (Heineken) შეიმუშავა აგურის ფორმის ლუდის ბოთლის დიზაინი.  შემდგომში (1986 წელს), ეს ბოთლები მასალად იქნა გამოყენებული ტაილანდში, ბუდისტური ტაძრის Wat Pa Maha Chedi Kaew მშენებლობისთვის. საერთო ჯამში გამოიყენეს დაახლოებით 1,5 მილიონი ბოთლი ლუდი ჰეინეკენი და ადგილობრივი ლუდის ბრენდი Chang. ამის გამო კომპლექსს უწოდეს „მილიონი ბოთლის ტაძარი“.

 

ძველი ვიკინგების სამოთხეს ვალჰალა ერქვა, სადაც ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს ყოველდღიურად თაფლითა და ლუდით კვებავდა მუდმივად მეწველი თხა ჰეიდრუნი.

 

შუა საუკუნეებში, თუ ჩეხურ სოფელს სურდა ქალაქის სტატუსის მოპოვება, მას სამი პირობა უნდა შეესრულებინა. პირველი -  საბაჟოს ორგანიზება. მეორე -  სასამართლოს შექმნა და მესამე - ლუდის ქარხნის აშენება.

 

მსოფლიოს ლუდსახარშების მესამედი კონცენტრირებულია ბავარიაში. ანუ მსოფლიოში ყოველი მესამე ლუდსახარში ბავარიაში მდებარეობს.

 

2010 წლის 28 ივნისს, თოკზე მოსიარულე ჯონ ევანსმა მოახერხა თავზე 237 პინტი (0, 57 ლიტრი) ლუდის გაჩერება. ამით მან მოხსნა საკუთარი 2002 წლის გინესის რეკორდი - როცა თავზე 235 პინტი ლუდი გაიჩერა. გარდა ამისა, 2013 წლის 15 აგვისტოს ჰაიფაში (ისრაელი) ლუდის ფესტივალზე მან შეძლო თავზე 275 ჭიქა ლუდის გაჩერება.

 

დიდ ბრიტანეთში პაბების (ინგლისური ლუდის ბარი) ყველაზე გავრცელებული სახელია Red Lion ("წითელი ლომი"). ქვეყანაში დაახლოებით 630 ამ სახელწოდების პაბია.

 

ყველაზე ძვირადღირებულ ლუდის ქილად მიიჩნევა Rosalie Pilsner, რომელიც 1981 წელს 6000 დოლარად გაიყიდა

 

ლუდის ქაფი მნიშვნელოვანი ინფორმაციას შეიცავს ლუდის წარმოების პროცესის შესახებ. იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასმელის გემოსა და არომატზე. ქაფის სრული არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს წარმოების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე. თუმცა არის გამონაკლისებიც, ზოგიერთ მაგარი ლუდის სახეობას საერთოდ არ გააჩნიათ უხვი ქაფი.

 

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ლუდის სწრაფად დალევაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა სტივენ პეტროსინო. მან 1977 წლის 22 ივნისს, პენსილვანიაში, 1 ლიტრი ლუდი 1,3 წამში დალია.

 

ლუდის ბარში ბარმენად მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი აქვს ამერიკელ ანჯელო კამარატას, იგი ბარმენად 77 წელი მუშაობდა. ამჟამად ანჯელო 96 წელს არის გადაცილებული.

1999 წელს გინესის რეკორდების წიგნმა მას მიანიჭა ტიტული „მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ბარმენი“.

 

ლუდის მოცულობას ხშირად პინტებში გამოხატავენ.

პინტა არის (ფრანგ. pinte სითხის ზომა), მოცულობისა და ტევადობის ერთეული აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში;

დიდ ბრიტანეთში 1 პ = 1/8 გალონს ანუ 0,568245 ლიტრს; (ძველი დიდი პინტა უდრის 0,5506 ლიტრს, ძველი პატარა პინტა უდრის 0,4732 ლიტრს)

შეერთებულ შტატებში, პინტა მერყეობს სითხის ტიპის მიხედვით - 0,47 ლიტრიდან 0,68 ლ-მდე. (ღვინისთვის, მაგალითად, 0,473167 ლიტრი), ფხვიერი ნივთიერებებისთვის, პინტა არის 0,550599 ლიტრი. 

პინტას ასევე იყენებდნენ რიგ სხვა ქვეყნებშიც, ზომების მეტრიკული სისტემის დანერგვამდე, მაგალითად, საფრანგეთში პინტა არის 0,931389 ლიტრი, ნიდერლანდებში -  0,6063 ლიტრი.

 

ყველაზე უდიდესი და მრავალრიცხოვანი ლუდის ფესტივალი არის ოქტობერფესტი, რომელიც 1810 წლიდან ყოველწლიურად ტარდება მიუნხენში, 16-18 დღის განმავლობაში (სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის პირველი შაბათ-კვირის ჩათვლით). ფესტივალზე ყოველ ჯერზე დაახლოებით 6 მილიონი ლუდის მოყვარული თუ არამოყვარული ტურისტი იყრის თავს მთელი მსოფლიოდან.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ადგილობრივ ლუდსახარშებს, რომლებიც სპეციალურად ამზადებენ ოქტობერფესტისთვის 5,8-6,3%-იან ლუდს.

 

სვია ნებისმიერი ჯიშის ძაღლისთვის (გამონაკლისის გარეშე) ტოქსიკურ მცენარეს წარმოადგენს და შეიძლება მოიწამლოს მასთან კონტაქტის შემთხვევაში. ყველაზე მოწყვლადი არიან ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჰიპერთერმიისკენ (ორგანიზმის გადახურება).

 

ლუდის საფუარის ტკბილი არომატი იზიდავს ლოქორას (ლოკოკინა ნიჟარის გარეშე). ამიტომ, ბაღის ამ მავნებლებთან გამკლავების მიზნით მიწაში ლუდით სავსე ღია კონტეინერებს ან ლუდის ქილებს ათავსებენ. ძვირფას დელიკატესამდე მისვლის მცდელობისას ლოქორები ლუდში იხრჩობიან.

 

გინესი (Guinness) მუქი ფერის უმაღლესი სტანდარტის ლუდია, რომელსაც ორიგინალური გემო აქვს. მისი მთავარი უნიკალურობა არის ის, რომ გაზის ბუშტულები არ ამოდის ჭიქის ზედაპირზე და რჩება ჭიქის ბოლოში (ფსკერთან). ამის მიზეზია ის, რომ ამ ტიპის ლუდში იყენებენ არა ნახშირორჟანგს, ისე როგორც ყველა ლუდში, არამედ აზოტს.

აზოტი წყალში ნაკლებად ხსნადია, მაგრამ მას იყენებენ იმისთვის, რომ ღია ფერის ბუშტულები კარგად ჩანდეს მუქ ლუდში. არსებობს ამ სახეობის ლუდის ბოკლებში ჩამოსხმის გარკვეული წესები, რომელისთვისაც  სპეციალური უნარებია საჭირო.

 

ძველ ინგლისურ პაბებში (ლუდხანებში), ლუდს კერამიკული კათხებით მიირთმევდნენ. ასეთ კათხას სახელურზე ჰქონდა სასტვენის ფუნქცია. იმისათვის, რომ მომხმარებელს ლუდის დამატება მოეთხოვა, მას არ სჭირდებოდა ხმამაღლა ყვირილი ბრბოს ხმაურის გადასაფარად; საკმარისი იყო მხოლოდ ჩაებერა კათხის სახელურში და დაესტვინა.

 

მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბოთლი მზადდება ციურიხის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ვედენსვილში (Wädenswil. ის 40 მილილიტრ ლუდს იტევს, ხოლო ღირებულება 9 ფრანკია.

 

ქალაქ ეიმსში (შტატი აიოვა) კანონის თანახმად, მამაკაცს ეკრძალება ქალთან დაძინება, თუ მან მიირთვა 3 ყლუპზე მეტი ლუდი.

 

აშშ-ს ეროვნული ჰიმნის  The Star Spangled Banner („ვარსკვლავური დროშა“) შთაგონების წყარო იყო სიმღერა Anacreon, რომელსაც ბრიტანელები ლუდის სმის დროს მღეროდნენ. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ