თუ თქვენ არ გაყმაყოფილებთ თქვენი საიტის ან ბლოგის უკვე არსებული შაბლონი, და გსურთ შექმნათ საკუთარი დიზაინი, ამის გაკეთება ძალიან მარტივად, სულ რამოდენიმე მოქმედებით შეიძლება.
გთავაზობთ საუკეთესო ონლაინ გენერატორების (ინსტრუმენტების) ნაკრებს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ საკუთარი შაბლონი:
CSS Creator - ის მეშვეობით შეგიძლიათ აირჩიოთ საკუთარი ვებ-გვერდის სტილი. ამისათვის საიტზე ყველა საჭირო ინსტრუმენტია განთავსებული. აირჩევთ საიტის სტრუქტურულ ელემენტებს(ზედა და ქვედა კოლონტიტულები, სვეტები), შემდეგ კი მისცემთ ფიქსირებულ სიგანეს, სურვილისამებრ შეცვლით ფონს, ფერს. ყველა განხორციელებული ცვლილება მომენტალურად აისახება საიტზე.
ონლაინ გენერატორი, რომელსაც მრავალფეროვანი დიზაინის შაბლონები გააჩნია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი და თქვენი გემოვნებით გააფორმოთ და დააკორექტიროთ იგი, მაგალითად დაამატოთ სხვადასხვა ელემენტები, განცხადებები, კონტაქტის ფორმა, სვეტები, გრაფიკული და ტექსტური გამოსახულებები. შეგიძლიათ დაამატოთ Google და YouTube ვიდეო და ა.შ., ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ მაშინვე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ საიტი თქვენს დომენზე.
ერთი სიტყვით Weebly შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვისაც ძალიან სწრაფად და ეფექტურად სურს საკუთარი, პერსონალური საიტის შექმნა.
CSSEZ - Wordpress -ისა და Movable Type blogs -ის შაბლონების ონლაინ გენერატორია. მასზე ბევრი საჭირო და აუცილებელი ინსტრუმენტია. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთიდან ოთხ სვეტამდე თქვენი ბლოგისთვის, განსაზღვროთ სვეტის სიგანე, დამატება, არე, შრიფტი და კავშირების სტილი.
შეგიძლიათ ჩატვირთოთ თქვენი გამოსახულების ფონი, ან შექმნათ ახალი გამოსახულება იმიჯმეიკერის დახმარებით
ეს გენერატორი Drupal - ის საიტებისთვისაა განკუთვნილი, იგი MS Excel -ზეა ბაზირებული და მისი გამოყენება შეიძლება PHPtemplate და Xtemplate თემების შესაქმნელად თქვენი Drupal -ის საიტისთვის.
ინსტრუმენტი უფასოა, გააჩნია ფუნქციების მდიდარი ასორტიმენტი, როგორიცაა: ”color theme generator”, ”HTML color assistant” და CSS, ”JavaScript”, ”PHP”, HTML კოდი თემებისა და შიდა ფაილებისთვის.
გენერატორი, რომლის საშუალებითაც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი პერსონალური ფლეშ-საიტის შექმნა ყოველგვარი სპეციალური პროგრამისა და კოდის გარეშე. ეს არის იდეალური გადაწყვეტა ფოტოგრაფებისთვის, მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის, კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია.
საიტს ინტუიციურად ძალიან მარტივი ინტერფეისი გააჩნია, ირჩევთ ერთ ერთ შაბლონს, რომელიც საიტზე მრავლადაა, მიცემთ ”შეცვლის” ფუნქციას და მოკლე დროში თქვენი პერსონალური ფლეშ-საიტი მზადაა.
საიტზე სამუშაოდ აუცილებელია ავტორიზაცია.
dotemplate წარმოდგენილია უფასო შაბლონებით, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი მათგანი და მთელი რიგი მოქმედებები ჩაუტაროთ მას, კერძოდ შეცვალოთ ფერი, შრიფტი, ტექსტი და ტექსტის პოზიცია, ასევე ფონი და მენიუ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩრდილის ეფექტები, გრადიენტი, კუთხეების მომგვრალების ეფექტები. ხოლო პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლებელია შაბლონის ჩატვირთვა თქვენს სისტემაში.
dotemplate საკმაოდ სასარგებლო ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია HTML -ის ცოდნის გარეშე შექმნათ საკუთარი შაბლონი.
შესანიშნავი გენერატორი ვებ-დიზაინის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის. შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდების გამოყენება სასურველი შედეგის მისაღწევად. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე მაკეტის სხვადასხვა სტრუქტურები.
ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ PHP საიტის შაბლონი CSS და HTML ფაილებით. თქვენ შეგიძლიათ დააკორექტიროთ საიტის სტილი, ქუდი, გვერდითა მენიუ, სათაური, შაბლონის ქვედა ნაწილი. დაამატოთ საკუთარი შრიფტი, არეები.
შაბლონის შექმნის შემდეგ შესაძლებელია სცენარის(თუ როგორ დაამზადეთ შაბლონი) შენახვა.
Firdamatic - "Old Blogger" და ”Movable type” ბლოგების ონლაინ გენერატორია. შეგიძლიათ აირჩიოთ ოფციებიდან ორი ან სამ სვეტიანი შაბლონი. შემდეგ შეიყვანოთ ინფორმაცია სპეციალური ონლაინ ფორმის უჯრებში. ფორმის შევსების შემდეგ ერთი ”კლიკი’ და შაბლონი მზადაა. შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საიტის სახელწოდება, გამოსახულება სათაურისთვის, აირჩიოთ შრიფტი და მისი ფერი.
PsycHo - ”old Blogger”, ”Persian blog” და ”BlogFa” პლატფორმების ონლაინ გენერატორია, შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი გვერდის სათაური, მისი ფონი, საერთო ფონის ფერი, აღწერილობა, ტექსტი, ინტერვალი, აირჩიოთ ოფციებიდან 4 სვეტამდე რომელიმე ვარიანტი. შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენი შაბლონი და მიიღოთ მისი HTML კოდი.
PsycHo შესანიშნავი ინსტრუმენტია, ერთადერთი მინუსი ისაა, რომ მას არ გააჩნია Blogger და Wordpress პლატფორმების მხარდაჭერა.
Templatr -ის საშუალებით შესაძლებელია დიდი რაოდენობით განლაგებების შექმნა, რომელიც ფორმატირებულია საიტის გვერდის სხვადასხვა ელემენტების ოფციებით, მათ შორის: გვერდის, სათაურის, ქვედა კოლონტიტულის, არის, დამატების, საზღვრის და ა.შ თქვენი Wordpress ბლოგისთვის. იგი უზრუნველყოფს ჩატვირთვის სისტემასაც, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ჩატვირთოთ საკუთარი გრაფიკა საიტისთვის და ჩატვირთოთ შაბლონი თქვენს სისტემაში მაშინვე, როგორც კი დაასრულებთ მის დამზადებას.
ეს ინსტრუმენტი საშუალებას მოგცემთ შექმნათ საკუთარი Wordpress თემა HTML და CSS -ის ცოდნის გარეშე. გენერატორს გააჩნია ოფციები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეარჩიოთ თქვენი ბლოგის სახელი, საიტის ზომა, მარცხნივ ან მარჯვნივ განლაგებული მენიუს ადგილმდებარეობა და ზომა, მესამე სვეტის დამატება, ფერადი და ტექსტური სქემების შექმნა, ტეგის , არქივისა და ძებნის ფანჯარის დამატება. შეგიძლიათ ჩატვირთოთ თქვენი საიტის ლოგო და დაუკავშიროთ იგი თქვენს მიერ შექმნილ შაბლონს.
შაბლონის შექმნის შემდეგ იგი შეგიძლიათ ჩატვირთოთ zip ფაილის სახით.
კიდევ ერთი გენერატორი, რომელიც ახდენს CSS შაბლონის გენერირებას. შესაძლებელია საიტისთვის ზომის მიცემა, ფონის ფერის მიცემა, ტექსტებისა და გამოსახულებების კორექტირება. სვეტების ზომების და ფერის რეგულირება და ა.შ