მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 642 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყავა საბერძნეთში მე -15 საუკუნეში, თურქ დამპყრობლებთან ერთად შემოვიდა. თუმცა ამჟამად ბერძნები ყავას საკუთარი ისტორიისა და მენტალიტეტის ნაწილად მიიჩნევენ.

ქვეყანაში მზა დაფქული ყავის მიწოდება დაიწყეს ძმებმა -  ლუმისისებმა (Loumidis) მე -20 საუკუნის დასაწყისში. 1919 წელს მათ გახსნეს პირველი ყავის სპეციალიზებული მაღაზია საბერძნეთში.

1923 წელს Samourkas-ების ოჯახმა დააარსა ყავის კომპანია BRAVO. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს საწარმო დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

ტრადიციულად საბერძნეთში, ყავას ხარშავდნენ ღია ცეცხლზე პატარა სპილენძის ჭურჭელში, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანა საერთაშორისო ტენდენციებმა მოიცვა და მოდური გახდა ესპრესოსა და კაპუჩინოს ყავის აპარატები. ქვეყანაში ასევე ხშირად შეხვდებით ფრანგული პრესებს (ფრენჩ-პრესი) და წვეთოვან ყავის მადუღარებს. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ყავის ცივად მოხარშვამ, როცა ყავის მარცვლებს უბრალოდ ასხამენ ცივ წყალს და ტოვებენ დასაყენებლად 12-დან 24 საათის განმავლობაში.

1950 წლამდე საბერძნეთში ყავას „თურქულს“ ეძახდნენ, თუმცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სახელწოდება შეიცვალა - კლასიკური ბერძნული ყავით.

ტრადიციულ ბერძნულ ყავას ellinikós kafés ეწოდება და ძალიან ჰგავს მის თურქულ კოლეგას. 

იგი მზადდება ამგვარად: წვრილად დაფქვილ არაბიკას ყრიან ცხელ წყალში, გემოვნებით უმატებენ შაქარს და ადუღებენ. როდესაც ნალექი ჯეზვეს ფსკერზე დაეშვება (საბერძნეთში მას briki ეწოდება), სასმელი მზად არის. 

ყავა გამოდის სქელი, არომატული, ხავერდოვანი ტექსტურით. ბერძნები ნელა სვამენ მას პატარა სქელი ფინჯნებიდან და არ სვამენ მას ერთი ყლუპით, როგორც იტალიელები.

ბერძნული ყავის სიტკბოს გამოხატავენ ამგვარად: Sketos (შაქრის გარეშე);  Metrios (ზომიერად ტკბილი) - 1 ჩ.კ; Glykos (ტკბილი) - 2 ს.კ; Variglykos (ძალიან ტკბილი) - 3 ს.კ.

ბერძნული ყავის კიდევ ერთ სავიზიტო ბარათია - ფრაპე (φραπές). ფრანგული სახელწოდების მიუხედავად, ფრაპე გამოიგონეს საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში (ფესალონიკი). 

1957 წელს სალონიკში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, სადაც კომპანია ნესტლეს სტენდზე არეკლამებდნენ ხსნად შოკოლადს, რომელშიც უნდა შეერიათ რძე და ყინულის ნატეხები, შემდეგ კი ეს ყველაფერი კარგად შეენჯღრიათ. 

ერთ-ერთი ვერსიით შოკოლადის ფხვნილი გაუთავდათ და კომპანიის წარმომადგენელმა  Dimitrios Vakondios-მა შიკოლადის ფხვნილი ხსნადი ყავის ფხვნილით ჩაანაცვლა.

მეორე ვერსიით, ერთ-ერთ სტუმარ ახალგაზრდას სურდა ყავის მირთმევა, მაგრამ ცხელი წყალი გამოილია და მან ყავას რძე და ყინული შეურია. ასე იყო თუ ისე, 1980-იანი წლებიდან ფრაპე საბერძნეთის ყავახანებში გაყიდვების რეიტინგის ლიდერია. ამასთან, საბერძნეთში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ფრაპეს კოქტეილს არა დაფქვილი, არამედ ხსნადი ყავის საფუძველზე ამზადებენ.

ფრაპეს მოხარშულ ანალოგს წარმოადგენს ესპრესო და კაპუჩინო ფრედო (Freddo). სხვა პოპულარული კოტეილებია: ფრაპუჩინო - ესპრესო აქაფებული რძით და ფრედოჩინო (ფრედუჩინო) - ბერძენ Kostas Zobanakis-ის მიერ გამოგონილი ხნადი სასმელი: ყავის, შოკოლადის, რძისა და ყინულის საფუძველზე.

ბერძნები აქტიური ყავის მომხმარებლები არიან, ისინი ყავას მიირთმევენ როგორც სახლში, ასევე ყავახანებში, რომელიც საბერძნეთში ძირითადად ორი ტიპისაა თანამედროვე - Kafeteria და ბერძნული ტრადიციული Kafeneio, რომლის პირველი კაფე გაიხსნა ნაფლიონში 1821 წელს.

ბერძნული ყავის ყველაზე ცნობილი ბრენდებია: Loumidis, Bravo, Venizelos და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ