მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 789 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

კოლუმბია მსოფლიოში არაბიკის მომწოდებელი მეორე ქვეყანაა, რომლის წილი შეადგენს მსოფლიო ყავის ბაზარის დაახლოებით  15%-ს. ხოლო საერთო ჯამში იკავებს მესამე ადგილს (მილიონ ტონამდე ყავა).

უცნობია, როდის და როგორ მოხვდა ყავის კულტურა კოლუმბიის ტერიტორიაზე, თუმცა მღვდელ ხოსე გუმილას მიერ 1970 წელს გამოცემული წიგნის მიხედვით ცნობილია, რომ კოლუმბიაში ყავის ნარგავები პირველად გამოჩნდა 1730 წელს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მეტასა და მდინარე ორინოკოს შესართავის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, ყავის პლანტაციები გავრცელდა კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რასაც მოწმობს არქიეპისკოპოს ანტონიო კაბალიერო გონგორას ჩანაწერები, რომელიც თარიღდება 1787 წლით.

სხვათა შორის კოლუმბიური ყავის გავრცელებაში და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით იეზუიტებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ ყავის კულტურის განვითარებისთვის. მაგალითად იეზუიტი მღვდელი ფრანცისკო რომერო, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდა, მრევლს ცოდვების მონანიების მიზნით ყავის ხეების დარგვას და პლანტაციებში მუშაობას აკისრებდა.

დროთა განმავლობაში კოლუმბიური ყავა გავრცელდა ქვეყნის ჩრდილოეთით და უკვე 1850-იან წლებში მისი მოყვანა დაიწყო ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში. 

კოლუმბიაში ყავის წარმოების ტემპები ნელ-ნელა გაიზარდა და 1835 წელს ქვეყანაში მიიღეს ყავის მარცვლების რეკორდული მოსავალი. 1930 წლისთვის კოლუმბია გახდა ყავის მარცვლების წარმოების საპატიო ლიდერი მსოფლიოში და დღემდე ინარჩუნებს ამ პოზიციებს.

კოლუმბიური ყავა უნიკალური პროდუქტია. სუფთა, რბილი გემო, საშუალო და მაღალი მჟავიანობა და ნათლად გამოხატული დასრულებული არომატი მოწონებით სარგებლობს ყავის მსოფლიო გურმანებს შორის.

ყავა წელიწადში ორჯერ მოჰყავთ კოლუმბიის პრაქტიკულად მთელს მთიან ტერიტორიაზე. მას საერთო ჯამში ქვეყნის სავარგულების 20% უკავია და წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სასოფლო სამეურნეო კულტურას, ნახევარი მილიონი დასაქმებული ადამიანით (სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა 40%).

 ყავის იდუსტრია ახდენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ის ფორმირებას.

კოლუმბიური ყავა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა და პატივისცემით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბრაზილიური ყავის მწარმოებლებისგან განსხვავებით, მათი კოლუმბიელი კოლეგები აქცენტს აკეთებენ არა ყავის მარცვლების რაოდენობაზე, არამედ მის ხარისხზე.

ყავის მარცვლების დამუშავება ხდება სველი მეთოდით: პირველ რიგში მარცვლებს ათავისუფლებენ რბილობისგან, თავად ნაყოფისაგან, ფოთლებისა და რტოებისაგან, შემდეგ ხდება ფერმენტირება ერთი დღის განმავლობაში, ამ ეტაპების გავლის შემდეგ კი მათი გარეცხვა გამდინარე წყლით, რის შემდეგაც მარცვლები ხდება სუფთა და გლუვი.

კოლუმბიური ყავის მოპოვება ხდება მცირე პლანტაციებში, რომლის საშუალო ზომა იშვიათად აღემატება 2 ჰექტარს. ინდივიდუალური ნაკვეთების მცირე ზომის გამო, კოლუმბიაში ყავის მოყვანა ძირითადად საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს, ხოლო პლანტაციების მოვლას, მოსავლის აღებას და სხვა პროცესებს - წლიდან წლამდე ერთი და იგივე სპეცილისტები ახორციელებენ.

კოლუმბიური ყავის ხარისხს განაპირობებს ქვეყნის უნიკალური კლიმატი (თბილი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების გარეშე) და აგრეთვე ის ფაქტი, რომ პლანტაციების უმეტესი ნაწილი განლაგებულია მაღალმთიანეთში, ანდის მთებში და გადაჭიმულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე - ატლანტიკიდან ეკვადორის საზღვრამდე.

ქვეყანა დაყოფილია ყავის შვიდ მთავარ რეგიონად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა ცენტრალური რეგიონი, საიდანაც ყოველწლიურად მიიღება მოსავლის 85% -მდე. 

კოლუმბიური ყავა კლასიფიცირებულია რამდენიმე ჯიშად, რომელთაგან მრავალი უნიკალური და განუმეორებელია.

ყავა კოლუმბიის ნაციონალურ იდეას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს ქვეყნის სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების წარმომადგენლებს.

ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებული ფასეულობაა მაღალხარისხიანი არაბიკა, რის გამოც  სახელწიფოს მესვეურებმა „კოლუმბიური ყავა“ დაარეგისტრირეს როგორც სავაჭრო მარკა, ხოლო წარმოების პროცესის კონტროლისათვის და ბაზრის სტაბილიზაციისთვის შეიქმნა მსოფლიოში უმსხვილესი ორგანიზაცია „კოლუმბიის ყავის მწარმოებელთა ფედერაცია.“.

2007 წელს, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, კოლუმბიურმა ყავამ მიიღო საპატიო სტატუსი, რამაც იგი დააყენა ისეთი მსოფლიოში ცნობილი პროდუქტების გვერდით, როგორცაა პორტუგალიური პორტვეინი, ფრანგული შამპანური, იტალიური ყველი „პარმეზანი“ და მსოფლიოში ცნობილი სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ხარისხით.

ევროკავშირში, „კოლუმბიური ყავის“ ნიშნით შესაძლებელია მხოლოდ იმ ყავის გაყიდვა, რომელიც მოყვანილია კოლუმბიის ტერიტორიაზე.

კოლუმბიის პაისის რეგიონის ყავის პლანტაციების უნიკალური ლანდშაფტი იმყოფება იუნესკოს დაცვის ქვეშ.

კოლუმბიური ყავის რეალიზაციის ძირითად ბაზრებია: აშშ, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია.

კოლუმბიური ყავის ცნობილი სახეობებია: Colombian Bucaramanga, Colombia Narino, Bogota, Colombia Excelso, Popayan excelso, Supremo Medellin და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ