მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
ნოველების პირველი კრებული "ჩემი მხიარული მოწყენილობა" 1974 წელს გამოსცა.
ავტორია 40-მდე პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: "ამბავი სიზმრის აბლაბუდიდან", "საიდან მოდიხარ, სიყვარულო", "ზამთრის თეთრი მერცხლები", "ჩამქრალი ვულკანი", "ბედნიერი ხარ უსასრულობით", "გარდასულ დღეთა უსასრულობა", "ჩემი სიკვდილის სინათლე", "მიასვენებენ ქარები ფოთლებს" და სხვა.
გამოცემული აქვს ნაწარმოებების ორტომეული, ოთხტომეული, რჩეული ლექსების ერთტომეული და სხვა.
1989 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რედაქტორობს მწერალთა და ხელოვანთა გაზეთ "უქიმერიონს" (ქუთაისი).
მინიჭებული აქვს "ქართული კულტურის რაინდის", "ხელოვნების ქურუმის" წოდება, საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ლიტერატურული პრემია, ხოლო 2017 წელს რუსეთის მწერალთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციამ გადასცა ა. პუშკინის სახელობის პრემია და დააჯილდოვა ოქროს მედლით.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები