ველოსიპედი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ გადაადგილების საშუალებად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში. მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ათასობით კილომეტრს ფარავს მისი საშუალებით.
ველოსიპედის მაღალი პოპულარობის მიზეზს მისი ხელმისაწვდომი ფასი, კომპაქტურობა, ეკონომიურობა, ეკოლოგიურობა ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და კომფორტულობა წარმოადგენს.
ალბათ ყველას სმენია ძალიან პოპულარული გამოთქმის შესახებ, რომ „არ არის საჭირო ველოსიპედის ხელახლა გამოგონება“.
თუმცა ფაქტია, რომ ველოსიპედი ერთხელ უკვე გამოიგონეს და მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოგონების პირველწყაროზე კამათი დღესაც არ წყდება (მაგალითად - 1495 წელს ლეონარდო დავინჩის მიერ დახატული ველოსიპედის მაკეტი), ოფიციალურად ეს მოხდა 1817 წლის დასაწყისში.
გამოგონების ავტორი გახლდათ გერმანელი პროფესორი ბარონი კარლ ფონ დრეზი.
მან საკუთარ გამოგონებას „Lauftmashcine“ დაარქვა, რაც ქართულად ითარგმნება როგორც „სარბენი მანქანა“. ხოლო ველოსიპედს მისი გვარიდან (Drais) გამომდინარე Draisine „დრეზინა“ უწოდეს.
ფონ დრეზის გამოგონება ძალიან წააგავდა თანამედროვე ველოსიპედს, თუმცა მას გააჩნდა ხის ჩარჩო და არ ჰქონდა სატერფულები („პედლები“).
ქალაქის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
FREE 2.0 | TOURING 1.0 | LIFE 1.0 |
„სარბენი მანქანა“ ძალიან მალე გახდა პოპულარული მთელს ევროპაში. ბევრმა ფრანგულმა და ინგლისურმა ეტლების საწარმოებმა დაიწყეს გადაადგილების ამ მოდური საშუალების წარმოება.
წარმოებასთან ერთად ხდებოდა „დრეზინების“ კონსტრუქციების დახვეწა, თუმცა მასიურ წარმოებას ხელს უშლიდა ერთი უხერხული მომენტი სახელწოდებასთან დაკავშირებით. ფრანგებისა და ინგლისელების ყურს უხეშად ხვდებოდა აპარატის გერმანული სახელწოდება.
თუმცა ეს უხერხულობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ინგლისელმა დენის ჯონსონმა, რომელმაც „დრეზინის“ ხის სწორი ჩარჩო ოვალურით შეცვალა, ახალ, შედარებით სრულყოფილ მოდელს “Dandy-Horse” უწოდა, რაც ინგლისურიდან ქართულად „ინგლისელი დენდის ცხენს“ ნიშნავდა.
1830 წელს შოტლანდიელმა მჭედელმა და კარეტების ოსტატმა მაკ კოლმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა დრეზინას კონსტრუქციაში.
მან ორი სახის ახალი ველოსიპედი ააგო, ერთი ბერკეტებით, ხოლო მეორე უკანა თვალზე დამაგრებული ქანქარათი, რომელიც სატერფულებით ბოლოვდებდა.
ზოგიერთ წყაროს ამ გამოგონების ავტორად მეორე შოტლანდიელი - კიკპატრიკ მაკმილანი მიაჩნია, რომელმაც დახვეწა მაკ კოლის კონსტრუქცია, დაუმატა მას „უნაგირი“ და სატერფულებს შედარებით სრულყოფილი სახე მისცა.
1860 წელს 19 წლის ფრანგმა პიერ ლალმანმა, რომელიც საბავშვო ეტლებს აწარმოებდა, მაკლმილანის მიერ უკანა თვლებზე განთავსებული სატერფულები წინა თვლებზე გადაიტანა და მას ბრუნვის საშუალება მისცა, რაც ისტორიულ გარღვევად იქცა ველოსიპედების ისტორიაში.
პიერ ლალმანის გამოგონებას მაღალი შეფასება მისცეს ლიონელმა მდიდარმა მეწარმე ძმებმა რენე, ემა და მარიუს ოლივიეებმა.
მათ დაარსეს ამხანაგობა Oliviers ეტლების ოსტატ პიერ მაშოსთან ერთად და დაიწყეს ველოსიპედების მასიური წარმოება.
სწორედ პიერ მაშო იყო პირველი, ვინც პირველმა შეცვალა ხის ჩაჩო მეტალის ჩარჩოთი, რაც ასევე გარღვევას წარმოადგენდა ველოსიპედების ისტორიაში.
ამ პერიოდში ველოსიპედები ისევ სახელწდებით Dandy-Horse გამოდიოდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა...
ზოგიერთი წყარო ველოსიპედის სახელის მინიჭებასაც მიაწერს პიერ მაშოს, თუმცა ოფიციალურად მაინც აღიარებულია, რომ ახალი სახელწოდება - Vélocipède საზოგადოებას იმავე პერიოდში (ცოტა მოგვიანებით), ფრანგმა გამომგონებელმა ფოტოგრაფიის დარგში ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა შესთავაზა.
სიტყვა Vélocipède შედგენილი იყო ლათინური სიტყვების ბაზაზე Velox - სისწრაფე და Pedes ფეხი.
1870 - იან წლებში ინგლისელმა ჯეიმს სტარლიმ შექმნა მოდელები, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი წინა და პატარა უკანა საბურავები. ამ მოდელს - Penny Farthing (პენი ფართინგი) უწოდეს (ინგლისურ მონეტების - „პენისა და ფართინგის“ ზომებს შორის კონტრასტულად დიდი სხვაობის გამო).
1878 წელს შეიქმნა პირველი პორტატული დასაკეცი ველოსიპედი. გამოგონების ავტორი გახლდათ ინგლისელი უილიამ გროუტი. ველოსიპედის ჩარჩო იშლებოდა, ხოლო წინა საბურავი იკეცებოდა.
თუმცა დასაკეცი ველოსიპედი პირველად დაპატენტდა 1887 წელს ამერიკელი ემიტ ლატას მიერ, რომელმაც მალევე პატენტი კომპანია Pope Manufacturing-ს მიჰყიდა.
1879 წელს, ინგლისელმა ჰენრი ლოუსონმა პირველმა აღჭურვა ველოსიპედი ჯაჭვური გადაცემით.
ყველგანმავალი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
MAJESTIC M116 ELITE | STRIKER K016 ELITE | DVR D700 ELITE |
ველოსიპედების კოსტრუქცია სულ უფრო იხვეწებოდა და 1884 წელს ინგლისელმა ჯონ კემპ სტარლიმ სრულყო კონსტრუქცია და შექმნა ველოსიპედის ახალი მოდელი სახელწოდებით Rover.
პირველ როვერებს უკვე გააჩნდა ჯაჭვური გადაცემა არა მხოლოდ წინა, არამედ უკანა საბურავზე, საბურავები იყო ერთი ზომის და ველოსიპედისტი საბურავებს შორის იყო მოთავსებული. ასეთი კონსტრუქცია უკვე ახალ სიტყვას წარმოადგენდა ველოსიპედების წარმოებაში არც თუ ისე მოსახერხებელი „პენი ფართინგების“ შემდეგ.
თანამედროვე ველოსიპედთან მაქსიმალურად მიმსგავსებული მოდელის შექმნას საფუძველი დაუდო 1888 წელს ჯონ ბოიდ დანლოპის გამოგონებამ, რომელმაც ველოსიპედის საბურავები გასაბერი კაუჩუკის რეზინებით აღჭურვა და პირველი პნევმატური საბურავი დააპატენტა (საბურავების მწარმოებელი კომპანია Dunlop დღესაც წარმატებით მოღვაწეობს საბურავების ბაზარზე).
დანლოპის გამოგონებამ ველოსიპედით გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული და პოპულარული გახადა. ამის შემდეგ, ველოსიპედით გადაადგილებას აღარ ეძახდნენ „ძვლების ჩხრიალს“.
ველოსიპედის განვითარება და სრულყოფ გრძელდებოდა. 1890 წელს შეიქნა პირველი ალუმინის ველოსიპედი. 1898 წელს მოგვარდა მუხრუჭების პრობლემა.
XX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება პირველი სიჩქარის გადართვის მექანიზმების შექმნა, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი. ეს იყო მოწყობილობა - უკანა საბურავი ორი ვარსკვლავით (ორივე მხარეს). ამიტომ, სიჩქარის გადასართავად ველოსიპედისტი უნდა გაჩერებულიყო, მოეხსნა უკანა საბურავი, გადმოეტრიალებინა იგი, თავიდან დაეფიქსირებინა და დაეჭიმა ჯაჭვი.
სიჩქარეების გადასართავი პლანეტარაული მექანიზმი გამოგონებული იქნა 1903 წელს, მაგრამ პოპულარული გახდა 1930-იან წლებში. ხოლო სიჩქარის გადამრთველები იმ სახით, რა სახითაც იგი დღეს არსებობს, შეიქმნა 1950 წელს ცნობილი იტალიელი მრბოლელისა და ველოსიპედების მწარმოებელი - Tullio Campagnolo-ს მიერ.
1903 წელს გაიხსნა მსოფლიოში პირველი ველო მაღაზია ოჰაიოში 1903 წელს. მისი მფლობელები იყვნენ ძმები ორვილ და ვილბურ რაიტები.
ველოსიპედების მასიური წარმოება დაიწყო ფირმა "პეჟომ" 1914 წელს, ხოლო 1915 წელს შეიქმნა ველოსიპედები წინა და უკანა საკიდარით - იტალიური არმიისთვის.
მეოცე საუკუნიდან დაიწყო ველოსიპედების ოქროს ხანა.
1974 წელს დაიწყო ტიტანისგან ხოლო 1975 წელს კარბონისგან დამზადებული ველოსიპედების მასიური წარმოება.
1983 წელს გამოიგონეს ველოკომპიუტერი, ხოლო 1990-იან წლებში გავრცელება დაიწყო სიჩქარების ინდექსური გადართვის სისტემებმა.
ველოსიპედების განვითარებამ ხელი შეუწყო გზების განვითარებას, რადგან ველოსიპედისტები ინტენსიურად ითხოვდნენ გზების გაუმჯობესებას, ხოლო ველოსიპედების წარმოებამ და სავალი გზების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო სხვა ტრანსპორტის განვითარებას.
ლითონის დამუშავების და სხვა ტექნოლოგიები, ასევე ის ნაწილები, რომლებიც გამოიყენებოდა ველოსიპედის წარმოებისთვის, შემდგომში მანქანების წარმოებისთვისაც გამოსადეგარი გახდა.
ბევრმა სავტომობილო ფირმამ, რომელიც მეოცე საუკუნეს ჩამოყალიბდა (მაგალითად როვერი, შკოდა, ოპელი და ა.შ) დაიწყეს ველოსიპედების წარმოება და შემდგომ გადავიდნენ ავტომობილების წარმოებაზე.
ველოსიპედებმა ხელი შეუწყო ემანსიპაციის პროცესს, ველოსიპედით მოსარგებლე ქალების ჩაცმულობა უფრო თავისუფალი გახდა, თავად ქალები კი უფრო მობილურები და სპორტულები.
ველოსიპედებმა სოფლის მოსახლეობას მისცა სხვა დასახლებულ პუნქტთან უფრად ხშირი მიმოსვლის საშუალება. ამან განაპირობა შერეული ქორწინებები და გააუმჯობესა მოსახლეობის გენეტიკური ჯანმრთელობა..
ველოსიპედის წყალობის ქალაქებში შემცირდა სიმჭიდროვე. მოსახლეობას ჰქონდა საშუალება ქალაქგარეთ ახლო მდებარე უბნებში ეცხოვრა და სამსახურებში ველოსიპედებით ევლოთ. ყველაფერთან ერთად ეს ჯანმრთელობას უწყობდა ხელს.
თუმცა, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ველოსიპედების მიმართ ინტერესი განიცდიდა როგორც აღმავლობის, ასევე დაღმავლობის პიკებს.
მაგალითად - 1905 წლიდან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ამერიკაში, საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ველოსიპედების პოპულარობამ იკლო.
საგზაო პოლიცია ხშირად მიიჩნევდა, რომ ველოსიპედები იყო ავტომობილების გადაადგილების ხელისშემშლელი ფაქტორი.
1940 წელს სამხრეთ ამერიკაში ველოსიპედები ბავშვებისა და მოზარდების სათამაშო საშუალებად მიიჩნეოდა.
თუმცა, 1960-იანი წლებიდან ველოსიპედების ინდუსტრიამ განვითარებულ ქვეყნებში კვლავ დაიწყო აღორძინება ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდასთან და ეკოლოგიური პრობლემების გააზრებასთან ერთად.
ამჟამად, უკვე რამოდენიმე ათეული წელია, რაც ველოსიპედი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, მოხერხებულ, სანდო და ეკოლოგიურ გადაადგილების საშუალებად, რომელიც ერთნარად მისაღები და მოსახერხებელია საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელთათვის.
დღესდღეობით, ველოსიპედი პირველ რიგში წარმოადგენს აქტიურობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სინონიმს.
იგი მისაღები და ხელმისაწვდომია ყველასთვის - მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის, სპორტსმენებისთვის თუ ახალგაზრდა დედებისთვის.
თითქოსდა ველოსიპედის განვითარების მთელი ისტორია მიდიოდა სწორედ ამისკენ - საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ.
ველოსიპედების ფართო ასორტიმენტი ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
M500 PRO | MAJESTIC M100 ELITE | X8 ELITE |
— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ — |