თუ პერიოდულად გიხდებათ ველოსიპედის უმეთვალყურეოდ დატოვება, გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური დამცავი საკეტები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს მისი მოპარვის რისკებს.
დღეისათვის სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპისა და ზომის საკეტები.
საკეტების მრავალფეროვან ასორტიმენტში რთულია სწორად შეარჩიოთ თქვენთვის გამოსადეგი საკეტი, რომლის მექანიზმი იქნება სანდო და გარანტირებულად დაიცავს თქვენს ველოსიპედს.
მიუხედავად იმისა, რომ 100%-იანი დაცვა არ არსებობს, ეს საკეტები გამოირჩევა საკმაო ეფექტურობით და უმეტეს შემთხვევებში აგვარებს პრობლემებს.
მაშ ასე, მოკლედ მიმოვიხილოთ საკეტის ტიპები და მათი მახასიათებლები, რათა შეძლოთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ვარიანტის შერჩევა:
ველოსიპედის ჩამკეტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
TL04 Cable Lock | 1.2M Anti Theft Lock | TLO3 Cable Lock |
— ტროსის ტიპის საკეტი — |
ტროსის საკეტი ყველაზე გავრცელებულია ველოსიპედის საკეტებს შორის.
ფასის, სიმსუბუქისა და მცირე მოცულობის გამო, მისი შეძენა და გამოყენება ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ტროსის საკეტის მეშვეობით ველოსიპედი შესაძლებელია მიმაგრდეს, ხეზე, ძელზე, ბოძზე და ნებისმიერ მყარ სადგარზე.
ტროსი მოქნილი და გრძელია, ის შეგიძლიათ გაატაროთ საბურავებს შორის ჩარჩოზეც. მისი სიგრძე ზოგჯერ, ორ მეტრამდეც აღწევს.
ტროსის საკეტები ერთმანეთისგან, სისქით, სიგრძით და ჩამკეტი თავით განსხვავდებიან (კოდური შრიფტის კოდი ან ბოქლომი).
სამწუხაროდ, ტროსის საკეტი ყველაზე მარტივად შეიძლება დააზიანოს ავის მსურველმა.
მისი რაიმე ბასრი საგნის, ან სპეციალური „მარტივი საკვნეტის“ მეშვეობით გაჭრა ძალზედ მარტივია.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტროსის საკეტი შედარებით საიმედოა, თუ ის აღჭურვილია სიგნალიზაციით.
თუმცა ასეთი საკეტი იწყებს სიგნალის გამოცემას მცირე შეხებისას, რაც ეფექტთან ერთად საფრთხის რისკებსაც ზრდის.
საფრთხე კი გამოიხატება იმაში, რომ მცირე შეხებისას გამოცემული უწყვეტი სიგნალი, მალე ცლის ელემენტებს (ბატარეას) და შესაბამისად სიგნალიზაცია დიდხანს არ მუშაობს.
— ჯაჭვის ტიპის საკეტი — |
ჯაჭვის საკეტის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ნაკლებად არსებობს, განსაკუთრებით თუ ასეთი საკეტი ბრენდულია.
თუ ტროის საკეტი თხელი ლითონის მავთულების შეფუთული წნულია, ჯაჭვის საკეტები შედგება, მსხვილი ლითონის რგოლებისგან, რომელთა გაჭრა, მხოლოდ სპეციალური მოწყობილობით ან დანადგარითაა შესაძლებელი.
რაც უფრო ხარისხიანია ლითონი, მით უფრო ძვირია საკეტი, თუმცა ამასთანავე მყარი და საიმედო.
ზოგიერთი ჯაჭვის საკეტი შედგება ერთმანეთზე შედუღებული ჯაჭვის რგოლებისგან, რომელთა დაზიანება გარე პირობებში რაიმე ხელსაწყოთი პრაქტიკულად შუძლებელია.
(ზემოთ ავღნიშნეთ, რომ ეს მხოლოდ დანადგარით ან სპეც მოწყობილობითაა შესაძლებელი)
ჯაჭვის საკეტი საიმედოა, თუმცა ძალიან მოუხერხებელია სიმძიმის გამო, მისი ტარება ზურგჩანთით ძალიან რთულია.
არსებობს ჯაჭვის საკეტები, რომლელიც შედარებით რბილი, პლასტიკური, ელასტიური, მოქნილი მასალებითაა დაფარული.
ასეტი ტიპის ჯაჭვის საკეტი შესაძლებელია, მიმაგრდეს ველოსიპედის ჩარჩოზე ისე, რომ არ დააზიანოს მისი ზედაპირი და მფლობელს არ დასჭირდება მისი ზურგჩანთით ტარება.
განვმეორდებით, რომ ჯაჭვის საკეტის მაღალი ფასი, კონპერსირდება მისი საიმედოობით.
უმჯობესია დაიცვათ თქვენი ველოსიპედი საიმედო საკეტით, ვიდრე ყოველ ჯერზე მოპარული ველოსიპედი ჩაანაცვლოთ ახლით.
— სეგმენტური (დასაკეცი) ტიპის საკეტი — |
საკაბელო და ჯაჭვის საკეტს შორის, გარკვეულ საშუალო დონეზე მოიაზრება დასაკეცი, სეგმენტური საკეტი.
იგი შედგება ერთმანეთთან საიმედოდ მიმაგრებული და მოძრავი ლითონის ფირფიტებისგან.
ფირფიტებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა ისე როგორც გაშლილ, ასევე დაკეცილ მდგომარეობაში.
სეგმენტური საკეტი წონით უახლოვდება კაბელის საკეტს, საიმედოობით კი ჯაჭვისას.
არის საკმაოდ მსუბუქი, როგორც ტროსი და საკმაოდ საიმედო (თუმცა არა ისეთი) როგორც ჯაჭვური საკეტები.
მის პლუსს საიმედოობასთან ერთად კომპაქტურობა წარმოადგენს, რადგან იგი იშლება/იკეცება და შესაბამისად ტარების დროს არ იკავებს დიდ ადგილს.
კიდევ ერთი პლუსია ის, რომ საკეტის მიმაგრება შესაძლებელია ველოსიპედის კორპუსზე სპეციალური სამაგრით (რომელიც კომპლექტში მოყვება საკეტს), რაც მის ტარებას უფრო მოხერხებულს ხდის.
ველოსიპედის ჩამკეტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
TL04 Cable Lock | 1.2M Anti Theft Lock | TLO3 Cable Lock |
— U ტიპის საკეტი — |
U ტიპის საკეტი გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პოპულარულ საკეტად მიიჩნევა.
ასეთი სახელწოდება მისი ფორმის - ლათინურ U ასოსთან პირდაპირი მსგავსების გამო მიენიჭა.
საკეტის U ფორმის რგოლი დამზადებულია ლითონის სუპერგამძლე შენადნობისგან, რომელიც ბოლოვდება და შეკრულია მყარი ფიქსატორით.
ასეთი საკეტის ფასი და ხარისხი დამოკიდებულია მის მწარმოებელზე და მასალაზე.
U-ტიპის საკეტები განსხვავდებიან ლითონის სისქითა და ნედლეულის ხარისხით..
სამწუხაროდ ასეთი საკეტების წონა არ არის ოპტიმალური (დაახლოებით კგ) და ჯაჭვის საკეტისგან განსხვავებით მას ვერც ველოსიპედის ჩარჩოზე მიამაგრებთ.
მთავარი სირთულე კი მისი, ფორმაა, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ ის სხვადასხვა ზედაპირზე მიმაგრდეს.
ამ საკეტის მეშვეობით ველოსიპედი შეგიძლიათ მხოლოდ კარგად მოწყობილ ველოსადგომზე ან მაქსიმუმ საგზაო ნიშნის ვიწრო ძელზე (ბოძზე) მიამაგროთ.
U-ტიპის საკეტების გამოყენება მხოლოდ რიგ შემთხვევებშია მოსახერხებელი.
მაგალითად, თუ სისტემატურად სამსახურში დადიხართ და ერთი ადგილი გაქვთ ველოისპედისთვის მიჩენილი ველოსადგომზე, სადაც მისი მყარად მისამაგრება შესაძლებელია. ან დაცულ სადარბაზოში სპეციალურ სადგარზე მისამაგრებლად.
— საბურავის დამბლოკველი საკეტი (საბურავის ბლოკი) — |
საბურავის დამბლოკველი საკეტი საკმაოდ ეგზოტიკური ხერხით უმკლავდება ველოსიპედის გატაცების მცდელობას.
იგი ბლოკავს საბურავს და ხელს უშლის ველოსიპედის ადგილიდან დაძვრას.
საკეტი შეიძლება დამაგრდეს უშუალოდ საბურავზე, სამუხრუჭე დისკზე ან ვარსკვლავსა და სპიცებზე. ამიტომაც მისი ასორტიმენტი განსხვავებულია, ფორმის, ზომის და დამაგრების პრინციპის შესაბამისად.
მისი პლუსია ის, რომ არის მსუბუქი, კომპაქტური და შესაბამისად სატარებლად მოსახერხებელი.
ასეთი საკეტით ველოსიპედი დაცულია წვრილმანი ხულიგნებისგან, რომელთაც შესაძლოა უბრალოდ მოინდომონ ყურადღების გარეშე დარჩენილი ველოსიპედის „აწაპვნა“.
თუმცა, ვინაიდან ის არ არის მიმაგრებული არც ერთ მყარ ზედაპირზე, მისი წაღება შესაძლებელია თუ გამოცდილი ქურდი მას სხვა სატრანსპორტო საშუალებით წაიღებს (მაგალითად ავტომობილით, სამარშრუტო ტაქსით და ა.შ)
— Gps/Bluetooth მოწყობილობა — |
Gps მოწყობილობა მთლად საკეტის სისტემას არ წარმოადგენს, მაგრამ კარგი საშუალებაა დაკარგული ველოსიპედის საპოვნელად.
ეს არის კომპაქტური მოდული, რომელიც მარტივად იმალება - ჩანგლის ბუდეში, სკამქვეშა მილში, საჭის მილში და ა.შ.
კომპიუტერში ან სმარტფონში ჩატვირთული სპეციალური პროგრამის მეშვეობით, თქვენ შეგეძლებათ თვალი ადევნოთ ველოსიპედის გადაადგილების ტრაექტორიას და მდებარეობის საბოლოო წერტილს.
რასაკვირველია, ველოსიპედის გატაცების შემთხვევაში, საჭიროა დაუკავშირდეთ შესაბამის ორგანოებს, აუხსნათ მოწყობილობის მუშობის პრინციპი და სწრაფად გაეშუროთ იმ კოორდინატებისკენ (დანიშნულების ადგილამდე), რომელსაც აჩვენებს Gps მოწყობილობა.
არსებობს Bluetooth საკეტებიც, მაგალითად კორეულმა ფირმამ Bisecu შექმნა საკეტი, რომელიც საკეტის სმარტფონთან კავშირს ახდენს ბლუთუსის საშუალებით. ეს მოწყობილობა არ წარმოდგენს განსაკუთრებულ სიახლეს, თუმცა მონტაჟდება მხოლოდ ერთხელ, წინა საბურავში სულ რაღაც 10 წუთში და ამის შემდეგ აღარ სჭირდება ხელის ხლება.
ეს არის ცილინდრისებული ხელსაწყო, რომლის კორპუსი დამზადებულია მაღალხარისხიანი ალუმინის შენადნობისგან და გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, ნესტისადმი და მტვერისადმი ამტანობით. იგი იწონის მხოლოდ 350 გრამს და უკავშირდება მფლობელის სმარტფონს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით.
როდესაც მფლობელი დატოვებს ველოსიპედს, საკეტი ავტომატურად ახდენს საკეტის ბლოკირებას, ხოლ თუ ავისმზრახველი მოისურვებს ველოსიპედის გატაცებას, მოძრაობის სენსორი დააფიქსირებას ამას და მისი დინამიკი გამოსცემს 100 დეციბალი სიმძლავრის სიგნალს, ამავდროულად მფლობელის სმარტფონზე მივა შეტყობინება, რომ ადგილი აქვს ველოსიპედის გატაცების მცდელობას.
ხოლო როგორც კი მფლობელი მიუახლოვდება ველოსიპედს, საბურავის განბლოკვა ხდება ავტომატურად.
საკეტის მართვა შესაძკებელია აპლიკაციის საშუალებითაც, ბონუსის სახით კი აპლიკაცია ბლოკირების ფუნქციის გარდა აჩვენებს ველოსიპედის სიჩქარეს და გავლილი კილომეტრაჟების რაოდენობას.
— ხელთნაკეთი საკეტი — |
თუ რიგი მიზეზების გამო არ გიხერხდებათ ზემოთ ჩამოთვლილი საკეტების შეძენა, შეგიძლიათ ველოსიპედის დამცავი საკეტი თავად დაამზადოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი სიგრძის და სისქის ჯაჭვი და მყარი ბოქლომი.
ამ ჯაჭვის თავსა და ბოლოზე კარგი ბოქლომი მიამაგრეთ და თქვენი საკეტიც მზადაა.
ხშირად ხელთნაკეთ საკეტს ველოსიპედის ჯაჭვისგან აკეთებენ. მისგან გამოდის საკმაოდ მყარი და სანდო საკეტი.
საკეტი უფრო კომფორტული და მოსახერხებული რომ გახდეს და ველოსიპედის კორპუსი არ დააზიანოს, შეგიძლიათ იგი სახელდახელოდ შეკერილ, რაიმე მყარ ქსოვილში გაახვიოთ ან იზოლირებული დამცავი სახვევის მეშვეობით შეფუთოთ.
ქსოვილის ან დამცავი სახვევის დიზაინი (ვიზუალური იერსახე) შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე.
ველოსიპედის ჩამკეტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
TL04 Cable Lock | 1.2M Anti Theft Lock | TLO3 Cable Lock |
— გასაღები თუ კოდი? — |
არსებობს ველოსიპედების საკეტები გასაღებით და კოდით. ბევრს აინტერესებს რომელია მათგან უფრო ეფექტური.
საქმე იმაშია, რომ სანდოობით ისინი დაახლოებით ერთნაირია.
კოდიანი საკეტის პლუსია ის, რომ არ არის საჭირო გასაღების ტარება, რომლის დაკარგვაც მარტივადაა შესაძლებელი.
თუმცა, ბევრი ვერ იმახსოვრებს კოდს, ან უნებურად ცვლის ხოლმე მას.
შენიშვნა - როგორც უკვე ავღნიშნეთ, საკეტი, რომელიც 100%-ით დაიცავდა თქვენს ველოსიპედს, არ არსებობს.
ნებისმიერი საკეტის გატეხა შეიძლება - მაგალითად კუთხესახეხი მანქანით (ბალგარკა) თუნდაც იგი ყველაზე მტკიცე შენადნობისგან იყოს დამზადებული.
მთავარია დრო, რომელიც დასჭირდება ავისმზრახველს საკეტის გასატეხად, რადგან რაც უფრო ხარისხიანი და საიმედოა საკეტი, მეტი შანსია იგი შეამჩნიონ და ხელი შეუშალონ განზრახვის შესრულებაში, ან გამოიძახონ პოლიცია.
თუ დაბალფასიანი ფოლადის ტროსის გადაჭრა პნევმატური ან ჩვეულებრივი მკვნეტარით მომენტალურად არის შესაძლებელი, ბრენდული Kensington ან Kryptonit -ის საკეტების გატეხას მინიმუმ40-50 წუთი დასჭირდება.
— საჭირო რჩევები და რეკომენდაციები — |
• თუ ძვირადღირებული ველოსიპედი გყავთ, ნურავის გაუმხელთ მის ნამდვილ ფასს, გარდა მეგობარი ველომოყვარულებისა, როლებმაც ისედაც მშვენივრად იციან თქვენი ველოსიპედის ფასი.
მაგრამ ნაცნობებსა და შემთხვევით ნაცნობებს, რომლებსაც აქვთ ან არ აქვთ ველოსიპედი, ნუ ეტყვით რომ თქვენი ველოსიპედის ღირებულება არის ძალიან მაღალი.
შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ ბოროტი განზრახვა, მაგრამ შემთხვევით ეს ამბავი მივიდეს მათ ყურამდე, ვისაც ასეთი განზრახვა გაუჩნდება.
• შეეცადეთ ველოსიპედი საკეტით დაამაგროთ ხალხმრავალ ადგილზე. სასურველია ვიდეოკამერების მოქმედების ზონაში.
რა თქმა უნდა ეს არ დააფრთხობს პროფესიონალ ავისმზრახველებს, მაგრამ შეაფერხებს დამწყებებს.
• ზოგჯერ რეკომენდებულია ორი საკეტის კომბინირება, რათა თქვენი ველოსიპედი უფრო დაცული გახდეს.
მაგალითად, შეგიძლიათ დაბლოკოთ საბურავი ერთი საკეტით, ხოლო ველოსიპედის ჩარჩო მყარ სადგარზე - ტროსის, ჯაჭვის ან U ტიპის საკეტით მიამაგროთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კომბინაციებიც, კონკრეტული სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.
თუ ავისმზრახველი ამგვარად დაცულ ველოისპედს დაინახავს, ეს მასზე არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, არამედ საეჭვოა საკეტების გატეხვაზე იწვალოს.
• როცა ველოსიპედს დატოვებთ (თუნდაც საკეტზე), მოხსენით ძვირადღირებული აქსესუარები (ველოკომპიუტერი, ფანარი, საბარგული და ყველაფერი, რაც ღირებულებას წარმოადგენს).
რაც შეეხება საბურავებს და სკამს, რომელსაც ასევე ხსნიან ხოლმე ბაცაცები (განსაკუთრებით ძვირადღირებულს), შეეცადეთ ისინი დამაგრებული იყოს არა ჭანჭიკებით და ექსცენტრიკებით, არამედ შიდა ექვსკუთხა სამაგრებით (ე.წ „შესტიგრანნიკი“), ან კიდევ უკეთესი - torx-ის ტიპის სამაგრებით.
• ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელ ფირმას. დაბალფასიან საკეტებს შესაძლოა ჰქონდეთ მტკიცე ტროსი ან ჯაჭვი, მაგრამ საკეტი მყიფე პლასტმასისგან იყოს დამზადებული, რომლის გაღებაც დანის წვერით ან სახრახნისით მარტივად იყოს შესაძლებელი.
• ყურადღება მიაქციეთ ტროსის ან ჯაჭვის სისქეს, რაც უფრო სქელია ისინი, მით უფრო რთული იქნება მათი გადაჭრა.
• ყურადღება მიაქციეთ ჯაჭვის ან ტროსის სიგრძეს. გრძელი ტროსით ან ჯაჭვით შესაძლებელია როგორც ორივე საბურავის, ასევე ჩარჩოს ჩაკეტვა (ან საჭიროების შემთხვევასი ორი ველოსიპედის ჩაკეტვა).
• კარგია, თუ ველოსიპედის საკეტს ექნება ჩარჩოზე მისამაგრებელი. ეს განტვირთავს თქვენს ზურგს და ადგილს გაათავისუფლებს ზურგჩანთაში.
• ყურადღება მიაქციეთ წონას. ეს ის შემთხვევაა, როცა დაბალი წონა უცილობლად არ ნიშნავს ხარისხს, უფრო პირიქით. მაგალითად, ხარისხიანი U ტიპის საკეტების წონა შეადგენს 1-1.5 კგ-ს.
• აუცილებლად გქონდეთ ჩანიშნული და შენახული ველოსიპედის სერიული ნომერი (რომელიც ბრენდულ მოდელებში ამოტვიფრულია ჩარჩოს ყველაზე ქვედა წერტილში)
თუ ველოსიპედის დაკარგვის შემთხვევაში განაცხადებთ პოლიციაში, მისი მოძებნის შანსი არსებობს (მცირე, მაგრამ მაინც).
• გახსოვდეთ, რომ ველოსიპედის საკეტი უნდა აირჩიოთ ინდივიდუალურად, კონკრეტულად თქვენი საჭიროებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე
• და ბოლოს, ყველაზე სანდო და უტყუარი დაცვა - ეს თქვენი ყურადღებაა. ნუ დატოვებთ ველოსიპედს უმეთვალყურეოდ, მითუმეტეს საკეტის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძვირაღირებული ველოსიპედის მფლობელი ხართ.
გისურვებთ წარმატებას!
ველოსიპედის ჩამკეტები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE | ||||
TL04 Cable Lock | 1.2M Anti Theft Lock | TLO3 Cable Lock |
— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ — |