მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2176 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

— უნდა მიიღოს თუ არა სითხე ველოსიპედისტმა —

 

უნდა მიიღოს თუ არა სითხე ველოსიპედისტმაუნდა მიიღოს თუ არა ველოსიპედისტმა სითხე მარათონის, ვარჯიშის, ან უბრალოდ გადაადგილების დროს, რა რაოდენობით და როგორ - უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია.

ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ საკმარისია წყლით ან სხვა სასმელით სავსე ბოთლის ან მათარის ტარება და სითხის მიღება შესვენებების დროს. თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

რა თქმა უნდა, თუ მხოლოდ მცირე ხნიანი სეირნობით შემოიფარგლებით - ეზოში ან უახლოეს პარკში, სითხის ხარისხზე და მისი მიღების რაოდენობაზე ბევრი ფიქრი არ ღირს.

მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა, თუ საქმე ხანგრძლივ ლაშქრობას, ვარჯიშს ან უბრალოდ, დიდ დისტანციებზე გადაადგილებას ეხება (განსაკუთრებით პედლების აქტიური და ინტენსიური ტრიალის შემთხვევაში).

პროფესიონალ ველოსიპედისტებს შორის საყოველთაოდ ცნობილია ფაქტი, რომ სითხის მიღება გადაადგილების დროს მუდმივად არის საჭირო.

საქმე არ არის მხოლოდ კომფორტში, უბრალოდ ველოსიპედისტებისთვის სითხის რეგულარული მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

სხვათა შორის საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2010 წელს გამოაქვეყნა სპორტული კვების რეკომენდაციები, სადაც აღნიშნულია, რომ ვარჯიშის დაწყებამდე სპორტსმენები უნდა იყვნენ კარგად ჰიდრატირებული, ვარჯიშის დროს კი აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება, რათა შეზღუდული იქნას ორგანიზმის გაუწყლოვანების დონე, რომელიც არ უნდა იყოს 2%-ზე მეტი სხეულის მასასთან მიმართებაში.

როგორც ცნობილია, აქტიური და ინტენსიური დატვირთვის დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოვანება. სითხე ინტენსიურად გამოიყოფა ორგანიზმიდან ოფლისა და შარდის  სახით, ასევე სუნთქვის დროს.

გარდა ამისა, წყლის დეფიციტის დროს, ფიზიოლოგიური საპოხი სითხე, რომელიც მუხლის სახსრებს ცვეთისგან იცავს, გამოიყოფა არასაკმარისი რაოდენობით და მთელი დატვირთვა მშრალ სახსრებზე მოდის.

დაბალი კადენსისა და დიდი დისტანციის შეთავსების შემთხვევაში, საკმარისია საერთო ჯამში რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლა, რომ ველოსიპედისტის ჯანმრთელობას შესაძლოა შეექმნეს ისეთი პრობლემები, რომელიც თავს იჩენს  მთელი ცხოვრების განმავლობაშო.

შენიშვნა: (კადენსი არის ველოსიპედის სატეფულების ბრუნვის სიჩქარე წუთში, რომელსაც ველოსიპედისტი ავითარებს მოძრაობის დროს).

ამიტომ, თუ ადამიანისთვის წყლის დონის კლება ორგანიზმში არასასურველია, ველოსიპედისტისთვის ეს ორმაგად საზიანოა.

 

წყლის ბოთლები და სადგარები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - TH13 Luminous Bottle Cage Aura.Ge - Trinx - TH18 Bottle Cage Aura.Ge - Trinx - TH12 Bottle Cage
TH13 Luminous Bottle Cage
TH18 Bottle Cage TH12 Bottle Cage

 

— რა სითხეები უნდა მიიღოს ველოსიპედისტმა —

 

— იზოტონიკები —

 

რა სითხეები უნდა მიიღოს ველოსიპედისტმაცალკე არ გამოვყოფთ წყალს, რომელიც პირველ და შეუცვლელ სითხეს წარმოადგენს (და არა მხოლოდ ველოსიპედებისტებისვის), თუმცა მასალაში აღწერილია წყლის როლი და მისი შეთავსება სხვა სითხეებთან.

მაშ ასე:

იზოტონიკი - ეს არის სპეციალური სპორტული სასმელი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენას ვარჯიშის პროცესში ან სპორტული ასპარეზობის დასრულების შემდეგ.

იზოტონიკების შემადგენლობაში შედის იმ კონცენტრაციის მარილი და შაქარი, რაც ახლოა სხეულში ამ ნივთიერებების კონცენტრაციასთან.

იზოტონიკის დამსახურებით, თქვენ არა მხოლოდ შეავსებთ ორგანიზმში წყლის მარაგს, არამედ შეინარჩუნებთ მიკროელემენტების, ანუ შაქრისა და მარილის ბალანსს.

იზოტონიკის შემადგენლობა მკვეთრად განსხვავდება წყლის შემადგენლობისგან. მასში გახსნილია ნახშირწყლები, მარილები, ელექტროლიტები და მენდელეევის სისტემის კიდევ ერთი მესამედი...

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფიზიკური დატვირთვისას ადამიანი გამოყოფს ოფლს და მასთან ერთად სასარგებლო ნივთიერებებსაც კარგავს. წყლისგან განსხვავებით იზოტონიკი სწრაფად ავსებს ამ დანაკარგს და შესანიშნავ საკვებს წარმოადგენს კუნთებისთვის.

იზოტონიკური სასმელი კარგად კვებავს კუნთებს, ვინაიდან ნახშირწყლები მასში  შაქრის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც მომენტალურად შეიწოვება სისხლში.

ადამიანი კმაყოფილდება, ვინაიდან კუნთებს ენერგიულად ასაზრდოებს გლუკოზით, რომელიც გლიკოგენის მარაგია.

შენიშვნა - (გლიკოგენი არის ნახშირწყლები, რომელის ფორმირება და შენახვა ხდება ღვიძლში და კუნთებში. ის წარმოიქმნება ზედმეტი სახამებელის და შაქარისგან, რომელიც ჯერ გარდაიქმნება გლუკოზად, ხოლო გამოუყენებლობის შემთხვევაში – გლიკოგენად).

იზოტონიკის პერიოდული მცირე ყლუპებით დალევა, უზრუნველყოფს მცირე დოზებით გლუკოზის კუნთებთან მიწოდებას, რის ფონზე ორგანიზმი ნაკლებად ხარჯავს საკუთარ მარაგებს.

გარდა ამისა, როგორც უკვე ავღნიშნეთ იზოტონიკი ეხმარება ორგანიზმს მარილისა და ელექტროლიტების მარაგის აღდგენაში.

დიდ დისტანციებზე გადაადგილებისას, ველოსიპედისტის კუნთებმა შესაძლოა განიცადონ კრუნჩხვა, რაც ძალზე უსიამოვნო მოვლენაა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დიდი დისტანციების დროს მინერალური წყლის ან უკეთეს შემთხვევაში იზოტონიკის მიღება.

ელექტროლიტები სწორედ ის ნივთიერებებია, რომლებიც ნერვული იმპულსების გამართულ მუშაობას და კუნთების შეკუმშვას უწყობს ხელს და როდესაც ჩნდება ელექტროლიტების უკმარისობა, სწორედ ეს არის კრუნჩხვის გამომწვევი მიზეზი.

იზოტონიკის წყალივით დიდი რაოდენობის მიღება, სასურველი არ არის. მისი სპეციფიკური გემოდან გამომდინარე ეს ისედაც შეუძლებელია.

ამიტომ ჯობს ჰიდრატორში იქონიოთ წყალი, რომელსაც ხშირად დალევთ, ხოლო იზოტონიკი მიიმაგრეთ ჩარჩოზე და მიირთვათ ნახევარ საათში ერთხელ.

შენიშვნა - ჰიდრატორი არის მოწყობილობა საშუალებას იძლევა ველოსიპედისტმა სითხე მიიღოს მცირე ყლუპებით გაჩერების ან შესვენების გარეშე.

ასე დააბალანსებთ სითხის მიღებულ რაოდენობას და არასასიამოვნო გემოს რომელსაც იზოტონიკი ტოვებს.

არსებობს იზოტონიკების ფართო არჩევანი, შემადგენლობაც ყველას თითქმის ერთნაირი აქვს.

თუმცა სამწუხაროა, რომ სპორტულ სასმელებში ხშირად ნატურალური შაქრის ნაცვლად, მის შემცვლელს, გემოსთვის კი ხელოვნურ ემულგატორებს იყენებენ.

 

— ენერგეტიკული სასმელები —

 

ენერგეტიკული სასმელებიენერგეტიკული სასმელი ველოსიპედისტებს, ძალების სწრაფად აკუმულირებაში ეხმარება, რაც სისხლში კოფეინის მაღალი კონცენტრაციით მიიღწევა. 

კოფეინი პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მისი მიღების შემდეგ ხშირდება გულისცემა, იმატებს ტონუსი.

ამას გარდა ენერგეტიკულ სასმელში გახსნილია ბევრი ნახშირწყალი, რის გამოც მისი მიღების შემდეგ ადამიანი გრძნობს ძლების, ენერგიის მოზღვავებას, აღმაფრენას და გუნება -განწყობილების მკვეთრ   გაუმჯობესებას.

ვარჯიშისა თუ მარათონების დროს ენერგეტიკული სასმელების მიღება საკმაოდ მავნებელია გულისთვის.

ერთადერთი გამამართლებელი შემთხვევა, როდესაც  ენერგეტიკულ სასმელს იღებენ პროფესიონალი ველოსიპედისტები, ეს ხანგრძლივი,  მრავალდღიანი მარათონია.

ამას გამართლებაც აქვს - როდესაც ადამიანს დღეში 18-20 საათის გავლა უწევს, რომ არ ჩაეძინოს შეუძლია დროდრო გადაჰკრას კიდეც „შხამის“ ეს ნაზავი რასაც ენერგეტიკული სასმელი ჰქვია.

ასეთი მარათონები საკმაოდ შორს დგას არსებული ნორმებისგან, ამიტომ ენერგეტიკული სასმელები ხშირად ხსნაა ხოლმე ამგვარ სიტუაციებში

თუ ველოსიპედისტს აწუხებს არტერიული წნევა, ან გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჯობს საერთოდ არ გაეკაროს ენერგეტიკებს.

 

მთის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - STRIKER K016 ELITE Aura.Ge - Trinx - MAJESTIC M500 ELITE Aura.Ge - Trinx - DVR D700 ELITE
STRIKER K016 ELITE
MAJESTIC M500 ELITE DVR D700 ELITE

 

— რა სითხეები არ უნდა მიიღოს ველოსიპედისტმა —

 

რა სითხეები არ უნდა მიიღოს ველოსიპედისტმამინერალური სასმელი - საქმე იმაშია, რომ მთელი დღე მგზავრობისას ადამიანს ესაჭიროება 5 ლიტრამდე სითხე. ამდენი გაზიანი სასმელი კი რასაკვირველია მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

რა თქმა უნდა საუბარი არ არის ნახევარლიტრიან მინერალურ წყალზე. ეს ეხება გაზიანი სასმელით, ჩვეულებრივი წყლის მთლიანად ჩანაცვლებას.

გაზი ცუდად მოქმედებს ადამიანის კუჭის ლორწოვან გარსზე, ამავდროულად ნახშირწყალბადის გაზის ორგანიზმიდან გამოსადევნად, საჭიროა სითხის გარკვეული რაოდენობა.

აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ჩვეულებრივი წყალი გაცილებით მეტად ატენიანებს ორგანიზმს ვიდრე გაზიანი. განსაკუთრებით დიდ დისტანციებზე გადაადგილებისას

გაზირებული ტკბილი სასმელი - ლიმონათი კოკა-კოლა და ა. შ. - დიდი რაოდენობის შაქრის საბადოა.

0% -იანი შემცველობით სასმელებშიც კი, უამრავი შაქრის შემცვლელია, რომელიც შაქარზე ბევრად მავნებელია.

სიამოვნებისთვის შესაძლებელია 0.33 ცივი ფანტის დალევა, თუმცა დღეში მხოლოდ ერთხელ.

მიუხედავათ იმისა, რომ ველოსიპედისტი მუდმივად საჭიროებს  გლუკოზას, ზღვარს ზემოთ შაქრის დონის უეცარმა მატებამ, შესაძლოა ძლიერად ავნოს მის ჯანმრთელობას.

ალკოჰოლი - მაგალითად, ველოსიპედისტების მცირე ნაწილში.ძალიან სპორტულ მომენტად ითვლება - ლუდი.

გარკვეული კატეგორიის ველოსიპედისტებისთვის, საამაყოა, როდესაც თავს ალკო-ბაიკერებად მოიხსენებენ.  

მათ წარმოუდგენლად მიაჩნიათ ლაშქრობები, რამდენიმე ბოთლი ლუდის გარეშე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ძლიერი სისხლის მიმოქცევის დროს, ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება სისხლში.

თუ ტემპერატურა მაღალია, მაღალია თრობის ეფექტიც, ვიდრე ეს ჩვეულებრივ სარეკრიაციო ზონაში დალევის დროს ხდება.

ლუდი ძლიან ცუდად მოქმედებს, კუნთებზე. ერთი ბოთლის დალევის შემდეგაც კი ადამიანი გრძნობს კუნთების მოდუნებას, ერევა  ძილიანობა. ამ დროს რთულია პიკური სირთულეების დაძლევაც.

 

— სითხის სწორად მიღება —

 

სითხის სწორად მიღებაბევრი მოყვარული ან დამწყები ველოსიპედისტები სითხის მიღებასთან დაკავშირებით ძირითადად უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას.

ისინი გრძელ დისტანციებზე გადაადგილდების დროს, მთელი ენერგიითა და ინტესნსიურობით ახდენენ პედალირებას (მაგალითად შეუსვენებლად 1 საათის ან მეტი დროის განმავლობაში).

შემდეგ კი აკეთებენ შესვენებას და ერთბაშად სვამენ ნახევარ მათარა ან ბოთლ სითხეს.

ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. სითხის მიღება საჭიროა დოზირებულად, ცოტ-ცოტა და რაც მთავარია ვიდრე ველოსიპედისტი იგრძნობდეს წყურვილს.

ბევრს ძალიან უჭირს მიეჩვიოს სითხის მიღებას ამ რეჟიმით, ანუ თეორიულად იცის რა არის სწორი, მაგრამ უჭირს ამის პრაქტიკულად განხორციელება.

ასეთი ველოსიპედისტებისთვის არსებობს სპეციალური სისტემები - ჰიდრატორები.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ჰიდრატორი არის მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ველოსიპედისტი სითხეს იღებს მცირე ყლუპებით გაჩერების ან შესვენების გარეშე.

ძალიან ეფექტურია ჰიდრატორისა და ჩარჩოზე დამაგრებული მათარის ერთდროულად გამოყენება.

მათარა (ან ბოთლი) შეიძლება აავსოთ იზოტონიკით და დალიოთ იგი ყოველ 20 ან 30 წუთში, ხოლო ჰიდრატორი აავსოთ წყლით და მიიღოთ იგი რეგულარულად ყლუპებად მოძრაობის დროს.

ასევე, უნდა ავღნიშნოთ, რომ ცივ ამინდში გადაადგილების დროს წყურვილის გრძნობა უფრო იშვიათად ჩნდება, თუმცა ორგანიზმში სითხის დანახარჯი პრაქტიკულად იგივეა, რაც ცხელ ამინდებში. ამიტომ მისი მიღების რეჟიმი უნდა იყოს ანალოგიური.

შენიშვნა - მართალია ყოველთვის არ ხერხდება, მაგრამ სასმელი რომელსაც ველოსიპედისტი თან ატარებს უნდა იყოს ზომიერად გაციებული (ან გამთბარი) და ოპტიმალური ტემპერატურა შეადგენდეს 10-16 გრადუსს.

 

— რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ველოსიპედისტმა —

 

რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ველოსიპედისტმადატვირთვა 30 წუთამდე

თუ დატვირთვა გრძელდება 20-30 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, პარალელურ რეჟიმში სითხის მიღებას ან ჰიდრატაციას არა აქვს არანაირი აზრი.

შენიშვნა - ჰიდრატაცია (წყლის შეერთება სხვადასხვა ნივთიერებებთან).

დატვირთვა - 30 წუთიდან-1 სათამდე

თუ აქტივობის ხანგრძლივობა შეადგენს 30 წუთიდან - 1 საათამდე, საჭიროა მოძრაობის დაწყებამდე მიიროთ 0.3-0.5 ლიტრი სითხე, რომელიც შეიცავს სახარიდებს (გლუკოზის პოლიმერებს).

მოძრაობის დროს - 160-260 მილილიტრი უბრალო წყალი ან დაბალი შემცველობის შაქრის მქონე სითხე ყოველ 20-25 წუთში.

დატვირთვა - 1-დან 3 საათამდე

აქტივობის დაწყებამდე - სითხე სახარიდების გარეშე ან წყალი - 0.3-0.5 ლიტრი.

მოძრაობის დროს - საათში - 0.8 – 1.5 ლიტრი სითხე, რომელიც შეიცავს სახარიდებს 6-დან 8%-მდე და ნატრუმს 240-270 მილიგრამს 1 ლიტრზე.

დატვირთვა 3 და მეტი საათი

სტარტის წინ - სითხე სახარიდების გარეშე ან წყალი - 0.35-0.55 ლიტრი.

მოძრაობის დროს - 0.5-1 ლიტრი სითხე საათში, რომელიც შეიცავს 8%-ზე ნაკლებ სახარიდებს და ნატრიუმს 470-700 მგრ - 1 ლიტრზე.

ზოგჯერ მესამე და მეტი საათის დროს რეკომენდებულია მაღალენერგიტიკული სასმელები, რომლებიც შეიცავენ 15-20% გლუკოზის პოლიმერებს.

დატვირთვის შემდეგ (რეგენერაცია)

უშუალოდ აქტივობის დასრულების შემდეგ -  სასმელი, რომელიც შეიცავს 6-8% სახარიდებს. ნატრიუმს (700-930 მგრ) - ლიტრზე, ზოგჯერ კი კალიუმს (110-310 მლ).

 

— პს —

 

ველოსიპედისტი და სითხის სწორად მიღებასაბოლოო დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო სასმელი ველოსიპედისტისთვის იზოტონიკისა და წყლის სწორი  მონაცვლეობაა..

რაც შეეხება რაოდენობას, მოკლედ რომ ვთქვათ, მოკლე დისტანციებზე ბევრი წყლის (ან სხვა სითხის) მიღება არ ღირს - ეს ნეგატიურად იმოქმედებს შედეგებზე.

საშუალო დისტანციაზე ველოსიპედისტის საშუალო წონით (70 კგ) შეიძლება საათში დაახლოებით 700 მლიტრ. წყლის (ან სხვა სითხის) მიღება.

დიდ დისატანციებზე (2საათი და ზემოთ) გადაადგილების დროს კი რეკომენდებულია 600-1000 მილილიტრი წყლის (ან სითხის) მიღება.

საერთო ჯამში წყალი ან ზემოთ რეკომენდებული გამაგრილებელი სასმელების მიღება სასიამოვნოა, სიმხნევეს მატებს ველოსიპედისტებს და დადებითად აისახება მწარმოებლობაზე. მხოლოდ არ არის საჭირო ექსპერიმენტები მნიშვნელოვანი მარათონის ან ტურისტული კრუზის დროს.

გახსოვდეთ, რომ ბევრი სითხე არ ნიშნავს უკეთეს მწარმოებლობას.

 

გზატკეცილის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
TEMPO 1.0
FREE 1.0 SWIFT 2.0

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ