მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5641 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ველოსიპედების ტრანსისიათუ თქვენ არ იცით რამდენი სიჩქარე აქვს თქვენს ველოსიპედს, როგორ გამოიყენოთ სწორად სიჩქარეები და საერთოდ - რამდენ სიჩქარიანი ველოსიპედი გესაჭიროებათ....

თუ გსურთ გაერკვეთ, თუ როგორ მუშაობს სიჩქარეების სისტემა, რომ არ დაიბნეთ რა არის ვარსკვლავები, კასეტა, გადამრთველები და ასე შემდეგ.

განვიხილავთ სართოდ რა ტიპის ტრანსმისიები არსებობს ველოსიპედებზე, შევეცდებით მარტივი და გასაგები ენით განვმარტოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ტრანსმისიის შემადგენელი კომპონენტები, რომ საერთო წარმოდგენა შეგექმნათ ველოსიპედის ტრანსმისიების სისტემებზე.

მაშ ასე, ველოსიპედის ტრანსმისია არის ველოსიპედის კომპონენტების ნაკრები, რომელიც ერთობლიობაში ემსახურება ველოსიპედისტის კუნთების ძალის გადაცემას უკანა საბურავზე. 

სწორედ ტრანსმისია უზრუნველყოფს ველოსიპედის სვლას სატერფულების ტრიალის (პედალირების) დროს.

 

— სარჩევი —

ველოსიპედის სიჩქარეების ტიპები

ტრასმისიის სისტემები და კომპონენტები
რამდენი სიჩქარე აქვს ჩემს ველოსიპედს?
რისთვის არის საჭირო მრავალსიჩქარიანი ტრანსმისია?
რამდენ სიჩქარიანი ველოსიპედი ავირჩიოთ?
სიჩქარეების გადართვის სწორი კომბინაციები და გავრცელებული შეცდომები
პს/დასკვნა
 ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

ქალაქის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
FREE 1.0
LIFE 1.0 TOURING 2.0

 

ველოსიპედის სიჩქარეების ტიპები —

 

ბევრი დამწყები ველოსიპედისტი თვლის, რომ ტრანსმისია არის მხოლოდ ველოსიპედის ჯაჭვი და ვარსკვლავები, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა, არსებობს ტრანსმისიის ბევრი სახეობები:

პირდაპირი (სწორხაზოვანი) - როცა წამყვანი საბურავი სატერფულებთან ერთად დამაგრებულია სწორხაზოვნად, ჯაჭვური სისტემის გამოყენების გარეშე. ასეთი ტრანსმისია გვხდება პენი-ფართინგებში (წინა მაღალთვლიანი ველოსიპედი), მონიციკლებში (ერთთვლიანი ველოისპედი) და სამთვლიან საბავშვო ველოსიპედებში.

დაკბილული - რომელშიც სიჩქარის გადაცემისთვის გამოიყენება დაკბილული კბილანები.

ლილვური - მბრუნავი მომენტის გადასაცემად გამოიყენება ლილვები.

ღვედური - გამოიყენება ღვედები, რომლებსაც ჯაჭვისგან განსხვავებით არ სჭირდება გაპოხვა.

ჰიდრავლიკური - სიჩქარის გადასაცემად გამოიყენება არა მექანიკური, არამედ ჰიდრავლიკური სიტემა.

პლანეტარული - აქვს პლანეტარული მილისის („ვტულკა“) ფორმა, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით დეტალებისგან და წააგავს ავტომობილის ვარიატორის გადაცემათა კოლოფს.

კომბინირებული - წარმოადგენს ორი ტრანსმისიის ჰიბრიდს - გარე და შიდა (პლანეტარული).

ველოსიპედის ავტომატური გადაცემათა კოლოფიავტომატური -  საწყის ეტაპზე, ავტომატური სისტემის დანიშნულება იყო დაეცვა სიჩქარეების გადამრთველი მტვრისგან, ტალახისგან, მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისგან. ამ ამოცანას ნაწილობრივ უმკლავდებოდა პლანეტარული მილისი, რომელიც ისე იყო მოწყობილი, რომ სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად უკან იყო გადაწეული, უკანა საბურავისკენ.

ავტომატური გადამცემის შემთხვევაში კი გადამრთველის სიმძიმის ცენტრი მდებარეობს ზუსტად ველოსიპედის ცენტრში, რაც იძლეოდა საშუალებას მაქსიმალურად გაუმჯობესებულიყო მანევრირება და ველოსიპედის ვიზუალური იერ-სახე.

ავტომატური გადამცემის ძირითადი მინუსი არის მისი მაღალი წონა - 2,5-3 კგ რომელიც საგრძნობლად უმატებს ველოსიპედს საერთო მასას. ასევე საკმაოდ მაღალი ფასი.

მაგალითად, ავტომატური გადაცემა გვხვდება Autobike და BioShift -ის ბრენდის ველოსიპედებში. აქ სიჩქარეების გადართვა ხდება ბორტზე განთავსებული მინიკომპიუტერის საშუალებით, რომელიც ინფორმაციას იღებს მრავალრიცხოვანი გადამწოდების („დაჩიკების“), საშუალებით, რომლებიც განსაზღვრავენ რელიეფს, საბურავების გრუნტზე ხახუნის ძალას და სხვა ფაქტორებს. ითვალისწინებს ველოსიპედისტის ფიზიკურ მომზადებას. გამორიცხავს სიჩქარეების არასწორად გადართვის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებლებმა მიაღწიეს სიჩქარეების მწყობრად შეუმჩნევლად გადართვას ყოველგვარი ზიგზაგების გარეშე.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ავტომატური სისტემა არ ითხოვს სპეციალურ დამუხტვას, რადგან იგი იმუხტება სპეციალური დინამოს სასუალებით, რომელიც ჩამონტაჟებულია წინა საბურავში.

ველოსიპედის Bluetooth გადამრთველიBluetooth გადამრთველი - იაპონურმა ფირმამ Shimano - შექმნა სიჩქარეების უსადენო გადამრთველი, რომელიც ფუნქციონირებს ლითიუმის ელემენტებით, ხოლო მართვა ხდება სმარტფონით Bluetooth-ის საშუალებით.

სპეციალურად შემუშავებული აპლიკაცია ახდენს სატერფულებზე და საბურავებზე განთავსებული სკანერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავებას.

ეს სკანერებია - მოძრაობის სიჩქარის, სატერფულების ტრიალის ინტენსივობის,  აქსელერომეტრი და GPS ნავიგატორი.

მოწყობილობა ხვდება, თუ როგორი დახრის კუთხით მოძრაობს ან არ მოძრაობს  ველოსიპედი და ამ დროს ახდენს სიჩქარეების ავტომატურ გადართვას, ამასთან გზებზე ოპტიმალური გადაადგილებით იცავს გადამრთველის დეტალებს ზედმეტი ცვეთისაგან.

შეიძლება ეს მოწყობილობა აჩენდეს კითხვებს ველოსიპედის სმარტფონის მართვასთან და მის სანდოობასთან დაკავშირებით, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ 21-ე საუკუნეა..

დღესდღეობით მისი საშუალებით შესაძლებელია ველოსიპედის მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარეების, მბრუნავი მომენტების დაყენება, საკუთარი სხეულის თავისებურებებზე და პერსონალურ ფიზიოლოგიაზე ველოსიპედის მორგება.

ასევე ასებობს ველოსიპედის უსაფეხურო გადაცემა, (rრომელსაც იგივე პრინციპი აქვს რაც მანქანის ვარიატორს - მაგალითად ბრენდი NuVinci N360.

 

ტურისტული ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
TOURING 1.O
TOURNG 2.0 TOURING 1.1

 

ტრასმისიის სისტემები და კომპონენტები —

 

ველოსიპედის ტრანსმისიის სისტემა შეიძლება დაიყოს ჯგუფებად:

MTB სისტემები - მთის ველოსიპედებისთვის;

DH (ინგლ. DownHill/დაუნჰილი) სისტემები;

გზატკეცილის (ტრასის) ველოსიპედის სიტემები;

საგზაო ველოსიპედების სისტემები;

სისტემები რამოდენიმე ვარსკვლავით;

პლანეტარული სისტემები;

სისტემები ერთი ვარსკვლავით (1X);

სისტემები ორი ვარსკვლავით (2X);;

სისტემები სამი ვარსკვლავით (3X);

ველოსიპედის ტრანსმისიის კლასიკურ ვარიანტს გააჩნია ბევრი ნაწილები, მოკლედ მიმოვიხილოთ თითეული მათგანი:

 

წინა ვარსკვლავების სისტემა

 

 

ვარსკვლავების სისტემა არის ველოსიპედის ვარსკვლავების წინა ნაკრები (ძირითადად 1-დან 3-მდე), რომელიც განთავსებულია ტრანსმისიის უკანა ნაწილზე „კარეტკის“ ლილვზე. 

იგი ემსახურება ველოსიპედისტის წინსვლითი მოძრაობის გარდაქმნას ბრუნვით მოძრაობად და გადაცემითი კავშირის შეცვლას (სიჩქარეების გადამრთველის არსებობის შემთხვევაში).

მრუდმხარა (ბარბაცა) მექანიზმები აერთებს სატეფულების ღერძს "კარეტკის" ღერძთან. ვარსკვლავები კი როგორც წესი შეერთებულია მარჯვენა ბარბაცასთან.

არსებობს როგორც ჩაშენებული სისტემები, რომელთა ვარსკვლავები არ იხსნება, ასევე სისტემები, რომლებიც იხსნება და მათი მოწოდება ხდება ვარსკვლავებისგან განცალკევებულად.

მზადდება ფოლადისგან (დაბალფასიან მოდელებში), თუმცა ძირითადად გავრცელებულია ალუმინის მასალისაგან დამზადებული სხვადასხვა დონის სისტემები.

მაღალი კლასის კომპლექტებში გვხვდება ალუმინის სისტემები, რომელთა ზოგიერთი დეტალი ტიტანისგან არის დამზადებული.

მაღალი კლასის კომპლექტებში ასევე იყენებენ კარბონისაგან დამზადებულ ბარბაცა მექანიზმებს და გვხვდება კარბონისაგან დამზადებული ვარსკვლავებიც.

 

„კარეტკა“ (bottom bracket)

 

 

ველოსიპედის „კარეტკა“ არის საკისრების კვანძი, რომელიც აერთებს ბარბაცა მექანიზმებს ჩარჩოსთან და უზრუნველყოფს მათი მბრუნავი მომენტის ფუნქციას.

იგი განთავსებულია ჩარჩოს ქვედა მილისა და ველოსიპედის ქვედა ფრთების გადაკვეთაზე.

 

უკანა ვარსკვლავების სისტემა

 

 

უკანა ვარსკვლავების სისტემა (ე.წ „კასეტა“) განთავსებულია უკანა საბურავზე და დამაგრებულია მილისზე („ვტულკა“).

იგი შედგება მთელი რიგი სხვადასხვა ზომის (ძირითადად 7 - დან 11-მდე) ვარსკვლავებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება დიამეტრით და კბილანების რაოდენობით.

კასეტა უზრუნველყოფს გადაცემის ფართო სპექტრს (რაც დამოკიდებულია ვარსკვლავის კბილანების რაოდენობაზე). სწორედ მისი დამსახურებაა აღმართების იოლად გადალახვა და სწორ გზაზე საჭირო აჩქარება.

ზოგადად, არსეობობს ორი ტიპის ვარსკვლავების სისტემა: კასეტა და ტკაცუნა (ე.წ „ტრეშოტკა“).

ტკაცუნა - ეს არის ვარსკვლავების ბლოკი ტკაცუნასთან ერთად, რომელშიც ტკაცუნით აღჭურვილი დოლი ჩამაგრებულია კასეტაში, რომელიც თავის მხრივ დამაგრებულია მილისის („ტულკის“) ღერძზე

მოძველებული და ნაკლებად სანდო სისტემაა, თუმცა დაბალფასიანია და ჯერ კიდევ გვხვდება ზოგიერთ მოდელებში.

მწარმოებლები გვთავაზობენ ვარსკვლავების სისტემების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც გათვლილია ველოსიპედის ტიპზე, დანიშნულებაზე და ველოსიპედისტის მოთხოვნილებებზე.

ზოგადად, გამოცდილი ველოსიპედისტები მიიჩნევენ, რომ ენერგიის გადაცემის ყველაზე საუკეთესო და ეფექტური ვარიანტი პედალირების დროს არის, როცა კასეტაში ვარსკვლავების რაოდენობა ახლოს არის კბილანების რაოდენობასთან.

თუმცა, ჯერჯერობით შეუძლებელია შეიქმნას ეფექტური კასეტა, რომელშიც სხვაობა ყველა ვარსკვლავებს შორის შეადგენდეს ერთსა და იმავე სიდიდეს.

მაგალითისთვის ავიღოთ კომპანია Shimano-ს 10 სიჩქარიანი კასეტა 11х36, სადაც 11 არის კბილანების რიცხვი კასეტის ყველაზე ყველაზე პატარა ვარსკვლავზე, ხოლო 36 კბილანების რიცხვი ყველაზე დიდ ვარსკვლავზე.

 

უკანა მილისი (ე.წ. "ვტულკა)

 

 

უკანა მილისი საბურავის ცენტრალური დეტალია, რომელიც ბრუნავს საკისრების უძრავი ღერძის გარშემო. ველოსიპედის ტრანსმისიასთან შეხებაშია მხოლოდ უკანა მილისი.

თუ უკანა მილისს მარჯვენა მხარეს აქვს კუთხვილი ხრახნი (ე.წ „რეზბა“), ესე იგი ასეთი მილისი განკუთვნილია ტკაცუნას დასაყენებლად.

ხოლო კასეტის დასაყენებელ მილისს აქვს ღრუიანი ჭანჭიკით დამაგრებული ტკაცუნა შლიცური დოლის („ბარაბანის“) სახით, რომელზეც მონტაჟდება უკანა ვარსკვლავები.

 

წინა და უკანა სიჩქარეების გადამრთველები (ე.წ „სუპერები“)

 

 

უკანა სიჩქარეების გადამრთველი - ასრულებს არა მხოლოდ სიჩქარეების გადართვის ფუნქციას, არამედ აკონტროლებს ჯაჭვის დაჭიმულობას (ეხმარება მას სიჩქარეების გადართვის დროს).

სიჩქარების ცვლილება ხორციელდება ჯაჭვის ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე გადასვლის გზით.

წინა სიჩქარების გადამრთველი - გადაჰყავს ჯაჭვი ერთი ვარსკვლავიდან მეორეზე, ისევე როგორც უკანა გადამრთველს, თუმცა ამავადროულად არ არეგულირებს ჯაჭვის დაჭიმულობას.

ასეთი ფუნქცია აქვს მხოლოდ ისეთ ველოსიპედებს, რომელთაც წინა საბურავზე აქვს 2 ან 3 ვარსკვლავი.

 

ველოსიპედის ჯაჭვი (ე.წ. “ცეპი“)

 

 

ჯაჭვი იმ კომპონენტების მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ველოსიპედის სვლას. ველოსიპედის ჯაჭვი - ბარბაცა მექანიზებისა და ვარსკვლავების საშუალებით გადაცემს ენერგიას სატერფულებიდან  უკანა საბურავს.

ველოსიპედის ჯაჭვს გააჩნია სხვადასხვა სიგრძე, სიგანე და კვანძებს შორის სხვადასხვა მანძილი (დაშორება).

სწორედ ჯაჭვის საშუალებით მიიღწევა ის, რომ ველოსიპედის ტრანსმისია მუშაობს როგორც ერთი მთლიანი სისტემა.

 

სიჩქარეების გადართველი ბერკეტები (ე.წ „შიფტერები“)

 

 

სიჩქარეების გადამრთველების ბერკეტები, ეგრეთ წოდებული „შიფტერები“ - არის ბერკეტები, რომლებიც მდებარეობს ველოსიპედის საჭეზე. ისინი ასრულებენ იგივე ფუნქციას, რასაც ავტომობილში ასრულებს სიჩქარის გადაცემათა კოლოფი.

„შიფტერები“ ტროსის საშუალებით დაკავშირებულია სიჩქარეების წინა და უკანა გადამრთველებთან.

„შიფტერის“ ბერკეტებზე დაჭერის შედეგად ხდება ჯაჭვის გადასვლა საჭირო ვარსკვლავზე წინა ან უკანა მხარეს.

 

კოეფიციენტი

 

#mce_temp_url#

აღნიშნავს უკანა კასეტის ვარსკვლავებსა და წინა ვარსკვლავებს შორის შეფარდებას. მაგალითად - 53/12, ან კასეტაზე ვარსკვლავებს (11-25).

#mce_temp_url#

“t” 

 

 

“t” - არის შემოკლება სიტყვისა teeth - კბილანები. დატანილია ვარსკვლავზე და აღნიშნავს მასზე კბილანების რაოდენობას - მაგალითად 23 t.

 

ყველგანმავალი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
STRIKER 016 ELITE
MAJESTIC M116 ELITE
DVR D700 ELITE

 

რამდენი სიჩქარე აქვს ჩემს ველოსიპედს? —

 

რამდენი სიჩქარე აქვს ჩემს ველოსიპედს?ალბათ ყველა დამწყებ ველოსიპედისტს აინტერესებს, თუ რამდენი სიჩქარე აქვს მის ველოსიპედს.

ეს გამოცდილი ველოსიპედისტებისთვის პირველი კლასის მასალაა, თუმცა მათთვის, ვინც პირველად აპირებს ველოსიპედის შეძენას, ინფორმაცია სასარგებლო იქნება.

ველოსიპედის სიჩქარის გამოთვლა ძალიან მარტივია, ამისათვის საკმარისია გაამრავლოთ უკანა ვარსკვლავების რაოდენობა წინა ვარსკვლავების რაოდენობაზე.

ამგვარად, თუ ველოსიპედს წინ აქვს 3 ვარსკვლავი, ხოლო უკან კასეტა შედგება 10 ვარსკვლავისგან, ესე იგი თქვენს ველოსიპედს აქვს 30 სიჩქარიანი ტრანსმისია (3 X 10 = 30).

მარტივი ტექნიკური ენით რომ ავხსნათ, ველოსიპედით მოძრაობის დროს შეიძლება გამოიყენოთ 10 უკანა ვარსკვლავიდან ნებისმიერი -  წინა 3 ვარსკვლავიდან ნებისმიერთან შესაბამისობაში.

სიჩქარეების რაოდენობის დადგენის ეს მარტივი ალგორითმი გამოდგება ნებისმიერი მრავალსიჩქარიანი ველოსიპედის სიჩქარეების რაოდენობის დასადგენად.

მაგალითად - წინ 2 ვარკვლავი და უკან 11 ვარსკვლავი ნიშნავს, რომ ველოსიპედს აქვს 2 X 11= 22 სიჩქარე, და ასე შემდეგ...

 

რისთვის არის საჭირო მრავალსიჩქარიანი ტრანსმისია? —

 

რისთვის არის საჭირო მრავალსიჩქარიანი ტრანსმისიაალბათ დამწყებ ველომოყვარულთა უმრავლესობას გაუჩნდება სრულიად ლოგიკური შეკითხვა, თუ რისთვის არის საჭირო ვარსკვლავების და შესაბამისად სიჩქარეების ესოდენ დიდი რაოდენობა? ნუთუ ბევრი არ არის 20, 30 და კიდევ მეტი სიჩქარე? ავტომობილს ხომ სულ 5-6 სიჩქარე აქვს, რაც მისთვის სრულიად საკმარისია?

ამ კითხვებზე პასუხები არ არის რთული და შევეცადოთ მარტივად გავცეთ მათ პასუხი.

საქმე იმაშია, რომ ველოსიპედზე ამა თუ იმ რაოდენობის სიჩქარეების აუცილებლობა პირდაპირ დამოკიდებულია ველოსიპედის გადაადგილების სტილზე და მისი გამოყენების სფეროზე.

სიჩქარეების ასეთი ფართო სპექტრი ველოსიპედისტს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს მისთვის მოხერხებული პედალირების სიჩქარე (ე. წ „კადენსი“) მიუხედავად ველოსიპედის დახრის კუთხისა ან ადგილმდებარეობის რელიეფისა, რაც არ შეუძლია არც ერთ ერთსიჩქარიან ველოსიპედს. 

კადენსი არის ველოსიპედის სატეფულების ბრუნვის სიჩქარე წუთში, რომელსაც ველოსიპედისტი ავითარებს მოძრაობის დროს.

მოდით აქვე გავცეთ პასუხი კიდევ ერთ შეკითხვაზე, რომელიც ასევე დამწყებ ველოსიპედისტებს:

ნიშნავს თუ არა მრავალსაფეხურიანი სიჩქარეები იმას, რომ ველოსიპედი არის უფრო სწრაფი?

მრავალი სიჩქარე (მაგალითად 30 სიჩქარე) არ წარმოადგენს ველოსიპედის იმ მაჩვენებელს, რომ მოხსნათ სისწრაფის რეკორდები და დაჯაბნოთ სიჩქარით მაგალითად 1, 2 ან 3 სიჩქარიანი ველოსიპედები. არამც და არამც! - შეიძლება უფრო დინამიკურად იმოძრაოთ, მაგრამ უფრო სწრაფად - არა!

დიდი რაოდეობით სიჩქარეები დაგეხმარებათ აღმართებზე ასვლასა და ჩამოსვლაში, მაგრამ უფრო სწრაფად მისი საშუალებით ვერ გადაადგილდებით.

სიჩქარეების არჩევანი ფართო დიაპაზონი განსაზღვრავს ველოსიპედის ეფექტურობას კონკრეტულ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება შეექმნას სპორტსმენს ან ექსტრემალური გადაადგილების მოყვარულ ველოსიპედისტს კროსის ან უგზოობაში გადაადგილების დროს.

ისევე როგორც ავტომობილები, ველოსიპედებიც ამ შემთხვევაში იგებენ დინამიკით სტარტის დროს ან ძლიერ ფერდიან გორაკზე ასვლის შემთხვევაში.

ამ დროს, მრავალსიჩქარიანი ტრანსმისია საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას მაქსიმალურად შესაძლებელი სიჩქარე პედალირების განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, რადგან მაქსიმალური სიჩქარის მიღწევამდე ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება უფრო მაღალ სიჩქარეებზე გადართვა.

მრავალსიჩქარიანი ტრანსმისიაროგორც ვიცით, როცა ავტომობილს გადავრთავთ დაბალ სიჩქარეზე და ამ დროს მივდივართ მაღალი სიჩქარით, იმატებს საწვავის ხარჯი, ანუ ავტომობილი მოიხმარს უფრ მეტ საწვავს.

იგივე პრინციპია ველოსიპედის პედალირების დროს, ანუ თუ ველოსიპედსიტი დაბალ სიჩქარეზე ძალიან სწრაფად ატრიალებს სატერფულებს, იგი დახარჯავს მეტ ენერგიას და მალე დაიღლება.

შესაბამისად, რაც უფრო მეტი სიჩქარე აქვს ველოსიპედის ტრანსმისიას, მით უფრო მეტი შანსია გადართოთ საჭირო სიჩქარეზე კონკრეტულ სიტუაციაში, ანუ მით უფრო სტაბილურია სიჩქარე და „კადენსი“, რაც განსაზღვრავს გადაადგილების ეფექტურობას და კომფორტულობას.

ამ ამოცანას დღესდღეობით შესანიშნავად უმკლავდება თანამედროვე 10 და 11 სიჩქარიანი კასეტებიც. მათი საშუალებით გადაადგილება მოსახერეხებელი და კომფორტულია. ამასთან ხარისხიანი სისტემები ნაკლებად ცვთება და გააჩნიათ ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა.

 

მთის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
QUEST Q800 ELITE
X-TREME X1 VCT V1000

 

რამდენ სიჩქარიანი ველოსიპედი ავირჩიოთ? —

 

რამდენ სიჩქარიანი ველოსიპედი ავირჩიოთალბათ ბევრ დამწყები ველოსიპედისტს, რომელიც აქამდე არასოდეს დაინტერესებულა ველოსიპედების თემატიკით, უკვირს, რომ მიუხედავად სიჩქარეების დიდი რაოდენობისა, ყველა მათგანით გადაადგილება შეუძლებელია ან არ არის საჭირო.

მულტი ტრანსმისიული სისტემების თავისებურება არის ის, რომ ზოგიერთი დიაპაზონის გადაფარვა, რომელსაც განსაზღვრავს ვარსკვლავების გარკვეული თანაფარდობა  - გარდაუვალია.

მაგალითად 33 სიჩქარიან ველოსიპედში, ვარსკვლავების ისეთი კომბინაცია, როგორიცაა 53×19 და 39×14 წარმოადგენს ფაქტიურად ერთი და იმავე თანაფარდობის მქონე სიჩქარეებს. ანუ მათი აჩქარება და მაქსიმალური სიჩქარე იქნება იდენტური.

ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ 33 არსებული სიჩქარიდან თქვენ ვერ შეძლებთ ყველას გამოყენებას. თუმცა სიჩქარეების ჭარბის რაოდენობა ველოსიპედზე არ შეიძლება ჩაითვალოს ველომწარმოებლების მარკეტინგულ ხრიკად ან რაიმე სახის ტყუილად.

ამგვარი ტექნოლოგიური კომბინაციები თავიდანვე დევს ველოსიპედის სიჩქარეების გადართვის სქემაში და ეს ნორმად მიიჩნევა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენსიჩქარიანი ველოსიპედი ავირჩიოთ, აქ შაბლონს ვერ ავცდებით, ანუ ტრანსმისია უნდა აირჩიოთ ველოსიპედის საჭიროებიდან ანუ გადაადგილების სტილიდან გამომდინარე.

გადაადგილების სტილის მიხედვით ველოსიპედის არჩევანი დღესდღეობით იმდენად დიდია, შეიძლება დაიბნეთ კიდეც - სასეირნო, ქალაქის, სპორტული, ტრასის, ტურისტული, მთის, სამთო, კროს ქანთრი, სინგლპედი, სხვადასხვა ექსტრემალური სახეობისთვის განკუთვნილი, ქალის, ბავშვის და ა.შ...

ყველა ამ მიმართულებებში გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის ტრანსმისიული სისტემები - დაწყებული ერთსიჩქარიანი სისტემიდან  - დასრულებული მულტიტრანსმისიული ჯაჭვური გადაცემების ვერსიებით.

შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე არსებობს ველოსიპედების ტრანსმისიების ფართო არჩევანი. ამიტომ თქვენს საჭიროებაზე მორგებული სისტემის შერჩევა არ წარმოადგენს რთულ ამოცანას.

მთავარია ის, რომ სიჩქარეების რაოდენობა არ იყოს თქვენი თვითმიზანი. გაცილებით მნიშვნელოვანია ტრანსმისიას გააჩნდეს უწყვეტი პროგრესია დატვირთვზე, რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ უკანა კასეტაზე ვარსკვლავის რაოდენობისა და ვარსკვლავის კბილანების რაოდენობას შორის მინიმალური სხვაობით.

მოდით მოკლედ მიმოვიხილოთ ის ტრანსმისიული სისტემები, რომლიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული და გვხვდება თანამედროვე ველოსიპედებში:

ერთსიჩქარიანი ველოსიპედები - (სინგლპედი)ერთსიჩქარიანი (Single Speed/სინგლსპიდი) - საინტერესოა, რომ ველოსიპედების ტრანსმისიების მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, მომხმარებელთა ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ერთსიჩქარიან ტრანსმისიას - ეგრეთ წოდებულ „სინგლსპიდებს“ .

ასეთ ველოსიპედები არ საჭიროებს არავითარ გადამრთველებს და სხვა ზედმეტ დეტალებს. მათ აქვთ მხოლოდ ორი ვარსკვლავი და ერთი გადაცემა, რომელიც მუშაობს წინა და უკანა ვარსკვლავის გარკვეული თანაფარდობით.

კბილანების სწორი თანაფარდობა იძლევა საკმაოდ კარგი სტარტისა და სიჩქარის აკრების საშუალებას (30-40კმ/სთ).

ერთსიჩქარიანი ველოსიპედები პოპულარულია იმ ველომანებს შორის, რომლებიც ძირითადად გადაადგილდებან ვაკე - სწორ გარემოში და მხოლოდ ქალაქის პირობებში, ან დაკავებული არიან ექსტრემალური ველოსპორტის სახეობით (ტრიუკებისთვის განკუთვნილი ველოსიპედები).

ერთსიჩქარიანი ველოსიპედების პლუსებია: დაბალი ფასი, გამძლეობა, მარტივი სერვისი (სწრაფი და იაფი რემონტი) და მაღალი სისწრაფის განვითარების საშუალება.

რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ველო მრბოლელები ასპარეზობისთვის ზოგჯერ ირჩევენ სწორედ ერთსიჩქარიან ველოსიპედებს. ამას ისინი ველოსიპედის წონის შესამცირებლად აკეთებენ, რადგან ყველა დამატებითი კომპონენტს, რაოდენ მსუბუქიც არ უნდა იყოს იგი, მაინც აქვს დამატებითი წონა.

არჩევანის მიზეზი, წონის გარდა სიჩქარეთა გადამრთველებზე შესაძლო პრობლემების რისკის თავიდან აცილებაა. ამ დროს სწორი გადაცემათა რიცხვის არჩევას შესაძლოა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

სხვათაშორის ველოტრეკებისთვის განკუთვნილ ველოსიპედებს აქვთ მხოლოდ ერთი სიჩქარე. ეს არ არის უპირატესობა, ეს არის ფაქტი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სწორად შერჩეული თანაფარდობით ველოსიპედისტი აღწევს უფრო მწყობრ და ზუსტ პედალირებას, ყოველგვარი გართულების გარეშე ჯაჭვის გადართვის მომენტში უფრო დიდ ან უფრო პატარა ვარსკვლავზე.

ეს კი ნიშნავს, რომ გადადგილების განსაზღვრულ რეჟიმებში პედალირება იქნება უფრო ეფექტური.

ორმაგი სტანდარტული - ასეთ ტრანსმისიებში წინა ორი ვარსკვლავი დაკავშირებულია (შეფარდებულია) თერთმეტ უკანა ვარსკვლავთან.

ჩვეულებრივ ორმაგ სტადარტული ტრანსმისიას უპირატესობას ანიჭებენ ველო მრბოლელები, რადგან წინა სამი ვარსკვლავი იძლევა მაღალი სიჩქარის აკრების საშუალებას.

სამმაგი - ასეთ ტრანსმისიას აქვს სამი წამყვანი ვარსკვლავი, რაც ველოსიპედისტს აძლევს საშუალებას დაბალ სიჩქარის შემთხვევაში გადართოს წინა პატარა ვარსკვლავზე.

უკანა დიდ ვარსკვლავზე ჯაჭვის გადართვით კი მას საშუალება აქვს ველოსიპედი გარდაქმნას მძლავრ ყველგანმავლად და დალაშქროს ძალიან რთული აღმართები.

კომპაქტური - პირველი ტიპის ტრანსმისიის კომპაქტური ვარიანტია, რომელშიც ორივე წინა ვარსკვლავი შემცირებულია ზომებში.

გარე ვარსკვლავს გააჩნია - 34-36 კბილანა, ხოლო შიდას - 48-50 კბილანა.

დღესდღეობით ეს სქემა ძალიან პოპულარულია ძირითადად მოყვარულ სპორტსმენებში, რადგან იგი საშუალებას იძლევა კადენსი (პედალირების სიჩქარე) შენარჩუნებული იქნას ციცაბო აღმართებზე.

ველოსიპედის პლანეტარული ტრანსმისიაპლანეტარული - პლანეტარული სისტემა ძალიან წააგავს ავტომობილის ვარიატორის გადაცემათა კოლოფს.

ეს სისტემა რთულია ტექნიკური თვალსაზრისით, ხოლო მძიმე (წონის) და პრობლემური მომსახურების მხრივ (თუმცა ხშირ მომსახურებას იგი არ მოითხოვს).

გადართვა აქ ხდება ყოველგვარი სიჩქარის გადამრთველების და სხვა დამხმარე მექანიზმების გარეშე.

დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გვხვდება ორი, ოთხი, შვიდი, ცხრა, თორმეტი და თოთხმეტსაფეხურიანი SRAM, Shimano, Sturmey-Archer და Rohloff ბრენდის პლანეტარული მილისები.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ასეთი ტრანსმისიის ფასი საკმაოდ მაღალია და ვისაც მისი შეძენა სურს. იგი ძირითადად გამოდგება წყნარი გადაადგილებისთვის - სეირნობისთვის და არა სპორტული ველოსიპედებისთვის.

 

გზატკეცილის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
RAPID 1.0
TEMPO 3.0 SWIFT 1.O

 

სიჩქარეების გადართვის სწორი კომბინაციები და გავრცელებული შეცდომები —

 

სიჩქარეების გადართვის სწორი კომბინაციები და გავრცელებული შეცდომებიმოდით, კიდევ ერთხელ გადავაავლოთ თვალი, თუ რას წარმოადგენს საერთოდ ეს სიჩქარეები.

ველოსიპედს აქვს ორი ჯგუფის ვარსკვლავები - უკანა (ე. წ. - მიმყოლი) – (შედგება ძირითადად 6-დან 11-მდე ვარსკვლავისგან) და წინა (ე.წ. - წამყვანი) – (შედგება 1-3 ვარსკვლავისგან).

ეს ვარსკვლავები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომებით (დიამეტრით) და კბილანების რაოდენობით, რისი საშუალებითაც ხდება ველოსიპედის მოძრაობის სიჩქარისა და მანევრირების მართვა (ისევე როგორც ავტომობილის შემთხვევაში).

შედეგად, თანამედროვე ველოსიპედებში სიჩქარეების დიაპაზონი მერყეობს 18-დან 40-მდე. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია 22 სიჩქარიანი ველოსიპედები.

სიჩქარების სწორი გადართვა  განსაზღვრავს გადაადგილების კომფორტს, ველოსიპედისტი ნაკლებად იღლება და ველოსიპედის ტრანსმისია არ  ცვთება ნაადრევად.

ასე რომ ველოსიპედის სიჩქარეების სწორი გადართვა კომფორტული გადაადგილების საფუძველს წარმოადგენს.

მასზეა დამოკიდებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი:

ველოსიპედისტის კუნთების უკუგების ეფექტურობა;

მუხლის სახსრებზე დატვირთვის შემცირება;

ჯაჭვის, სისტემისა და კასეტის ვარსკვლავების ცვეთა;

პირველი, რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ სიჩქარის არჩევის დროს სატერფულების ტრიალი უნდა იყოს ადვილი. პედალირების სიხშირე („კადენსი“ - ბრუნვა/წუთში) ასეთ შემთხვევაში შეადგენს 80-90 ბრუნ/წუთ.

შესაძლოა დამწყებ ველოსიპედისტებს ეს ძალიან სწრაფ სიჩქარედ მოეჩვენოთ, მაგრამ მონაცემი წლების განმავლობაში აპრობირებულია უამრავი სპორტსმენი თუ უბრალოდ მოყვარული ველოსიპედისტების მიერ და მიიჩნევა, რომ სწორედ ამ კადენსით მიიღწევა პედალირების ყველაზე მეტი ეფექტურობა. ამასთან, რაც მთავარია მუხლის სახსრები არ იტვირთება.

ტრანსმისიის ნაადრევი ცვეთისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად, უნდა შეეცადოთ, რომ არ დაუშვათ ჯაჭვის ცერად მუშაობა.

მაგალითად, დამწყები ველოსიპედისტების ტიპიური შეცდომაა - ჯაჭვის გადართვა ყველაზე დიდ წინა ვარსკვლავზე და სიჩქარეების ცვლა უკანა გადამრთველებით.

ხშირად ეს ხდება იმის გამო, რომ საჭიროა წინა გადამრთველების რეგულირება, რათა ოპერატიულად იყოს შესაძლებელი წინა ვარსკვლავების გადართვა/გადმორთვა რელიეფიდან გამომდინარე.

თუ ამ დროს საჭიროა აღმართზე ასვლა, ისინი გადართავენ ჯაჭვს კასეტის ყველაზე დიდ ვარსკვლავზე, რაც იწვევს ჯაჭვის აბსოლიტურად ცერად მუშაობას. შესაბამისად ჯაჭვის მოქნილი რგოლები სწრაფად იცვითება (ილესება), ვიდრე როცა ტრანსმისია არ განიცდის ზედმეტ დატვირთვას.

სწორი ალგორითმი - გადართეთ წინა შუა ვარსკვლავზე და დაიძარით. სიჩქარე შეარჩიეთ უკანა გადამრთველით (რომ ფეხებმა არ მიიღონ ზედმეტი დატვირთვა).

თუ მიადექით აღმართს და სიჩქარე არ გყოფნით, ამ შემთხვევაში გადართეთ წინა დიდ ვარსკვლავზე, მაგრამ როგორც კი ტემპი გახდება ჩვეულებრივი არ დაგავიწყდეთ უკან გადმორთვა კვლავ შუა ვარსკვლავზე.

იგივეა როცა ეშვებით დაღმართზე და გჭირდებათ დაბალი სიჩქარე, მაგრამ არ გყოფნით კასეტის დიაპაზონი, რომელიც ჩართულია შუა ვარსკვლავზე. ამ შემთხვევაში გადართეთ იგი პატარა ვარსკვლავზე და როცა გზა გახდება ისევ სწორი, დააბრუნეთ შუა ვარსკვლავზე.

დაიმახსოვრეთ, რომ მუშა წინა ვარსკვლავი - არის შუა ვარსკვლავი. მხოლოდ მასთან უკანა ვარსკვლავების შეფარდებით არ იმუშავებს ჯაჭვი ცერად (ან იმუშავებს უმნიშვნელოდ) არა აქვს მნიშვნელობა დაბალ თუ მაღალ სიჩქარეზე.

თუ დაიცავთ ამ წესებს და რეგულარულად გაპოხავთ ჯაჭვს, ჯაჭვიც და ტრანსმისიაც ერთგულად მოგემსახურებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა თქმა უნდა უნდა ეს ალგორითმი არ არის პანაცეა, მაგრამ იგი განკუთვნილია დამწყები ველო მოყვარულებისთვის, რომლებიც გარკვეული ადაპტაციის გავლის შემდეგ თავად მოძებნიან სიჩქარეების გადართვის საკუთარ კომფორტულ ალგორითმს.

ალგორითმები ბევრია და იგი გამოცდილებიდან მოდის. მაგალითად შედარებით გამოცდილი ველოსიპედისტები იყენებენ ასეთ ალგორითმს:

წინა №1 - უკანა 1-4;

წინა №2 - უკანა 3/7;

წინა №3 - უკანა 6/8;

როცა 2-3-ზე სვლა რთულდება - გადართვა 1/4-ზე;

როცა 2-7- ზე სვლა მარტივდება - გადართვა 3/6-ზე;

ყურადღება მიაქციეთ, რომ ველოსიპედს არ ჰქონდეს (ან არ გამოიყენოთ) შემდეგი კომბინაციები 1/ 8 ; 1/7 ; 3/1 ; 3/2 ; 3/3 ; 3/4 - სადაც პირველი ციფრი ნიშნავს წინა ვარსკვლავს, მეორე კი შესაბამისად უკანა ვარსკვლავს.

ეს კომბინაციები იწვევს ჯაჭვის ცერად მუშაობას, შესაბამისად კი ჯაჭვის და ტრანსმისიის ნაადრევ ცვეთას და მწყობრიდან გამოსვლას.

 

ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - NANA N106 Aura.Ge - Trinx - NANA N104 Aura.Ge - Trinx - NANA N700
NANA N106
NANA N104 NANA N700

 

აუცილებელი რჩევები

 

აუცილებელი რჩევები რომელმაც შეუნარჩუნებს თქვენს ტრანსმისიას ძვირადღირებული კომპონენტებს (სეგმენტებს) ჯაჭვს, გადამრთველებს და ტრანსმიას ხანგრძლივი დროის  განმავლობაში:

რაც უფრო ციცაბოა აღმართი, მით უფრო მსუბუქი უნდა იყოს გადაცემა და პირიქით დაღმართზე. ამასთან საჭიროა ორიენტაცია აიღოთ ძალისხმევაზე, რომელსაც გრძნობთ სატერფულების ტრიალის დროს.

როგორც კი იგრძნობთ სიმძიმეს, გადართეთ დაბალ სიჩქარეზე და პირიქით, თუ სატერფულების ტრიალი გახდება ადვილი მოუმატეთ სიჩქარეს.

სიჩქარის გადართვა მოახდინეთ უშუალოდ აღმართის ან დაღმართის წინ და არასოდეს გადართოთ სიჩქარეები როცა იმყოფებით შუა აღმართზე. 

პრობლემის თავიდან ასაცილებლად, აღმართის დაწყებამდე წინასწარ გადაიყვანეთ ველოსიპედი დაბალ სიჩქარეზე და პირიქით. თუ ამგვარ წესს ჩვეულებად გადააქცევთ, ტრანსმისიის პრობლემებს თავიდან აიცილებთ. (ასეთი ამ შესაძლებელია მხოლოდ პროფესიონალურ მოწყობილობებზე).

არ შეიძლება (უკიდურეს შემთხვევაში ხანგრძლივი დროით) დიაგონალური გადაცემების გამოყენება - ანუ მაგალითად უკიდურესად მარცხენა წინა ვარსკვლავის შეფარდება კასეტის უკუდურესად მარჯვენა ვარსკვლავთან. (ე.წ. ჯვარედინი გადაკვეთა).

ჯაჭვის ცერად მუშაობა ხდება ძირითადად მაშინ, როცა ხდება წინ ან უკან ორივე პატარა ან დიდი ვარსკვლავის გამოყენება.

ასეთი თანაფარდობა გამოიწვევს ჯაჭვის ცერად მუშაობას და ზედმეტ დაჭიმვას, რაც გააძლიერებს ვარსკვლავების კბილანების ცვეთას, გაზრდის დატვირთვას უკანა გადამრთველის სახელურის ზამბარაზე და ძვირადღირებული ტრანსმისია ნაადრევად გამოვა მწყობრიდან.

ამიტომ, რეალურად გამოიყენეთ დაახლოებით 4/5 სიჩქარე არსებული სიჩქარეებიდან, რადგან ზოგიერთი მათგანი იწვევს ჯაჭვისა და ტრანსმისიის ნაადრევ ცვეთას

საჭიროა სწორად შეარჩიოთ სატერფულების ტრიალის სიხშირე, რათა ტყუილად არ დაკარგოთ ძალები და თავიდან აიცილოთ ტრამვების რისკი.

თუ აპირებთ სიჩქარის შეცვლას, არავითარ შემთხვევაში არ დაატრიალოთ სატერფულები უკან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვის დაზიანება.

იმ მომენტში, როცა ცვლით სიჩქარეს, შეამციეთ სატერფულების ტრიალის ძალა. ამით უზრუნველყოფთ სხვა სიჩქარეზე მსუბუქ გადასვლას, რაც დადებითად აისახება ტრანსმისიაზე.

სისტემის პატარა ვარსკვლავთან არ არის სასურველი კასეტის ორი უკიდურესი პატარა ვარსკვლავის შეფარდება, ხოლო დიდ ვარსკვლავთან ორი უკიდურესი დიდი ვარსკვლავის შეფარდება.

როცა შეიძენთ გამოცდილებას, თქვენ გამოიმუშავეთ ინტუიცაის, თუ კონკრეტულ მომენტში რომელი სიჩქარის გამოყენება ან არ გამოყენება არის საჭირო. რა შემთხვააში უნდა გადართოთ სიჩქარეები და ასე შემდეგ.

სიჩქარეების სწორი გადართვა ითხოვს ყურადღებას და გააზრებულ დამოკიდებულებას პირველ ეტაპზე, დანარჩენი უკვე პრაქტიკით მიიღწევა.

 

არასწორია
ველოსიპედის სიჩქარეების არასწორი გადართვა
სწორია
ველოსიპედის სიჩქარეების სწორი გადართვა

 

ზემოთ მოყვანილს სურათებზე მოყვანილია სიჩქარეების გადართვის დროს, წინა და უკანა ვარსკვლავებს შორის არსებული კომბინაციები (წინა 3 და უკანა 8 ვარსკვლავის შემთხვევაში).

ზედა და ქვედა სურათების პირველ მწკრივში ნაჩვენებია წინა ვარსკვლავები, მეორე რიგში კი უკანა ვარსკვლავები.

წითელი და მწვანე ხაზებით კი აღნიშნულია არასწორი და სწორი თანაფარდობა წინა და უკანა ვარსკვლავეებს შორის.

 

პს —

 

ველოსიპედების ტრანსმისია - დასკვნატრანსმისიის ზოგიერთი ძვირადღირებული სისტემები არასტანდარტული ფუნქციონალით არის აღჭურვილი.

მაგალითად უკანა გადამრთველებს გააჩნიათ ქუროები („ე.წ „მუფტები“) გაძლიერებული ხახუნის ფუნქციით - Shadow Plus ( Shimano) ან Type-2 (SRAM).

ეს ფუნქცია ეხმარება ჯაჭვს შეინარჩუნოს ძლიერი დაჭიმულობა უგზოობაში გადაადგილების დროს ისე, რომ ამცირებს ჯაჭვის გადაძრობის რისკს.

კიდევ ერთხელ განვმეორდებით და ვიტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ველოსიპედის ტრანსმისის კომპონენტების ბაზარზე  წამყვანი პოზიციები უკავია და ყველაზე ხარისხიანად მიიჩნევა კომპანიების SRAM და Shimano ფირმის ნაწილებს.

თუმცა გვხვდება სხვა კომპანიების TRP, Box და Rotor-ის წარმოებული კომპონენტებიც.

ამიტომ, საჭიროებიდან და ველოსიპედის მოხმარების დანიშნულებიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილეთ არა სიჩქარეების რაოდენობასა და ველოსიპედის მომხიბვლელ იერ-სახეზე, არამედ გადამრთველი სისტემების და ტრანსმისიის შემადგენელი კომპონენტების ხარისხსა და სანდოობაზე.

სწორიედ ტრანსმისიის ხარისხიანი კომპონენტები განსაზღვრავს მომავლში თქვენი გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას.

 

საბავშვო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - JUNIOR 3.0
BLUE ELF 2.0 SMART 1.0 JUNIOR 3.0

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ