მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4105 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ველოსიპედის მუხრუჭებიველოსიპედით მოძრაობის დროს, ველოსიპედისტის უსაფრთხო გადაადგილება და ჯანმრთელობა პირდაპირდამოკიდებულია ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიც არის მუხრუჭები.

ველოსიპედის მუხრუჭები კლასიფიკაციის მიხედვით არის სხვადასხვაგვარი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

 ფეხის მუხრუჭი (დოლისებრი);

 V-BRAKE;

 დისკური (მექანიკური);

 დისკური (ჰიდრავლიკური);

არსებობს რკალური მუხრუჭების მრავალსახეობა - (რკალური/რკალისებრი) - V-BRAKE; U-BRAKE (გვხვდება ძირითადად BMX ველოსიპედებში), MINI V-BRAKE და სხვა), მარწუხის ტიპის, კანტილევერის ტიპის, ჰიდრავლიკური (ტროსის მაგივრად გამოიყენება სამუხრუჭე სითხე) და სხვა...

გამოვყოთ და განვიხილოთ მათგან ყველაზე გავრცელებული 3 ტიპის მუხრუჭი, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული თანამედროვე ველოსიპედებში.

 

— სარჩევი —

V-BRAKE სამუხრუჭე სისტემა

დისკური (მექანიკური) სამუხრუჭე სისტემა
დისკური (ჰიდრავლიკური) სამუხრუჭე სისტემა
დისკური მექანიკური თუ ჰიდრავლიკური?
მუხრუჭების მონაცემების შედარება
დისკური მუხრუჭების როტორის ზომა
გაფრთხილება
პს/დასკვნა
 ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

V-BRAKE სამუხრუჭე სისტემა

 

V-BRAKE სამუხრუჭე სისტემაყველაზე მეტად გავრცელებული და მარტივი მუხრუჭის სახეობაა.

მარტივია ამ ტიპის მუხრუჭების მუშაობის  პრინციპიც. ორი ბერკეტი, რომელებიც აღჭურვილია სამუხრუჭე ხუნდებით, უჭერს საბურავის დისკოს (დისკს), არ აძლევს მას ბრუნვის  საშულებას და ამუხრუჭებს ველოსიპედს.

მუხრუჭის ბერკეტებს, მუხრუჭის სახელურიდან დამუხრუჭების ძალა გადაეცემა ტროსის (გვარლის) საშუალებით. როგორც წესი ეს ტროსი ველოსიპედებში დამალულია დამცავ გარსაცმში.

იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება V-BRAKE სისტემის ჰიდრავლიკური მუხრუჭები (ყველაზე ცნობილ ამგვარ კონსტრუქციებს აწარმოებს ბრენდი Magura). 

ჰიდრავლიკური V-BRAKE  მუხრუჭების მუშაობის პრინციპი იგივეა, განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ დამუხრუჭების ძალა გადაეცემა არა ტროსის, არამედ ჰიდრავლიკური სისტემის მეშვეობით, რაც გაცილებით აუმჯობესებს მოდულაციას და მარტივს ხდის დამუხრუჭების პროცესს.

ასეთმა სისტემამ ვერ მოიპოვა პოპულარობა მაღალი ფასის გამო, ამიტომ ის იშვიათად გვხვდება და იწარმოება მხოლოდ შეკვეთის შემთხვევაში.

V-BRAKE ტიპის მუხრუჭები დღეს გვხვდება თითქმის ყველა სეგმენტის - დაბალბიუჯეტიან, საშუალო და მაღალბიუჯეტიან სეგმენტებში.

პლუსები:

დაბალი ფასი;

დაბალი წონა;

ნორმალური მოდულაცია;

მარტივი კონსტრუქცია და მომსახურება;

ნაკლებად ტვითავს საბურავის ჩხირებს („სპიცებს“);

დაზიანების შემთხვევაში სერვისის სიმარტივე (შესაძლებელია მისი შეკეთება ან შეცვლა სავალე პირობებშიც სერვის ცენტრსა და ველო სახელოსნოში ვიზიტის გარეშე);

ფართოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომია მისი შემადგენელი დეტალები: ბერკეტები, ტროსი, გარსი, ფრიქციული ნაფენები („ნაკლადკა“) და სამუხრუჭე ხუნდები.)

მინუსები:

დამუხრუჭების ცუდი ხარისხი ნესტისა და ცუდი მეტეროლოგიური პირობების შემთხვევაში (წვიმა, ტალახი, თოვლი და ა.შ);

იგივე ცუდ პირობებში -  ტალახი, სილა და სხვა წარმოქმნის აბრაზივს, რომელიც იწვევს არა მხოლოდ სამუხრუჭე ხუნდების, არამედ საბურავის დისკის ნაადრევ ცვეთას.

ბალანსირების დარღვევის ან საბურავის დეფორმაციის დროს (ე.წ „რვიანი“) საბურავის ცალკეული სეგმენტები ედება სამუხრუჭე ხუნდებს, რაც გადაადგილებას უკიდურესად რთულს ან შეუძლებელს ხდის.

ხანგრძლივი დაღმართის დროს, როცა საჭიროა ხშირი დამუხრუჭება, ძლიერად ხურდება საბურავის დისკი, რის გამოც შესაძლოა დარბილებული რეზინი გადაძვრეს კიდეც დისკიდან.

კონსტრუქციული ღრეჩოები („ზაზორები“) არ იძლევა ველოსიპედზე ფართო დისკებისა და რეზინების დაყენების საშუალებას.

 

ველოსიპედები V-BRAKE ტიპის მუხრუჭებით - TRINX.GE
LIFE 1.0
CUTE 1.0 SWIFT 2.0

 

დისკური (მექანიკური) სამუხრუჭე სისტემა

 

დისკური (მექანიკური) სამუხრუჭე სისტემადისკური მუხრუჭები ველოსიპედების წარმოებაში გადმოიტანეს მოტოსპორტული მოტოციკლებიდან.

პირველად იდეამ არ გააამართლა და დისკური მუხრუჭები მალე გამოდიოდა მწყობრიდან, თუმცა ამჟამად ისინი მზადდება უმაღლესი ხარისხის მასალისგან, რომელსაც სრულად შეიძლება ანდოთ საკუთარი უსაფრთხოება.

დისკური მექანიკური მუხრუჭების მუშაობის პრინციპი მარტივია. საბურავის მილისში ("ვტულკა") ჭანჭიკებით ან სპეციალური შლიცებით მაგრდება სამუხრუჭე დისკი (როტორი).

ჩანგალზე ან ჩარჩოზე მიმაგრებულია სპეციალური მექანიზმი (რომელიც ჰერმეტულად არის შეფუთული გარსში (ველოსიპედისტების ენაზე „კალიპერი“), რომელიც ჰიდრო ხაზის ან ტროსების საშუალებით შეერთებულია მუხრუჭის სახელურებთან.

სახელურებზე დაჭერის დროს, სამუხრუჭე ხუნდები უჭერს დისკს (როტორს) და ხდება დამუხრუჭება.

არსებობს ორი სახის მექანიკური მუხრუჭი, პირველ შემთხვევაში სპეციალური დგუში აწვება მხოლოდ ერთ სამუხრუჭე ხუნდს, რომელიც მდებარეობს დისკის მეორე მხარეს. დამუხრუჭების ძალა დგუშს გადაეცემა სამუხრუჭე ტროსის საშუალებით.

ასეთი დისკურ/მექანიკური მუხრუჭები შედარებით დაბალფასიანია, რადგან პერიოდულად საჭიროა მეორე სამუხრუჭე ხუნდის რეგულირება უფრო ეფექტური დამუხრუჭებისთვის

და მეორე სახის დისკურ/მექანიკური მუხრუჭი, შედარებით მაღალფასიანი, რომელშიც ორივე სამუხრუჭე ხუნდი ეჭირება დისკს სინქრონულად.

ამ შემთხვევაში ისინი ცვთება ერთნაირი ინტენსივობით და რეგულირებაც არ არის საჭირო.

პლუსები: 

არ ითხოვს ხშირ ტექნიკურ მომსახურებას;

ნაკლებად ბინძურდება, 

ნაკლებად ცვთება და იღუნება ველოსიპედის საბურავის დისკი;

ცუდი ამინდის დროს (წვიმა, ტალახი და ა.შ) დამუხრუჭების ეფექტურობა პრაქტიკულად არ იცვლება (შესაძლოა გაჩნდეს ჭრაჭუნის ხმა, რონელიც გაშრობისთანავე იკარგება),

პრობლემას არ წარმოადგენს დეფორმირებული საბურავით გადაადგილება,

მინუსები: 

მაღალი ფასი V-BRAKE მუხრუჭებთან შედარებით.

დიდი წონა V-BRAKE და ჰიდრავლიკურ მუხრუჭებთან შედარებით (რის გამოც ითხოვს საამორტიზაციო ჩანგლის კონსტრუქციის განსაკუთრებულ სიმყარეს);

სამუხრუჭე ტროსის და მისი დამცავი გარსის ხარისხზე და სისუფთავეზე დამოკიდებულება.

თუ დამცავ გარსში ჩაჯდა ჭუჭყი და ტროსი დაჭიმულია, მუხრუჭის სახელურზე დაჭერის დროს რთულდება დისკზე (როტორზე) სამუხრუჭე ხუნდების კონტაქტის წერტილის მოძებნა, რაც აუარესებს მოდულაციას.

ზედმეტი დატვირთვა მილისიზე („ვტულკა“) და  საბურავის ჩხირებზე („სპიცებზე) დიდი დიამეტრის როტორის დაყენება ამცირებს ამ დატვირთვას და ზრდის მუხრუჭების ეფექტურობას.

დროგამოშვებით საჭიროა სამუხრუჭე ხუნდების რეგულირება (განსაკუთრებით მაშინ, როცა სამუხრუჭე ხუნდები უჭერს მხოლოდ ერთ სამუხრუჭე ხუნდს). თუმცა რეგულირება მარტივია და იგი ექვსკუთხა ქანჩის ერთი მოძრაობით ხდება.

 

ველოსიპედები დიკურ-მექანიკური მუხრუჭებით - TRINX.GE
MAJESTIC M116
MAJESTIC M136 MAJESTIC M500

 

დისკური (ჰიდრავლიკური) სამუხრუჭე სისტემა

 

დისკური (ჰიდრავლიკური) სამუხრუჭე სისტემაპრინციპი თითქმის იგივეა, როგორც დისკურ/მექანიკურის შემთხვევაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დამუხრუჭების ძალა დგუშს გადაეცემა სამუხრუჭე სითხის საშუალებით.

ეს სისტემაც ჰერმეტულად არის დახურული და დაცული სპეციალურ გარსში („კალიპერი“), რომელიც ვიზუალურად წააგავს მექანიკური მუხრუჭის გარსს.

ჰიდრავლიკური მუხრუჭები არის ორი სისტემის - ღია და დახურული.

დახურული ტიპის ჰიდრავლიკური სისტემა არის ის სისტემა, რაც ზემოთ ავღწერეთ.

ღია ტიპის ჰიდრავლიკურ მუხრუჭებში კი სახელურში ჩამონტაჟებულია მცირე ზომის გამაფართოებელი ავზი, რომელიც ახდენს სამუხრუჭე სითხის მოცულობის კომპენსირებას.

ასეთი ჰიდრავლიკური მუხრუჭები არის უმაღლესი კლასის და არ ითხოვს არავითარ რეგულირებას.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემაში ხდება ჰაერის „შეპარვა“ (ყველაზე ხშირად მაშინ, როცა ხდება ველოსიპედის ამობრუნება საბურავებით ზემოთ). ამ დროს დამუხრუჭების ეფექტურობა მცირდება და სისტემა ითხოვს დატუმბვას.

და ამ შემთხვევაში, ჰაერის შეპარვის რისკი მეტია, თუ ჰიდრავლიკური სიტემა არის ღია ტიპის.

ამიტომ, თუ შეამჩნევთ რომ ჰდრავლიკური მუხრუჭების მუშაობაში ცვლილებაა და ის არ მუშაობს ისე გამართულად როგორც მუშაობდა, სავარაუდოდ საჭირო იქნება სისტემის დატუმბვა და მიმართეთ სერვის ცენტრს ან ველო სახელოსნოს.

ჰიდრავლიკური მუხრუჭების დამოუკიდებლად დატუმბვა დამწყები ველოსიპედისტებისთვის არ არის რეკომენდებული. ოპერაცია არ არის რთული, თუმცა საკმაოდ სპეციფიკურია.

პლუსები: 

არ ითხოვს ხშირ კონტროლსა და რეგულირებას;

არ სჭირდება სამუხრუჭე ხუნდების ხშირი შეცვლა;

არ მოქმედებს საბურავის დისკზე და არ იწვევ მის ცვეთას.

ნებისმიერ, ყველაზე უბრალო ვერსიაშიც კი სამუხრუჭე ხუნდები უჭერს დისკს ორივე მხრიდან (დისკურ/მექანიკურ მუხრუჭთან შედარებით)

აქვს უფრო მსუბუქი კონსტრუქცია, ვიდრე მექანიკური მუხრუჭებს;

თუ მუხრუჭები კარგ მდგომარეობაშია და დგუშები არ არის დაბინძურებული, კალიპერის ცენტრირება ხდება თავისთავად და არ არის საჭირო ღრეჩოების („ზაზორების“) რეგულირება.

გააჩნია ფართო სპექტრის მოდულაცია (შეუძლია როგორც მწყობრი, ასევე მკვეთრი დამუხრუჭება);

არ არის დამოკდებული ტროსის და გარე გარსის დაბინძურებაზ, ასევე გარემო პირობებზე  (წვიმა, თოვლი, ტალახი), ამ დროს მუხრუჭები მუშაობს ისე, როგორც ჩვეულებრივ პირობებში.

უპრობლემოდ მუშაობს ნებისმიერ ტემპერატურაზე, გადახურების შემთხვევაში არ ზიანდება საბურავის დისკი, რადგან ხურდება მხოლოდ როტორი.

მინუსები: 

დიდი წონა V-BRAKE ტიპის მუხრუჭებთან შედარებით (რის გამოც ითხოვს საამორტიზაციო ჩანგლის კონსტრუქციის განსაკუთრებულ სიმყარეს).

მაღალი ფასი V-BRAKE და დისკურ/მექანიკურ მუხრუჭებთან შედარებით;

სისტემის მონტაჟისა და რეგულირების სირთულე;

არ არის ფართოდ გავრცელებული და ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილები;

რთულად ექვემდებარება რემონტს. 

შესაძლოა მოხდეს სამუხრუჭე სითხის ადუღება.

 

ველოსიპედები დისკურ-ჰიდრავლიკური მუხრუჭებით - TRINX.GE
MAJESTIC M600
DVR D500 ELITE X-TREME X1

 

დისკური მექანიკური თუ ჰიდრავლიკური?

 

დისკური მექანიკური თუ ჰიდრავლიკური?ხშირად ისმის კითხვა - მექანიკა თუ ჰიდრავლიკა? რომელი ავირჩიოთ? 

პასუხი არ შეიძლება იყოს ერთგვაროვანი - ჰიდრავლიკური სისტემა ყველაზე თანამედროვე, ევოლუციური სისტემაა, იგი მექანიკურთან  შედარებით უფრო მსუბუქია, აქვს შესანიშნავი სიმძლავრე, მოდულაცია, უძლებს ექსტრემალურ პირობებს, ტემპერატურულ რეჟიმებს, არ ეშინია წვიმის, სილის, ტალახის და იშვიათად გამოდის მწყობრიდან.

ჰიდრავლიკა მექანიკასთან ძირითადად აგებს მხოლოდ ორი პოზიციით -  ფასით და იმით, რომ რთულად ექვემდებარება რემონტს (ჰიდრავლიკური მუხრუჭების შეკეთება საველე პირობებში შეუძლებელია).

თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰიდრავლიკურ მუხრუჭებს ხარისხით არ ჩამოუვარდება დისკურ/მექანიკური მუხრუჭებიც (მაგალითად Avid BB და სხვა ბრენდული დისკურ-მექანიკური მუხრუჭები).

ამიტომ, თუ თქვენ არ ხართ დაკავებული დაუნჰილით/Downhill, პროფესიონალური კროს-ქანთრით, ფრირაიდით და სპორტის სხვა აგრესიული სახეობებით, არ არის საჭირო ჰიდრავლიკურ მუხრუჭებში საკმაოდ სოლიდური თანხობრივი სხვაობის გადახდა, რადგან დისკურ-მექანიკური მუხრუჭები სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

ამასთან ზემოთ აღნიშნულ სპორტულ და ექსტრემალურ სახეობებს წარმატებით უმკლავდება მაღალი ხარისხის დისკურ-მექანიკური მუხრუჭებიც.

ფასში სხვაობის გარდა, თუ თქვენთ არ ფლობთ ინფორმაციას სერვის ცენტრის ან სახელოსნოს შესახებ, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძენთ ჰიდრავლიკური მუხრუჭების ნაწილებს და („რასხოდნიკებს“), ჰიდრავლიკურ მუხრუჭების შეენა აზრს მოკლებულია.

მექანიკურ მუხრუჭების ჰიდრავლიკურთან შედარებით გააჩნია სხვა პლუსებიც:

მექანიკური მუხრუჭები არ ადუღდება ისე როგორც ჰიდრავლიკური (სისტემაში სითხის არ არსებობის გამო), შეიძლება გადახურდეს დისკი (როტორი) და სამუხრუჭე ხუნდები, მაგრამ ისინი არ გალღვება.

მექანიკური და ჰიდრავლიკური მუხრუჭების შედარება მექანიკური მუხრუჭები შესაძლოა უფრო მდგრადი აღმოჩნდეს დავარდნა/დარტყმის მიმართ ვიდრე ჰიდრავლიკური. საქმე იმაშია, რომ უფრო მარტივია მწყობრიდან გამოვიდეს ჰიდრავლიკური მუხრუჭის ჰიდრო ხაზი, ვიდრე დაზიანდეს ან გაწყდეს ტროსი მექანიკურ მუხრუჭში.

ფასი - მაღალი ხარისხის მექანიკური მუხრუჭის ღირებულება უტოლდება ყველაზე უბრალო ჰიდრავლიკური მუხრუჭების ფასს.

მარტივი სერვისი - ყველაზე ხშირად მექანიკურ მუხრუჭებს უზიანდება ტროსი და დროსის გარსი, რომლის გამოცვლაც ძალიან მარტივია და საველე პირობები, მაგრალითად ლაშქრობის დროს არის დამოუკიდებლად შესაძლებელი. მათ შეცვლას სჭირდება მინიმალური ხელსაწყოების ნაკრები, საერეზერვო ტროსი და გარსი (რომლის ტარება არ ითხოვს დიდ ადგილს).

 

მუხრუჭების მონაცემების შედარება

 

მუხრუჭების მონაცემების შედარებამუხრუჭის წონა - წონის თვალსაზრისით, უფრო მსუბუქია V-BRAKE - ტიპის მუხრუჭები, რადგან მათ არ გააჩნიათ დგუშები და ე.წ „კალიპერი“. წონით შემდეგ მოდის ჰიდრავლიკური/დისკური მუხრუჭები და ყველაზე მძიმეა დისკური (მექანიკური) მუხრუჭები.

კონსტრუქციის სიმარტივე - კონსტრუქციის სიმარტივით იგებს V-BRAKE ტიპის მუხრუჭები, მათი სერვისი და მომსახურება უფრო მარტივია ვიდრე დისკური მუხრუჭებისა.

დამუხრუჭების ძალა - თუ შევადარებთ ერთი კლასის ველოსიპედის მუხრუჭებს, დისკური მუხრუჭების ძალა უფრო მეტია, ვიდრე V-BRAKE ტიპის მუხრუჭებისა. ყველაზე დიდი მუხრუჭების სიმძლავრე კი ჰდავლიკურ მუხრუჭებს გააჩნია.

დამუხრუჭება რთულ მეტეროლოგიურ პირობებში - დისკური მუხრუჭი განთავსებულია საბურავების ცენტრთან ახლოს, ამიტომ ის ნაკლებად იკრავს ტალახს, რასაც ვერ ვიტყვით V-BRAKE ტიპის მუხრუჭებზე, რომელიც გაცილებით მალე ბინძურდება.

რაც შეეხება დასველებას, წყლის, ან თოვლის მოხვედრის შემთხვევაში ნებისმიერი მუხრუჭი კარგავს ძალას, თუმცა აქაც V-BRAKE მუხრუჭებზე წყალი უფრო მარტივად ხვდება, ამიტომ ამ შემთხვევაშიც აშკარა უპირატესობა დისკური (მექანიკური და ჰიდრავლიკური) მუხრუჭების მხარესაა.

მოდულაცია - მოდულაცია არის ზღვარი სუსტ დამუხრუჭებასა და საბურავების ბლოკირებას შორის. ცუდი მოდულაციის დროს ეს ზღვარი ძალიან მოკლეა, ანუ მუხრუჭზე დაძლიერად დაჭერის დროს ველოსიპედი მაშინვე არ ამუხრუჭებს, ხოლო შემდეგ ამუხრუჭებს მკვეთრად.

ასეთი რამ ძირითადად ხდება V-BRAKE ტიპის მუხრუჭებში, თუმცა არც ცუდი ხარისხის დისკურ მუხრუჭებშია გამორიცხული.

ყველაზე კარგი მოდულაცია ახასიათებს დისკურ (ჰიდრავლიკურ) მუხრუჭებს.

ცვეთა - V-BRAKE ტიპის მუხრუჭების შემთხვევაში იცვითება სამუხრუჭე ხუნდები და საბურავის დისკი (განსაკუთრებით ტალახიან გზაზე გაგადაადგილების დროს).

დისკური მუხრუჭების შემთხვევაში კი იცვითება სამუხრუჭე ხუნდები და როტორი. 

უპირატესობაა ის, რომ როტორის გამოცვლა გაცილებით იოლია, ვიდრე საბურავის დისკისა.

გადახურება - ხანგრძლივი დროით დაჭერის შემთხვევაში შესაძლოა გადახურდეს სამივე სახის მუხრუჭი:

V-BRAKE ტიპის მუხრუჭებში გადახურდება ველოსიპედის დისკი, რამაც შესაძლოა საბურავის დაზიანება გამოიწვიოს.

დისკურ (მექანიკურ) მუხრუჭებში ხურდება როტორი, რის გამოც იკლებს დამუხრუჭების ძალა.

დისკური (ჰიდრავლიკური) მუხრუჭები კი შეილება იმგვარად გადახურდეს, რომ მაგისტრალში ადუღდეს სამუხრუჭე სითხე და მუხრუჭებმა საერთოდ დაკარგონ ძალა.

ამიტომ, ნებისმიერ ტიპის მუხრუჭებს სჭირდება მოფრთხილება და მოვლა. არ შეიძლება დააჭიროთ მუხრუჭებს და იაროთ ასე ხანგრძლივი დროის განმავლობაში (თუნდაც 5 წუთით).

უნდა ავღნიშნოთ კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც ახასიათებს ჰიდრავლიკურ მუხრუჭებს.  ეს არის სისტემის დეჰერმეტიზაციის რისკი. ანუ უბრალო ენით რომ ვთქვათ შესაძლოა დაირღვეს ჰერმეტულობა და გამოჟონოს (ან დაიღვაროს) სამუხრუჭე სითხე.

შეიძლება მოხდეს ისე, რომ არასწორი გადატანის, დაცემის ან დარტყმის შედეგად დაზიანდეს  ჰიდრო ხაზი და სამუხრუჭე სისტემა მთლიანად გამოვიდეს მწყობრიდან.

ამ დროს, მექანიკური მუხრუჭების შემთხვევაში შეიძლება გაწყდეს და მარტივად შეიცვალოს სამუხრუჭე ტროსი. ჰიდრავლიკური მუხრუჭების შემთხვევაში კი უნდა შეიცვალოს ჰიდრო ხაზი და მოხდეს მისი დატუმბვა.

დისკის/როტორის დეფორმირების შემთხვევაში - თუ ველოსიპედის საბურავის დისკი გაღუნულია V-BRAKE ტიპის ველოსიპედზე, დისკი გადაადგილების დროს შეეხება სამუხრუჭე ხუნდებს და ველოსიპედი დაიწყებს დამუხრუჭებას ჩვეულებრივი სვლის დროს.

ხოლო თუ ველოსიპედს დისკური მუხრუჭები აქვს და გაღუნულია როტორი, მოხდება იგივე და ველოსიპედი ამ შემთხვევაშიც დაიწყებს დამუხრუჭებას სვლის დროს, თუმცა დისკური მუხრუჭების შემთხვევაში ეს ნაკლებად შესამჩნევი და  უპრობლემოდ შეიძლება სახლამდე ან სერვისამდე მისვლა, ვიდრე V-BRAKE ტიპის მუხრუჭების შემთხვევაში.

მუხრუჭებზე ძლიერი დაჭერის შემთხვევაში - დისკურ (მექანიკურ და ჰიდრავლიკურ) მუხრუჭებზე ძლიერი დაჭერის დროს პრინციპში არც არაფერი არ ხდება.

რაც შეეხება V-BRAKE მუხრუჭებს, იმის გამო, რომ ის დამაგრებულია ჩარჩოს ფრთებზე, შეიძლება ფრთები გაიჭიმოს, დეფორმირდეს და აღარ მოხდეს საბურავების ბლოკირება. ამიტომ ამგვარ შემთხვევაში იყენებენ სპეციალურ დეტალებს ე.წ „ბუსტერებს“.

აქვე ვიტყვი რომ არ არის რეკომენდებული უხარისხო, დაბალფასიანი „ბუსტერის“ ყიდვა, რადგან შეიძლება ჩარჩოს ფრთებთან ერთად ისიც გაიჭიმოს.

 

ველოსიპედები დისკურ/მექანიკური/ჰიდრავლიკური მუხრუჭებით - TRINX.GE
MAJESTIC M500 ELITE
DVR D700 PRO X1 ELITE 2020

 

დისკური მუხრუჭების როტორის ზომა

 

დისკური მუხრუჭების როტორის ზომამიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტია დისკური მუხრუჭების როტორის დიამეტრი, მით უფრო მეტია დამუხრუჭების ეფექტურობა.

მაგრამ, როტორის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ველოსიპედის მიზნობრივ დანიშნულებას. მაგალითად კროს-ქანთრის კლასის ველოსიპედებში (ტყის ბილიკები, ჩვეულებრივი დაღმართები) მიღებულია დიამეტრი 160 მმ.

მთის ველოსიპედებში (მთის ბილიკები და დაღმართები) - აყენებენ როტორს დიამეტრით 185 მმ.

დაუნჰილის კლასის ველოსიპედები (მთიდან დაშვება) აღჭურვილია ყველაზე დიდი დიამეტრის როტორებით.

ამგვარად, კითხვაზე, თუ რა ზომის დისკები (როტორები) უნდა ჰქონდეს საბურავებს, ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. მართალია რაც უფრო მეტია დიამეტრი, მით უმფრო მეტია დამუხრუჭების ძალა, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე, რადგან არსებობს ერთი ნიუანსი - რაც უფრო დიდია როტორი და შესაბამისად მისი დამამუხრუჭებელი ძალა, მით უფრო რთულია ძალისხმევის (ანუ ამ დამუხრუჭების ძალის) დოზირება.

ამიტომ, საჭიროა ადაპტაცია!

და კიდევ ერთი ნიუანსი, თუ ველოსიპედისტის წონა 100 და მეტი კგ-ია, ან იგეგმება, რომ ველოსიპედის დატვირთვა (მაგალითად მძიმე ზურგჩანთა ან სხვა სახის ბარგი) იქნება ამ მონაცემის ფარლებში, რეკომენდებულია როტორის დიამეტრი იყოს არანაკლებ 180 მმ, ან უფრო უკეთესია თუ იგი იქნება 203 მმ.

თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ და დისკური მუხრუჭები აუცილებლად გჭირდებათ, შესაძლებელია წინა საბურავზე უფრო დიდი დიამეტრის დაყენება ვიდრე უკანაზე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დამუხრუჭების დროს წინა საბურავი თამაშობს უფრო დიდ როლს, ვიდრე უკანა,

ბოლოს ავღნიშნავთ, რომ გვხვდება ბევრი ბიუჯეტური კატეგორიის ველოსიპედის მოდელები, რომლებიც აღჭურვილია დიდი ზომის როტორებით. შესაბამისად ასეთ ველოსიპედებს აქვთ ყველაზე ფართო საბურავი და მსხვილპროტექტორიანი რეზინები.

და ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, თუ რა ტიპის არის ველოსიპედი და რა არის მისი დანიშნულება.

ამიტომ, ნუ წამოეგებით ამ ხრიკს და ნუ მოიხიბლებით ბაიკის აგრესიული გარეგნული იერსახით. არჩევანი თქვენი საჭიროების მიხედვით გააკეთეთ.

 

გაფრთხილება

 

მნიშვნელოვანი რჩევები ველოსიპედის მუხრუჭების არჩევის დროსბევრი მწარმოებლის იაფფასიანი ველოსიპედები აღჭურვილია არა V-BRAKE ტიპის (რაც ლოგიკური იქნებოდა მათი დაბალი ფასის გამო), არამედ დისკური მუხრუჭებით.

როგორც წესი, დაბალფასიან ველოსიპედს ყიდულობს ადამიანი, რომელიც ვერ ან ძალიან ცუდად ერკვევა ველოსიპედებში. ამიტომ იგი მარტივად ტყუვდება, როცა გაიგებს, რომ ველოსიპედი დისკური მუხრუჭებით არის აღჭურვილი.

სინამდვილეში კი საქმე იმაშია, რომ ეს დიკური მუხრუჭები არის დაბალი ხარისხის და საეჭვო წარმომავლობის.

დაბალფასიანი და დაბალი ხარისხის როგორც წესი ვიზუალურადაც საეჭვოდ გამოიყურება და თვალნათლივ ჩანს, რომ დეტალები უხარისხოა.

ასეთი მუხრუჭების დამუხრუჭების ძალა თითქმის ისეთივეა ან ოდნავ მეტი ვიდრე V-BRAKE მუხრუჭებისა და არსებობს მაღალი რისკი, რომ ისინი მალე გამოვიდეს მწყობრიდან.

ამ შემთხვევაში მექანიზმის სირთულის გამო მათი სერვისი გაცილებით ძვირი დაჯდება ვიდრე V-BRAKE მუხრუჭების რემონტი.

ამიტომ, უმჯობესია თუ ველოსიპედს ექნება მაღალხარისხიანი, სანდო ბრენდის მიერ წარმოებული V-BRAKE ტიპის და არა გაუგებარი ხარისხისა და საეჭვო მწარმოებლის მიერ დამზადებული დისკური (მექანიკური ან ჰიდრავლიკური) მუხრუჭები.

ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ თუ ორ ვიზუალურად მსგავს ველოსიპედს აქვს ერთი და იგივე ფასი, მაგრამ პირველზე დგას ხარისხიანი V-BRAKE ტიპის სამუხრუჭე სისტემა ხოლო მეორეზე ხარისხიანი დისკური (მექანიკური ან ჰიდრავლიკური) სისტემა, ეს ნიშნავს რომ პირველ ველოსიპედს სხვა შემადგენელი კომპონენტები (მაგალითად გადამრთველები და სხვა..) აქვს უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე მეორეს.

კიდევ ერთი ნიუანსი - გაითვალისწინეთ, რომ თუ გსურთ შეიძინოთ ველოსიპედი V-BRAKE სისტემის მუხრუჭებით, ხოლო შემდეგ განაახლოთ იგი დისკური მუხრუჭებით, ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ და თუ საერთოდ მოახერხებთ ამას.

საქმე იმაშია, რომ V-BRAKE სისტემით აღჭურვილ ყველა ველოსიპედზე არ არის შესაძლებელი მისი დისკური მუხრუჭებით ჩანაცვლება. ასე, რომ თუ აუცილებლად დისკური მუხრუჭები გსურთ, უმჯობესია მოიცადოთ, თანხა დააგროვოთ და ასეთი მუხრუჭებით აღჭურვილი ველოსიპედი შეიძინოთ.

 

ჰიდრავლიკური მუხრუჭები ყველგანმავალ ველოსიპედებში - TRINX.GE
DVR D700 ELITE
MAJESTIC M1000 ELITE X7 ELITE

 

მუხრუჭების მოვლა/რეგულირება

 

მუხრუჭების მოვლა/რგულირებამუხრუჭების საიმედოობა უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. ამიტომ რეკომენდებულია მათი რეგულარული შემოწმება და რეგულირება.

მუხრუჭების ეფექტურობა უნდა შემოწმდეს შემდეგნაირად - გაატარეთ მცირე მანძილზე და ამასთან ხელის დაჭერით შეამოწმეთ რამდენად ახდენს თითოეული მუხრუჭი საბურავის ბლოკირებას.

თუ მუხრუჭის სახელური ეხება საჭის სახელურს, ე.ი მუხრუჭები მოშვებულია და საჭიროა მისი დაჭიმვა. ამის გაკეთება ხდება ფიგურული ჭანჭიკების საშუალებით. ჩვეულებრივ საკმარისია ხოლმე მათი მცირედით გადაჭერა. ანალოგიური მოქმედება უნდა შეასრულოთ უკანა საბურავთან მიმართებაშიც.

რაც შეეხება სამუხრუჭე ხუნდების შემოწმებას. დააჭირეთ მუხრუჭებს ბოლომდე და დაუკვირდით რა მოხდება.

სამუხრუჭე ხუნდები მთელი თავისი ზედაპირით უნდა ეხებოდეს საბურავის დისკის კიდეებს. თუ ასე არ ხდება, ე.ი სამუხრუჭე ხუნდებს სჭირდება რეგულირება.

შესაძლოა მუხრუჭების გაუმართაობის მიზეზი იყოს საბურავის დეფორმირებული დისკი. თუ დისკი მწყობრშია და არ არის დეფორმირებული, მოუშვით სამუხრუჭე ხუნდების ჭანჭიკები და დაარეგულირეთ მუხრუჭის ბერკეტის ზამბარები.

დისკური მუხრუჭების მქონე ველოსიპედებთან საჭიროა ფაქიზი მოპყრობა ტრანსპროტირებისა და შენახვის დროს.

თუ მოხდა და გაიღუნა როტორი, ველოსიპედით გადაადგილება გახდება პრობლემური ან მუხრუჭებმა შესაძლოა საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან.

თუ სამუხრუჭე დისკი (როტორი) დეფორმირებულია, - იგი უნდა შეიცვალოს! რადგან როტორის გასწორება რთულია და ესეც არ იყოს, გასწორებული როტორი დიდი ხანი ვერ მოგემსახურებათ.

იგივე ითქმის სამუხრუჭე ხუნდებზე. თუ ისინი თვალსაჩინოდ არის დაცვეთილი, უმჯობესია არ დააყოვნოთ და დროულად გამოცვალოთ.

V-BRAKE ტიპის მუხრუჭების შემოწმებაV-BRAKE ტიპის მუხრუჭების შემოწმება ხდება სეზონში ერთხელ, რემონტის შემდგომ ან იმ შემთხვევაში თუ მუხრუჭები არაკორექტულად მუშაობს ველოსიპედის დიდი ხნის დგომის შემდეგ.

V-BRAKE ტიპის მუხრუჭების შემთხვევაში, სამუხრუჭე რეგულირება ხდება ჭანჭიკებისა (“ბოლტების“) და საყელურების („შაიბა“) საშუალებით შემდეგნაირად:

ა) მცირედით უნდა მოუშვათ მუხრუჭის ტროსი.

ბ) დააყენოთ სამუხრუჭე ხუნდებს საჭირო მდგომარეობაში. ოპტიმალურად ითვლება სამუხრუჭე ხუნდებიდან ველოსიპედის დისკამდე 2-3 მმ დაშორება. ორივე სამუხრუჭე ხუნდი უნდა იდგეს სიმეტრიულად არ უნდა იყოს გაღუნული.

გ) მოუჭირეთ მუხრუჭებს და დაჭიმეთ ტროსი.

დ) შეამოწმეთ სამუხრუჭე ხუნდები. თუ ძლიერი დაჭერის დროს მუხრუჭები არ მუშაობს, ან მუშაობს, მაგრამ გვიან ამუხრუჭებს, საჭიროა მათი ხელახალი დარეგულირება.

დისკური მუხრუჭების პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზი ძლიერი დაბინძურებაა. ხოლო მისი რეგულირება საჭიროა მაშინ, როცა იგი ეხება საბურავს, გამოსცემს ხმებს ან ხელს უშლის მოძრაობას.

თუ დისკი გაასუფთავეთ, მაგრამ პრობლემა მაინც დარჩა, საჭიროა დაარეგულიროთ ჭანჭიკები კალიპერზე (მოწყობილობა, რომელიც უჭერს სამუხრუჭე დისკოს ხუნდებით).

საჭიროა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

ა) თუ მუხრუჭის სახელურები ეხება საჭეს, მცირედით უნდა მოუშვათ ქანჩი და დაატრიალოთ რეგულატორი;

ბ) შეამოწმეთ ტროსი, არის თუ არა იგი დაზიანებული.

გ) შეამოწმეთ სამუხრუჭე დისკი და ხუნდები. თუ ისინი დგას არასწორად, დაარეგულირეთ ჭანჭიკები, რომლებიც იჭერს მუხრუჭებს.

ჰიდრავლიკური მუხრუჭების რეგულირება საჭიროა მაშინ, როცა გადაადგილების დროს წარმოიშვება გარე ხმები, რომელიც ჰგავს ჭრაჭუნის ან შრიალის ხმას.

იმისათვის, რომ დაარეგულიროთ ჰიდრავლიკური მუხრუჭები, საჭიროა:

ა) ოდნავ მოუშვათ კალიპერზე (მოწყობილობა, რომელიც უჭერს სამუხრუჭე დისკოს ხუნდებით) ჭანჭიკები, რათა იგი მოძრაობდეს თავისუფლად.

როგორ დავარეგულიროთ ველოსიპედის ჰიდრავლიკური მუხრუჭებიბ) შემდეგ დააწექით მუხრუჭებს ბოლომდე ისე რომ ხუნდები მიეჭიროს როტორს.

გ) შეამოწმეთ ხუნდების მდგომარეობა (ისინი უნდა იყოს სიმეტრიული) და გადაუჭირეთ სამაგრი ჭანჭიკები ისე, რომ სამუხრუჭ ხუნდებიდან სამუხრუჭე დისკამდე უნდა იყოს მინიმალური დაშორება, თუმცა ამასთან ისინი არ უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს.

შენიშვნა: თუ ველოსიპედის დაზეთვის დრო შემთხვევით საპოხი საშუალება მოხვდა როტორზე და თქვენ გააგრძელეთ გადაადგილება, სამუხრუჭე ხუნდები გაიჟღინთება ზეთოვანი მასით და სავარაუდოდ მოგიწევთ მათი შეცვლა.

ამიტომ, იყავით ფრთხილად, რომ გაპოხვა/დაზეთვის დროს როტორზე არ მოხვდეს ზეთის წვეთები.

 

 პს

 

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის მუხრუჭებიდისკური მუხრუჭები კომფორტულია, მუშაობს მსუბუქი დაჭერით, აქვს კარგი მოდულაცია.

როცა გადაადგილება ხდება მაქსიმალური სიჩქარით და სწრაფი დამუხრუჭებაა საჭირო (რადგან რამოდენიმე მეტრი შეიძლება წყვეტდეს ყველაფერს), ასეთ პირობებში დისკურ/ჰიდრავლიკური მუხრუჭები უალტერნატივოა.

სწორედ ამიტომ პროფესიონალი ველოსიპედისტები, რომლებიც სერიოზულ დონეზე ფლობენ ველოსიპედებს, ან უმეტესწლად არჩევანს დისკურ მექანიკურ ან ჰიდრავლიკურ მუხრუჭებზე აკეთებენ.

დისკურ მუხრუჭებს ირჩვენ ველოსიპედისტებიც, რომლებსაც უყვართ ექსტრემალურ პირობებში გადაადგილება, რადგან ისინი უღალატოა უამინდობაში (წვიმა, თოვლი, ქვიშა, ტალახი).

მაგრამ თუ მაღალი სიჩქარით მოძრაობას არ ანიჭებთ უპირატესობას, ველოსიპედის დანიშნულება მხოლოდ მშრალ ამინდში ქალაქში სეირნობაა და ექსტრემალური დამუხრუჭებაც არაფერში გჭირდებათ, შეგიძლიათ არჩევანი მსუბუქ, მარტივ და სანდო V-BRAKE ტიპის მუხრუჭებზე გააკეთოთ.

V-BRAKE ტიპის მუხრუჭების ტექნიკური მომსახურება და სერვისი გაცილებით იოლი და ხელმისაწვდომია.

და ბოლოს, რომელი ტიპის მუხრუჭზეც არ უნდა გააკეთოთ არჩევანი, ყოველ გადაადგილების წინ შეამოწმეთ მისი მუშაობის უნარიანობა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

 

ველოსიპედები ყველა ტიპის მუხრუჭებით - TRINX.GE
LIFE 1.0
MAJESTIC M116 ELITE DVR D700 ELITE

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ