ჩვენი ხარების ღონიერ ქედებს, ჩვენი გლეხკაცის გამძლე მარჯვენას, ედემს, ალაზნის ბარაქა ედემს, კიდევ სიცოცხლე და გამარჯვება!
ძველმა ვეფხვმა და მონადირემა: - რუსუდან ჩემი ირემი ქალი, ქეთევან ქალი - თვალებიანმა.
მზე, ყვავილები, წვიმა მრავალი… ამდენი ვარდი, თოვლიც ამდენი, რა მოსავალი, რა მოსავალი!
ქიზიყის ველს რომ მარტო გახედო… ბაკურ ციხეში ვაზმა იხარა; აგრეც იხარე, ჩემო კახეთო!
ტრფობით ცეცხლი რომ გულში აღენთო; შენ ალაზანმაც ბევრი გიმღერა, აგრეც იმღერე, ჩემო კახეთო!
იმ სიყვარულის ვარსკვლავს ვფიცავარ… დილა გათენდა, დარმა იდარა და თოვლმა თოვლის ფერი იცვალა.
გომბორის კალთა რომ გადაცურა, რა ღვინო იყო ის დალოცვილი, რა ღვინისფერი თოვლი მოსულა! |
ლექსები კახეთზე • • • • • • ალექსანდრე საჯაიას პოეზია |