ურიცხვი ვარამის მნახველები, სხედან, ბუბუნებენ დინჯი კახელები.
არაპირმოთნე და საქმენაღდები, სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით. დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ, დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ, ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ. დამუნჯებულები სათქმელით ულევით... მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა, აჰა, ალავერდი, სიდინჯე, გახევება. მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"... ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო, ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ძმებო კახელებო |