არ მეშინია შენი ბოღმის, შენი მუქარის, და არ ვაპირებ ცად ატყორცნილ მთებში გახიზვნას, მე თბილისიდან ჩემს კახეთში გამოვიქცევი, რადგანაც, თურმე, აქ აპირებ კარვის დაცემას.
და ძილგატეხილს კახეთის ცა მახურავს საბნად, ვერ დამამარცხებ, ცივგომბორის მადგას გვირგვინი, ალაზნის ველი, ოქროსფერი მაცვია კაბად.
და არ მაშინებს უცხო ტომთა გეგმა მზაკვრული, შებინდებისას გავაცოცხლე ბებერი სახლი, ისევ ავლესე დაჟანგული ხმალი ქართული..
თუ სამშობლოსთვის ურჯულოთგან სიკვდილი მიწევს! - მინდა კახეთის მცხუნვარე მზე მითბობდეს საფლავს, და მამაჩემის სიახლოვეს, მთის წვერზე ვიწვე,
და არ ვაპირებ საქართველოს მთებში გაქცევას, გათენებისას ვაზის მტევნებს გადავეწანი და აქ ვაპირებ თბილისისთვის სისხლის დაქცევას. |
ლექსები კახეთზე • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |